07 ივნისი, 2013
ნინა სუბლატის ორეული ''ევანესენსის'' სოლისტია
გარდა ნიჭიერებისა, მის მომავალ წარმატებას ქართული ესტრადისთვის იშვიათი სითამამე და მიშა მშვილდაძის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ''ხარისხიც'' განაპირობებს. ნინას წარმატებებს ვუსურვებთ, მისი ''ორეული'' კი ცოტა უკეთ გავიცნოთ. ამ ფოტოებს ვინც შეხედავს, ყველა დამეთანხმება, რომ ცნობილი ჯგუფის ''ევანესენსის'' სოლისტი ემი ლი მართლა ძალიან ჰგავს ''საქართველოს ვარსკვლავის'' ერთ-ერთ კონკურსანტს - ნინა სუბლატს. ამას წინათ თქვენი მონამორჩილი მეტროთი მგზავრობდა. მატარებელში ორი თინეიჯერი შემოვიდა. აშკარად როკის მოყვარულები იყვნენ, ვარცხნილობებზე, ჩაცმულობაზე ეტყობოდათ. ერთ-ერთის მაისურმა მიიქცია ყურადღება - გოგონა იყო გამოსახული, ბიჭების ფონზე.
ისე ჰგავდა ნინას, ვიფიქრე, ეს ნინას ფანები არიან-მეთქი. როცა კარგად დავაკვირდი, მერეღა მივხვდი, რომ მაისურზე ''ევანესენსის'' წევრები იყვნენ გამოსახულნი. სწორედ ამის მერე დავინტერესდი მათი მსგავსებით, ფოტოები გადავათვალიერე და დავრწმუნდი ამ მოსაზრების სისწორეში.
''საქართველოს ვარსკვლავის'' ''ფეისბუქის'' გვერდზეც დევს ალბომი ''იპოვე ორეული'', რომელშიც კონკურსანტებისა და მათი მსგავსი ცნობილი ადამიანების თუ პერსონაჟების ფოტოებია განთავსებული. ნინას ერთ-ერთი ''მეწყვილე'', ორნელა მუტისა თუ მილა კუნისთან ერთად, იქაც ემი ლია.
როგორც ჩანს, ნინამაც იცის ამ მსგავსების შესახებ - მის ზღვისფერ თვალებს შეხამებული შავი სწორი თმა, მისი სტილი, შესაძლოა, ნაწილობრივ ემი ლის გავლენაც იყოს.
ზემოხსენებულ კონკურსში ნინა ერთ-ერთი უდავო ფავორიტია და გარდა ნიჭიერებისა, მის მომავალ წარმატებას ქართული ესტრადისთვის იშვიათი სითამამე და მიშა მშვილდაძის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ''ხარისხიც'' განაპირობებს. ნინას წარმატებებს ვუსურვებთ, მისი ''ორეული'' კი ცოტა უკეთ გავიცნოთ.
Rating
ემი ლი ''ევანესენსის'' სოლისტია, პიანისტი, სიმღერების ავტორი. ემი ნინაზე ბევრად უფროსია - 32 წლისაა. ამერიკელი ემის მამა, ჯონ ლი, არკანზასის რადიოში დიჯეიდ მუშაობდა და გოგონას სახელი 1970-იანი წლების ცნობილი სიმღერა ''ემის'' გავლენით დაარქვა. ემის ორი და და ძმა ჰყავს. ძმა ეპილეფსიით არის ავად, რის გამოც ემი ეპილეფსიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გახდა და აქტიურად უწყობს ხელს ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს. ემის მესამე და 3 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას ემიმ რამდენიმე სიმღერა მიუძღვნა.
9 წლიდან უკრავს გიტარაზე, პროფესიონალი პიანისტია. 13 წლის იყო, როცა გიტარისტ ბენ მუდის შეხვდა. თავდაპირველად ერთმანეთს ხვდებოდნენ, მერე კი ეს შემოქმედებით კავშირში გადაიზარდა. მათ მიერ ჩამოყალიბებული როკჯგუფი ''ევანესენსი'' პირველად 1990-იან წლებში გახმიანდა და დღესაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. 2007 წელს ემი თერაპევტ ჯოშ ჰარცლერს გაჰყვა ცოლად.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ნია
ნინა ვერასდროს ვერ მივა ახლოს ემი ლისთან... მათი შედარება როგორ შეიძლება ან იმის თქმა რომ ემი გავს ნინას?! ნინა ვერასდროს ვერ მივა ახლოს ემისთან. (ემი ბევრად ლამაზია ნინასთან შედარებით) ♥ ♥ ♥
12:02 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თათაკო
ჩემი აზრით ნინა ჰგავს ემი ლის რადგან ნინია გაცილებით პატარაა ამი ლიზე და თან მის დონეზე ვერასდროს ვერ მივა♥
22:46 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ამეთვისტო
ნინა სჯობია მაგ სოლისტს,ბევრად ლამაზია ჩემის აზრით:)
01:21 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ამეთვისტო
გეთანხმები ანა,ნინას განსაკუთრებული ხიბლი აქვს,ნუკას მაგარი ხმის ტემბრი აქვს თუმცა სცენაზე რაღაც აკლია..
01:20 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეხლა დაწერეთ გშურსო ნუკასიო:) ნუკასი ნამდვილად არა, მაგრამ ნინასი კი კეთილი შურიოთ:D
23:56 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS