ხელოვნებათმცოდნე და მსახიობი ვარ, თუმცა, გარდა ამისა, ვმუშაობ ვიზაჟისტად ერთ-ერთ საქორწილო სახლში.
საყვარელი ფილმი, ფილმის გმირი და მსახიობი:
ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს, მაგრამ ახლა პირველი ''ფორესტ გამპი'' მახსენდება, საყვარელი ფილმიც ესაა და გმირიც. რაც შეეხება მსახიობებს, ესენი არიან: ნიკოლ კიდმანი, მერილ სტრიპი.
რა გიფუჭებს ხასიათს?
ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, დაბინძურებული გარემო, ცუდად მოსიარულე მანქანები, დიდი ჯიპები...
ტყუილს.
რას აკეთებ გაბრაზებული?
წიწაკას ვჭამ, ალბათ იმიტომ, რომ ამ სიცხარეზე გადავიდეს გაბრაზება.
რისი გეშინია?
ზოგადად, ადამიანების. განსაკუთრებით კი იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარ თავს კარგად არ იცნობენ. ის, ვინც საკუთარ თავთან გულწრფელი არაა, სხვებთან დამოკიდებულებაში ცუდ რაღაცებს იწვევს.
რა გაკომპლექსებს?
ჭორფლები მაქვს და ზაფხულობით ეს მაკომპლექსებს ხოლმე.
რას არ ჩაიცვამ არასდროს?
ასე ვერ ვიტყვი, რადგან მითქვამს რაღაცაზე, არ ჩავიცვამ-მეთქი, მაგრამ მერე ჩამიცვამს. მსახიობი ვარ და ხანდახან ისეთი რაღაცების მორგება მიწევს, რაც შეიძლება, არ მომწონდეს. მიუხედავად ამისა, ალბათ არასდროს ჩავიცვამ ჭუჭყიან, გადაგდებულ ტანსაცმელს.
რამდენად გულჩვილი ხარ და რამ შეიძლება აგატიროს?
ყველაფერმა შეიძლება, ამატიროს, ბოლოს ფილმზე ვიტირე...
რისი გრცხვენია?
(ფიქრობს) მგონი, უსირცხვილო ვარ, რადგან ახლა ვერ მივხვდი, რისი მრცხვენია (იცინის). რეალურად, ძალიან შემრცხვება ტყუილის თქმის, ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩემთვის ტყუილის თქმაა. ხანდახან ხდება ისე, რომ მიწევს უწყინარი ტყუილის თქმა, მაგრამ ჩემთვის ესეც დიდი დის-კომფორტია.
იდეალი თუ გყავს?
იდეალური ადამიანი ნაკლებად მეგულება, მაგრამ იდეალი ჩემთვის შეიძლება, ზღაპრის გმირი ან პერსონაჟი იყოს. მაგალითად, იდეალური პერსონაჟი ჩემთვის ეგზიუპერის პატარა უფლისწულია.
საოცნებო ვახშამი მსოფლიო ვარსკვლავთან...
ხოაკინ ფენიქსთან ერთად ვივახშმებდი ევროპის ნებისმიერ ადგილას, რატომღაც ამ ეტაპზე ამერიკა არ მიტაცებს.
ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ ადგილას?
ჩემს შვილთან ერთად, მაგრამ, სიმართლე გითხრა, არავისთან ერთად არ მინდა უკაცრიელ კუნძულზე, ისედაც ასეთ უკაცრიელ კუნძულზე არ ვცხოვრობთ?! ჰგავს ჩვენი ქვეყანა ასეთ ადგილს... რადგან არ არის ცხოვრების მაღალი დონე, რიტმი, ადამიანების შეგნება, სისუფთავე, ერთმანეთის სიყვარული და ა.შ.
სამი ნივთი, რომლის გარეშეც ცხოვრება გაგიჭირდებოდა:
ტელეფონი, ლეპტოპი, თვალის ფანქარი.
სიმღერა, რომელსაც ცუდ ხასიათზე მყოფი უსმენ:
ცუდ ხასიათზე თუ ვარ, უფრო ხშირად ბიორკს ვუსმენ.
წიგნი და წიგნის გმირი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...
თინეიჯერობის ასაკში რემედიოსმა ''მარტოობის ასი წლიდან'' დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
გადაცემა, რომელშიც დიდი სიამოვნებით მიიღებდი მონაწილეობას:
ასეთი გადაცემა, სიმართლე გითხრა, არ მახსენდება, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ან ''ერთი-ერთში'' მივიღებდი მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვერ ვმღერი.
ერთი კითხვა სოფიასგან დავით უსუფაშვილს:
ვურჩევდი, დიდი ყურადღება მიაქციონ განათლების სისტემას, რადგან ქვეყნის განვითარება პირდაპირაა ამაზე დამოკიდებული. კითხვით კი ბევრ რამეს ვკითხავდი (ფიქრობს). ერთი შეკითხვა კი ეს იქნებოდა: რატომ არ იხდის საპატრიარქო კომუნალურ გადასახადებს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''