27 ივნისი, 2014
დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...
პატრიოტიზმი უკვე ყველგან სტერეოტიპია. მაგრამ, ჩემი აზრით, პროფესიონალი ადამიანი, რა პროფესიისაც უნდა იყოს ის, თავისი ქვეყნის ყველაზე მაგარი პატრიოტია
90-იან წლებში უშუქობასა და ყველანაირ უპირობობაში ჩამოყალიბებული შოუბიზნესის წარმომადგენლები აქტიური შემოქმედებითი პროცესით ცდილობდნენ, სიახლე და ''სინათლე'' შეეტანათ საზოგადოების ცნობიერებაში. ალბათ სწორედ ამიტომ ამბობს ჩვენი რესპონდენტი დათო ფორჩხიძე, რომ 90-იანი წლები პროგრესის ოაზისი იყო. მუსიკოსს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. როგორ შეიძლება, ორმა ადამიანმა ურთიერთობა, ოჯახი ააწყოს მოტაცებით, ეს ხომ ყველაზე ნებაყოფლობითი აქტია. 

- ტრადიციას, რომელიც იდენტობას შემინარჩუნებს და
სხვა ერებისგან გამომარჩევს, მაქცევს განსხვავებულად და ორიგინალურად, რა თქმა უნდა, მოვეფერები, მაგრამ გახსოვთ, რომ 10-15 წლის წინ ოჯახების დიდი ნაწილი მოტაცებით იქმნებოდა, უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, ეგონათ, ჩვენ ვიყავით ველური ტომი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. დრო რომ გავიდა, დავფიქრდით და მივხვდით, რომ ეს ქმედება სასაცილოა. როგორ შეიძლება, ორმა ადამიანმა ურთიერთობა, ოჯახი ააწყოს მოტაცებით, ეს ხომ ყველაზე ნებაყოფლობითი აქტია. ჰოდა, ეს ტრადიცია ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც უშუქობა და დღეს თითქმის არ გვახსოვს, რომ 10-15 წლის წინ ეს იყო ნორმა და კარგი პონტი.
ერთი ირლანდიელი მეგობარი მყავდა, რომელიც საქართველოში წარმატებული დიჯეი გახლდათ და იმავდროულად საქართველოს ისტორიით იყო დაინტერესებული, მამამისი პატრიოტად ზრდიდა. ბავშვობაში მისთვის უკითხავს, გავიგე, ირლანდიელები ასეთი მაგრები ვართ, მაგრამ სხვა ჩვენნაირად მაგარი ერი კიდევ არის ქვეყანაზეო? მამამისს უპასუხია, საბჭოთა კავშირში არის საქართველო, სადაც ჩვენნაირად მაგარი ერი - ქართველები ცხოვრობენო. 
ამ პათოსით გაზრდილი ჩემი მეგობარი წინა ხელისუფლების დროს ჩამოვიდა საქართველოში, გამიხარდა, ჩვენი ქვეყნისადმი მისი ასეთი დამოკიდებულების შესახებ რომ შევიტყვე და საქართველოზე შექმნილი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე, მან კი იცით, რა მითხრა? იმედგა-ცრუებული მივდივარ, რადგან თქვენ თქვენსას ივიწყებთ და დასავლეთისკენ ილტვითო. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა სინანულით თავი დაუქნია, მე კი ინფორმაცია შევაგროვე და მერე ვკითხე, თქვენი მოსახლეობის რამდენი პროცენტი ლაპარაკობს ირლანდიურად-მეთქი, დაახლოებით ორიო, ჩვენთან კი 100% ლაპარაკობს ქართულად, ამის შემდეგ ნუ მასწავლი პატრიოტობას და ნუ მომთხოვ, რომ ჩოხითა და ხინკლით დაგხვდე, როგორც აბორიგენი და ელექტრონული მუსიკა მარტო შენ აკეთო-მეთქი.
მე მინდა, რომ რიტუალებზე ჩოხაც მეცვას, ''არმანიზე'' მაგარი ნაწარმი ავთანდილმა შექმნას, რომელსაც აუცილებლად ჩავიცვამ და ქუთაისის ავტოქარხანამ ''მერსედესზე'' მაგარი ''კაზ ეს'' კლასი გამოუშვას-მეთქი. აქედან გამომდინარე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრადიცია არ არის პროგრესის მტერი, შავ-თეთრი ფერებიდან უნდა გადავინაცვლოთ ფერადზე. ადამიანების ინსტინქტია, როგორც აწყობს, ისე იცხოვროს, თუ ამაში ტრადიცია ეხმარება, გაუმარჯოს იმ ტრადიციას, ხოლო თუ ხელს უშლის, ეს უკვე მონობა ხდება.
- რატომაა ჩვენს ქვეყანაში ასე გავრცელებული სუფრისა და დალევის ტრადიცია?
- იქიდან გამომდინარე, რომ ღვინო ჩვენი ბიზნესია, ის მაგარ ტიპად ვაქციეთ და დალევის ტრადიცია დამკვიდრდა. ლუდს ''დავერიეთ'', ამ სასმლით სიდედრის სადღეგრძელოს ვსვამდით და არ ვიცოდით, რომელს ვაკნინებდით, ლუდს თუ სიდედრს. ამის რეალური მიზეზი იყო ის, რომ ვქომაგობდით ღვინოს, რაც, ჩემი აზრით, ცოტა სულელური პრაგმატიზმია. თამადის ინსტიტუტი ამ სიტუაციამ მოიტანა. ბევრს აღარაფერს ვიტყვი განსხვავებულების დალევასა და ღვინის ჩახეთქვაზე, რადგან ისედაც გავიგეთ, რომ ეს ცუდია და თუ მე არ მინდა, ვერანაირი ძალით ვერ დამალევინებენ განსხვავებულს. თუმცა, თუ გავაცნობიერებ, რომ ცეროზი და ღვიძლის დაშლა კარგია, დავიწყებ ბევრის დალევას.
- რამდენად სტერეოტიპული გახდა ჩვენს ქვეყანაში პატრიოტიზმი?
- პატრიოტიზმი უკვე ყველგან სტერეოტიპია. მაგრამ, ჩემი აზრით, პროფესიონალი ადამიანი, რა პროფესიისაც უნდა იყოს ის, თავისი ქვეყნის ყველაზე მაგარი პატრიოტია. მაგალითად, კორეაში ყველაზე მაგარი პატრიოტი ''განგნამ სტაილის'' შემსრულებელია.
ადრე ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც არსებობდნენ ხალხისა და რუსეთის მტრები, ახლა არიან რუსეთის აგენტები, ადრე ღმერთის თუ გწამდა - გიჭერდნენ, დღეს კი თუ იტყვი, რომ ღმერთი არ გწამს, არ დაგიჭერენ, მაგრამ ისე შემოგხედავენ, როგორც ტარტაროზს, ანუ არაფერი არ შეცვლილა. ჩემი მეგობრები მამებს ღვინის სმის გამო დასცინიან, თვითონ კი ეს სასმელი ელ-ეს-დე-თი ჩაანაცვლეს. ეს ''სვეტსკები'', ჩემი ელიტა, რომელზეც ყველაზე მეტად ვარ გაბრაზებული, გამოდის ტრადიციების მებრძოლად, ლაპარაკობს თუნდაც იმაზე, როგორი სექსი მოსწონს და ცდილობს, ამით გამორჩეულად იგრძნოს თავი და საზოგადოებას პროგრესის მიმართ შიშს უნერგავს. მე ერთ დროს თმა შევიღებე და დღემდე ამას მაძახებენ, ნუთუ ამაზე მეტი არ გამიკეთებია? ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მინდოდა, მაგრამ ამაზე გაცილებით მაგარი რაღაცები მიკეთებია და იმით მინდა დავრჩე საზოგადოების ცნობიერებაში.
საერთოდ, ჩვენთან ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ საკითხზე აზრის შეცვლა არის ერთი ადგილის მიცემა, არადა, შეგახსენებთ ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს ''დათა თუთაშხიადან'', როცა დათას ბერად შედგომას სთავაზობენ. ის ამბობს, რას იტყვის ხალხი, აბრაგი იყო და ბერი როგორ გახდაო. მონაზონი კი პა-სუხობს, ნიჭიერი ადამიანი აზრებს იცვლის, უნიჭონი კი შემდეგ მას ჰბაძავენო. მიუხედავად ამისა, არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელთაც ვერ შევცვლით.
- როგორ ფიქრობ, რატომ გავრცელდა ტენდენცია, რომ ქართული არაფერი ვარგა?
- სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანების უმეტესი ნაწილი ტელევიზორთან ზის და დასცინის და აქილიკებს ყველას. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ დასხედით ტელევიზიებში და ჩვენ გიყურებთ, მაგრამ თუ მართლა ცუდები ვართ, რა გახარებთ, ხალხო? ამ ფაქტით შეწუხებული ადამიანი არსად მინახავს, თითქოს ტელევიზიაში მომუშავე ხალხი მათი ნაწილი არ იყოს. უამრავი რამ ვიცი ქართუ-ლი, რაც კარგია. არ მინდა, სულ ვაკრიტიკო, რადგან მიყვარს ჩემი ხალხი, მაგრამ სხვებს შევყურებთ და ვაფეტიშებთ, ალბათ იმიტომ, რომ არ გვინახავს, როგორ დადიან ისინი საპირფარეშოში, როგორ იტყუებიან და ა.შ.
ჩემი მეგობრები ჩავიდნენ ნორვეგიაში და აღმოაჩინეს, რომ ბევრ ნორვეგიელს ტელეფონში ბრეივიკის, როგორც პატრიოტის, ფოტო ჰქონდა.
მათი აზრით, ბრეივიკმა ნორვეგიელები გადაარჩინა არაბების, ქართველებისა და სხვების შემოსევისგან, რადგანაც მათ ქვეყანაში ბევრი საშაურმე გაიხსნა, ამას კი ნორვეგიელები ვერ იტანენ და ესაა მიზეზი ბრეივიკის მიმართ სიმპათიისა. არადა, თანა-მედროვე მსოფლიოსთვის ნორვეგია დემოკრატიის მექაა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კარგი და ცუდი ყველგანაა. გვეუბნებიან, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო, რას ნიშნავს ეს? მოზამბიკა არ უყვარდა ღმერთს? ყველა ზღვა და ყველა მიწა ღვთისმშობლის წილხვედრია, ამიტომაც ამით მე უპირატესობას ვერ ვგრძნობ.
- ადრე ქალის პატიოსნება ოჯახური სიწმინდის დაცვით განისაზღვრებოდა, დღეს, როცა თავისუფალია სექსუალური ცხოვრება, რით განისაზღვრება?
- დღეს სექსუალური ცხოვრება ძალიან ცოტათია თავისუფალი. მე არ ვარ სექსუალური უმცირესობების მტერი, მაგრამ შალვა რამიშვილის გადაცემისთვის გააკეთეს ასეთი გამოკითხვა, გეყოლებათ თუ არა ჰეტეროსექსუალი შეყვარებულიო და ყველა ერთხმად გაიძახოდა, ღმერთმა დაგვიფაროსო, ანუ 80%-მა არ იცოდა, რომ თვითონ იყო ჰეტეროსექსუალი. მკითხველისთვის კი განვმარტავ, რომ ჰეტეროსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ჰყავს მეორე ნახევრად. ჩვენთან სექსი აკრძალული თემა იყო, დღეს კი, როცა ამაზე დაიწყება საუბარი, ან ქართულ ფილმში გამოჩნდება ეროტიკული დეტალები, ასეთი შეფასება ისმის, ჩვენ რა, სექსი გვიკვირს? გვიკვირს, ხალხო, გვიკვირს კი არა, ჩვენთან სექსი არ არსებობს! 1998 წელს დავწერე სიმღერა, რომელშიც ჩავსვი ასეთი ტაეპი, ''არც კი მახსოვს, მერამდენედ გავათავე''. 2011 წელს კი, ახალი წლის კონცერტზე ამ ფრაზას ტუუუუუ დაადეს, ე.ი. 2011 წელს აღმოვჩნდით იმ ეპოქაში, სადაც ამ სიტყვის გამოყენება არ შეიძლება.
90-იან წლებს რომ ეღადავებით, მინდა გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, 90-იანი წლები იყო ქართული პროგრესის ოაზისი. ინტერნეტმა მატრიცებად გვაქცია, კოლბებში ჩაგვამონტაჟა ბილ გეითსმა და სექსიც აქ გვაქვს, ჩხუბითაც აქ ვჩხუბობთ და ყველაფერს აქ ვაკეთებთ. მე ინტერნეტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვირტუალურად არ უნდა ვცხოვრობდეთ. მე თუ ნამდვილ ქალს ერთ ადგილას ხელი არ მოვკიდე, სექსი არ გამოვა, მე ვიცი ნამდვილი სექსის ფასი და ამას ვერაფერი ჩამინაცვლებს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
ჩემი აზრით, გოგო, რომელიც არ ღალატობს იმ ადამიანს, ვისაც ერთგულება შეჰფიცა და ფულს არ იღებს სხეულის გაყიდვაში, ის ბოზი არაა. ქართველი ქალი, რომელიც სექსით კავდება თავის შეყვარებულთან ქორწილამდე, ბოზი არ არის. ზოგადად, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო, ყელში იმდე-ნად აქვთ ეს საქმე ამოსული, რომ ლარის კურსზე ან ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ურთიერთობაზე უფრო სიამოვნებით დაგელაპარაკება, ვიდრე რამე სექსუალურ-ეროტიკულ ფრაზას შემოგძახებს, რომ შენ უფრო ენთუზიაზმით დაკავდე მასთან სექსით. სიმართლე გითხრა, ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ არ ვიცი, რადგან ცოლს არ ვღალატობ, მაგრამ როცა ცოლი არ მყავდა, ვაღიარებ, რომ დავდიოდი და ძირითადად პოლიტიკაზე მესაუბრებოდნენ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
gocha
ადამიანებს სხვადასხვა გემოვნება გვაქვს,პირადად მე ქორწინებამდე სექსი გამართლებული და აუცილებელიც კი მგონია რათა დაქორწინებული წყვილი რაიმე უსიამოვნო ფაქტის წინაშე არ დადგეს!
23:53 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
საერთოდ ქალი და კაცი განსხვავებულად უყურებს სექსს. იაია მართალია. მას უსიყვარულოდ სექსი არ უნდა. კაცები კი ფიზიკურ სიამოვნებას ეძებენ პირველ რიგში ქალში. ეს ბუნებამ განსაზღვრა ასე. ეხლა ყველა ქალიც სწორედ ისე ,რომ მოიქცეს როგორც კაცები იქცევიან , ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება.
20:26 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ისე რაღა მანდამაინც ამ სექსს ეტაკეთ? სხვა რამდენი საინტერესო რამე თქვა ამ კაცმა.
10:39 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
კოშო
მართლაც ყველაფერს სიმართლეს ამბობს. რა კარგი ტიპი ყოფილა.
00:04 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
სექსისგან ვvaთ ყვveლა შექმილნი, თუ ქმარri გgiყyvარrs ეს ხელოვნებაა და არra მხოolოდ სseქსი! საქართვეelოშI სერიოზულuli შიმშSiლიia სექსიis!!რაadგgaნ არავის არ უყვართ ერთმანეთი! ძAლიაan ბევრს ჰქონია ეს ქqoრწინებამდე მაგრამ აar ამბობს არავინ!მეerე. Kი დაწერრენ და ილაპარაკებეen როrogორ შეიძლება ესოoo!
22:31 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS