26 ივნისი, 2014
''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''
შვილებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, არ ვიცი, რატომ დიზაინერი რამაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური, დიდი ხანია სტამბოლში ცხოვრობს. სწორედ თურქეთში აიწყო მან კარიერა და აქტიურად არის ჩართული იქაურ მოდის ბიზნესში. ახლა თბილისშია, ახალ კოლექციაზე მუშაობს და თან სახლში რემონტი აქვს. მისი თბილისური ვოიაჟით ჩვენც ვისარგებლეთ და შინაურ ცხოველებზე ვესაუბრეთ. ვინაიდან მისი საყვარელი იაპონური სპიცი სიუსიუ სტამბოლშია, ფოტოები ერთად ვერ გადავუღეთ. აღმოჩნდა, რომ დიზაინერს ქათმებიც განსაკუთრებით უყვარს და მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ რუბრიკის შესაფერისი ფოტოსესია დიღომში,
შინაური ცხოველების ბაზრობაზე მოვაწყვეთ.
კომიკური იყო სცენა დიღმის ბაზარში. დადიოდა რამაზო რომა წინ გამოწეული, დაბუშტული ტუჩებით და გამყიდველებს ეკითხებოდა, - ქალბატონო, ლამაზი მამალი გყავთ, მასთან ფოტოს გადაღება მინდა. ყველა გაოგნებული გვიყურებდა. ერთი, კარგი იუმორის მქონე გამყიდველი ეშხშიც კი შევიდა, ეს მოდელები ფასიანიაო, გვეუბნებოდა.

- ძალიან მიყვარს ცხოველები, ძაღლები, ქათმები, ძროხები. ბავშვობაში სამი ძაღლი მყავდა. 13 წლის ვიყავი, ჩემზე მაღალი ''ავჩარკა'' რომ მოვიყვანე სახლში, ჩანო დავარქვი. დედაჩემს შეეშინდა, დაგგლეჯსო, მეუბნებოდა. ვორონცოვზე ვცხოვრობდით, კერძო სახლში. კიდევ, ბევრი ქათამი მყავდა.
- ქათმებს შენ უვლიდი?
- ჰო, აბა! ვაჭმევდი, ვასეირნებდი, ისეთი სასაცილო ვიყავი, ასე, მწკრივში რომ დავაყენებდი, მიმყავდა მდელოზე და ბალახს წიწკნიდნენ. მიჯერებდნენ და ისე მიხაროდა, რომ მათზე ვზრუნავდი, ვერც ავხსნი.
- როგორც ვიცი, იხვები და ბატები დგებიან მწკრივში, ქათმებს ეს როგორ ასწავლე?
- აი, არ ვიცი, მწკრივში ვაყენებდი და ნახირივით მიმყავდა საბალახოდ. მეზობლები შოკში იყვნენ.
- მამასთან უთანხმოების გამო სახლიდან რომ წახვედი, ძაღლი ვის დაუტოვე?
- ჩემებს, ძალიან უყვარდა ყველას, ვიცოდი, არაფერს გაუჭირვებდნენ. თან ხშირად მივდიოდი, ვნახულობდი. ბოლოს დაბერდა ჩანო და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. მალევე აზერბაიჯანში წავედი. მაშინ 19 წლის ვიყავი. ერთი ზურგჩანთით გავემგზავრე, რომელშიც კასეტები მეწყო. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ, მაშინ ძალიან პოპულარული ჯგუფი მყავდა, ''ექსტაზი''. დიდი ამბიციები მქონდა, რისკი ახლაც მიყვარს. ყველაზე მაგარ კლუბში მივედი დირექტორთან ამ ჩემი კასეტებით. თავიდან არასერიოზულად მიმიღეს, მაგრამ ჩემი ჯგუფის ვიდეოები რომ ვანახვე, მოეწონათ. შევთავაზე, შოუს გაგიკეთებთ-მეთქი და დამთანხმდნენ. წავიყვანე ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე და გავაკეთეთ შოუპროგრამა ბაქოში. თბილისის უშუქობისა და ნავთის სუნის ფონზე ბაქო ჩემთვის სამოთხე იყო.
- ცხოველებს დავუბრუნდეთ, სხვა ძაღლები არ გყავდა?
- კი, სამი ძაღლი მყავდა. ''ავჩარკა'', ლაიკა და ქუჩის ძაღლი, მაწანწალას რომ ეძახიან, ქუჩაში ვიპოვე, შემეცოდა და სახლში წამოვიყვანე. გავზარდე. სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანი გამოდგა. ხომ ამბობენ, ქუჩის ძაღლებს ვერ გაწვრთნიო, ტყუილია. სულ აივანზე იჯდა და ეზოს აკონტროლებდა. არავის აჭაჭანებდა. მე ვარ ადამიანი, რომელიც გიჟდება ადამიანისა და ძაღლის მეგობრობაზე. ძაღლი არასდროს გაგყიდის, ბოლომდე შენი ერთგულია. სტამბოლშიც მყავს ძაღლი, იაფად ვიყიდე, შვიდასი დოლარი გადავიხადე. ახლა 6 წლის ხდება. გოგოა, სიუსიუ.
- მერე დიდი ხნით რომ დატოვე, არ განიცდი?
- ძალიან. ''სკაიპით'' ვკონტაქტობთ. ჩემი მეგობარი უვლის ახლა. ''სკაიპში'' ჩემი ხმა რომ ესმის, გიჟდება.
- ამ ხნის განმავლობაში ლეკვებიც ხომ არ გაჩუქა?
- არა, ძალიან პრეტენზიული მყავს, არავის იკარებს. მე მგავს. საერთოდ იშვიათი ჯიშია. ძლივს ვუპოვი ხოლმე თავისი ჯიშის ბიჭს, მაგრამ ახლოსაც არ მიდის. სტამბოლში ერთ ცნობილ დიზაინერ ქალს ჰყავს ზუსტად ეს ჯიში. სამი დღე მყავდა სახლში მისი ძაღლი, ვეთხოვე, მაგრამ... ახლოს მიდიოდა თუ არა, ეს კბენდა. მერე ექიმმა მითხრა, თუ არ მოეწონა, არ მიეკარება, ტყუილად ნუ გაირჯებიო.
- როგორი სახლი გაქვს სტამბოლში, ეზო გაქვს თუ სახლში გყავს ძაღლი?
- ორი სართული მაქვს, ბოლო სართულზე დიდი ტერასაა, მაგრამ ძაღლი იქ მყავს, სადაც მე ვარ. კიდევ ძალიან მიყვარს მცენარეები, ტერასაზე ბაღი მაქვს გაშენებული. ვარდებს ვაშენებ, ქინძი მომყავს, წიწაკა, ბოსტნეული. სტუმრებს ხომ უნდა გავუმასპინძლდე ჩემი მოყვანილი პროდუქტით. იცი, რა მაგარ ხინკალს ვაკეთებ? ჩემი მეგობრები სულ მთხოვენ, ხინკალზე დაგვპატიჟეო. თან მიყვარს ეს საქმე, არ მეზარება.
- ძაღლი საკმაოდ რთული მოსავლელია, აცრები სჭირდება, სპეციალური კვება, ვიტამინები, ბეწვი სცვივა. შენ აკეთებ ამ ყველაფერს?
- რა თქმა უნდა, თან ჩემი ძაღლი თეთრია, სახლში სულ შავი ინტერიერი მაქვს, თოვლივით ჩანს ეს თეთრი ბეწვი იატაკზე. სულ მტვერსასრუტით დავრბივარ. რას ლაპარაკობ, ვგიჟდები ჩემს ძაღლზე, ამას როგორ დავაყვედრი? ყოველდღე ვვარცხნი... ეს ფოტო სტამბოლში, ჩემს ტერასაზეა გადაღებული. მე რუჯს ვიღებდი და მგულშემატკივრობდა. ისე მიყვარს სიუსიუ, მის გამო შემიძლია, მეგობარს ვეჩხუბო. სულ ვამბობ, რომ ცხოველები უმწეონი არიან, მათ არ შეუძლიათ იმუშაონ და თავი ასე ირჩინონ. ამიტომ შეიყვარეთ და მოეფერეთ ცხოველებს, მათ არავინ ჰყავთ.
- როცა შინ გვიან ბრუნდები, როგორი რეაქცია აქვს შენს ძაღლს?
- ეს სასწაულია. ჩემი მანქანის ხმას ცნობს, ქუჩაზე რომ შემოვდივარ, უკვე ტერასიდან მიყურებს და ყეფს.
- წვრთნიან ძაღლებს, შენ რა ასწავლე?
- რამეს რომ დააშავებს და ვეტყვი, კუთხეში დადექი-მეთქი, მიდის და ორ ფეხზე დგება. თვითონ შედის ტუალეტში. ვინმე რომ მომიახლოვდეს და ხელით შემეხოს, შეჭამს, თუ არ დააკავე. ჩემს მეგობრებზეც კი ეჭვიანობს.
- სად სძინავს?
- ჩემთან, საწოლში. სახლში მყავს მეგობარი, ჩემი ასისტენტი, რომელიც საქმეებში მეხმარება. ძალიან უყვარს ჩემს ძაღლს, მაგრამ იმასაც კი, თუ ჩემს საწოლთან მოდის, კბენს.
- რას აჭმევ?
- ძაღლის საჭმელს, მაგრამ ზოგჯერ, როცა მე ვჭამ, მოდის და მემათხოვრება. მეცოდება და ცოტას ვუწილადებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად სპეციალურ საკვებზე მყავს. ექიმმა მითხრა, თუ გინდა, დიდხანს იცოცხლოს, სხვა საჭმელი არ აჭამოო.
- ასეირნებ?
- როცა დრო მაქვს, ძირითადად, ჩემი ასისტენტი ასეირნებს. ტერასიდან სახლის სახურავზე გადადის და ჩიტებს დასდევს. ხან მერცხალს მოიყვანს, ხან - მტრედს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იჭერს (იცინის). ჩიტებს დასდევს და ჯერ ვერ მიხვდა, რომ ფრენა არ იცის.
ჩემი ქათმების მიმართ სიყვარულზე უკვე მოგიყევით. ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ სტამბოლშიც მომინდა ქათმების მოშენება ტერასაზე. უცნაური, იშვიათი ჯიშის ქათმები ვიყიდე, მამლები. მე მამლებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს (იღიმება). ჰოდა, რომ აიწყვიტა ამ ჩემმა ძაღლმა, ისეთი ამბავი ატეხა, ვეღარ დავაკავე. იძულებული გავხდი, სხვისთვის მეჩუქებინა. ასე შეველიე სიუსიუს გამო ქათმებს...
- რამაზ, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
- ჩემი სამომავლო გეგმები ცხოველებსაც უკავშირდება. 60 წლის რომ გავხდები, საქართველოში აუცილებლად მექნება უზარმაზარი სახლი, სადაც მეყოლება ძაღლები, ქათმები, ფარშავანგები. მოვიყვან უპატრონო ქუჩის ძაღლებსაც და მათზე ვიზრუნებ.
- შენს ასაკში ძირითადად შვილებზე ფიქრობენ ხოლმე...
- შვილებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, არ ვიცი, რატომ. დედაჩემიც სულ ამას მეჩიჩინება. შვილის ყოლა პრობლემა არ არის, მაგრამ ამისთვის შინაგანად უნდა იყო მზად. ეტყობა, მე ჯერ ვერ მოვმწიფდი (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ეკა
რამაზო დაან ლამაზი ბიჯი ხარ ცოტა გოგოს გავხარ არ გეტკინოს
11:16 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ვგიჯდები ამ ადამიანზე პროფილსი უკურე დაან მაგარი ადამიანია
10:45 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
რა????
ეს რამაზო გოგოა?ბიჭია?ცხვარია?თხაა რა სქესისაა გაუგებარია....
09:30 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
რა საყვარელი ადამიანი ხარ რამაზო, მე მტიული ვარ და ვიცი რას ნიშნავს ბუნების სიყვარული, არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ კარგი ადამიანი ყოფილხარ, განსაკუთრებით მიყვარს ქათმები, შვილებივით ვზედიდი, მერე რა შეჩვევა იციან?!.... ღმერეთმა სიკეთე მოგცეს...
09:21 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატუკა
რა ლამაზი პერები გაცვია მიკვარს ესეტი პერები ზაპხულსი რამაზო
17:23 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
სასტაული ადამიანი ხარ ტარმატებებს გისურვებ რამაზო
17:00 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დაან საკვარელი ხარ გენაცვალე
16:42 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მეც ძალიან მიყვარს ცხოველები და შენც როგორი გული გქონია. ეხლა ვიცი როგორი სულის პატრონი ხარ, ყოჩაღ რამაზზო ტარმატებები
16:37 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
მეც სტაანბულსი ვცხოვრობ რამაზო დაან პოპულარულია და კავს კაი მეგობრები კველა პატივს ცემს სენ ალბატ ვერ იტან იმიტომ რომ რაამაზომ მიახტიაა კველაპერს ბესოოოოოოოოოოოსუნააააა
16:35 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
ნეტა იცოდეტ ეს რა ტუტუცი ვინმეა!!! ყველას ეზიზგება აქ, სტამბოლში...
11:04 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS