26 ივნისი, 2014
''მამლებთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს''
შვილებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, არ ვიცი, რატომ დიზაინერი რამაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური, დიდი ხანია სტამბოლში ცხოვრობს. სწორედ თურქეთში აიწყო მან კარიერა და აქტიურად არის ჩართული იქაურ მოდის ბიზნესში. ახლა თბილისშია, ახალ კოლექციაზე მუშაობს და თან სახლში რემონტი აქვს. მისი თბილისური ვოიაჟით ჩვენც ვისარგებლეთ და შინაურ ცხოველებზე ვესაუბრეთ. ვინაიდან მისი საყვარელი იაპონური სპიცი სიუსიუ სტამბოლშია, ფოტოები ერთად ვერ გადავუღეთ. აღმოჩნდა, რომ დიზაინერს ქათმებიც განსაკუთრებით უყვარს და მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ რუბრიკის შესაფერისი ფოტოსესია დიღომში,
შინაური ცხოველების ბაზრობაზე მოვაწყვეთ.
კომიკური იყო სცენა დიღმის ბაზარში. დადიოდა რამაზო რომა წინ გამოწეული, დაბუშტული ტუჩებით და გამყიდველებს ეკითხებოდა, - ქალბატონო, ლამაზი მამალი გყავთ, მასთან ფოტოს გადაღება მინდა. ყველა გაოგნებული გვიყურებდა. ერთი, კარგი იუმორის მქონე გამყიდველი ეშხშიც კი შევიდა, ეს მოდელები ფასიანიაო, გვეუბნებოდა.

- ძალიან მიყვარს ცხოველები, ძაღლები, ქათმები, ძროხები. ბავშვობაში სამი ძაღლი მყავდა. 13 წლის ვიყავი, ჩემზე მაღალი ''ავჩარკა'' რომ მოვიყვანე სახლში, ჩანო დავარქვი. დედაჩემს შეეშინდა, დაგგლეჯსო, მეუბნებოდა. ვორონცოვზე ვცხოვრობდით, კერძო სახლში. კიდევ, ბევრი ქათამი მყავდა.
- ქათმებს შენ უვლიდი?
- ჰო, აბა! ვაჭმევდი, ვასეირნებდი, ისეთი სასაცილო ვიყავი, ასე, მწკრივში რომ დავაყენებდი, მიმყავდა მდელოზე და ბალახს წიწკნიდნენ. მიჯერებდნენ და ისე მიხაროდა, რომ მათზე ვზრუნავდი, ვერც ავხსნი.
- როგორც ვიცი, იხვები და ბატები დგებიან მწკრივში, ქათმებს ეს როგორ ასწავლე?
- აი, არ ვიცი, მწკრივში ვაყენებდი და ნახირივით მიმყავდა საბალახოდ. მეზობლები შოკში იყვნენ.
- მამასთან უთანხმოების გამო სახლიდან რომ წახვედი, ძაღლი ვის დაუტოვე?
- ჩემებს, ძალიან უყვარდა ყველას, ვიცოდი, არაფერს გაუჭირვებდნენ. თან ხშირად მივდიოდი, ვნახულობდი. ბოლოს დაბერდა ჩანო და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. მალევე აზერბაიჯანში წავედი. მაშინ 19 წლის ვიყავი. ერთი ზურგჩანთით გავემგზავრე, რომელშიც კასეტები მეწყო. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ, მაშინ ძალიან პოპულარული ჯგუფი მყავდა, ''ექსტაზი''. დიდი ამბიციები მქონდა, რისკი ახლაც მიყვარს. ყველაზე მაგარ კლუბში მივედი დირექტორთან ამ ჩემი კასეტებით. თავიდან არასერიოზულად მიმიღეს, მაგრამ ჩემი ჯგუფის ვიდეოები რომ ვანახვე, მოეწონათ. შევთავაზე, შოუს გაგიკეთებთ-მეთქი და დამთანხმდნენ. წავიყვანე ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე და გავაკეთეთ შოუპროგრამა ბაქოში. თბილისის უშუქობისა და ნავთის სუნის ფონზე ბაქო ჩემთვის სამოთხე იყო.
- ცხოველებს დავუბრუნდეთ, სხვა ძაღლები არ გყავდა?
- კი, სამი ძაღლი მყავდა. ''ავჩარკა'', ლაიკა და ქუჩის ძაღლი, მაწანწალას რომ ეძახიან, ქუჩაში ვიპოვე, შემეცოდა და სახლში წამოვიყვანე. გავზარდე. სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანი გამოდგა. ხომ ამბობენ, ქუჩის ძაღლებს ვერ გაწვრთნიო, ტყუილია. სულ აივანზე იჯდა და ეზოს აკონტროლებდა. არავის აჭაჭანებდა. მე ვარ ადამიანი, რომელიც გიჟდება ადამიანისა და ძაღლის მეგობრობაზე. ძაღლი არასდროს გაგყიდის, ბოლომდე შენი ერთგულია. სტამბოლშიც მყავს ძაღლი, იაფად ვიყიდე, შვიდასი დოლარი გადავიხადე. ახლა 6 წლის ხდება. გოგოა, სიუსიუ.
- მერე დიდი ხნით რომ დატოვე, არ განიცდი?
- ძალიან. ''სკაიპით'' ვკონტაქტობთ. ჩემი მეგობარი უვლის ახლა. ''სკაიპში'' ჩემი ხმა რომ ესმის, გიჟდება.
- ამ ხნის განმავლობაში ლეკვებიც ხომ არ გაჩუქა?
- არა, ძალიან პრეტენზიული მყავს, არავის იკარებს. მე მგავს. საერთოდ იშვიათი ჯიშია. ძლივს ვუპოვი ხოლმე თავისი ჯიშის ბიჭს, მაგრამ ახლოსაც არ მიდის. სტამბოლში ერთ ცნობილ დიზაინერ ქალს ჰყავს ზუსტად ეს ჯიში. სამი დღე მყავდა სახლში მისი ძაღლი, ვეთხოვე, მაგრამ... ახლოს მიდიოდა თუ არა, ეს კბენდა. მერე ექიმმა მითხრა, თუ არ მოეწონა, არ მიეკარება, ტყუილად ნუ გაირჯებიო.
- როგორი სახლი გაქვს სტამბოლში, ეზო გაქვს თუ სახლში გყავს ძაღლი?
- ორი სართული მაქვს, ბოლო სართულზე დიდი ტერასაა, მაგრამ ძაღლი იქ მყავს, სადაც მე ვარ. კიდევ ძალიან მიყვარს მცენარეები, ტერასაზე ბაღი მაქვს გაშენებული. ვარდებს ვაშენებ, ქინძი მომყავს, წიწაკა, ბოსტნეული. სტუმრებს ხომ უნდა გავუმასპინძლდე ჩემი მოყვანილი პროდუქტით. იცი, რა მაგარ ხინკალს ვაკეთებ? ჩემი მეგობრები სულ მთხოვენ, ხინკალზე დაგვპატიჟეო. თან მიყვარს ეს საქმე, არ მეზარება.
- ძაღლი საკმაოდ რთული მოსავლელია, აცრები სჭირდება, სპეციალური კვება, ვიტამინები, ბეწვი სცვივა. შენ აკეთებ ამ ყველაფერს?
- რა თქმა უნდა, თან ჩემი ძაღლი თეთრია, სახლში სულ შავი ინტერიერი მაქვს, თოვლივით ჩანს ეს თეთრი ბეწვი იატაკზე. სულ მტვერსასრუტით დავრბივარ. რას ლაპარაკობ, ვგიჟდები ჩემს ძაღლზე, ამას როგორ დავაყვედრი? ყოველდღე ვვარცხნი... ეს ფოტო სტამბოლში, ჩემს ტერასაზეა გადაღებული. მე რუჯს ვიღებდი და მგულშემატკივრობდა. ისე მიყვარს სიუსიუ, მის გამო შემიძლია, მეგობარს ვეჩხუბო. სულ ვამბობ, რომ ცხოველები უმწეონი არიან, მათ არ შეუძლიათ იმუშაონ და თავი ასე ირჩინონ. ამიტომ შეიყვარეთ და მოეფერეთ ცხოველებს, მათ არავინ ჰყავთ.
- როცა შინ გვიან ბრუნდები, როგორი რეაქცია აქვს შენს ძაღლს?
- ეს სასწაულია. ჩემი მანქანის ხმას ცნობს, ქუჩაზე რომ შემოვდივარ, უკვე ტერასიდან მიყურებს და ყეფს.
- წვრთნიან ძაღლებს, შენ რა ასწავლე?
- რამეს რომ დააშავებს და ვეტყვი, კუთხეში დადექი-მეთქი, მიდის და ორ ფეხზე დგება. თვითონ შედის ტუალეტში. ვინმე რომ მომიახლოვდეს და ხელით შემეხოს, შეჭამს, თუ არ დააკავე. ჩემს მეგობრებზეც კი ეჭვიანობს.
- სად სძინავს?
- ჩემთან, საწოლში. სახლში მყავს მეგობარი, ჩემი ასისტენტი, რომელიც საქმეებში მეხმარება. ძალიან უყვარს ჩემს ძაღლს, მაგრამ იმასაც კი, თუ ჩემს საწოლთან მოდის, კბენს.
- რას აჭმევ?
- ძაღლის საჭმელს, მაგრამ ზოგჯერ, როცა მე ვჭამ, მოდის და მემათხოვრება. მეცოდება და ცოტას ვუწილადებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად სპეციალურ საკვებზე მყავს. ექიმმა მითხრა, თუ გინდა, დიდხანს იცოცხლოს, სხვა საჭმელი არ აჭამოო.
- ასეირნებ?
- როცა დრო მაქვს, ძირითადად, ჩემი ასისტენტი ასეირნებს. ტერასიდან სახლის სახურავზე გადადის და ჩიტებს დასდევს. ხან მერცხალს მოიყვანს, ხან - მტრედს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იჭერს (იცინის). ჩიტებს დასდევს და ჯერ ვერ მიხვდა, რომ ფრენა არ იცის.
ჩემი ქათმების მიმართ სიყვარულზე უკვე მოგიყევით. ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ სტამბოლშიც მომინდა ქათმების მოშენება ტერასაზე. უცნაური, იშვიათი ჯიშის ქათმები ვიყიდე, მამლები. მე მამლებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს (იღიმება). ჰოდა, რომ აიწყვიტა ამ ჩემმა ძაღლმა, ისეთი ამბავი ატეხა, ვეღარ დავაკავე. იძულებული გავხდი, სხვისთვის მეჩუქებინა. ასე შეველიე სიუსიუს გამო ქათმებს...
- რამაზ, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
- ჩემი სამომავლო გეგმები ცხოველებსაც უკავშირდება. 60 წლის რომ გავხდები, საქართველოში აუცილებლად მექნება უზარმაზარი სახლი, სადაც მეყოლება ძაღლები, ქათმები, ფარშავანგები. მოვიყვან უპატრონო ქუჩის ძაღლებსაც და მათზე ვიზრუნებ.
- შენს ასაკში ძირითადად შვილებზე ფიქრობენ ხოლმე...
- შვილებზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, არ ვიცი, რატომ. დედაჩემიც სულ ამას მეჩიჩინება. შვილის ყოლა პრობლემა არ არის, მაგრამ ამისთვის შინაგანად უნდა იყო მზად. ეტყობა, მე ჯერ ვერ მოვმწიფდი (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნინა
ამ საძაგელმა ფული ქალების გაქირავებით იშოვა. თვითონ ყვეაფერი გაკეთებული აქვს რომ როგორმე ქალს დაემსგავსოს. მისი და თბილისში შიმშილით კვდება და ეს მილიონერია თურქეთში. ნიჭიერი რომ არის ვაღიარებ, მაგრამ ფული ამით ნადმვილად არ უშოვია. ერთხელაც ყველაფერი უკან მოუბრუნდება ამ ბოროტ ადამიანს და მის ,,საოცარ'' დედას . საძაგლები !
20:56 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
კაცი რომ ქალების გაქირავებით გამდიდრდება, გასაგიჟებელი აბა რა ?! როგორ არ გრცხვენიათ? როგორ შეიძLება ცხოველები უყვარდეს ადამიანს, ვისაც ადამიანები არ უყვარს ? ვისტვისაც ქალი შემოსავლის წყაროა და ფული მაგით იშოვა თურქეთში. დამავიწყდა მეთქვა, რომ თავისნაირივე დედა ყავს და დაზე აარფერს ვამბობ, ცნობილია მისი და თბილისში რაღაცეებით. ამაზრზენი ოჯახია, უნდა გაასახლო საერთოდ ქვეყნიდან. პიდარასტი ბიჭის და ,, ძაან'' გოგოს გამზრდელი დედაა დედამისი!
20:55 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამ საძაგელმა ფული ქალების გაქირავებით იშოვა და არა თავისი ნიჭით. მისი და თბილისში შიმშილით კვდება და ეს მილიონერია. ბოროტი და ამაზრზენი ადამიანია და ყველა ქალის გაბოზება უნდა, რომ მეტი ფული იშოვოს. ერთხელაც უკან მოუბრუნდება თავისი ბოროტება!!!
20:47 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
რა სისულელეებს ბოდავ მაია ასათიანო. რამაზოს სახლსიც ვარ ნამყოპი და მისი მოხვეული ხინკალიც დამიგემოვნებია. ეს არის სარლატანი, რომელმაც ქალების გაყიდვით იშოვა პული ჩამოყავს მანეკენები რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან, აწყობს ვითომ რაგაც ჩვენებებს ანტალიასი და ამ გოგოებს ყიდის თურქ მამაკაცებზე. კიდევ ერტხელ ვწერ, მისი საქმე ისევ გამოდზიებაშია, მტელი მისი ქონება კი დაყადაგებულია. სტანბულსი დიდი მპარველები ყავდა, მაგრამ მატაც ვერ უშველეს.
00:53 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია დევდარიანი
მე ვარ რამაზის მეგობარი და ვიცნობ დაან კარგად .facebook ზე მაინც ნახე სედი ვინ არის რამაზოს მეგობრები კველა ვარსკვლავები ხელოვანი ხალხი. რამაზოს ტან სტურად ვიკავი სახლსი კარტველი იკ არავინ არ ცხოვრობს რა სისულელეიბს ტერ ვიგაცა ბესუნა სატკალი გომოსეკსუალისტი ხარ რომელსაც რამაზო გამარჯობას არ ეუბნება და ალბატ დაან ბრაზდები ტერ რაგაც სისულელებს
18:12 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
დატუნა
უსაკმური ხალხი არის ამ კომენტარებს ვინც ტერს მე ესე მგონია
18:02 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხალხო მეტი საკმე არ გაგვტ ? რას მიახტია რამაზომ ტკვენ რას მიახტიეტ მაგაზე იპიკრეტ ვიციტ ბავსობიდან ვიცნობტ ვინ არის რამაზო რომა ანუ რამაზ სჰამანაური კარტველი ხალხი ვარტ ესეტები გაბოროტებული მარტო ვლანდგავტ ხალხს !! ჯობია ტკვენ ტავზე იპიკროტ ტორემ რამაზოს ტერენ გეზეტები ჯურნალები აცვენებენ ტელევიზიტ დაან ბევრ კვეკნებსი ტკენ ?
17:54 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიდანი
ტუჩებში გირტყავდი ბევრს რამაზა
17:43 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
1234
რამაზო არ არის ეზოს რუხი უბნელი და არ მოგეწონებათ,აბა რა, იშვიათია ჩვენში ცხოველების სიყვარული,საკუთარ თავზე გამოვცადე რისხვა,
14:59 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
რამაზოს ყველა მეობარს ვიცნობ. ბოზები, სუტენიორები და საეჭვო რეპუტაციის ადამიანები არიან. მისი საქმე ტრეფიკინგთან დაკავსირებით ჯერ კიდევ გამოძიებაშია, დზვირფასო მამუკიაააა.. რას მიაგწია რამაზომ? ინდოეთიდან ჩამოაქვს შალი და სამარცხვინო ხალატებს აკერინებს. მაგარი უვიცია, სილუეტის დახატვაც არ შეუდზლია, სახლში ყავს ერთი ქართველი ბიჭი და მას აკეტებინებს ყველაფერს.
12:26 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS