- ნინო, მოსკოვში რას საქმიანობ?
- ბოლო ხუთი-ექვსი წელია, რაც მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. რუსეთში მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გიგა კვენეტაძე ერთად გავემგზავრეთ. ვცხოვრობდით ჩემს ნათესავ ნუგზარ წიკლაურთან. სამი წლის წინ ჩემი და გიგას
- როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?
- ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დავიწყე ეკლესიაში სიარული. მომავალი მეუღლეც იმავე ეკლესიაში დადიოდა. ერთი მრევლის წევრი ვიყავით. თავიდან ერთმანეთს დღესასწაულს ვულოცავდით. ჩემს მდგომარეობას ძალიან განვიცდიდი და სულ ვტიროდი. ჩემი მეუღლე მართლმადიდებლური მეცენატების ჯგუფის თავმჯდომარეა. ახალგაზრდებს ღვთისმეტყველებას უკითხავს. მითხრა, უფალს ცრემლები არ სჭირდებაო და მირჩია, როგორ მოვქცეულიყავი. სულიერად გვერდში დამიდგა. იმ პერიოდში მეუღლეს ახალი დაშორებული ვიყავი, რასაც ჩემი ოჯახის წევრის ავადმყოფობაც დაემატა და საშინელი დეპრესია მქონდა. მუზაც აღარ მქონდა. სიმღერის ტექსტებს ვერ ვწერდი. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი.…
ერთ-ერთი დღესასწაულზე ლოცვა გვიან დამთავრდა და ალექსანდრემ ყავის ერთად დალევა შემომთავაზა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მოგვიანებით თქვა, კავკასია ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემი ოცნება იყო, კავკასიელი ცოლი მყოლოდა და ეს ოცნება ამისრულდაო. ჩემს წრეში არ გაჰკვირვებიათ, რომ რუსს გავყევი ცოლად, რადგან რუსეთში მაქვს სკოლა დამთავრებული. მის მეგობრებსა და ახლობლებს კი ძალიან გაუკვირდათ, რომ ქართველი ცოლი მოიყვანა.
- მეუღლე მანამდე იყო დაოჯახებული?
- მეუღლე ოცი წლის წინ გარდაეცვალა. ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი, მეც მყავს ერთი გოგონა და ერთი შვილიშვილი.
- ისე გამოიყურები, ნამდვილად არ გეტყობა, შვილიშვილი გყავს?
- მე მეუღლეზე უფრო დიდი შვილიშვილი მყავს - შვიდი წლისაა. ასაკი რომ არ მეტყობა, ეს გენეტიკურია. დედაჩემს 55 წლის მერე დაეტყო ასაკი.
- თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია?
- ჩემი მეუღლე 59 წლისაა და მე - 43-ის. მაინცდამაინც დიდი ასაკობრივი სხვაობა არაა.
- მეუღლე საქართველოში იყო ჩამოსული?
- ერთხელ ვიყავით საქართველოში ერთად და გამიკვირდა, რომ ძალიან ბევრი ქალაქის სახელი იცოდა. ახლა მარტო ჩამოვედი. რუსეთში `ახალ ხმაში~ უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ მომღერლებმა, რომელთა პროდიუსერიც ვარ და კლიპის გადაღებას ბათუმში ვაპირებთ.
- გიგა კვენეტაძესთან კიდევ გაქვს ურთიერთობა?
- გიგა ძალიან ხშირად მაძლევს სიმღერებს და მე ტექსტს ვუწერ. ჩვენ ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და ზოგჯერ კორპორატიულ საღამოებზე ვხვდებით ერთმანეთს. ვთანამშრომლობთ და ეს 21-ე საუკუნეში ჩვეულებრივი ამბავია.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''