23 ივნისი, 2014
ნუკა: ''დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო''...
ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი ეკა კვალიაშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეკა ხოფერიას გადაცემიდან გახდა ცნობილი. ნეიროვირუსით დაავადებულ მომღერალს მაყურებელმა, ცალკეულმა კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაურიცხეს. ამას მოჰყვა საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიაში. მალევე ეკა გამოსაკვლევად პარიზში წავიდა. საქართველოში დაბრუნებული მომღერალი საკუთარ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა. ბოლოს დუმილი მისმა შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა დაარღვია და ''ფეისბუქზე'' მუქარის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა. ჩვენ ნუკასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენი
რესპონდენტი დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით საუბრობს.

- მას მერე, რაც ეკას ავადმყოფობის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ათასი ბინძური ჭორი აგორდა. ამბობდნენ, რომ ეკამ იმაზე ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე სჭირდებოდა. იმასაც ამბობდნენ, იტყუება, არაფერი არ სჭირსო. ეკას აქვს აბსოლუტურად ყველა საბუთი, დიაგნოზი, თუ რა სჭირს, შემიძლია, გაჩვენოთ წამლები, რომლებსაც ეკა იღებს და გადაიღოს თქვენმა ფოტოგრაფმა. ეკას სჭირდება კუჭის ოპერაცია, რომელიც კეთდება თურქეთში. დიაგნოზი არის კუჭ-ნაწლავის დაწევა, თუ სპაზმის მომხსნელი საშუალება არ გაიკეთა, კუჭის ასეთი მდგომარეობა იწვევს სპაზმს დიაფრაგმასა და ბრონქებზე და ამ დროს ადამიანი იხრჩობა.
- ჩვენ სხვა პრობლემა გვახსოვს, რომლის შესახებაც ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, ნეიროვირუსი, რომელიც თავის ტვინთან იყო კავშირში.
- ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი.
- ნუკა, ეკა ხომ იყო წასული პარიზში სამკურნალოდ?
- სამკურნალოდ არა, გამოსაკვლევად წავიდა. გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ თანხები, რომლებიც იმ გადაცემაში დასახელდა, ძირითადი ფინანსები ეკასთვის არავის მიუცია. დღემდე გადასახდელია თანხა, რომელიც პარიზის გამოკვლევებში უნდა გადაერიცხათ.
- როგორ, პარიზში პაციენტი უსასყიდლოდ გამოიკვლიეს?
- იცოდნენ, რომ თანხა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაერიცხა. ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, რომ ეს სამინისტრო ეკას მკურნალობისთვის რიცხავდა 10 ათას ევროს, რაც დღემდე არსად არ გადაურიცხავთ. გუშინ დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს, ჯანდაცვა რასაც შეგპირდათ, იმას გააკეთებსო. მას მერე, რაც ''ფეისბუქზე'' პოსტი დავდე, რომ მობილური კავშირების კომპანიები ქველმოქმედებით ფულს შოულობენ, ეკას ანგარიშზე ფული ჩაირიცხა. 80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო. თითო ზარი ერთი ლარი ღირდა, დანარჩენი დაბეგრეს. როგორც გავიგე, საქართველოში მხოლოდ ფონდი - ''იავნანა'' არ იბეგრება. სხვა დანარჩენ ქველმოქმედებაზე მობილური კავშირის კომპანიები ფულს შოულობენ... რაც ყველაზე გაუგებარია ჩემთვის, ფული უნდა ჩაირიცხოს არა ეკას ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე და ამის გამო ეკამ უნდა ირბინოს რაღაც ხარჯთაღრიცხვებითა და ბუღალტრული ფურცლებით. ამ ხალხს ერთი რამ ვერ გაუგია, ეკა ცუდადაა, არ შეუძლია ასე სირბილი...
მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდება ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა, რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმეები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი - ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს, თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიისთვის სავალალოა…. ''სილქნეტმა'', რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ ხუთი ათას ლარს გადმორიცხავდა, გადმორიცხა ათას ხუთასი ლარი. უბრალოდ, სამარცხვინოა.
- დედას კუჭის ოპერაცია რატომ სჭირდება?
- ესეც მომდინარეობს გაფანტული სკლეროზიდან, რომელიც ძალიან ბევრ სხვა დაავადებას იწვევს. კიდევ კარგი, რომ ზურგის ტვინზე არ აქვს გადასული, რასაც ადამიანის პარალიზების გამოწვევა შეუძლია. დედა კუჭის სპაზმებს კრუნჩხვებამდე მიჰყავს. ამდენი ''დექსამეტაზონის'' მიღებაც არ შეიძლება. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ფეხები დამძიმებული აქვს. ჰორმონების მიღებისგან წონაშიც მოიმატა. ადამიანს ელემენტარულად სჭირდება ჰაერი, სუნთქვა, ეკას კი ეს პრობლემა აქვს სწორედ, კუჭის დაავადების გამო. ასევე უვარდება შაქარი, რადგან კუჭქვეშა ჯირკვალიც ჩათრეულია. ყველაფერს ვერ აგიხსნით, რთულია...
- ნუკა, წეღან მითხარი, რომ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ჭორი გავრცელდა ეკას ავადმყოფობის შესახებ. როგორ გგონია, ვისგან მოდის? ეკას მტრები ჰყავს?
- ეკას მტრები რომ ჰყავს, ამის მტკიცება უკვე სასაცილოდ მეჩვენება. ადამიანის შეგნების დონე როცა დაბალია, როცა მოჭარბებული აქვთ შური, ბოღმა, ბოროტება, უფრო მეტ სისულელესაც იტყვიან.
- რა შეშურდათ ეკასი, ავადმყოფობა?
- არა, შეშურდათ ის, რომ ამდენი ხალხი დაუდგა გვერდით, მაგრამ ეს ხალხი მოატყუეს.
- ამბობენ იმასაც, რომ ეკას იმაზე მეტი თანხა შეუვიდა, ვიდრე მისი მკურნალობა ჯდებოდა…...
- სისულელეა, ვინ ამბობს მაგას? ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება ეს მკურნალობა და სხვამ როგორ იცის? ეს რომ იყოს ბრმანაწლავის ოპერაცია, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან, რომელიც არ იკურნება და უმოქმედობის შემთხვევაში, ღმერთმა იცის, რა შედეგს გამოიღებს.
- იმასაც წერდნენ, როცა ეკას ასე უჭირდა, სწორედ იმ პერიოდში ნუკამ ძვირად ღირებული ტელეფონი იყიდაო...
- კი, ვიყიდე, ათას ოთხასი ლარი გადავიხადე. მაგრამ მე ეკა ვარ?! მე ხომ ეკას შვილი ვარ. სიმღერაში ანაზღაურებას მიხდიან და ვინ რა იცის, რამდენს? დავუშვათ, ერთ სიმღერაში ვიღებ ორი ათას ლარს, იქნებ, მე ნახევარს დედაჩემს ვაძლევ, იცის ვინმემ?! მწერდნენ, დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო... იმათ გავეცი საკადრისი პასუხი. რა გამოდის, საჭმლის ფულიც უნდა გავცე? მეც ხომ მჭირდება რაღაც, პატარა შვილი მყავს ბოლოს და ბოლოს. ეს ძალიან დაბალი დონის შეგნებაა, გაბოროტებაა, შურია, რაც, სხვათა შორის, უკან ბრუნდება, ყველამ კარგად იცოდეს. ამით მე არაფერი მაკლდება. მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის და იმდენჯერ დავუდგები გვერდით, რამდენჯერაც დასჭირდება, მაგრამ ვინც ენას ატლიკინებს, იმან რა გააკეთა საერთოდ?!
- ამბობდნენ იმასაც, რომ ეკა მშვენივრად გამოიყურება, სულ არ ჰგავს ავადმყოფს...
- მაინცდამაინც ლოგინად უნდა იყო ჩავარდნილი, რომ დაიჯერონ?! აქ ხომ უხარიათ, წვეთოვანებით რომ ხედავენ ადამიანს. როცა თავისზე ცუდად მყოფს ხედავენ, ეცოდებათ. როცა თავად არიან კარგად, მაგრამ ვერ გამოიყურებიან ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ადამიანი და მათზე უკეთ გამოიყურება ავადმყოფი, ამაზე გიჟდებიან, შურთ. მე მეტყობა, რომ ქრონიკული გასტრიტი მაქვს? ეს სახეზე უნდა მეტყობოდეს?! და საერთოდ, ეკას აქვს ერთი ძალიან მაგარი თვისება, არასოდეს არ გავა გარეთ, თუ ძალიან ცუდადაა და ცუდად გამოიყურება და მეორე, დედაჩემი არასოდეს წუწუნებს და არც არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია. არავისთვის მოუხვევია თავზე თავისი ავადმყოფობა, იმ გადაცემებშიც, რომლებიც ეკას დახმარებას მიეძღვნა, ეკას მეგობრებისგან შეიტყო ხალხმა მისი ავადმყოფობის შესახებ. ეკა გამოვიდა სადმე და თქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა?!
- როგორც ვიცი, ეკა ამ თემაზე საჯაროდ ჟურნალისტებთან აპირებს საუბარს.
- ყველამ უნდა იცოდეს, რომელი კომპანია რისი გამკეთებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედება იბეგრება და ეს გლობალური პრობლემაა, არ არის მარტო ეკას პრობლემა. ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…. ეკა ირაკლი ღარიბაშვილთანაც აპირებს შეხვედრას. დედაჩემი ავად არის, ამდენი ლოდინი არ შეიძლება, სასწრაფოდ სჭირდება ეს თანხები. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაირკვეს, არის ეკა ამ ქვეყნის მოქალაქე თუ - არა. და თუ არა, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, უარს იტყვის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე.
- ნუკა, ამდენ ხანს რატომ იყო დედა ჩუმად? მას მერე, რაც საფრანგეთიდან დაბრუნდა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ინტერვიუ.
- ელოდა. ეუბნებოდნენ დღეს, ხვალო და იცდიდა. იმ გადაცემიდან ოთხი თვე გავიდა. უკვე აღარ შეიძლება ლოდინი. ჯანმრთელობა არ აძლევს ამის საშუალებას, თუ კუჭის საკითხი არ მოგვარდა, ძირითად მკურნალობას ვერ იწყებს თავზე, რადგან მძიმე ალერგიული ფონი აქვს, ხუთვები.
ეკას ავადმყოფობაზე ზოგმა პიარი გაიკეთა. დადგება დრო და მათი სახელებიც გამჟღავნდება... იცი, ყველაზე მეტად რა მტკენს გულს, ქართველობაში ასე მოსულა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, ყველაზე შინაურად მიიჩნევ, სწორედ ის გღალატობს გაჭირვების დროს... ეკასგან განსხვავებით, არავის ვენდობი. ფრთხილად იყვნენ, ბოროტება უკან ბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ხომ არ უნდა გამოსცადონ ეს ყველაფერი? ყველას მიწიერი ცხოვრება რატომღაც სამუდამო ჰგონია, ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი გამოცდაა და საკუთარ ცოდვებზე პასუხს ვაგებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ირაკლი
ამ ინტერვიუდან მეჩვენება რომ, თუ ვინმე ენას ატლიკინებს ეს შენ ხარ ნუკა და ისე ლაპარაკობ თითქოს მართლა არაფერი მიგიღიათ და ეს ქვეყანა და ხალხი თქვენს წინაშე ვალდებულია! გასაგებია და მესმის რომ, ადამიანი ავადაა და დახმარება ესაჭიროება. მართლა სულითა და გულით ვუსურვებ ეკას გამოჯამრთელებას! მაგრამ შენი ესეთი საუბარი უზრდელობათ მიმაჩნია!ასეთ დროს რაიმეს კი არ ყიდულობენ მითუმეტეს ტელეფოს თან 1400 ლარიანს არამედ პირიქით ხალხი სახლ კარსაც კი ყიდის რო ავადმყოფი გადაარჩინოს!
11:59 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
გეთანხმები მარი,თან რა მაგრად გაზომა .... მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის
11:45 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესამე
Nათელა პატარკაციშვილისგან გამიკვირდა დიდ ამბით რო დაკრეკა 5000$ მეტს ჩარიცხავდა მეგონა.ნუკიმ ყველაPერი უნდა თქვას .პირდაპირ ეთერში მარიაჟი კაია არა? ფU ამათი ძალათ ქველმოქმედება და სიკეთე ქუნემ
11:36 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა-შ
,,..80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო". უბრალოდ გული მტკივა ძალიან, არ შეიძლებოდა მობილური კავშირის კომპანიებსაც გაეწიათ შეღავათი და არ დაებეგრათ? როგორ მინდა ისეთ საქართველოს მოვესწრო, სადაც ყველა ავადმყოფის სიცოცხლე, დაცული იქნება!
11:30 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს მსგავსი სიტუაციისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მარის ვეთანხმები, როცა ტელევიზიით მარათონი გაიმართა ხოფერიას გადაცემაში იმ წუთას დედაჩემმა თავისი ტელეფონიდან, ძლივს რომ მუშაობს და უკვე ლამის ათი წელია აქვს ბოლო ერთი ლარი გადარიცხა რაც ჰქონდა ანგარიშზე. ასე რომ სანამ სხვებზე პრეტენზიებს გამოთქვამდე, იქნებ მანამდე საკუთარ თავს შეხედო თვალებში და თქვა, შენ რას აკეთებ დედაშენის გამო. შენ თუ არ ხარ ვალდებულები გადარიცხვებზე ირბინო საკუთარი დედის გამო, ექიმი რა ვალდებულია ამიხსნას ვინმემ?
11:25 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
აკა
არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო ამ ინტერვიუსტან დაკავშირებით. ეკას გამოჯანმრთელებას უსურვებ და დარწმუნებული ვა, ასეც მოხდება. რაც შეეხება ნუკას ინტერვიუს პათოსს, ის ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია. ამას რა დავარქვა არც კი ვიცი.
11:21 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
რა ბოროტი და ბოღმის ბუკეტია ეს ვინაა, ფუი, ასტებეს კაპიკიც არ უნდა შეაშველო, უფლამ მაპატიოს! ასე პატარაა და ახლავე ასე გაბოროტებული! ამას დიდი დრე არ უწერია ამადენ შხამს ინახავს მისი სხეული
11:16 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რამდენი რამის დაწერა მინდა და ვდილობ თავი შევიკავო.ეს თავხედი გოგო ნახე რა,თვითონ საჭმელს ვერ მოიკლებს თურმე (1400 ლარიანი თელეფონიც საჭმელში გადის?) და სხვამ უნდა ბოლო 1 ლარიც ჩაურიცხოს.ვის ავალდებულებ შვილო? მადლობა თქვი ვინმემ თავისი კუთვნილი 10 თეთრიც რომ მოგცეს. რა აგრესიული ხარ რა უვედურებაა,შენი მოსაწონი საქციელი ვერ ჩაიდინა ვერავინ? მერე კიდევ,თუ მასეთი ავადაა,ვინმემ ფული ჩაურიცხოს და საბუთებზე სირბილი ეთაკილოს ადამიანს ეს არ მგონია ნორმალური.ის არ დაგეზარად საქვეყნოდ გეთხოვათ დახმარება და საბუთებზე ვერ ირბენენ თურმე.დედაშენს თუ არ შეუძლია შენ ირბინე,ენა რომ წაგიტლეკია.თავხედობის და უმადურობის პიკი!
11:13 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თინი
თუ დედას არ შეუძლია შვილი უნდა იქცეს ბუღალტრად და არა ექიმი
11:08 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
x
ვეთანხმები მარის
11:07 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS