23 ივნისი, 2014
ნუკა: ''დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო''...
ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი ეკა კვალიაშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეკა ხოფერიას გადაცემიდან გახდა ცნობილი. ნეიროვირუსით დაავადებულ მომღერალს მაყურებელმა, ცალკეულმა კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაურიცხეს. ამას მოჰყვა საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიაში. მალევე ეკა გამოსაკვლევად პარიზში წავიდა. საქართველოში დაბრუნებული მომღერალი საკუთარ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა. ბოლოს დუმილი მისმა შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა დაარღვია და ''ფეისბუქზე'' მუქარის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა. ჩვენ ნუკასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენი
რესპონდენტი დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით საუბრობს.

- მას მერე, რაც ეკას ავადმყოფობის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ათასი ბინძური ჭორი აგორდა. ამბობდნენ, რომ ეკამ იმაზე ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე სჭირდებოდა. იმასაც ამბობდნენ, იტყუება, არაფერი არ სჭირსო. ეკას აქვს აბსოლუტურად ყველა საბუთი, დიაგნოზი, თუ რა სჭირს, შემიძლია, გაჩვენოთ წამლები, რომლებსაც ეკა იღებს და გადაიღოს თქვენმა ფოტოგრაფმა. ეკას სჭირდება კუჭის ოპერაცია, რომელიც კეთდება თურქეთში. დიაგნოზი არის კუჭ-ნაწლავის დაწევა, თუ სპაზმის მომხსნელი საშუალება არ გაიკეთა, კუჭის ასეთი მდგომარეობა იწვევს სპაზმს დიაფრაგმასა და ბრონქებზე და ამ დროს ადამიანი იხრჩობა.
- ჩვენ სხვა პრობლემა გვახსოვს, რომლის შესახებაც ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, ნეიროვირუსი, რომელიც თავის ტვინთან იყო კავშირში.
- ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი.
- ნუკა, ეკა ხომ იყო წასული პარიზში სამკურნალოდ?
- სამკურნალოდ არა, გამოსაკვლევად წავიდა. გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ თანხები, რომლებიც იმ გადაცემაში დასახელდა, ძირითადი ფინანსები ეკასთვის არავის მიუცია. დღემდე გადასახდელია თანხა, რომელიც პარიზის გამოკვლევებში უნდა გადაერიცხათ.
- როგორ, პარიზში პაციენტი უსასყიდლოდ გამოიკვლიეს?
- იცოდნენ, რომ თანხა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაერიცხა. ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, რომ ეს სამინისტრო ეკას მკურნალობისთვის რიცხავდა 10 ათას ევროს, რაც დღემდე არსად არ გადაურიცხავთ. გუშინ დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს, ჯანდაცვა რასაც შეგპირდათ, იმას გააკეთებსო. მას მერე, რაც ''ფეისბუქზე'' პოსტი დავდე, რომ მობილური კავშირების კომპანიები ქველმოქმედებით ფულს შოულობენ, ეკას ანგარიშზე ფული ჩაირიცხა. 80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო. თითო ზარი ერთი ლარი ღირდა, დანარჩენი დაბეგრეს. როგორც გავიგე, საქართველოში მხოლოდ ფონდი - ''იავნანა'' არ იბეგრება. სხვა დანარჩენ ქველმოქმედებაზე მობილური კავშირის კომპანიები ფულს შოულობენ... რაც ყველაზე გაუგებარია ჩემთვის, ფული უნდა ჩაირიცხოს არა ეკას ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე და ამის გამო ეკამ უნდა ირბინოს რაღაც ხარჯთაღრიცხვებითა და ბუღალტრული ფურცლებით. ამ ხალხს ერთი რამ ვერ გაუგია, ეკა ცუდადაა, არ შეუძლია ასე სირბილი...
მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდება ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა, რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმეები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი - ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს, თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიისთვის სავალალოა…. ''სილქნეტმა'', რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ ხუთი ათას ლარს გადმორიცხავდა, გადმორიცხა ათას ხუთასი ლარი. უბრალოდ, სამარცხვინოა.
- დედას კუჭის ოპერაცია რატომ სჭირდება?
- ესეც მომდინარეობს გაფანტული სკლეროზიდან, რომელიც ძალიან ბევრ სხვა დაავადებას იწვევს. კიდევ კარგი, რომ ზურგის ტვინზე არ აქვს გადასული, რასაც ადამიანის პარალიზების გამოწვევა შეუძლია. დედა კუჭის სპაზმებს კრუნჩხვებამდე მიჰყავს. ამდენი ''დექსამეტაზონის'' მიღებაც არ შეიძლება. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ფეხები დამძიმებული აქვს. ჰორმონების მიღებისგან წონაშიც მოიმატა. ადამიანს ელემენტარულად სჭირდება ჰაერი, სუნთქვა, ეკას კი ეს პრობლემა აქვს სწორედ, კუჭის დაავადების გამო. ასევე უვარდება შაქარი, რადგან კუჭქვეშა ჯირკვალიც ჩათრეულია. ყველაფერს ვერ აგიხსნით, რთულია...
- ნუკა, წეღან მითხარი, რომ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ჭორი გავრცელდა ეკას ავადმყოფობის შესახებ. როგორ გგონია, ვისგან მოდის? ეკას მტრები ჰყავს?
- ეკას მტრები რომ ჰყავს, ამის მტკიცება უკვე სასაცილოდ მეჩვენება. ადამიანის შეგნების დონე როცა დაბალია, როცა მოჭარბებული აქვთ შური, ბოღმა, ბოროტება, უფრო მეტ სისულელესაც იტყვიან.
- რა შეშურდათ ეკასი, ავადმყოფობა?
- არა, შეშურდათ ის, რომ ამდენი ხალხი დაუდგა გვერდით, მაგრამ ეს ხალხი მოატყუეს.
- ამბობენ იმასაც, რომ ეკას იმაზე მეტი თანხა შეუვიდა, ვიდრე მისი მკურნალობა ჯდებოდა…...
- სისულელეა, ვინ ამბობს მაგას? ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება ეს მკურნალობა და სხვამ როგორ იცის? ეს რომ იყოს ბრმანაწლავის ოპერაცია, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან, რომელიც არ იკურნება და უმოქმედობის შემთხვევაში, ღმერთმა იცის, რა შედეგს გამოიღებს.
- იმასაც წერდნენ, როცა ეკას ასე უჭირდა, სწორედ იმ პერიოდში ნუკამ ძვირად ღირებული ტელეფონი იყიდაო...
- კი, ვიყიდე, ათას ოთხასი ლარი გადავიხადე. მაგრამ მე ეკა ვარ?! მე ხომ ეკას შვილი ვარ. სიმღერაში ანაზღაურებას მიხდიან და ვინ რა იცის, რამდენს? დავუშვათ, ერთ სიმღერაში ვიღებ ორი ათას ლარს, იქნებ, მე ნახევარს დედაჩემს ვაძლევ, იცის ვინმემ?! მწერდნენ, დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო... იმათ გავეცი საკადრისი პასუხი. რა გამოდის, საჭმლის ფულიც უნდა გავცე? მეც ხომ მჭირდება რაღაც, პატარა შვილი მყავს ბოლოს და ბოლოს. ეს ძალიან დაბალი დონის შეგნებაა, გაბოროტებაა, შურია, რაც, სხვათა შორის, უკან ბრუნდება, ყველამ კარგად იცოდეს. ამით მე არაფერი მაკლდება. მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის და იმდენჯერ დავუდგები გვერდით, რამდენჯერაც დასჭირდება, მაგრამ ვინც ენას ატლიკინებს, იმან რა გააკეთა საერთოდ?!
- ამბობდნენ იმასაც, რომ ეკა მშვენივრად გამოიყურება, სულ არ ჰგავს ავადმყოფს...
- მაინცდამაინც ლოგინად უნდა იყო ჩავარდნილი, რომ დაიჯერონ?! აქ ხომ უხარიათ, წვეთოვანებით რომ ხედავენ ადამიანს. როცა თავისზე ცუდად მყოფს ხედავენ, ეცოდებათ. როცა თავად არიან კარგად, მაგრამ ვერ გამოიყურებიან ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ადამიანი და მათზე უკეთ გამოიყურება ავადმყოფი, ამაზე გიჟდებიან, შურთ. მე მეტყობა, რომ ქრონიკული გასტრიტი მაქვს? ეს სახეზე უნდა მეტყობოდეს?! და საერთოდ, ეკას აქვს ერთი ძალიან მაგარი თვისება, არასოდეს არ გავა გარეთ, თუ ძალიან ცუდადაა და ცუდად გამოიყურება და მეორე, დედაჩემი არასოდეს წუწუნებს და არც არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია. არავისთვის მოუხვევია თავზე თავისი ავადმყოფობა, იმ გადაცემებშიც, რომლებიც ეკას დახმარებას მიეძღვნა, ეკას მეგობრებისგან შეიტყო ხალხმა მისი ავადმყოფობის შესახებ. ეკა გამოვიდა სადმე და თქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა?!
- როგორც ვიცი, ეკა ამ თემაზე საჯაროდ ჟურნალისტებთან აპირებს საუბარს.
- ყველამ უნდა იცოდეს, რომელი კომპანია რისი გამკეთებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედება იბეგრება და ეს გლობალური პრობლემაა, არ არის მარტო ეკას პრობლემა. ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…. ეკა ირაკლი ღარიბაშვილთანაც აპირებს შეხვედრას. დედაჩემი ავად არის, ამდენი ლოდინი არ შეიძლება, სასწრაფოდ სჭირდება ეს თანხები. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაირკვეს, არის ეკა ამ ქვეყნის მოქალაქე თუ - არა. და თუ არა, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, უარს იტყვის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე.
- ნუკა, ამდენ ხანს რატომ იყო დედა ჩუმად? მას მერე, რაც საფრანგეთიდან დაბრუნდა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ინტერვიუ.
- ელოდა. ეუბნებოდნენ დღეს, ხვალო და იცდიდა. იმ გადაცემიდან ოთხი თვე გავიდა. უკვე აღარ შეიძლება ლოდინი. ჯანმრთელობა არ აძლევს ამის საშუალებას, თუ კუჭის საკითხი არ მოგვარდა, ძირითად მკურნალობას ვერ იწყებს თავზე, რადგან მძიმე ალერგიული ფონი აქვს, ხუთვები.
ეკას ავადმყოფობაზე ზოგმა პიარი გაიკეთა. დადგება დრო და მათი სახელებიც გამჟღავნდება... იცი, ყველაზე მეტად რა მტკენს გულს, ქართველობაში ასე მოსულა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, ყველაზე შინაურად მიიჩნევ, სწორედ ის გღალატობს გაჭირვების დროს... ეკასგან განსხვავებით, არავის ვენდობი. ფრთხილად იყვნენ, ბოროტება უკან ბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ხომ არ უნდა გამოსცადონ ეს ყველაფერი? ყველას მიწიერი ცხოვრება რატომღაც სამუდამო ჰგონია, ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი გამოცდაა და საკუთარ ცოდვებზე პასუხს ვაგებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ნონა
არა ნუკის საქციელი ნამდვილად არ არის მოსაწონი, მაგრამ საქველმოქმედო თანხიდან ამხელა დაბეგვრა დანაშაულია, ჩვენ საცოდავ ლარს ვრიცხავთ და აქედან შეიძლება 10 -15 თეთრი მიდის ადრესატთან, აი სირცხვილი ეს არის და ამიტომაც შეილება უფრო მეტსაც უნდა დახმარება, მაგრამ თავს იკავებს, მე ხშირ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. რაც შეეხება მერიაში სირბილს ეს ექიმს არ უნდა მოთხოვო, არც იმას ელოდო რომ შენ სახლში იჯდე და ეს საქმე მოგვარდება. და კიდევ, ასეთ შემთხვევაში 1400 ლარიანი ტელეფონი იქით უნდა გაყიდო შვილო, კიარ უნდა იყიდო.
13:39 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
საქართველოს თვითგამოცხადებულ დედოფალს
" მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის და იმდენჯერ დავუდგები გვერდით, რამდენჯერაც დასჭირდება, მაგრამ ვინც ენას ატლიკინებს, იმან რა გააკეთა საერთოდ?! " ვა ჩვენ ბოდიში,რომ ბოლომდე მსახურად არ დაგიდექით))))))))))))))))
13:38 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეჰ რას იზამ. ეს ეკა კვალიაშვილია და მას უნდა ჩაურიცხონ ფული გმერტმა ქნას გამოჯამრტელდეს და ვისაც იგივე პრობლები აქვტ და იმათ მაგის იმედიც არა აქვთ იმათ რა უნდა ქნან. გამოკვლევის ფულიც რომ არაა აქვთ. ცუდად არ გამიგოთ არ გეგონოტ რომ ეკას გამოჯამრტელება ვინმეს არ უნდოდეს, მაგრამ ასეთი ამბების მოხდენა არ შეიდძლება. ქათამმა ცყალი დალიაო და გმერტს შეხედაო ნატქვამია. შენ იმას მაინც ნუ ამხელ რომ ტელეფონში ამხელა თანხა გადაიხადე და აქეთ ხალხსსაყვედურობ.
13:35 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
პოსლეზე ანალიზებიიი? არ ვიცი მსგავსი არ მსმენია ჯერ აქ.
13:35 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ასეტი ნიცი მოგმადლა გმერტმა და ტუ ამდენს იგებ ერტ სიმგერასი ასჯერ გემგერა დედის გადასარცენად სე დალოცვილო, ცემმა ცვილებმა სახლი ცადეს ბანკსი ცემს გადასარცენად ოპერაციის პულისტვის ახლობლებიც კი არ სეუწუხებიატ.ნუ ავალდებულებტ ხალხს ნურაფერს,პატივისცემას იმსახურებენ,არ იტხოვენ. და კიდევ დაფიქრდი ინტერვიუს რომ იზლევი სიზულვილი ჯგერს სენს სიტყვებსი მუდამ,ადამიანების სიზულვილი,დედასენიც იმიტომ ვერ სეიყვარა საზოგადოებამ.
13:28 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
რატო ავალდებულებს ამ საზოგადოებას მართლა ვერ ვხვდები ეს გოგო ეგეთი დაავადებით იცი რამდენი იღუპება? იმის გამო რომ თანხები არ აქვთ? იმათაც უნდა დაუდგე ეგრე გვერდით ის ვიგაცის დედაა და იმიტომ.
13:26 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
მარი გეტანხმები
13:00 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გუგა
ეს გოგო აშკარად ვერაა, 1400 ლარიანი კი არა 14000 ლარიანი იყიდე თუ გაქვს, მაგრამ როცა დახმარებისთვის ხალხს მიმართავ და ლარ ლარობით აგროვებ თანხას, კეთილი ინებე და 60 ლარიანი ტელეფონი იყიდე და ის 1340 ლარი დედას მოახმარე. და კიდევ ყველას რომ ლანძღავ ბოროტები და შურიანებიო რამდენი შენი ინტერვიუ წავიკითხე გოგონი ყველა ბოღმით და ღვარძლითაა სავსე და გულის ამრევია. ასე რომ ცოტა დაფიქრდი.
12:48 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
1 400 ლარი ჩემი თითქმის 1 წლის ხელფასია,მიუხედავად ამისა მე და ჩემმა მეგობრებმა თანხა გადავრიცხეთ...გრცხვენოდეს,როცა ასეთი მდგომარეობაა ამხელა თანხის დახარჯვა ,თანაც ტელეფონის შესაძენად.არავინ მოგიწონებს საქციელს..ეხლა დავრწმუნდი რომ,უფრო მეტს წუწუნებ ,ვიდრე აკეთებ(
12:37 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ძალიან უმადური და თავხედი გოგო ხარ, ნუკი!
12:25 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS