23 ივნისი, 2014
ნუკა: ''დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო''...
ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი ეკა კვალიაშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეკა ხოფერიას გადაცემიდან გახდა ცნობილი. ნეიროვირუსით დაავადებულ მომღერალს მაყურებელმა, ცალკეულმა კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაურიცხეს. ამას მოჰყვა საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიაში. მალევე ეკა გამოსაკვლევად პარიზში წავიდა. საქართველოში დაბრუნებული მომღერალი საკუთარ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა. ბოლოს დუმილი მისმა შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა დაარღვია და ''ფეისბუქზე'' მუქარის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა. ჩვენ ნუკასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენი
რესპონდენტი დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით საუბრობს.

- მას მერე, რაც ეკას ავადმყოფობის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ათასი ბინძური ჭორი აგორდა. ამბობდნენ, რომ ეკამ იმაზე ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე სჭირდებოდა. იმასაც ამბობდნენ, იტყუება, არაფერი არ სჭირსო. ეკას აქვს აბსოლუტურად ყველა საბუთი, დიაგნოზი, თუ რა სჭირს, შემიძლია, გაჩვენოთ წამლები, რომლებსაც ეკა იღებს და გადაიღოს თქვენმა ფოტოგრაფმა. ეკას სჭირდება კუჭის ოპერაცია, რომელიც კეთდება თურქეთში. დიაგნოზი არის კუჭ-ნაწლავის დაწევა, თუ სპაზმის მომხსნელი საშუალება არ გაიკეთა, კუჭის ასეთი მდგომარეობა იწვევს სპაზმს დიაფრაგმასა და ბრონქებზე და ამ დროს ადამიანი იხრჩობა.
- ჩვენ სხვა პრობლემა გვახსოვს, რომლის შესახებაც ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, ნეიროვირუსი, რომელიც თავის ტვინთან იყო კავშირში.
- ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი.
- ნუკა, ეკა ხომ იყო წასული პარიზში სამკურნალოდ?
- სამკურნალოდ არა, გამოსაკვლევად წავიდა. გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ თანხები, რომლებიც იმ გადაცემაში დასახელდა, ძირითადი ფინანსები ეკასთვის არავის მიუცია. დღემდე გადასახდელია თანხა, რომელიც პარიზის გამოკვლევებში უნდა გადაერიცხათ.
- როგორ, პარიზში პაციენტი უსასყიდლოდ გამოიკვლიეს?
- იცოდნენ, რომ თანხა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაერიცხა. ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, რომ ეს სამინისტრო ეკას მკურნალობისთვის რიცხავდა 10 ათას ევროს, რაც დღემდე არსად არ გადაურიცხავთ. გუშინ დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს, ჯანდაცვა რასაც შეგპირდათ, იმას გააკეთებსო. მას მერე, რაც ''ფეისბუქზე'' პოსტი დავდე, რომ მობილური კავშირების კომპანიები ქველმოქმედებით ფულს შოულობენ, ეკას ანგარიშზე ფული ჩაირიცხა. 80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო. თითო ზარი ერთი ლარი ღირდა, დანარჩენი დაბეგრეს. როგორც გავიგე, საქართველოში მხოლოდ ფონდი - ''იავნანა'' არ იბეგრება. სხვა დანარჩენ ქველმოქმედებაზე მობილური კავშირის კომპანიები ფულს შოულობენ... რაც ყველაზე გაუგებარია ჩემთვის, ფული უნდა ჩაირიცხოს არა ეკას ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე და ამის გამო ეკამ უნდა ირბინოს რაღაც ხარჯთაღრიცხვებითა და ბუღალტრული ფურცლებით. ამ ხალხს ერთი რამ ვერ გაუგია, ეკა ცუდადაა, არ შეუძლია ასე სირბილი...
მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდება ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა, რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმეები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი - ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს, თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიისთვის სავალალოა…. ''სილქნეტმა'', რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ ხუთი ათას ლარს გადმორიცხავდა, გადმორიცხა ათას ხუთასი ლარი. უბრალოდ, სამარცხვინოა.
- დედას კუჭის ოპერაცია რატომ სჭირდება?
- ესეც მომდინარეობს გაფანტული სკლეროზიდან, რომელიც ძალიან ბევრ სხვა დაავადებას იწვევს. კიდევ კარგი, რომ ზურგის ტვინზე არ აქვს გადასული, რასაც ადამიანის პარალიზების გამოწვევა შეუძლია. დედა კუჭის სპაზმებს კრუნჩხვებამდე მიჰყავს. ამდენი ''დექსამეტაზონის'' მიღებაც არ შეიძლება. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ფეხები დამძიმებული აქვს. ჰორმონების მიღებისგან წონაშიც მოიმატა. ადამიანს ელემენტარულად სჭირდება ჰაერი, სუნთქვა, ეკას კი ეს პრობლემა აქვს სწორედ, კუჭის დაავადების გამო. ასევე უვარდება შაქარი, რადგან კუჭქვეშა ჯირკვალიც ჩათრეულია. ყველაფერს ვერ აგიხსნით, რთულია...
- ნუკა, წეღან მითხარი, რომ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ჭორი გავრცელდა ეკას ავადმყოფობის შესახებ. როგორ გგონია, ვისგან მოდის? ეკას მტრები ჰყავს?
- ეკას მტრები რომ ჰყავს, ამის მტკიცება უკვე სასაცილოდ მეჩვენება. ადამიანის შეგნების დონე როცა დაბალია, როცა მოჭარბებული აქვთ შური, ბოღმა, ბოროტება, უფრო მეტ სისულელესაც იტყვიან.
- რა შეშურდათ ეკასი, ავადმყოფობა?
- არა, შეშურდათ ის, რომ ამდენი ხალხი დაუდგა გვერდით, მაგრამ ეს ხალხი მოატყუეს.
- ამბობენ იმასაც, რომ ეკას იმაზე მეტი თანხა შეუვიდა, ვიდრე მისი მკურნალობა ჯდებოდა…...
- სისულელეა, ვინ ამბობს მაგას? ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება ეს მკურნალობა და სხვამ როგორ იცის? ეს რომ იყოს ბრმანაწლავის ოპერაცია, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან, რომელიც არ იკურნება და უმოქმედობის შემთხვევაში, ღმერთმა იცის, რა შედეგს გამოიღებს.
- იმასაც წერდნენ, როცა ეკას ასე უჭირდა, სწორედ იმ პერიოდში ნუკამ ძვირად ღირებული ტელეფონი იყიდაო...
- კი, ვიყიდე, ათას ოთხასი ლარი გადავიხადე. მაგრამ მე ეკა ვარ?! მე ხომ ეკას შვილი ვარ. სიმღერაში ანაზღაურებას მიხდიან და ვინ რა იცის, რამდენს? დავუშვათ, ერთ სიმღერაში ვიღებ ორი ათას ლარს, იქნებ, მე ნახევარს დედაჩემს ვაძლევ, იცის ვინმემ?! მწერდნენ, დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო... იმათ გავეცი საკადრისი პასუხი. რა გამოდის, საჭმლის ფულიც უნდა გავცე? მეც ხომ მჭირდება რაღაც, პატარა შვილი მყავს ბოლოს და ბოლოს. ეს ძალიან დაბალი დონის შეგნებაა, გაბოროტებაა, შურია, რაც, სხვათა შორის, უკან ბრუნდება, ყველამ კარგად იცოდეს. ამით მე არაფერი მაკლდება. მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის და იმდენჯერ დავუდგები გვერდით, რამდენჯერაც დასჭირდება, მაგრამ ვინც ენას ატლიკინებს, იმან რა გააკეთა საერთოდ?!
- ამბობდნენ იმასაც, რომ ეკა მშვენივრად გამოიყურება, სულ არ ჰგავს ავადმყოფს...
- მაინცდამაინც ლოგინად უნდა იყო ჩავარდნილი, რომ დაიჯერონ?! აქ ხომ უხარიათ, წვეთოვანებით რომ ხედავენ ადამიანს. როცა თავისზე ცუდად მყოფს ხედავენ, ეცოდებათ. როცა თავად არიან კარგად, მაგრამ ვერ გამოიყურებიან ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ადამიანი და მათზე უკეთ გამოიყურება ავადმყოფი, ამაზე გიჟდებიან, შურთ. მე მეტყობა, რომ ქრონიკული გასტრიტი მაქვს? ეს სახეზე უნდა მეტყობოდეს?! და საერთოდ, ეკას აქვს ერთი ძალიან მაგარი თვისება, არასოდეს არ გავა გარეთ, თუ ძალიან ცუდადაა და ცუდად გამოიყურება და მეორე, დედაჩემი არასოდეს წუწუნებს და არც არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია. არავისთვის მოუხვევია თავზე თავისი ავადმყოფობა, იმ გადაცემებშიც, რომლებიც ეკას დახმარებას მიეძღვნა, ეკას მეგობრებისგან შეიტყო ხალხმა მისი ავადმყოფობის შესახებ. ეკა გამოვიდა სადმე და თქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა?!
- როგორც ვიცი, ეკა ამ თემაზე საჯაროდ ჟურნალისტებთან აპირებს საუბარს.
- ყველამ უნდა იცოდეს, რომელი კომპანია რისი გამკეთებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედება იბეგრება და ეს გლობალური პრობლემაა, არ არის მარტო ეკას პრობლემა. ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…. ეკა ირაკლი ღარიბაშვილთანაც აპირებს შეხვედრას. დედაჩემი ავად არის, ამდენი ლოდინი არ შეიძლება, სასწრაფოდ სჭირდება ეს თანხები. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაირკვეს, არის ეკა ამ ქვეყნის მოქალაქე თუ - არა. და თუ არა, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, უარს იტყვის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე.
- ნუკა, ამდენ ხანს რატომ იყო დედა ჩუმად? მას მერე, რაც საფრანგეთიდან დაბრუნდა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ინტერვიუ.
- ელოდა. ეუბნებოდნენ დღეს, ხვალო და იცდიდა. იმ გადაცემიდან ოთხი თვე გავიდა. უკვე აღარ შეიძლება ლოდინი. ჯანმრთელობა არ აძლევს ამის საშუალებას, თუ კუჭის საკითხი არ მოგვარდა, ძირითად მკურნალობას ვერ იწყებს თავზე, რადგან მძიმე ალერგიული ფონი აქვს, ხუთვები.
ეკას ავადმყოფობაზე ზოგმა პიარი გაიკეთა. დადგება დრო და მათი სახელებიც გამჟღავნდება... იცი, ყველაზე მეტად რა მტკენს გულს, ქართველობაში ასე მოსულა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, ყველაზე შინაურად მიიჩნევ, სწორედ ის გღალატობს გაჭირვების დროს... ეკასგან განსხვავებით, არავის ვენდობი. ფრთხილად იყვნენ, ბოროტება უკან ბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ხომ არ უნდა გამოსცადონ ეს ყველაფერი? ყველას მიწიერი ცხოვრება რატომღაც სამუდამო ჰგონია, ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი გამოცდაა და საკუთარ ცოდვებზე პასუხს ვაგებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ცოტინო
avad roa dzalian samcuxaroa qalbatoni eka, dzalian magari xma ak,magram, am gogos namdvilad unda cxvenodes,roca dedistvis daxmarebas itxovss,amxela pasianai tele ar unda ejiros, meree pretenzia ak kompaniebzee ar gadmdoricxesoo ar gadmoricxaven tavistavad amas ro gaigebdnen ra ukvirs? sascauili. :) kidev ro ukvirss mere ra moxdaooo..ra moxda daa dedaa gyavs avat rogorc ambob dzlier da ubralod sircxviliaaa.
18:21 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
უმადურო გოგო, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადმოგირიცხა, მისგან შეიძლება ისიც პურის ფულის დანაზოგი იყო. ერთი მადლობა მაინც თუ თქვი მათ მიმართ, ხალხს სიტყვაზე იჭერ, თავადაც შეგეძლო 1400 ლარი 1400 გაჭირვებულზე გადაგენაწილებინა, მაგრამ არ ქენი, შენი ფუფუნება ანაცვალე....
15:42 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯიმი
თვითონ ხალხს ადანაშაულებს ბოღმიანები და შურიანები ხართ სუყველაო და ამის საუბარი რო ქართველებისადმი და ზოგადად უბრალო ადამიანებისადმი ზიზღით და ღვარძლით არი გავსებული ეგ არაფერი ხოო?! ვის რას ავალდებულებს ერთი თუ ვინმეს უნდა და დაეხმარება და მადლობელი იყოს რაც აიღო მისმა ოჯახმა,1400 ჯერ დარეკავდა იმ აიფონის ყიდვისგან თავი რო შეეკავებინა,აიფონი ელემენტარული ნამდვილად არარი ელემენტარულია ფანრიანი ნოკია.
15:31 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ასკოლა
"საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან, რომელიც არ იკურნება" გვამცნობს ნუკა. მაშინ რა აზრი აქვს მკურნალობას?
15:22 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
სიმპსონების ოჯახი გამიგია, კარდაშიანებისაც, მაგრამ ეს ბოღმიანთა ოჯახი არ ვიცოდი და ეხლა ესეც ვიცი, ფუი გულის ამრევი დედა შვილი. (შვილი რატომაც- ახსნა არ სჭირდება და დედა კიდე ასეთი ტუტუცი შვილის გაზრდისთვის)
15:20 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
333-ა
123 - "ნუ იქნებით ბოროტები, გეშინოდეთ ღმერთის. სირცხვილია 1400 ლარიან ტელეფონზე საუბარი, მერე კი თქვენი საქციელი მარხვის დაცვა და ეკლესიაში სიარული". ზუსტად რომ ესადაგება ნუკის საქციელს. კარგი იქნებოდა, შე ჩემის 123-ო, ამ სიტყვების ადრესატი არა კომენტარების დამდები პირები, არამედ უშუალოდ ნუკა ყოფილიყო. ასაა სიმართლე. გაიგეეეეეეეეეეეეეეე
15:14 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ვცდილობ კომენტარებისგან თავის შეკავებას, მაგრამ ამ გოგოს აგრესიამ და სიძულვილმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. უზრდელი და თავხედი რომ არის არ უნდა ლაპარაკი, მაგრამ უმადურობაზე გავგიჟდი. ყველა დამნაშავეა მის წინაშე - ექიმი, რომელსაც უნდა მიეტოვებინა დანარჩენი პაციენტები იმიტომ რომ მომღერალ ეკა კვალიაშვილს უჭირდა და "ბუღალტრად" ქცეულიყო, ხალხი - რომელთაგან მართლა უკანასკნელი თანხა გაიღო დასახმარებლად და ამ ფონზე თვითონ 1400 ლარს იხდის ტელეფონში, რომელიც შეეძლო 100 ლარიანი ეყიდა და დანარჩენი დედისთვის მოეხმარებინა. წლების წინ დედაჩემს სჭირდებოდა ოპერაცია , სულ რაღაც 2300 ლარი უნდოდა ოპერაცია სასწრაფო იყო აუტანელი ტკივილები ქონდა, მაგრამ უსახსრობის გამო ერთი წლის მოგვიანებით გაიკეთა. არასოდე გამილანძღავს ვინმე და არ დავბოღმილვარ. ტელეფონი რომ მქონიდა დიდი სიამოვნებით გავყიდიდი. ეხლა ვმუშაობ არც ისე დიდი შემოსავალი მაქვს რომ დაჭირდეს სესხს ავიღებ ბანკიდან და მართლა საჭმელს მოვიკლებ.
14:59 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
რიდესაც სახლში ასეთი ავადმყოფი გყავს,1400 ლარიანი ტელეფონი ნამდვილი ფუფუნებაა.
13:09 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
იცი რა რამდენი ავადმკოპია ეგეთი, მაგრამ იმატ გვერდში არავინ უდგათ, იმათ რა ქნან. შვილს თუ ასე შესტკივა გული დედაზე 1400 ლარიან ტელეპონს არ იკიდის და სხვების იმედად არ ეჱოლება დედა. სხვებმა რა ქნან. რა მდგომარეობაა ასაქართველოში ვერ ხდავთ. მხოლოდ მაღლთათვისაა ჯამრთჶლობა და ჱველაპერი. ჩვეულებრივი ადამიანი კი უნდა გაიმეტოს საზოგადოებამ არა
11:59 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
123
რა შურიანები და ბოგმაინები ხართ, რა დაგემარტათ ხალხო? ნუკა ერთი თემაა, მნიშვნელოვანი კი თქვენი კომენტარებია.... არცერთი თქვენთაგანი არ საუბრობს ეკას სიმღერაზე, რომ ეკა საუკეთესო მომღერალია, რომლის მართლა შურდათ. რომელია უკეთესი წურწუმია და 9 წელი მათ გარემოცვაში მკოფნი? პრობლემა თქვენშია ღვარძლი რომ გასაუბრებთ. ღმერთო გააძლიერე ეკა ... ფრთხილად იკავით ყველას ყველაფერი უბრუნდება. ნუ იქნებით ბოროტები, გეშინოდეთ ღმერთის. სირცხვილია 1400 ლარიან ტელეფონზე საუბარი, მერე კი თქვენი საქციელი მარხვის დაცვა და ეკლესიაში სიარული.
08:34 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS