23 ივნისი, 2014
ნუკა: ''დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო''...
ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი ეკა კვალიაშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეკა ხოფერიას გადაცემიდან გახდა ცნობილი. ნეიროვირუსით დაავადებულ მომღერალს მაყურებელმა, ცალკეულმა კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაურიცხეს. ამას მოჰყვა საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიაში. მალევე ეკა გამოსაკვლევად პარიზში წავიდა. საქართველოში დაბრუნებული მომღერალი საკუთარ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა. ბოლოს დუმილი მისმა შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა დაარღვია და ''ფეისბუქზე'' მუქარის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა. ჩვენ ნუკასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენი
რესპონდენტი დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით საუბრობს.

- მას მერე, რაც ეკას ავადმყოფობის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ათასი ბინძური ჭორი აგორდა. ამბობდნენ, რომ ეკამ იმაზე ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე სჭირდებოდა. იმასაც ამბობდნენ, იტყუება, არაფერი არ სჭირსო. ეკას აქვს აბსოლუტურად ყველა საბუთი, დიაგნოზი, თუ რა სჭირს, შემიძლია, გაჩვენოთ წამლები, რომლებსაც ეკა იღებს და გადაიღოს თქვენმა ფოტოგრაფმა. ეკას სჭირდება კუჭის ოპერაცია, რომელიც კეთდება თურქეთში. დიაგნოზი არის კუჭ-ნაწლავის დაწევა, თუ სპაზმის მომხსნელი საშუალება არ გაიკეთა, კუჭის ასეთი მდგომარეობა იწვევს სპაზმს დიაფრაგმასა და ბრონქებზე და ამ დროს ადამიანი იხრჩობა.
- ჩვენ სხვა პრობლემა გვახსოვს, რომლის შესახებაც ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, ნეიროვირუსი, რომელიც თავის ტვინთან იყო კავშირში.
- ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი.
- ნუკა, ეკა ხომ იყო წასული პარიზში სამკურნალოდ?
- სამკურნალოდ არა, გამოსაკვლევად წავიდა. გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ თანხები, რომლებიც იმ გადაცემაში დასახელდა, ძირითადი ფინანსები ეკასთვის არავის მიუცია. დღემდე გადასახდელია თანხა, რომელიც პარიზის გამოკვლევებში უნდა გადაერიცხათ.
- როგორ, პარიზში პაციენტი უსასყიდლოდ გამოიკვლიეს?
- იცოდნენ, რომ თანხა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაერიცხა. ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, რომ ეს სამინისტრო ეკას მკურნალობისთვის რიცხავდა 10 ათას ევროს, რაც დღემდე არსად არ გადაურიცხავთ. გუშინ დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს, ჯანდაცვა რასაც შეგპირდათ, იმას გააკეთებსო. მას მერე, რაც ''ფეისბუქზე'' პოსტი დავდე, რომ მობილური კავშირების კომპანიები ქველმოქმედებით ფულს შოულობენ, ეკას ანგარიშზე ფული ჩაირიცხა. 80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო. თითო ზარი ერთი ლარი ღირდა, დანარჩენი დაბეგრეს. როგორც გავიგე, საქართველოში მხოლოდ ფონდი - ''იავნანა'' არ იბეგრება. სხვა დანარჩენ ქველმოქმედებაზე მობილური კავშირის კომპანიები ფულს შოულობენ... რაც ყველაზე გაუგებარია ჩემთვის, ფული უნდა ჩაირიცხოს არა ეკას ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე და ამის გამო ეკამ უნდა ირბინოს რაღაც ხარჯთაღრიცხვებითა და ბუღალტრული ფურცლებით. ამ ხალხს ერთი რამ ვერ გაუგია, ეკა ცუდადაა, არ შეუძლია ასე სირბილი...
მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდება ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა, რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმეები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი - ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს, თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიისთვის სავალალოა…. ''სილქნეტმა'', რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ ხუთი ათას ლარს გადმორიცხავდა, გადმორიცხა ათას ხუთასი ლარი. უბრალოდ, სამარცხვინოა.
- დედას კუჭის ოპერაცია რატომ სჭირდება?
- ესეც მომდინარეობს გაფანტული სკლეროზიდან, რომელიც ძალიან ბევრ სხვა დაავადებას იწვევს. კიდევ კარგი, რომ ზურგის ტვინზე არ აქვს გადასული, რასაც ადამიანის პარალიზების გამოწვევა შეუძლია. დედა კუჭის სპაზმებს კრუნჩხვებამდე მიჰყავს. ამდენი ''დექსამეტაზონის'' მიღებაც არ შეიძლება. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ფეხები დამძიმებული აქვს. ჰორმონების მიღებისგან წონაშიც მოიმატა. ადამიანს ელემენტარულად სჭირდება ჰაერი, სუნთქვა, ეკას კი ეს პრობლემა აქვს სწორედ, კუჭის დაავადების გამო. ასევე უვარდება შაქარი, რადგან კუჭქვეშა ჯირკვალიც ჩათრეულია. ყველაფერს ვერ აგიხსნით, რთულია...
- ნუკა, წეღან მითხარი, რომ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ჭორი გავრცელდა ეკას ავადმყოფობის შესახებ. როგორ გგონია, ვისგან მოდის? ეკას მტრები ჰყავს?
- ეკას მტრები რომ ჰყავს, ამის მტკიცება უკვე სასაცილოდ მეჩვენება. ადამიანის შეგნების დონე როცა დაბალია, როცა მოჭარბებული აქვთ შური, ბოღმა, ბოროტება, უფრო მეტ სისულელესაც იტყვიან.
- რა შეშურდათ ეკასი, ავადმყოფობა?
- არა, შეშურდათ ის, რომ ამდენი ხალხი დაუდგა გვერდით, მაგრამ ეს ხალხი მოატყუეს.
- ამბობენ იმასაც, რომ ეკას იმაზე მეტი თანხა შეუვიდა, ვიდრე მისი მკურნალობა ჯდებოდა…...
- სისულელეა, ვინ ამბობს მაგას? ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება ეს მკურნალობა და სხვამ როგორ იცის? ეს რომ იყოს ბრმანაწლავის ოპერაცია, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან, რომელიც არ იკურნება და უმოქმედობის შემთხვევაში, ღმერთმა იცის, რა შედეგს გამოიღებს.
- იმასაც წერდნენ, როცა ეკას ასე უჭირდა, სწორედ იმ პერიოდში ნუკამ ძვირად ღირებული ტელეფონი იყიდაო...
- კი, ვიყიდე, ათას ოთხასი ლარი გადავიხადე. მაგრამ მე ეკა ვარ?! მე ხომ ეკას შვილი ვარ. სიმღერაში ანაზღაურებას მიხდიან და ვინ რა იცის, რამდენს? დავუშვათ, ერთ სიმღერაში ვიღებ ორი ათას ლარს, იქნებ, მე ნახევარს დედაჩემს ვაძლევ, იცის ვინმემ?! მწერდნენ, დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო... იმათ გავეცი საკადრისი პასუხი. რა გამოდის, საჭმლის ფულიც უნდა გავცე? მეც ხომ მჭირდება რაღაც, პატარა შვილი მყავს ბოლოს და ბოლოს. ეს ძალიან დაბალი დონის შეგნებაა, გაბოროტებაა, შურია, რაც, სხვათა შორის, უკან ბრუნდება, ყველამ კარგად იცოდეს. ამით მე არაფერი მაკლდება. მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის და იმდენჯერ დავუდგები გვერდით, რამდენჯერაც დასჭირდება, მაგრამ ვინც ენას ატლიკინებს, იმან რა გააკეთა საერთოდ?!
- ამბობდნენ იმასაც, რომ ეკა მშვენივრად გამოიყურება, სულ არ ჰგავს ავადმყოფს...
- მაინცდამაინც ლოგინად უნდა იყო ჩავარდნილი, რომ დაიჯერონ?! აქ ხომ უხარიათ, წვეთოვანებით რომ ხედავენ ადამიანს. როცა თავისზე ცუდად მყოფს ხედავენ, ეცოდებათ. როცა თავად არიან კარგად, მაგრამ ვერ გამოიყურებიან ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ადამიანი და მათზე უკეთ გამოიყურება ავადმყოფი, ამაზე გიჟდებიან, შურთ. მე მეტყობა, რომ ქრონიკული გასტრიტი მაქვს? ეს სახეზე უნდა მეტყობოდეს?! და საერთოდ, ეკას აქვს ერთი ძალიან მაგარი თვისება, არასოდეს არ გავა გარეთ, თუ ძალიან ცუდადაა და ცუდად გამოიყურება და მეორე, დედაჩემი არასოდეს წუწუნებს და არც არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია. არავისთვის მოუხვევია თავზე თავისი ავადმყოფობა, იმ გადაცემებშიც, რომლებიც ეკას დახმარებას მიეძღვნა, ეკას მეგობრებისგან შეიტყო ხალხმა მისი ავადმყოფობის შესახებ. ეკა გამოვიდა სადმე და თქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა?!
- როგორც ვიცი, ეკა ამ თემაზე საჯაროდ ჟურნალისტებთან აპირებს საუბარს.
- ყველამ უნდა იცოდეს, რომელი კომპანია რისი გამკეთებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედება იბეგრება და ეს გლობალური პრობლემაა, არ არის მარტო ეკას პრობლემა. ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…. ეკა ირაკლი ღარიბაშვილთანაც აპირებს შეხვედრას. დედაჩემი ავად არის, ამდენი ლოდინი არ შეიძლება, სასწრაფოდ სჭირდება ეს თანხები. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაირკვეს, არის ეკა ამ ქვეყნის მოქალაქე თუ - არა. და თუ არა, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, უარს იტყვის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე.
- ნუკა, ამდენ ხანს რატომ იყო დედა ჩუმად? მას მერე, რაც საფრანგეთიდან დაბრუნდა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ინტერვიუ.
- ელოდა. ეუბნებოდნენ დღეს, ხვალო და იცდიდა. იმ გადაცემიდან ოთხი თვე გავიდა. უკვე აღარ შეიძლება ლოდინი. ჯანმრთელობა არ აძლევს ამის საშუალებას, თუ კუჭის საკითხი არ მოგვარდა, ძირითად მკურნალობას ვერ იწყებს თავზე, რადგან მძიმე ალერგიული ფონი აქვს, ხუთვები.
ეკას ავადმყოფობაზე ზოგმა პიარი გაიკეთა. დადგება დრო და მათი სახელებიც გამჟღავნდება... იცი, ყველაზე მეტად რა მტკენს გულს, ქართველობაში ასე მოსულა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, ყველაზე შინაურად მიიჩნევ, სწორედ ის გღალატობს გაჭირვების დროს... ეკასგან განსხვავებით, არავის ვენდობი. ფრთხილად იყვნენ, ბოროტება უკან ბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ხომ არ უნდა გამოსცადონ ეს ყველაფერი? ყველას მიწიერი ცხოვრება რატომღაც სამუდამო ჰგონია, ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი გამოცდაა და საკუთარ ცოდვებზე პასუხს ვაგებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
QEთINO
ტუ დავეხმარეტ ნუ ვაკვედრიტ ალალი და უსაკვედურო იკოს უპალი პარავდეს უსურვოტ გამოჯამრტელება
20:08 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარ
ყოველთვის ასეთი ნაგლი და უზრდელი იყო,როცა პროექტში მონაწილებდა მაშინაც ასე ეუზრდელებოდა ხალხს,მახსოვს მაშინაც ასე უთხრეს როგორც ყველა მოუწოდებთ...მოესიყვარულე და მოეფერე ხალხს ვის უქნევ თითს შვილო ?:)
20:05 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი თქვენ
ამპარტვნობისთვის დაისჯებით
20:04 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ვის რას ავალდებულებენ ეს დედაშვილი ქვეყანაში ხალხს უბრალო გრიპის წამალი პარაცეტამოლი ვერ უყიდით ესემი კი ათიათასებზე ლაპარაკობენ ტან ფუფილების საგნებს დზვირადგირებულ ტელეფინებს ვერ ელევიან
20:01 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
nemo
Xalxi saxl-kars yidis ro ojaxis wevrs daexmaros da shen 1400 larad mobiluri viyideo ise ambob ro geamayeba.is 1400laruali mobiluri ro ar geyoda da dzdzveli yopiliyavi araa?xalxi uangarod daexmara da kide ukmayopilo xar,shesafzloa shen ro akritikeb in adamianma ukanaskneli tetri gadauricxa dedashens roca shen siamovnebas ar iklebdi.saqartveloshi bevria usaxlkarod darchenili mxolod imito rom axlobeli tu ojaxis wevri mdzined yavda avad da yvelafris gayidva mouwia ro daxmareboda.shenma dhvilma egre ro gagiketos sheidzleba ar agrdznobino magram guli mainc dagwydeba.xeluc gaqvs da fexic da dedashenis sabutebze ro irbino araferi gichirs,damdgari unamusod sxvas ro avaldebuleb.
18:47 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვინაა ეს ნაგლი, ეკა თუ ვერ დარბის, აწიე უკანალი და შენ ირბინე, შვილი ხარ და გევალება!!!!!ბოლო კაპიკი გაიღე და ნუ მათხოვრობ ა სე ნაგლად, ვის რას ემართლები, მართლა რამდენი გაჭრვებულია საქართველოში, ვინც უკანასკნელ ნივთს ყიდის და შენ კიდევ.....ნაგლებს და ნაგლად მათხოვრებს ვერ ვიტან!!!!!!!
16:58 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
lol
კი მაგრამ ნუკა შენ ხომ შეგეძლო მის მაგივრად გერბინა ამ ფორმა 100ზე, მარტო თქვენ ხომ არ ხართ, მთელი საქართველო მასე დარბის, ყველას მსგავსი პრობლემები აქვს და გთხოვ ნუ გამოარჩევ თქვენს ოჯახს მასისგან. ბავშვს ქმარს დაუტოვებდი თუ რამეა და 2-3 დღეს გამონახავდი საბუთებისთვის. როცა დედა ასეთ დღეშია არ არის ლამაზი ამდენი თანხის დახარჯვა საკუთარ სიამოვნებაზე. თუმცა შენი საქმის შენ იცი. ეკას კი ღმერთმა უშველოს
12:53 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ეკას გამოჯამრთელებას ვუსურვებ! თუმცა ჩვენგან გაწეული დამარება არის ნებაყოფლობითი და არავინ ვართ ვალდებული თუნდაც 1 ლარი ჩავურიცხოთ, მითუმეტეს მაშინ როდესაც ქალიშვილს ასეთი რიტორიკა აქვს. იქნებ ეკამ ასწავლოს რომ საზოგადოებას თითს არ უქნევენ როდესაც მას დახმარებას სთხოვენ და რიტორიკა შეცვალოს, იპოზიოროს მაინც.
02:28 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რატომ ხდება დიაგნოზების შეცვლა? სატელევიზიო შოუში მხოლოდ 1 დიაგნოზი რატომ თქვეს? და სასწრაფო ოპერაციაა რატომ მოიტყუეს? ხანგრძლივი მკურნალობა და სასწრაფო ოპერაცია ძალიან გზანსხვავდება...არაფერი ისეთი არ სჭირს რომ ასეთი შოუ დაგედგათ...რამდენი ადამიანია მართლა სასწრაფო ოპერაცია უნდათ და არავის ახსენდებატ.. და რამდენი ხელფასიც არ უნდა გქონდეთ თუ დედას სჭირდება ბოლო კაპიკიც უნდა გადადო..შვილი მყავსო თუ შვილის ფოტოებისთვის იყიდე დამერწმუნე 200ლარიანი აპარატიტ უკეთესს ხარისხს მიიღებდი ფოტოებისას,,,და უნდა გცხვენოდეს უბრალოდ ასე ნაგლად "მათხოვრობა"!! დიახ უნდა იარო კარდაკარ ფორმა 100ებით რომ დაფინანსება მიიღო.
23:45 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გივიკო
თორე შენ ბევრს დახმარებიხარ რა ვისგან რას იტხოვ გოგო ხო არ უბერავ შენ ოპოციალურად ნეტა???????უნდა გეკუთნოდეს როცა ითხოვ რა. არავის შენ არ ევასები ვაფშე მაინც კაი????
15:11 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS