23 ივნისი, 2014
ნუკა: ''დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო''...
ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი ეკა კვალიაშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ რამდენიმე თვის წინ ეკა ხოფერიას გადაცემიდან გახდა ცნობილი. ნეიროვირუსით დაავადებულ მომღერალს მაყურებელმა, ცალკეულმა კომპანიებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაურიცხეს. ამას მოჰყვა საქველმოქმედო კონცერტი ფილარმონიაში. მალევე ეკა გამოსაკვლევად პარიზში წავიდა. საქართველოში დაბრუნებული მომღერალი საკუთარ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა. ბოლოს დუმილი მისმა შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა დაარღვია და ''ფეისბუქზე'' მუქარის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა. ჩვენ ნუკასთან ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენი
რესპონდენტი დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით საუბრობს.

- მას მერე, რაც ეკას ავადმყოფობის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ათასი ბინძური ჭორი აგორდა. ამბობდნენ, რომ ეკამ იმაზე ბევრად მეტი ფული აიღო, ვიდრე სჭირდებოდა. იმასაც ამბობდნენ, იტყუება, არაფერი არ სჭირსო. ეკას აქვს აბსოლუტურად ყველა საბუთი, დიაგნოზი, თუ რა სჭირს, შემიძლია, გაჩვენოთ წამლები, რომლებსაც ეკა იღებს და გადაიღოს თქვენმა ფოტოგრაფმა. ეკას სჭირდება კუჭის ოპერაცია, რომელიც კეთდება თურქეთში. დიაგნოზი არის კუჭ-ნაწლავის დაწევა, თუ სპაზმის მომხსნელი საშუალება არ გაიკეთა, კუჭის ასეთი მდგომარეობა იწვევს სპაზმს დიაფრაგმასა და ბრონქებზე და ამ დროს ადამიანი იხრჩობა.
- ჩვენ სხვა პრობლემა გვახსოვს, რომლის შესახებაც ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, ნეიროვირუსი, რომელიც თავის ტვინთან იყო კავშირში.
- ეს არის ნეიროვირუსი, გაფანტული სკლეროზი, რომელიც არ იკურნება და რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი.
- ნუკა, ეკა ხომ იყო წასული პარიზში სამკურნალოდ?
- სამკურნალოდ არა, გამოსაკვლევად წავიდა. გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ თანხები, რომლებიც იმ გადაცემაში დასახელდა, ძირითადი ფინანსები ეკასთვის არავის მიუცია. დღემდე გადასახდელია თანხა, რომელიც პარიზის გამოკვლევებში უნდა გადაერიცხათ.
- როგორ, პარიზში პაციენტი უსასყიდლოდ გამოიკვლიეს?
- იცოდნენ, რომ თანხა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაერიცხა. ეკა ხოფერიას გადაცემაში ითქვა, რომ ეს სამინისტრო ეკას მკურნალობისთვის რიცხავდა 10 ათას ევროს, რაც დღემდე არსად არ გადაურიცხავთ. გუშინ დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს, ჯანდაცვა რასაც შეგპირდათ, იმას გააკეთებსო. მას მერე, რაც ''ფეისბუქზე'' პოსტი დავდე, რომ მობილური კავშირების კომპანიები ქველმოქმედებით ფულს შოულობენ, ეკას ანგარიშზე ფული ჩაირიცხა. 80 ათასი შემოსული ზარიდან 27 ათასი დაირიცხა მარტო. თითო ზარი ერთი ლარი ღირდა, დანარჩენი დაბეგრეს. როგორც გავიგე, საქართველოში მხოლოდ ფონდი - ''იავნანა'' არ იბეგრება. სხვა დანარჩენ ქველმოქმედებაზე მობილური კავშირის კომპანიები ფულს შოულობენ... რაც ყველაზე გაუგებარია ჩემთვის, ფული უნდა ჩაირიცხოს არა ეკას ანგარიშზე, არამედ სხვა ანგარიშზე და ამის გამო ეკამ უნდა ირბინოს რაღაც ხარჯთაღრიცხვებითა და ბუღალტრული ფურცლებით. ამ ხალხს ერთი რამ ვერ გაუგია, ეკა ცუდადაა, არ შეუძლია ასე სირბილი...
მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდება ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა, რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, რაც სჭირდება, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმეები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი - ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს, თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიისთვის სავალალოა…. ''სილქნეტმა'', რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ ხუთი ათას ლარს გადმორიცხავდა, გადმორიცხა ათას ხუთასი ლარი. უბრალოდ, სამარცხვინოა.
- დედას კუჭის ოპერაცია რატომ სჭირდება?
- ესეც მომდინარეობს გაფანტული სკლეროზიდან, რომელიც ძალიან ბევრ სხვა დაავადებას იწვევს. კიდევ კარგი, რომ ზურგის ტვინზე არ აქვს გადასული, რასაც ადამიანის პარალიზების გამოწვევა შეუძლია. დედა კუჭის სპაზმებს კრუნჩხვებამდე მიჰყავს. ამდენი ''დექსამეტაზონის'' მიღებაც არ შეიძლება. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ფეხები დამძიმებული აქვს. ჰორმონების მიღებისგან წონაშიც მოიმატა. ადამიანს ელემენტარულად სჭირდება ჰაერი, სუნთქვა, ეკას კი ეს პრობლემა აქვს სწორედ, კუჭის დაავადების გამო. ასევე უვარდება შაქარი, რადგან კუჭქვეშა ჯირკვალიც ჩათრეულია. ყველაფერს ვერ აგიხსნით, რთულია...
- ნუკა, წეღან მითხარი, რომ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ჭორი გავრცელდა ეკას ავადმყოფობის შესახებ. როგორ გგონია, ვისგან მოდის? ეკას მტრები ჰყავს?
- ეკას მტრები რომ ჰყავს, ამის მტკიცება უკვე სასაცილოდ მეჩვენება. ადამიანის შეგნების დონე როცა დაბალია, როცა მოჭარბებული აქვთ შური, ბოღმა, ბოროტება, უფრო მეტ სისულელესაც იტყვიან.
- რა შეშურდათ ეკასი, ავადმყოფობა?
- არა, შეშურდათ ის, რომ ამდენი ხალხი დაუდგა გვერდით, მაგრამ ეს ხალხი მოატყუეს.
- ამბობენ იმასაც, რომ ეკას იმაზე მეტი თანხა შეუვიდა, ვიდრე მისი მკურნალობა ჯდებოდა…...
- სისულელეა, ვინ ამბობს მაგას? ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება ეს მკურნალობა და სხვამ როგორ იცის? ეს რომ იყოს ბრმანაწლავის ოპერაცია, გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დაავადებასთან, რომელიც არ იკურნება და უმოქმედობის შემთხვევაში, ღმერთმა იცის, რა შედეგს გამოიღებს.
- იმასაც წერდნენ, როცა ეკას ასე უჭირდა, სწორედ იმ პერიოდში ნუკამ ძვირად ღირებული ტელეფონი იყიდაო...
- კი, ვიყიდე, ათას ოთხასი ლარი გადავიხადე. მაგრამ მე ეკა ვარ?! მე ხომ ეკას შვილი ვარ. სიმღერაში ანაზღაურებას მიხდიან და ვინ რა იცის, რამდენს? დავუშვათ, ერთ სიმღერაში ვიღებ ორი ათას ლარს, იქნებ, მე ნახევარს დედაჩემს ვაძლევ, იცის ვინმემ?! მწერდნენ, დედაშენი რას წუწუნებს, თუ 1400-ლარიან ტელეფონებს ყიდულობო... იმათ გავეცი საკადრისი პასუხი. რა გამოდის, საჭმლის ფულიც უნდა გავცე? მეც ხომ მჭირდება რაღაც, პატარა შვილი მყავს ბოლოს და ბოლოს. ეს ძალიან დაბალი დონის შეგნებაა, გაბოროტებაა, შურია, რაც, სხვათა შორის, უკან ბრუნდება, ყველამ კარგად იცოდეს. ამით მე არაფერი მაკლდება. მე ჩემი გასაკეთე-ბელი გაკეთებული მაქვს დედაჩემისთვის და იმდენჯერ დავუდგები გვერდით, რამდენჯერაც დასჭირდება, მაგრამ ვინც ენას ატლიკინებს, იმან რა გააკეთა საერთოდ?!
- ამბობდნენ იმასაც, რომ ეკა მშვენივრად გამოიყურება, სულ არ ჰგავს ავადმყოფს...
- მაინცდამაინც ლოგინად უნდა იყო ჩავარდნილი, რომ დაიჯერონ?! აქ ხომ უხარიათ, წვეთოვანებით რომ ხედავენ ადამიანს. როცა თავისზე ცუდად მყოფს ხედავენ, ეცოდებათ. როცა თავად არიან კარგად, მაგრამ ვერ გამოიყურებიან ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი ადამიანი და მათზე უკეთ გამოიყურება ავადმყოფი, ამაზე გიჟდებიან, შურთ. მე მეტყობა, რომ ქრონიკული გასტრიტი მაქვს? ეს სახეზე უნდა მეტყობოდეს?! და საერთოდ, ეკას აქვს ერთი ძალიან მაგარი თვისება, არასოდეს არ გავა გარეთ, თუ ძალიან ცუდადაა და ცუდად გამოიყურება და მეორე, დედაჩემი არასოდეს წუწუნებს და არც არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია. არავისთვის მოუხვევია თავზე თავისი ავადმყოფობა, იმ გადაცემებშიც, რომლებიც ეკას დახმარებას მიეძღვნა, ეკას მეგობრებისგან შეიტყო ხალხმა მისი ავადმყოფობის შესახებ. ეკა გამოვიდა სადმე და თქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა?!
- როგორც ვიცი, ეკა ამ თემაზე საჯაროდ ჟურნალისტებთან აპირებს საუბარს.
- ყველამ უნდა იცოდეს, რომელი კომპანია რისი გამკეთებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედება იბეგრება და ეს გლობალური პრობლემაა, არ არის მარტო ეკას პრობლემა. ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…. ეკა ირაკლი ღარიბაშვილთანაც აპირებს შეხვედრას. დედაჩემი ავად არის, ამდენი ლოდინი არ შეიძლება, სასწრაფოდ სჭირდება ეს თანხები. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაირკვეს, არის ეკა ამ ქვეყნის მოქალაქე თუ - არა. და თუ არა, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის, უარს იტყვის ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე.
- ნუკა, ამდენ ხანს რატომ იყო დედა ჩუმად? მას მერე, რაც საფრანგეთიდან დაბრუნდა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ინტერვიუ.
- ელოდა. ეუბნებოდნენ დღეს, ხვალო და იცდიდა. იმ გადაცემიდან ოთხი თვე გავიდა. უკვე აღარ შეიძლება ლოდინი. ჯანმრთელობა არ აძლევს ამის საშუალებას, თუ კუჭის საკითხი არ მოგვარდა, ძირითად მკურნალობას ვერ იწყებს თავზე, რადგან მძიმე ალერგიული ფონი აქვს, ხუთვები.
ეკას ავადმყოფობაზე ზოგმა პიარი გაიკეთა. დადგება დრო და მათი სახელებიც გამჟღავნდება... იცი, ყველაზე მეტად რა მტკენს გულს, ქართველობაში ასე მოსულა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი, ყველაზე შინაურად მიიჩნევ, სწორედ ის გღალატობს გაჭირვების დროს... ეკასგან განსხვავებით, არავის ვენდობი. ფრთხილად იყვნენ, ბოროტება უკან ბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე ხომ არ უნდა გამოსცადონ ეს ყველაფერი? ყველას მიწიერი ცხოვრება რატომღაც სამუდამო ჰგონია, ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი გამოცდაა და საკუთარ ცოდვებზე პასუხს ვაგებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
მზია
გმერტმა დაგიფაროს და გამოგაჯამრტელოს
19:11 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
დედაჩემს რამე გაუჭირდეს და ფორმა ასი კი,რას არ მოვაგვარებ ნუკა,ექიმის იმედზე რატომ უნდა დატოვო დედაშენი? ფორმა ასის აღეებას ზუსტად 10 წუთი უნდა...ტელეფონს რაც შეეხება,ცოტა რთული მისაღებია,რიგითმა ქართველმა საჭმლის ფულს მოვაკლო საყვარელი მომღერლის გადასარჩენად და ამ მომღერლის შვილმა ელემენტარულ ფუფუნებაზეც არ თქვას უარი...ეს იმას ნიშნავს რომ არც ისე საგანგაშოა ფინანსური საკითხი თქვენს ოჯახში...თორე თუ არ იცი ჯერ რა თანხა სჭირდება დედის გადარჩენას,ფუფუნების გამო ასეთ თანხას როგორ გაიმეტებს მოყვარული შვილი???
12:49 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნდაა
არ მეგონა მასა ესეთი ბოროტი თუ იქნებოდა.. ეჭვი მეპარება აქ კომენტარის ავტორები თუნდაც ერთი თეთრით დახმარებოდნენ ვინმეს მათ შორის რესპოდენტის ოჯახს.. მადლი ქენი ქვაზე დადეო.. ნათქვამია.. ფაქტია, რომ ხალს გარკვეული პრობლემა აქვს.. მსგავს შემთხვევაში კეთილი სრუვილებით გვერდით თუ არ დაუდგები ადამიანს, რამე კარგით თუ არ ანუგეშებთ (მატერიალურ დახმარებაზე არცაა საუბარი) ცუდის წერით ან რატომ უნდა ატკინო, გული ან საკუთარი სული რატომ უნდა დაიმძიმო.. თუ რამე არ მოგწონთ, თუ ვინმეს საქციელს კიცხავთ ნუ წაიკითხავთ მამაცხონებულებო საერთოდ სტატიას.. არ გეზარებათ, რომ მიმდგარხართ და კაპიკ კაპიკ ითვლით უცხო ადამიანების დახმარებას.. ადამიანი როდესც სხვას ეხმარება არ თხოვს ხრჯთაღრიცხვას რაში დახარჯე ის ფული მე რომ მოგეციო, ეს უკვე იმის ნამუსზეა ვინც დახმარება მიიღო.. შენ თვითონ პროცესი მოგანიჭებს ბედნიერებას, იმის განცდა, რომ კარგი საქმე გააკეთე, ალბათ ამას ზოგზოგიერთი ვერ გაიგებს..
10:08 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუკას
ექიმი ნამდვილად არ თვლის თავის თავს ვინმეზე მეტად, მაგრამ თქვენ რატომ თვლით, რომ მომღერალი ეკა უფრო მაღლა მდგომია, რით? რის საფუძველზე? ამბობთ, ეკა ბუღალტერი არ არისო, ექიმია ბუღალტერი? თქვენ არცერთს და არავის სცემთ პატივს. თქვენ თხოვნით კი არ მიმართავთ ადამიანებს, არამედ მოითხოვთ, რატომ?
00:02 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუკას
ნუკა გენაცვალე, ექიმები ავადმყოფების დაფინანსებაზე არ დარბიან, ექიმი აძლევს საჭირო ფორმებს და განცხადება თვითონ ავადმყოფმა ან მისმა პატრონმა უნდა შეიტანოს სადაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. წარმოიდგინე ყველა ავადმყოფზე რომ ექიმები დარბოდნენ :-) :-) :-) თუ თვალით რომ თქვენ ყველა უნდა გემსახუროთ, რადგან "განსაკუთრებულები" ხართ... ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ჯანმრთელობას ვუსურვებ ეკას, მაგრამ ნურავის ნურაფერში ნუ დაავალდებულებთ. არც იმისი მჯერა, რომ საფრანგეთში ნისიაზე გაუკეთეს ყველაფერი. ჯანდაცვა კი ავადმყოფის ანგარიშზე კი არა, კლინიკის ანგარიშზე რიცხავს, რომ მიზნობრივად იქნეს თანხა გამოყენებული. იმედია დროულად მოახერხებს ეკა ოპერაციის გკეთებას, მაგრამ დამიჯერე, მარტო ახლა კი არა, ყველგან ყველაფერს თქვენ თვითონ უნდა მიჰყვეთ ბოლომდე, თუ გინდა, რომ ხარისხიანად და დროზე გააკეთო.
23:27 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ზალიან აღვშფოტდი
ამტ როგორ უნდა დაეხამრო ესენი აქეტ სხვებს უნდა ეხამრებოდნენ, 1400 G ტელეფონიო? ვვაი თქვენს პატრონს ამას ქვია მაოტყება და გაბრიუყვება ერისა, მოზალადეობა ანდა, ამ შოუს დამდგმელი უნდა დაიჭრიო და რაც სიგრზზე აქვს ის სიგანე მისცე და სულ იმის ჯიბიდან დაადებნო ტიტოეულიკაპიკიი რაც ხალხმა გაიღო ამ აფერიტსებისტვის, აფრისტი ხარ მაშ რა, მიჭირს ფული მომიგროვეტო და 1000 ლარინას მობილს ყიდულობ? აფერისტიც ხარ და მატხოვარიც, ბარემ ქუჩაში დაჰჯექი და იქ მოაგროვე , კისერიც გიტეხია რაც გინდა ის იყიდე მერე, გაიზვერა უზრდელო ბავშშვო
22:14 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ, გაზვერები ნახეტ ერტი
ფულს უგროვებენ დასახმარრებლად და ეს 1400 მობილს ყიდულობს? ხოდა მაგარი აფერისტები ყოოფილხარტ დედაბუდიანად! მე საზვარგერრტ ვცხოვორბ და ჩემს დღეში ასეტი ძვვირი მობილი არ მიყიდია! ხოდა ტქვიტ ახლა ამატ უჭირტ და წამლისტვის უნდა ტუ ფუფუნებისტვის! მაგარ უსიდნისოები ყოფილხარტ ხომ იცი, გაიზვერობაც ამას ქვია1 გაიზვერა ტუ არ ხარ დახმრებისტვის ფულს აგგროვებ და ტავს ნებას აზლევტ ამ ღირებულების მობილი იყიდოტ? აქ დამტვრდა ტქვენი სიმარტლე! მაგარი აფერსტიები ყოფლხარტ აი
21:57 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურაბი
ეს გოგო შტერია და უსინდისო, ექიმის მოვალეობაა დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, და არა კალკულაციებზე და გადარიცხვებზე სიარული, ეს ოჯახმა უნდა მოაგვაროს, მისმა უსაქმურმა შვილმა, რომელიც დედის გაჭირვების დროს 1400ლარად მობილურს ყიდულობს და აქეთ ამადლის ხალხს თავს. რამდენი ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას. მასეთი ოპერაციები თბილისშიც ბევრი კეთდება, და ძალიან კარგი შედეგითაც, სავალდებულო არაა პარიზში სირბილი. ეს ფული იმათ ჩაურიცხონ, რისი მკურნალობაც საქართველოში არ ხდება, ასეთი კი ბევრი დაავადებაა
19:56 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ხალხო ადამიანი ცუდადაა. უკიდურეს მდგომარეობაშიაო და მისი ქალიშივილი განიცდის ამას.რატომ განიკითხავთ, კიდევ კარგად საუბრობს, მშობელი დედა თუ უკვდება.რამ დაგიუშნოვათ ასე სული ყველას ერთად. რა ამპარტავნებარის ამპარტავნება,გასაგებად იძახის ეს გოგო>ეკას ახლა ეს პრობლემა უფრო აშფოთებს, რომ ქველმოქმედება იბეგრება და რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე კონკრეტული კომპანიები იღებენ მოგებას…
11:35 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
...და,ანალიზებისთვის საზღვარგარეთ რომ არ წასულიყო,თბილისში ვერ გაუკეთებდნენ გამოკვლევას??? მაგრამ ეკა უეჭველი პარიზში უნდა წასულიყო სხვის ხარჯზე... აბა,ესეთი დონის მომღერალია,თურმე ლელე წურწუმიასაც უჯოკრავს... კარგით რა! თქვენ იცით საერთოდ,რამდენი ადამიანი ვერ მიდის ექიმთან და ელემენტარულ მედიკამენტს-ტკივილგამაყუცჰებელს ვერ ყიდულობს,მაგრამ თქვენ უბრალო ადამიანების ტკივილი რაში გაინტერესებთ???
22:45 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS