- კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს... ასეთი ალბათ ბევრია დედამიწაზე, თუმცა მე კოსმოსში გაფრენაზე ვოცნებობ.
ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე?
- თუ ჩემს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი იარსებებდა, მასთან ერთად, თუ არადა, მეგობრებთან ერთად.
საყვარელი წიგნი და ლიტერატურული პერსონაჟი...
- ბევრი საყვარელი წიგნი და პერსონაჟი მყავს, თუმცა გამოვარჩევდი კრეონს, ანა კარენინას, ჯულიეტას და ა.შ
სიმღერა, რომელსაც ნებისმიერ განწყობაზე მყოფი უსმენ...
რისი გრცხვენია?
- მრცხვენია, როცა მაქებენ. ამ დროს მინდა, რომ მიწა გამისკდეს (იღიმის).
რისი გეშინია?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
რა გაკომპლექსებს?
- კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ უცებ შეიძლება, ნებისმიერმა წვრილმანმა დამაკომპლექსოს.
რას გამოჰყავხარ წყობიდან?
- უტიფრობას, უსამართლობას, უზრდელობას.
დღე, რომელსაც გაიმეორებდი...
- დღე, როცა ჩემი შვილი დაიბადა.
რამ შეიძლება გაგაღიზიანოს და ხასიათი გაგიფუჭოს?
- არაფერმა და ვერაფერმა! ვმართავ საკუთარ თავს, თუ ეს მე მინდა.
საყვარელი მსახიობი და ფილმი...
- მსახიობი მერილ სტრიპი, ფილმის გამორჩევა მიჭირს.
რას არ ჩაიცვამ არასდროს...
- არასდროს ჩამიცვამს ყვითელი ფერის სამოსი და არც არასდროს ჩავიცვამ.
რამდენად ხშირად ტირი?
- ხშირად არ ვტირი... თუმცა, როცა ვტირი, ამას ვერავინ ხედავს და ყოფილა ასეთი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ისე, როგორც სხვების შემთხვევაში.
ვახშამი მსოფლიო ადამიანთან - ვის შეარჩევდი და სად დაპატიჟებდი?
-ალბათ პუტინს შევხვდებოდი და ბევრ შეკითხვას დავუსვამდი საქართველოს შესახებ. ადგილს არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც სახლში იყოს ჩემთან. ყველგან ვკითხავდი იმას, რისი კითხვაც მინდა.
ერთი კითხვა ირაკლი ღარიბაშვილს
- (ფიქრობს) მისი მუსიკალურ გემოვნებით დავინტერესდებოდი და ვკითხავდი, როგორ მუსიკას უსმენს.
სამი ნივთი, რომლის გარეშეც ცხოვრება გაგიჭირდებოდა...
- მობილური ტელეფონი, კბილის ჯაგრისი... მესამეს დასახელებ მიჭირს, რადგან ნივთი, რომლის გარეშეც ყოფნა გამიჭირდებოდა, ბევრია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''