17 ივნისი, 2014
რატომ დაშორდა ანი ჯაჯანიძე მეუღლეს
ჯვარი გვქონდა დაწერილი და ქორწილი ბოლო წელს გადავიხადეთ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილე ანი ჯაჯანიძეს მართალია, პროექტში არც ერთხელ არ გაუმართლა, მაგრამ ბოლო დროს სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება ახალ მეწყვილე იაკობ ყუფუნიასთან ერთად. ანის საოჯახო ალბომი დავათვალიერეთ და გავიგეთ, რა გზა გაიარა წარმატების მიღწევამდე.

''არაქართული სისხლი ერთი წვეთიც არ მირევია''

- ბავშვობიდან მეუბნებიან, რომ გარეგნულად მამას ვგავარ. ჩვენი მსგავსება ბავშვობაში გადაღებულ ფოტოზეც აშკარაა.
- რა პროფესია აქვს მამას?
- ინჟინერია. მანქანების შეკეთება ეხერხება. კარგად ხატავს. მე რომ
პატარა ვიყავი, დედა და მამა დაშორდნენ.
- მშობლებმა მეორე ოჯახი შექმნეს?
- მეორე ოჯახი არც ერთს არ შეუქმნია. დედისერთა ბავშვი ვარ და მივლიან, როგორც შეუძლიათ. დედა უკვე წლებია, საბერძნეთში - ათენში ცხოვრობს და ყველანაირად მეხმარება.

Rating

- მომდევნო ფოტოზე, როგორც მითხარი, დედასა და ნათესავთან ერთად ხარ. დედა რა პროფესიისაა?
- დედამ საქართველოსა და რუსეთში ქორეოგრაფიული სასწავლებლები დაამთავრა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ცხოვრება გართულდა, ბევრი პროფესია შეითავსა. მუშაობდა ბიბლიოთეკაში, იყო სტილისტი. ბავშვობიდან ძალიან ლამაზ ვარცხნილობებს მიკეთებდა. მუშაობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში.

Rating

- მშობლები ერთმანეთს რატომ დაშორდნენ?
- ვერაფერს გეტყვით. სამი წლის ვიყავი, ერთმანეთს რომ დაშორდნენ. მათ ურთიერთობაში არას-დროს ჩავრეულვარ და არც ახლა ჩავერევი.
- რუსული აქცენტით ლაპარაკობ. დედა რუსია?
- დედა ზაქაიძეა გვარად. არაქართული სისხლი ერთი წვეთიც არ მირევია. დედას რუსი ძიძა ჰყავდა, რუსულ სკოლაში სწავლობდა და რუსული გადასარევად იცის. ბებიაც კარგად ლაპარაკობს რუსულად. ბებიისა და დედის გაზრდილი ვარ და რუსული ალბათ თავისით შემომესწავლა (იცინის).
- საბავშვო ბაღში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ცეკვა ბავშვობიდან გიყვარდა.
- საბავშვო ბაღის ზეიმზე ზუსტად რას ვცეკვავდი, აღარ მახსოვს. დედის წყალობით, ბავშვობიდან ვცეკვავ, თუმცა არც მამას გავუტეხე გული და მის სფეროსაც გავყევი. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. ჯერჯერობით ამ სფეროში არ მიმუშავია. მთლიანად ცეკვით ვარ დაკავებული. სწავლაში ბევრი დრო და ენერგია ჩავდე და მოგვიანებით ვეცდები, რომ აუცილებლად ვიმუშაო ჩემი პროფესიით.

Rating


არის თუ არა დაპირისპირება ''თელასა'' და სალომე ჭაჭუას სტუდიას შორის

- მომდევნო ფოტოზე რამდენი წლის ხარ?
- თერთმეტის და უკვე ბევრი დიპლომი მქონდა აღებული ცეკვაში. კედელზე ყველა ჩემი დიპლომია. გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის პლაკატი მქონდა და მას შევციცინებდი ხოლმე. მომწონდა შორენას კაბა, ჩაცმულობა, ყოველთვის მინდოდა, ისე მეცეკვა, როგორც ის ცეკვავს. იმედი მაქვს, ამას შევძლებ.
- ცეკვა დედამ გასწავლა?
- დედის ინიციატივით დავიწყე ცეკვა. პირველი პედაგოგი ალექსანდრე ვართანიანი იყო.
- ამდენი დიპლომის პარალელურად სკოლაშიც კარგად სწავლობდი?
- ბებია ისტორიის მასწავლებელი გახლდათ და შეუძლებელი იყო, ცუდად მესწავლა. სკოლა, ფაქტობრივად, ათიანებზე დავამთავრე. სამაგალითო მოსწავლე ვიყავი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ღია გაკვეთილები ტარდებოდა, მე ვყვებოდი გაკვეთილს. ცეკვაზე რომ დავიოდი და სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, ეს ბებიის დამსახურებაა. თუ გაკვეთილს არ ჩავაბარებდი, ეზოში გასართობად ვერ წავიდოდი. ამან აშკარად გამოიღო შედეგი.
- ბოლო დროს ბევრ წარმატებას მიაღწიე. აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატზე იაკობ ყუფუნიასთან ერთად მესამე ადგილზე გახვედი და საქართველოს ჩემპიონები გახდით. აშკარაა, ბევრს შრომობთ. შენ და იაკობს ფოტო ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გაქვთ გადაღებული.
- ვურჩევ ყველას, ვისაც უნდა, რომ მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს, ბავშვობიდან დაიწყონ ცეკვები. რაც უფრო პატარა ასაკში დაიწყებენ ცეკვას, მით უფრო კარგ შედეგს მიაღწევენ. მე და იაკობი ასეთ მაგარ შედეგს ნამდვილად არ მოველოდით, რადგან მსგავს კონკურსში პირველად მივიღეთ მონაწილეობა. მესამეადგილოსნობა ჩვენთვის პირველადგილოსნობას ნიშნავდა.

Rating

- რატომ გადაწყვიტეთ წყვილში ცეკვა შენ და იაკობმა?
- იაკობი ''ცეკვავენ ვარსკვლავებზე'' გავიცანი. მერე ქორეოგრაფებმა დაგვაყენეს ერთად. სიმაღლით ვუხდებოდით ერთმანეთს. გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით და ერთად გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. საქართველოს ჩემპიონატი რომ მოვიგეთ, მსოფლიო ჩეპიონატის საგზური გადმოგვცეს, რომელიც ჩეხეთში ხუთ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ვეცდებით, საქართველო არ შევარცხვინოთ.
- ამბობენ, რომ ''თელას'' და სალომე ჭაჭუას ახალგახსნილ სტუდიას შორის, სადაც ახლა შენც მუშაობ, დაპირისპირებაა. მოსწავლეები გადაიბირესო.
- 13 იანვარს გავხსენით სტუდია. ყველას თავისი შეხედულება აქვს, ''თელა'' წლებია არსებობს. და თუ ვინმემ იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ჩვენთან უკეთესია და ჩვენთან გადმოვიდა, კარს ვერავის მივუხურავთ. არავინ გადმოგვიბირებია. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ახალი გახსნილები ვართ და თუ ამდენი წლის სტუდიას კონკურენციას ვუწევთ, ე.ი. მაგრები ვართ.
- გყავდა მეუღლე, რომელიც საერთოდ არ ეჭვიანობდა შენზე და ხელს გიწყობდა, რომ შენს საქმეში წარმატებისთვის მიგეღწია. რა მოხდა შემდეგ?
- გასულ ზაფხულს დავშორდით ერთმანეთს. სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ჯვარი გვქონდა დაწერილი და ქორწილი ბოლო წელს გადავიხადეთ. დაშორების მიზეზად აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება დავასახელოთ.

Rating

- არ მოსწონდა, რომ ცეკვავდი?
- ისიც მოცეკვავე იყო. ჩვენ წყვილში ვცეკვავდით და ცეკვა პრობლემა არ იყო. არის ერთი გრანდიოზული მიზეზი, რის გამოც დავშორდით, მაგრამ სხვაც ბევრი იყო. წლების განმავლობაში გროვდება წყენა, რომელიც გულს გტკენს და საბოლოოდ მიდიხარ ამ შედეგამდე. ვფიქრობ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ და მგონია, არ უნდა განსაჯო არავინ და ნურც მე განმსჯიან.
- ყოფილ მეუღლეს აქვს ოჯახი?
- პირდაპირ გეტყვით, მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. არც ვიცი და არც მაინტერესებს, რას საქმიანობს. შემთხვევითაც არ გამიგია, რომ ვინმე ჰყავს.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- დღესდღეობით რაღაც წინსვლები გვაქვს და ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, თუ პირადი ცხოვრება არ გაქვს აწყობილი და მოგვარებული, სხვა ყველაფრის გაკეთება გიჭირს.
- შეგიძლია, მისი ვინაობა გაგვიმხილო?
- ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისიც მოცეკვავეა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ციცინო
ანა მშვენიერი გოგოა და ასევე მშვენიერი მოცეკვავეც. ადამიანების პირად ცხოვრებაში ხდება ისე, რომ რაღაც ვერ აიწყო. რა საჭიროა ბინძური სიტყვებით შემამკობელი კომენტარები. ხომ შეიძლება უბრალო, ადამიანური ენით, ყოველგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვების გარეშე გამოთქვათ თქვენი აზრი. ანას დიდ ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებ.
12:17 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ანის ბებია ისტორიას მასწავლიდა,პატივცემული და გადასარევი პედაგოგი,დედაც ნიჭიერი ადამიანი.მე ვიხიბლებოდი შორიდან ამ ოჯახით.ანიც მახსოვს ბავშვობიდან,ყველასგან გამორჩეული,სერიოზული,მიზანდასახული ბავშვი იყო და წარმატებასაც მიაღწია.ყოველთვის მომწონდა ეს გოგო.
08:31 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარა
ერთად არიან და ქორწინებაც გააფორმეს ასე რომ დაწყნარდით
13:01 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სხვისი ცხოვრება არავის საქმე არ არის და ნუ ჩაერევით.მან თვითონ იცის მისთვის რა არის კარგი და რა არა ასე რომ სამან სხვისი ცხოვრების განსჯას გადაწყვეტთ ხომ, ჯერ თქვენს პირად ცხოვრებასა და წარსულს გადახედეთ ...არავინ ვიცით ვის რა ცხოვრება გველოდება.....ნუ ვიქნებით ბოღმიანები და შურიანებიიი ხალხნოოოო გვიყვარდეს ერთმანეთი განა ეს ასე ძნელიაა?
12:11 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბიბილო
ნატა, გამოდის რომ იაკობი ხეხავს. თუ ცოლად მოიყვანს, მისასალმებელია. მაინც რა მაგარ მოდაშია გახედნილი ქალების ცოლად მოყვანა. მართლებიც არიან. ასე ჯობია. ნაკლები თავსატეხი გექნება კაცს. რა იცი როგორ გადაიტანს პირველ რამეს.
11:25 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS