12 ივნისი, 2014
ყველაზე შეუსაბამო ვარსკვლავური წყვილები - ''რეიტინგის'' უცნაური რეიტინგი
ეს ადამიანები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ შეხვედროდნენ, მაინც არასოდეს გაუღებდნენ ერთმანეთს გულის კარს ქართულ რეალობაში იშვიათი არ არის, როდესაც ცნობილი ადამიანები ერთმანეთზე ქორწინდებიან. ამ კუთხით გამორჩეულები მაინც ფეხბურთელები და მოდელები არიან. სხვათა შორის პოლიტიკოსებსაც უყვართ მოდელებთან დაწყვილება. ამის მაგალითად კი შეგვიძლია ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის წყვილი მოვიყვანოთ.

ამჯერად გადავწყვიტეთ, ცნობილი სახეები ერთმანეთთან ''დაგვეწყვილებინა'', ოღონდ წყვილები, რომლებსაც შემოგთავაზებთ, ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ, რადგან მათი ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია. 

ეს ადამიანები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ შეხვედროდნენ, მაინც არასოდეს
გაუღებდნენ ერთმანეთს გულის კარს. იმედია, როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოებრივად აქტიური სახეები თუ შოუბიზნესის წევრები იხალისებენ და ''გაგებით მოეკიდებიან'' ჩვენს ხუმრობას.

ნოდიკო ტატიშვილი და თეა წულუკიანი - ამ წყვილის ერთად წარმოდგენაც კი შეუძლებელია. გარდა ასაკობრივი სხვაობისა, მათ იმდენად განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ ჯერ კიდევ წლების წინ სტრასბურგში მომუშავე წულუკიანი არასოდეს დაინტერესდებოდა ქართველი მომღერალი ბიჭით. იმავეს თქმა შეგვიძლია ნოდიკოზეც, სავარაუდოდ, ისიც არასდროს გაიქცეოდა ვარდით ხელში თეა წულუკიანთან პაემანზე.

Rating

გია სურამელაშვილი და ეკა ბესელია – გია რომ ფილარმონიას იპყრობდა, მაშინ ეკა ჯერ კიდევ იურისპრუდენციას ეუფლებოდა და არავინ იცოდა, მალე ცნობილი ადვოკატი და შემდგომ პოლიტიკო-სი თუ გახდებოდა, ამიტომ მათი ცხოვრების გზები, სავარაუდოდ, არასოდეს გადაკვეთილა. შესაძლოა, ეკას გიას ფანოღები მოსმენილი აქვს, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ ან გიას მონდომებოდა ეკასთან მთელი ცხოვრების გატარება, ან ეკას გასჩენოდა სურვილი, რომ საღამოები გიას სერენადების მოს-მენაში გაელია.

Rating

ნინა და გუბაზ სანიკიძე - ამ წყვილს არაფერი აქვს საერთო, რადგან გართობისა და ბომონდური ცხოვრების მოყვარული ნინა ვერასოდეს გახდებოდა გუბაზ სანიკიძისთვის საოცნებო მეუღლე. ქართულ ისტორიაზე შეყვარებულ სანიკიძეს საღამოობით ნინასთან სასაუბრო თემის გამონახვაც კი გაუჭირდებოდა. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ პოლიტიკურად რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მათი პაემანი ხუთ წუთში დასრულდებოდა.

Rating

ზაქარია ქუცნაშვილი და თიკო სადუნიშვილი – ქართული გლამურის დედოფალ თიკო სადუნიშვილს შესაძლოა, პოლიტიკოსი მამაკაცები ხიბლავდეს, მაგრამ მათ რიგებში არასოდეს მოხვდება ზაქარია ქუცნაშვილი. მართალია, ამ ბოლო დროს მსოფლიო მოდას აყოლილი თიკო და ზაქარია თითქმის ერთნაირი ვარცხნილობებით დადიან, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ არ ვცდებით და მათი დაწყვილება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე წარმოუდგენელი გახლავთ.

Rating

თენგიზ კიტოვანი და ეკა ხერხეულიძე - ეს ალბათ ყველაზე დაუჯერებელი წყვილია, რომელთა ერთად დგომაც კი წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ წლების წინ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ხერხეულიძე დღემდე დასანახად ვერ იტანს კიტოვანს. ამ შემთხვევაში საერთო სასაუბრო თემა ბატონი თენგიზის ნახატებიც კი ვერ გახდებოდა, რითაც მხატვრები ხშირად თავბრუს ახვევენ სასიყვარულო ობიექტებს.

Rating

მარიამ საჯაია და სოსო ჯაჭვლიანი - საჯაია ჯერ კიდევ თინეიჯერობიდან გახლავთ ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი და ჯაჭვლიანი გედიას გმირის შესრულების გამოც კი ვერ გახდებოდა მისი საოცნებო მამაკაცი. ასეთივე რადიკალური იქნებოდა ბატონი სოსოც, რადგან წინა მთავრობასთან ბრძოლაში გამობრძმედილი და ამჯერად უკვე პოლიტიკოსი განსხვავებული შეხედულების ქალბატონს ჭიქა ყავაზეც კი არ დაპატიჟებდა. მით უმეტეს, თუ ის ''ნაციონალური მოძრაობის'' რიგებიდან იქნებოდა.

Rating

გედი ფოფხაძე და ჩიორა თაქთაქიშვილი - ჩვენს პარლამენტს ჰყავს გედი და ჩიორა, ოღონდ დეპუტატები და განსხვავებული პოლიტიკური ფრთიდან. ხშირად გაგვიგონია, რომ პოლიტიკოსები სატელევიზიო დებატებში ერთმანეთს არ ინდობენ და ეკრანს მიღმა მეგობრობენ, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყოდით გედისა და ჩიორაზე. მწვავე ოპონენტებიდან ორივე იურიდიული კომიტეტის წევრია და არც ერთხელ არ გვინახავს, ეკა ბესელიასგან გალანძღულ ჩიორას იცავდეს ბატონი გედი. ამიტომ ამ წყვილის ერთად ყოფნაც ნამდვილად წარმოუდგენელია.

Rating

მანჩო გიორგობიანი და ნიკა მელია – ალბათ, გაგიგიათ ცნობილი ანდაზა ''მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო'', იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამ ცნობილ დუეტზე. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იმდენჯერ ჰყავს ქალბატონ მანჩოს მელია გალანძღული, რომ წარმოუდგენელია, მერობის კანდიდატმა მისთვის თუნდაც ერთი მესიჯის გაგზავნა მოინდომოს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ნაკო
რა გეშველებათ...
09:51 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS