07 ივნისი, 2014
ვის დაახარჯავს ჯილდოდ მიღებულ 10 000 ლარს ლევან ჯავახიშვილი
ეკამ ქორწილის დღეც თავად დანიშნა, 22 ივნისი, ვინაიდან 15 ივნისს ლევანს, უბრალოდ, არ სცალია ლევან ჯავახიშვილი ''ორ ვარსკვლავში'' მეორე ადგილის მფლობელი გახდა, თუმცა მეორე დილიდანვე ინტერნეტსივრცეში, ალბათ, სრულიად სამართლიანად კითხულობდნენ, რატომ არ დაასაჩუქრეს მეორე პოზიციაზე გასული ტელეწამყვანი არანაირი ღირებული საჩუქრით. მისი რჩეული, მარიკუნა ოშხნელი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ხუმრობით წერდა იმ კრემების შესახებ, რომლებიც ლევანს და ასევე ირინასა და გოგოლასაც გადასცეს, თუმცა მესამეადგილოსანი გოგოლა კალანდაძე ათი ათასი ლარით ერთ-ერთმა კომპანიამ დაასაჩუქრა, ირინას, თავისთავად, პირველი ადგილისთვის განკუთვნილი
მანქანა ერგო, ხოლო ლევანი უპრიზოდ დარჩა.
მეორე დღიდანვე მისმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ ლევანისთვის გამორჩეული სიურპრიზი მოეწყოთ. ტელეწამყვანისთვის საჩუქრების დაწესება სხვადასხვა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე. ეკა ხოფერიამ ლევანი თავის საცოლესთან, ჟურნალისტ მარიკუნა ოშხნელთან ერთად მიიწვია. მათ ისაუბრეს თავიანთი სიყვარულის ამბავზე და შემდეგ ეკამ გაამხილა, რომ წყვილს ქორწილსაც მოუწყობენ და საქორწინო მოგზაურობაშიც გაუშვებენ საბერძნეთში.
ეკამ ქორწილის დღეც თავად დანიშნა, 22 ივნისი, ვინაიდან 15 ივნისს ლევანს, უბრალოდ, არ სცალია - ამ დღეს არჩევნებია.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს
მოგეხსენებათ, ლევანი პირველ მეუღლეს გაშორებულია და ამიტომაც პირადზე საუბარი არ უყვარს. როგორც თავად გვითხრა, მხოლოდ ერთხელ ილაპარაკა კოლეგასთან შოუში და თავის ახალ ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებას პრესასთან აღარ აპირებს, ამიტომაც მას შოუსა და ემოციებზე ვესაუბრეთ.

- ლევან, გილოცავ საჩუქრებს! ჩვენ მანამდე შევხვდით ერთმანეთს და იცოდი მხოლოდ სიურპრიზის შესახებ, მაგრამ ამდენ საჩუქარს არ ელოდი. როგორი ემოციები გაქვს დღეს?
- პირადად ეკას, ბაია ცანავასა და ''ტელეიმედს'' გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას. ემოციებში ახლაც ვარ, მაგრამ მიჭირს მათი გამოხატვა. ეს ბავშვობიდან ასე ხდება, თუკი რაიმე ემოციური მომენტი მქონია, ვერ ვსაუბრობდი. ვინც ამ სიკეთეში მონაწილეობა მიიღო, ყველას დიდ მადლობას გადავუხდი (იღიმის). ნამდვილად არ მოველოდი ამ საჩუქრებს. მით უმეტეს, ჩემთვის არც იყო მთავარი, რომ მაინცდამაინც პრიზი მიმეღო. ამ პროექტმა ხალხის დიდი სიყვარული მომიტანა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო წერილი, რომელიც ავღანეთიდან მივიღე ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულების შემდეგ, კიდევ ვიღებ წერილებს.
- ჩამოვთვალოთ, რა საჩუქრები გერგო.
- ფულადი პრიზი, ქორწილის გადახდა და საქორწინო მოგზაურობა. ასევე ერთ-ერთ სტუდიაში ჩაიწერება ჩემი და ნინის დუეტი. ბევრი რამ ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ძალიან ამაღელვებელი იყო. ძალიან გამიხარდა ''თბილისის დინამოსგან'' ბურთი ფეხბურთელების ხელმოწერით, მაისური ჩემი სახელითა და გვარით და 10 ნომრით.
- მანამდე იყო საუბრები ინტერნეტსივრცეში, როგორ დატოვეს ლევან ჯავახიშვილი პრიზის გარეშე, რომელიც საუკეთესო იყო ამ შოუში.
- მართლა არ მწყენია, არ დავბოღმილვარ და გულში არ ჩამიდია. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ავდექი და დავიბოღმე, ძალიან შემცდარა. მივიღე ყველაფერი ისე, როგორც იყო.
- ''ჰერიო, ბიჭებოს'' შესრულებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვითხარი შენი პირადი ემოციები.
- ბევრჯერ მკითხეს, რატომ ავარჩიეთ ეს სიმღერა. ზოგის კომენტარი ასეთიც ყოფილა, სპეციალურად გათვალესო. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, 26 მაისს სხვანაირ სიმღერას ვერ შევასრულებდი. უნდა მეთქვა სათქმელი, რაც გულში მაქვს და ვფიქრობ, რომ ვთქვი. ყოველდღე ვერ ილაპარაკებ, რა დამოკიდებულება გაქვს ქართველი ჯარისკაცების მიმართ. ჩემი ემოციები იყო აბსოლუტურად გულწრფელი. ძალიან არ მინდოდა, რომ სცენაზე ცრემლები ყოფილიყო, მაგრამ როცა თავს ვერ იკავებ, ვერ იკავებ და მორჩა.
- მახსოვს, 2008 წელს აგვისტოს ომში მოხალისედ გინდოდა წასვლა.
- მინდოდა და წავედი კიდევაც. 24 საათი იქ ყოფნა საკმარისი იყო იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რამაც თავისი ფსიქოლოგიური კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ამ მოგონებებთან ერთად მომიწევს მთელი ცხოვრების გატარება. არ მსურს, რომ ეს ყველაფერი გავიხსენო და ქვეცნობიერში ღრმად მაქვს ჩაკეტილი. მინდა, რომ ზედაპირზე არასდროს ამოვიდეს.
- კარგი, სხვა თემაზე გადავიდეთ. ირინა ონაშვილთან ერთად ხუთშაბათი დღე ჩაწერაზე გაატარე და საღამოს დუეტით წარდექით ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მაყურებლის წინაშე.
- ძალიან სახალისო იყო მუშაობა, არანაირი პრობლემა არ მქონია. დიდი სიამოვნებით ჩავწერე სიმღერა ირინასთან ერთად.
- შენ და ნინი წიკალური რომელ სიმღერას ჩაწერთ?
- ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და რამდენიმე ვერსია გვაქვს. შეიძლება, ''ჰერიო, ბიჭებო'', ჩავწეროთ, შესაძლოა, სხვა სიმღერა, მაგრამ აუცილებლად იქნება ქართული. მე და ნინი ''მელია და მგელიასავით'' ვართ უკვე. სიმართლე გითხრა, ვერ წარმომიდგენია, რომ ყოველდღიურად არ შევხვდები. ჩემი ოჯახის წევრად, დად მივიჩნევ და მისი მკაცრი შეფასებებიც კარგად გამახსენდება.
- ჩხუბობდით?
- ჩხუბი სხვანაირი ვიცი. უფრო სამუშაო პროცესი იყო, ვკამათობდით, ეს სიმღერა ჯობია თუ ის, ასე ვქნათ თუ ისე, იყო ხოლმე პრობლემებიც, მაგრამ სერიოზულ ჩხუბში არ გადასულა. არ ვიცი, სხვა წყვილებს შორის როგორ იყო, მაგრამ ნინი ის ადამიანია, რომელიც სწორ მიმართულებას მაძლევდა, პედაგოგებთან ერთად. შეიძლება, გავჯიუტებულიყავი, მაგრამ ხან მიყვავებდა, ხან მეკამათებოდა და მაინც მიხსნიდა.
- მაინც ალბათ გული გწყდება, რომ პირველი ადგილი ვერ მოიპოვე.
- როცა ფინალში ხარ, ალბათ, ფიქრობ გამარჯვებაზეც. ბუნებრივია, გული მწყდება და არა მარტო მე, არამედ ნინისაც, მაგრამ ასე მოხდა. გაიმარჯვეს ირინა ონაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა და კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ პირველ ადგილს, რაც დაიმსახურეს.
- თუ საიდუმლო არ არის, როგორ აპირებ 10 000 ლარის დახარჯვას?
- თანხის დიდ ნაწილს ჩემს შვილებს დავახარჯავ. ასევე ვაპირებ ნორმალური მობილური ტელეფონის ყიდვას. უბრალოდ, ეს უკვე გაფუჭებულია (იღიმის).
- კიდევ მიიღებდი მონაწილეობას მუსიკალურ კონკურსში?
- გააჩნია მუსიკალურ კონკურსს. სადაც მომღერლები მუსიკალური კარიერის აწყობას ცდილობენ, იქ არა, მაგრამ სხვა სახის მუსიკალურ პროექტში რატომაც არა.
- ვიცი, რომ გაქვს გეგმები მუსიკასთან დაკავშირებით.
- მაქვს გეგმები, ვაპირებ ჯგუფის ჩამოყალიბებას, სახელად ''ტელეღიპუცები'', სადაც ტელესახეები გაერთიანდებიან და ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჟურნალისტებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მინდა, რომ ''ორი ვარსკვლავი'' გაგრძელდეს, რადგან ვიცი უამრავი ადამიანი ჩვენს ტელეკომპანიაშიც და სხვაგანაც, ვისაც კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს და არ აქვს საშუალება, რომ ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოვიდეს.
- ''ორ ვარსკვლავს'' ყველაზე დიდი კრიტიკა შეხვდა.
- რაც შეეხება კრიტიკას, დიდი ხანია, ტელევიზიაში ვმუშაობ და ვიცი, როგორ კეთდება პიარი ან ანტიპიარი. ამას არ დავაკონკრეტებ. მაშინ პირდაპირ უნდა გავიშვირო ხელი, ამის გაკეთება კი არ მინდა. მე პირადად რა პრეტენზიაც შეიძლება მქონდეს ამ პროექტთან, არის გახმოვანება პირველ ტურში, რაც შემდეგ ტურებში გამოსწორდა. მაგრამ არა მგონია, რომ ''ორი ვარსკვლავი'' წარუმატებელი პროექტი იყო ან ჩავარდა. ასე რომ ყოფილიყო, არა მგონია, რომ ნახევარფინალსა და ფინალს ინტერნეტში ასეთი გამოხმაურება მოჰყოლოდა. მარტო ჩვენს ''ჰერიო, ბიჭებოს'' პირველივე დღეებში 200 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.
- მაინც გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ განაწყენდი ნოე სულაბერიძეზე, როცა არანაირი პრიზი არ გადმოგეცა ფინალში და შენს საჩუქრებზე მერე იზრუნეს შენმა კოლეგებმა?
- ვერ ვიტყვი, რომ პროექტის ორგანიზატორმა ამაზე არ იზრუნა. უბრალოდ, ფინალში მოხდა, ასე ვთქვათ, გაუგებრობა, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ. საბოლოო ჯამში, ჩემს დასაჩუქრებაში ''ორი ვარსკვლავის'' ხელმძღვანელობაც იყო ჩართული და არხის ხელმძღვანელობაც. საერთოდ, დიდი მადლობა მთლიანად ჟურნალისტთა კორპურსს, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, ''იმედში'' თუ სხვა ტელევიზიაში, რადიოში, პრესაში და ა.შ. მიხარია, თუკი მე და ნინიმ შევძელით და ჟურნალისტები გავაერთიანეთ არა რევოლუციისთვის, არამედ ჩვენ გვერდში დგომისთვის (იღიმის).
- მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი ჩანხარ.
- ნამდვილად. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სიამოვნებით დავიწყებდი ყველაფერს თავიდან. ფილმი რომ არის, ''ზაზუნას დღე'', მის მსგავსად, ყოველდღე ვიმღერებდი ამ პროექტში (იღიმის), თავიდან გავივლიდი მთელ ამ თვეებს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნანა
რა უსირცხვილოდ იღებდით საქორწილო საჩუქრებს სამოწყალოდ შვილების და ცოლის მიმტოვებელი კაცი და ვიღაც შეუხედავი მარიკუნა.ფუფ წარმოდგენა როგორ დამეკარგა!
14:50 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკა
სხვის უბედურებაზე ბედნიერებას მაინც ვერ ააგებთ ბ-ნო ლევან.... 3 შვილი მიატოვეთ,უსირცხვილოდ შოუში მოდიხართ და სიყვარულის ისტორიებს გვიყვებით... შოუში ნამდვილად გგულშემატკივრობდით მაგრამ რაც ეს გავიგე დავკარგე ყველანაირი პატივიცემა... ის გოგო კი თქვენზე მეტი უსირცხვილოა... !!! გულის ამრევი იყო ეკას შოუ!
14:43 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ამ ადამიანზე დამეკარგა შთაბეჭდილება და ძალიან ნეგატიურად ვარ განწყობილი. კი გასაგებია, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ბევრი შორდება ერთმანეთს, მაგრამ ასეთ "გულჩვილ" კაცს, სიმღერის დროს რომ ეტირება, იმაზე არ უფიქრია მისი სამი შვილი და ყოფილი ცოლი რას განიცდიდნენ იმ დროს (ეს ყველაზე მძიმე გადასატანია ქალისთვის), როცა ხოფერიას გადაცემაში 3 შვილის მამა ესიყვარულებოდა თავის ახალ სიყვარულს (თან მესამე შვილი 5 წლის ყოლია და ამ გოგოსთან 5 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს)? ახლა კიდევ თავის ოჯახს მისი ქორწილი უნდა აყურებინოს? ასე საყოველთაოდ აფიშირების გარეშე არ შეიძლებოდა? სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება არასდროს მთავრდება კარგად!
12:47 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
Aნანო
ღმერთმა მოგოტევოთ, მაგრამ ვერასოდეს ააშენებთ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას, აზრი წამიხდა რაც გავიგე ცოლი და 3 შვილი როგორ მიატოვეთ ვიღაც ოშხნელის გამო... რამეს მაინც გავდეს
09:50 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
ამ ტელევიზიებმა ჯობია შოუებში ისინი მოიწვიონ და დაასაჩუქრონ ვისაც მართლა ჭირდება დახმარება.ათასში ერთხელ მოიწვევენ ვინმე გაჭირვებულს და ამდენ თანხას არავისთვის იმეტებენ გამონაკლისის გარდა.
23:36 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
tsiko
კარგით რა, ყრუ გოგოლაზე იყო შოუ გათვლილი, მაგრამ არც ხალხმა დაუშვა და ვერც ორგანიზატორებმა გაბედეს ბოლომდე. ბინა სადაა, ბინა 1-ლი ადგილისთვის? მანქანა მე-2 ადგილს ეკუთვნოდა, გადაახვიეთ შოუს დასაწყისი ტურები....
18:41 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურა
სხვისი განსჯა რა ადვილია.
17:46 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნათიას ვეთანხმები. მე ვინ მეკითხება, მაგრამ რა ნახე მაგ გოგოში ისეთი, რომ არანაკლები ცოლი და შვილები მიატოვე. და ვითომც აქ არაფერი, საქორწილოდაც ემზადები. თუ შენმა ცოლმა მიგატოვა მაშინ კიდე, ჰო.
15:55 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეტო
ლევან არ კოფილხარ დზლიერი ადამიანი დზლიერები ადვილად არ ანგრევენ დიდი ხნის ოჯახს.სჰენც ერტ ერტი მოკვდავი კოფილხარ კალის სატამასჰო
15:38 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
თავიდან ბოლომდე ისეთი აღტკინებითა და სიყვარულით გბალეშიკობდით მთელი ოჯახი, აღტაცებული ვიყავიტ თქვენი ნიჭით და გარეგნობითაც მოხიბლულები, მაგრამ რომ გავიგე ცოლშვილი გყავს მიტოვებული თავზარი დამეცა, როგორ გაიმეტე ამხელა შვილები დასატოვებლად, მათ გულში ვერასდროს ვერ შეხვალ და ვერ მიხვდები რამხელა ტკივილი მიაყენე .10-თი 12_ტი წელი რომ ცოლად გყავს ქალი, მერე მისი მიტოვება ვერაფერი გამამართლებელი საბუთით ვერ შეიძლება გაამართლო. ძალიან მეტკინა გული და ვცდილობ საერთოდ აღარ გაგიხსენო.
13:28 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS