04 ივნისი, 2013
ლიკა ლაბაძე ცნობილი ქალების გულთამპყრობელმა მოხიბლა
ის 2010 წლის 20 მაისს დააკავეს და პროკურატურა გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებდა ბრალს. ლიკა ლაბაძემ სახელი პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სამორისთან ერთად მოპოვებული პირველი ადგილით გაითქვა. ამერიკული პროექტის ქართული ანალოგის ფინალში ლიკასა და სამორის წყვილი გიგი გაჩეჩილაძისა და თიკო სადუნიშვილის წყვილს დაუპირისპირდა. ორივე წყვილი ერთმანეთზე უკეთესი იყო, თუმცა სამორის იმდროინდელმა რეიტინგმა ყველაფერი გადაფარა და ლიკასა და სამორის დუეტი იმ წელს საუკეთესო მოცეკვავე წყვილად დასახელდა.

მას შემდეგ ყოფილი ბალერინა
ლიკა ლაბაძე ცნობილი გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ ლიკა გახსნილი და გულღიაა ჟურნალისტებთან და ერთ-ერთი კარგი რესპონდენტიცაა, ასე რომ, ხშირად სტუმრობს ჟურნალების ფურცლებს და მისი პირადი ცხოვრებითაც ბევრი ინტერესდება.

ადრე ამბობდნენ, რომ ლიკა გათხოვილი იყო, რასაც თავად არ ადასტურებს.

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მიმდინარეობისას და შემდეგაც, მაყურებელს ძალიან უნდოდა, ლიკა და სამორი რეალურ ცხოვრებაშიც დაწყვილებულიყვნენ და ყველა მათ რომანზე ჭორაობდა, თუმცა ამას თავად ხუმრობით ხვდებოდნენ და არასდროს დაუდასტურებიათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ სამორი სხვა ცნობილ გოგონასთან ურთიერთობდა - მომღერალ სალომე კორკოტაშვილთან, რომელმაც ამის შესახებ ''ნანუკას შოუში'' ისაუბრა, არცთუ დიდი ენთუზიაზმით, სამორის კი საერთოდ არ გაუკეთებია კომენტარი.
ასე რომ, ლიკასა და სამორის სასიყვარულო ამბავი გამოირიცხა. თანაც, ამ ჭორებს წერტილი ლიკამ თავადაც დაუსვა, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიღებული პრიზით ეგვიპტეში დედასთან ერთად გაემგზავრა.

ლიკა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი და სიმპათიური გოგონაა, ეს კი მის გარშემო ჭორების კორიანტელს აყენებს. თუმცა ამჯერად ჟურნალისტები არაფერ შუაში ვართ. ლიკამ თავად აალაპარაკა თბილისი, როდესაც ჟურნალ ''რეიტინგის'' ერთ-ერთ ამასწინანდელ ნომერში თავისი პირადი ცხოვრების სიახლე გაგვაცნო. კერძოდ, გამოტყდა, რომ თავის ძველ მეგობართან რომანი აქვს.

''პატარა სიახლე მაქვს. გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ამას ჯერ სიყვარულს ვერ დავარქმევ. ოთხი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა.

მის ვინაობას ჯერჯერობით არ გავამხელ, ტელევიზიასთან არ აქვს შეხება, ისიც ძალიან დაკავებულია და როცა დროს ვპოულობთ, მაშინ ვნახულობთ ერთმანეთს'', - ამბობდა ლიკა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში. ჩვენ, რასაკვირელია, ყვითელი პრესის კანონების შესაბამისად, მისი რჩეულის ვინაობით დავინტერესდით და გავარკვიეთ კიდეც.

Rating

როგორც ამბობენ, ლიკა ლაბაძე ცნობილი ქალების გულთამპყრობელმა გენო მალაზონიამ მოხიბლა. გენო მალაზონია ერთ დროს ''ბამბა რუმსის'' მფლობელი გახლდათ, ასევე ''ენერჯი ინვესტის'' გენერალური დირექტორი.

ის 2010 წლის 20 მაისს დააკავეს და პროკურატურა გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებდა ბრალს.

''ენერჯი ინვესტამდე'' რვა წელი მალაზონია საბანკო ბიზნესში მუშაობდა, შემდეგ ხუთი წელი საქართველოს მთავრობაში, მაღალ თანამდებობებზე იმსახურა. მათ შორის იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შევარდნაძის დროს, საქართველოს ეკონომიკის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მრჩეველი და შემდეგ მოადგილე 2001-2003 წლებში, განათლების, ეკონიმიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილე 2003-2004 წლებში, სახელმწიფო მინისტრის კადრების უფროსი 2004 წელს.

გენო მალაზონიას გახმაურებული დაკავების საქმის დასასრული ის გახლდათ, რომ მალაზონიამ რამდენიმე თვე პატიმრობაში გაატარა, რის შემდეგაც საქართველოში ცხოვრების სურვილი, როგორც ჩანს, აღარ ჰქონდა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
გენო მალაზონია ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა.

Rating

ის თბილისში სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და ვინაიდან საკუთარ კლუბს ფლობდა, არც გართობას იკლებდა. სხვადასხვა დროს ჭორაობდნენ, რომ მას რომანი ჰქონდა არაერთ ცნობილ ქალბატონთან, მათ შორის ყველაზე აქტიურად თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი სახელდებოდნენ.

ერთ-ერთი ჭორის თანახმად, ბოლო დროს შორენა ბეგაშვილი მასთან რამდენიმე დღით ლონდონშიც იმყოფებოდა, თუმცა თავად შორენა ამ ჭორს აბსურდულს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ მალაზონიასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

Rating

რაც შეეხება ლიკასა და გენო მალაზონიას ურთიერთობას, როგორც ამბობენ, ის ახლახან დაიწყო. წყვილი უკვე ერთად ჩნდება სხვადასხვა ადგილას და სამეგობრო წრისთვის კარგად არის ცნობილი მათი ურთიერთობის შესახებ. რასაკვირველია, ინფორმაციის გადასამოწმებლად ლიკას დავურეკეთ.

- ლიკა, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდი, რომ მეგობართან გაქვს რომანი. ეს გენო მალაზონიაა?
- იცით, რა არის? თქვენთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი სტრატეგია, არ მელაპარაკა პირად ცხოვრებაზე, ამართლებდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირადულზე არაფერს ვიტყვი.
- გენოს ამბავზე არაფერს გვეტყვით?
- არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ.
- გენოს იცნობთ?
- დიახ, ვიცნობთ ერთმანეთს.

ვეცადეთ, გენო მალაზონიასაც დავკავშირებოდით, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვინაიდან, ჩვენი ინფორმაციით, საზღვარგარეთ იმყოფება.

როგორც ამბობენ, გენო უკვე 40 წლისაა და ცოლის მოყვანაზე აქტიურად ფიქრობს, მაგრამ გარშემო იმდენი ლამაზი ქალი ახვევია, რომ ვერაფრით გააკეთა არჩევანი. მისი დახასიათებისას საახლობლო წრე რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება - უცოლო, ფულიანი, ჭკვიანი და ქალების მოყვარული, დედისერთა და შესაბამისად, ცოტა ეგოისტიც, ამიტომაც ვერ იპოვა დღემდე ის ''ერთადერთი'', თუმცა შესაძლოა, ეს სწორედ ლიკა ლაბაძე აღმოჩნდეს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
რა უგავს სიმპატიურის
15:26 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს ჩვენი გენო უკვე კარგა ხანია ქრისტინე ძიძიგურს ხვდებაოოო. პარიზშიც კი ჩააკითხაო ქრისტის რამდენჯერმეოოო
12:35 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ნუ სდებთ ჩირქს გენოს ბეგაშვილებითა და სადუნიშვილებით! გენოს განათლების, ნიჭის და გარეგნობის პატრონი არც სადუნიშვილთან და მითუმეტეს არც ბეგაშვილთან სიარულით არ შეირცხვენდა თავს! ეგღა აკლია შორენას და თიკოს გაუყადროს თავი! გენოსნაირი არც კი მეგულება ამ ქალაქში და ცოდოა ამ სამარცხვინოების გვერდით მოსახსენიებლად!
23:57 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
გენო ქრისტინე ძიძიგურთან ერთად არის ბოლო ხანი. ქრისტინე ისევ პარიზში მუშაობს მოდელად, თუმცა ზაფხული საქართველოში გაატარა, სადაც როგორც ჩანს ისიც გენოთი მოიხიბლა :-)
23:26 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ამ გენოს გულისათვის შორენა ბეგაშვილს და თიკო სადუნიშვილს დაუხოციათ ერთმანეთი, თმებით უთრევიათ და დაუჩხაპნიათ ერთმანეთი. ხოდა ეს ლიკაც ფრთხილად იყოს, ვინმემ არ ცემოს
22:22 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ყოჩაღ რაა!!!
12:59 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
зизи
сакартвелоши диди ханиа ар вцховроб да ехландел бомондс маинцдамаинц ар вицноб, шеидзлеба итквас арц гамигониа зогиертеби/ укацравад пасухиа да ам чвенс чатлахебс ес бичи укварт ту амис пулеби? дзалиан маинтересебс
22:45 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
....
გენოს თავის შრომით აქვს ნაშოვნი დღეს თუ რამე გააჩნია, გარდა ამისა უკარგესი ადამიანია და უსაზღვროდ განათლებული ასე რომ ნებისმიერი გოგო უბედნიერესი იქნება მის გვერდით მისი უამრავი ღირსების გამო!
17:13 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
alex
ძალიან სიმპატური ბიჭია მალაზონია,და ღმერთმა შეარგოს ყველა ლამაზმანი! სანამ ოჯახს შექმნის,უნდა იცხოვროს თავის გემოზე და ატაროს დრო! ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,და ისეც აქსიომაა,რომ ცხოვრება ერთია,და საკმაოზე მეტად ხანმოკლეცაა! იმედია,რომ ის ქალბატონიც,რომელიც გენო მალაზონიას მომავალი მეუღლე გახდება,გენოსთან ერთად შექმნიან კარგს,ძლიერსა და ლამაზ ქართულ ოჯახს! მინამდე კი,გენო,მიდი,შენს გემოზე ატარე დრო,და არ დაიკლო ლამაზმანები!
14:42 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ი.კ
აი ფული რას შვება,გენადი სასურველ სასიძოდ რომ ჩაითვლება
15:42 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS