01 ივნისი, 2014
თიკა ფაცაცია - ''მე ქართული შოუბიზნესით არ მიხელმძღვანელია''
მეც კმაყოფილი ვარ. კომფორტულად ვგრძნობ თავს ბოლო დროს ქართული ბომონდი მსოფლიო მოდის ტენდენციებს აჰყვა და თმა დაიმოკლა. ალბათ გახსოვთ ორი წლის წინ მოდაში შემოსული კარე, როდესაც ყველა შავთმიანი ქართველი მომღერალი ერთმანეთს დაემსგავსა. ამჯერად გადაწყვიტეს, თმა მოკლედ შეეჭრათ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუმართლათ და სხვადასხვანაირები არიან, რადგან ფაქტია, მოკლე ვარცხნილობა, კარესგან განსხვავებით, ყველას ერთნაირად არ უხდება. საბედნიეროდ, თიკა ფაცაციას გაუმართლა და ახალი ვარცხნილობა მოუხდა.

- თიკა, საზოგადოებას მოკლე თმით არ ახსოვხარ, როგორ მიიღე ასეთი რისკიანი გადაწყვეტილება?
-
(იცინის) რა ვიცი, ერთ დღეს ამეკვიატა ეს აზრი, მიტრიალა, მიტრიალა... მერე გადაცემაში სტუმრად გვყავდა ნატალიკო ქუთათელაძე და მისი შეძახილების შემდეგ გავბედე და შევიჭერი. ყველას ძალიან მოეწონა. მეც კმაყოფილი ვარ. კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- ასე მოკლედ თმა ბოლოს რა ასაკში შეიჭერი?
- არასოდეს მქონია, ალბათ მხოლოდ თავიდან, როდესაც თმა ამომდიოდა (იცინის). შეჭრის დღეს სიმსუბუქის შეგრძნება მქონდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ყველა თმის სამაგრი უფუნქციო გახდა და არაფერში მჭირდებოდა.
- თითქოს თმის ფერიც შეცვლილი გაქვს...
- არა, უბრალოდ, გრძელი თმა მქონდა შეღებილი ''ობრეს'' სტილში და შეჭრის შემდეგ ასე დამრჩა.
- ოჯახის წევრებს, შვილებს მოეწონათ?
- კი, ყველას მოეწონა ახალი თიკა.
- ამ ბოლო დროს ქართულ ბომონდში მოდური გახდა მოკლე ვარცხნილობა.
- სულ მაინტერესებდა, როგორი ვიქნებოდი მოკლე თმაში, მაგრამ ვერ ვიმეტებდი. არ უარვყოფ, რომ არის მოკლე თმის ტენდენცია...
- თიკო სადუნიშვილმაც შეიჭრა თმა მოკლედ.
- მე ქართული შოუბიზნესით არ მიხელმძღვანელია, მსოფლიო ტენდენციაა. მეორეც, თმაც მცვიოდა. ყველაფერმა ერთად მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ბოლომდე რომ გაგიმხილოთ, ასეა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ნუცა
არ უხდება. თითქოს უწინდელი თიკა არაა. თან მაღალი რომაა და მოკლე თმა, არაა.
01:34 / 28-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაც
თმას არა უშავს.ეს რა მახინჯი ყბები უჩანს...
08:21 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარა
თიკა მიყვარხარ უზომოდ მაგრამ არ გიხდება საყვარელო მოკლე თმა, გრძელ თმაში ულამაზესი და უმაგრესი გოგო ხარ. არ გეწყინოს გთხოოოოოოვ. მიყვარხარ
04:21 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
მოდიტ რავქატ იცით? ყველამ თითო კომენტარი დატოვეტ აბა ვნახოტ ვის მოეწონა ტიკას ახალი ვარცხნილობა
22:12 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ტიკა ვგიჯდები შენზეე მაგრამ ტმები ეგრე საშინლად არ მომეწონაააააააააააააააააააა
22:10 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
არ უხდებაააა
18:53 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
არ გიხდებააააა
18:50 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
გრძელი თმა უფრო გიხდებაააააააააა
18:48 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
eliso
საერტოდ არ გავხარ შენს თავს ვინც გეუბნება გიხდებაო გულწრფელი არ არის შენტან ოჯახის წევრებს არ უნდატ ალბატ გული დაგწყდეს არა უსავს მალე გაგეზრდება
18:30 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ზალიან მიყვარხარ იმიტომ რომ არ გაქვს გარყვნილი ქალი სახელი მაგრამ მოკლე თმა არ გიხდება თუ სურატი არ ვარგა არ ვიცი
18:25 / 01-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS