30 მაისი, 2014
შეკითხვა ნანუკა გოგიჩაიშვილისგან საქართველოს პრეზიდენტს
ოთახში ათი ადამიანი რომ იყოს, ეს ჩემთვის უკვე ძალიან ბევრია საყვარელი მსახიობი და ფილმი

ამორჩევა რთულია, თუმცა როცა კითხვა დამისვი, პირველად ტომ კრუზი, ჯონი დეპი და ლეონარდო დი კაპრიო გამახსენდა. რაც შეეხება ფილმს, ამ ბოლო დროს ნანახებიდან Twice Born და Dallas Buyers Club გამახსენდა.

რისი გეშინია?

ხალხმრავლობის. ზოგად ხალხმრავლობას კი არ ვგულისხმობ, ჩემს სიახლოვეს, ან ჩემ წინ ექვსი კაციც რომ იდგეს, დისკომფორტი მექმნება. ოთახში ათი ადამიანი რომ იყოს, ეს ჩემთვის უკვე ძალიან ბევრია და სული მეხუთება.

რამ
შეიძლება გამოგიყვანოს წყობიდან?

შიმშილმა. ძირითადად, კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ თუ ჭამა გადამიცდა, არავინ არ უნდა დამელაპარაკოს. გარდა ამისა, დაახლოებით იმავენაირად გამოვყავარ წყობიდან იმას, როცა ერთი და იგივე ადამიანი გაბმულად მირეკავს. გასაგებია, რომ ერთხელ დამირეკოს, გათიშოს და ნახევარი საათის შემდეგ კიდევ დამირეკოს, მაგრამ როცა 5 წუთის განმავლობაში 6-7-ჯერ რეკავენ, ნერვები საშინლად მეშლება.

რომელი დიზაინერის ჩვენებაში არ მიიღებდი მონაწილეობას?

მართალია, კარდაშიანებს დღეს ''სტოსი'' მიჰყავთ, მაგრამ მათ ჩვენებაზე არ გამოვიდოდი, ასევე არ მივიღებდი მონაწილეობას ''ვერსაჩეს'' ჩვენებაში. შეიძლება, ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ასეა. ''ვერსაჩე'' ჩემთვის ასოცირდება ვეფხვის პრინტთან. შეიძლება, ვიღაც გაღიზიანდეს ამ გამონათქვამით, მაგრამ ასე ვფიქრობ. ისეთ ჩვენებებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც სტანდარტებით ''ვერსაჩეზე'' ცუდია, მაგრამ ეს კითხვა რომ დამისვი, ''ვერსაჩე'' გამახსენდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოვიდე კიდეც, მაგრამ სასურველი და საოცნებო არაა.

სამი ნივთი, რომლის გარეშეც ცხოვრება გაგიჭირდებოდა.

სარკე, ტელეფონი და შოკოლადი. ამოჩემებული მაგიდის წიგნი არ მაქვს და ამიტომ ამ სამ ნივთში ვერ დავასახელებ, თუმცა ტელეფონში უკვე ყველაფერია და შეიძლება, ამაში ესეც იგულისხმებოდეს.

საყვარელი მწერალი, წიგნი და ლიტერატურული გმირი.

აკა მორჩილაძის შემოქმედება, ''თამაში ჭვავის ყანაში'', რომელიც ისეთ პერიოდში წავიკითხე, რომ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა და ნოდარ დუმბაძე. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ნოდარ დუმბაძის ''ძაღლი'' წავიკითხე და ბევრი ვიტირე, ამის შემდეგ ეს მწერალი ისე შემიყვარდა, რომ იმ ასაკშივე მისი ყველაფერი გადავიკითხე და არ მეყო,
მინდოდა, უფრო მეტი ჰქონოდა დაწერილი.
ლიტერატურული პერსონაჟებიდან გეტსბი გამახსენდა, რადგან იმდენად ძლიერი პიროვნებაა, რომ წიგნის კითხვის დროსაც კი შეგიძლია, გაეპრანჭო. ასევე, შემიძლია გამოვყო ვრონსკი ''ანა კარენინადან'', რომელსაც კითხვის დროს სხვანაირ პატის ვცემდი, ფილმში კი ცოტა დააჩაჩანაკეს.

შენი იდეალი?

მამა. 3%-ით რომ ისეთი კეთილშობილი ვიყო, როგორიც მამაა, ჩემთვის ეს ძალიან ბევრი იქნებოდა. Mის ისეთი ადამიანია, რომელიც ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებს, ოღონდ ამას, როგორც გამონათქვამს, ისე არ ვამბობ, რეალურად ასეა. იმდენად არაამქვეყნიური ადამიანია, რომ გამიხარდებოდა, ბევრი რამ მქონდეს მისი, მიუხედავად იმისა, რომ დედაც ჩემი იდეალია.

ვახშამი მსოფლიო დონის ადამიანთან.

კვლავ ემინემის გარშემო ვტრიალებ, არადა, უკვე აკრძალული მაქვს მისი სახელის ხსენება. გარდაცვლილი ადამიანი შეიძლება დავასახელო? შექსპირს ან ლეონარდო და ვინჩის შევხვდებოდი სადმე პარიზში, რომელიმე მუზეუმის ვერანდაზე ან ძველი შენობის აივანზე და ბევრს ვისაუბრებდი მათთან. ასევე შევხვდებოდი კაფკას. წინასწარ ვიცი, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გვექნებოდა და სულ სხვა კუთხით დამანახვებდა ყველაფერს.

ერთი კითხვა საქართველოს პრეზიდენტს.

ვკითხავდი, რატომ დათმო თავისუფლება. ჩვენ მას განსხვავებული რაკურსით ვიცნობდით, მანამდე ის პოლიტიკოსიც არ იყო და მაინტერესებს, რატომ დათმო ამხელა თავისუფლება და შესაბამისად, იტვირთა ბევრი მოვალეობა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ალექსანდრა
და ეს ვინაა საერთოდ?
21:16 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
ლაშა, ჩამონატვალი რომაა განა ვერ ხვდები?! ერტხელ რომ კიტხულობ და ვერ იგებ მეორეჯერ წაიკიტხე მაშინ
11:51 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ოპერაცია
ეს ნანუკა ყოფილი მაჩვის ტიპი პლასტიკურებით მარიაჟობსსს
10:58 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
აკა მორჩილაძის შემოქმედებაა?? :D :D :D თუ ჯერომ სელინჯერი?
10:25 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS