29 მაისი, 2014
ქეთი დოლიძემ მსახიობი კესარია აბრამიძესთან გადაღებული ფოტოს გამო გალანძღა
ანრი, იმ სახლს უნდა სცე პატივი, სადაც მუშაობ გასულ კვირას, ''რეიტინგის'' საიტზე თუმანიშვილის თეატრის მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ბლიცინტერვიუ გამოქვეყნდა. ანრისთან დარეკვა და რამდენიმე კითხვის დასმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო გადავწყვიტეთ, სადაც ანრი კესარია აბრამიძეს ეხუტება. ფოტოს პიკანტურობიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა კითხვა, სად შეხვდა მსახიობი კესოს და რა ურთიერთობა აკავშირებდა მათ.

ანრი:

- ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა გადაგვიღო. იმ კატეგორიის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც მთავარი მოტივაცია მხოლოდ ადამიანობაა და არა მისი ორიენტაცია. კესოსთან ვმეგობრობ და შემიძლია, მას
მხოლოდ მეგობარი ვუწოდო. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. პრობლემა არაა. შეიძლება, ბევრი ავად მახსენებელი და შეურაცხმყოფელი ჰყავს ამ ადამიანს, მაგრამ ადამიანობა და ორიენტაცია ერთმანეთთან არაფერ შუაშია. პირადად მე კესარიასთან მეგობრობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოება სხვისი ცხოვრების განხილვითაა დაკავებული და ამით კმაყოფილდებიან, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ის, რომ ვინც მე მიყვარს, ის ჩემზე კარგს ფიქრობდეს. რაც შეეხება ჩემს ორიენტაციას, ვისაც აინტერესებს, შემიძლია, ანბანის მიხედვით მივცე იმ ქალების სია, ვისთანაც სექსი მქონია. შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა''...

ანრის ინტერვიუ სოციალურ ქსელში რეიტინგის პირად გვერდზე გავაზიარეთ, რასაც მკითხველის მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის აღმოჩნდა რეჟისორი ქეთი დოლიძე. ინტერვიუს ქვევით კომენტარებში ანრისა და ქალბატონ ქეთის შორის ასეთი
დიალოგი გაიმართა:

ქეთი დოლიძე: ეს რა უბედურებაა? ანრი, იმ სახლს უნდა სცე პატივი, სადაც მუშაობ!

ანრი ბიბინეიშვილი: ვცემ კიდეც, თუმცა ვფიქრობ, ამით არაფერი დამიშავებია, ვინაიდან ღამის კლუბი გატენილია ხალხით, უბრალოდ, იუმორით გადავიღე ფოტო, რომელსაც არა მხოლოდ მე ვიღებ... ეს უბრალოდ სასაცილოა!

ქეთი დოლიძე: ანრი, ჯერ არაფერი შეგიქმნია იმის ფასი, რომ ასეთ უმსგავსო ფოტოებს იღებდე. რა არის ეს, ამ კესარიასთან საიდან მოხვდი? რომელი ''ჰაი ლაიფის'' წარმომადგენელი ხარ? ჩვენი თეატრის წევრი ასეთ რამეში არ უნდა იყოს გახვეული. არ ეკადრება ეს ჩვენს ღირსებას! კარგად დაიმახსოვრე ეს!

ანრი ბიბინეიშვილი: ეს კესარია, ქალბატონო ქეთი, მთელ თბილისთან მეგობრობს და ხშირი სტუმარია იმ ღამის კლუბების, სადაც მთელი თბილისი დადის! მეც, უბრალოდ მოკვდავი ადამიანი, დავდივარ კლუბში, სადაც ვხვდები და ვიცნობ ადამიანებს. ესეც ისეთივე ნაცნობია ჩემთვის და ნამდვილად არ მესმის, რატომ გაღიზიანდა ერი, როცა ქვეყანას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს?!

ქეთი დოლიძე: შენ რა გინდა ამ ''ტუსოვკებში''? არც ერთი ჩვენი მსახიობი არასდროს ასეთ ''დიშოვკას'' არ ეკარება. არ მომწონს და გაბრაზებული ვარ, ჭკუას მოუხმე!
იმედია, ერთი ფოტოს გამო ანრის თეატრში პრობლემები არ შეექმნება...

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნანა
რა უაზრო შენიშვნაა,გავგიჟდი!!!ე.ი.თუ ადამიანმა რაიმე ღირებული შექმნა,მას აქვს უფლება ყველაფრის და მითუმეტეს აღვირახსნილობის???ქალბატონო ქეთი!თქვენგან მიკვირს რადგან დიდი პრეტენზია გაქვთ კულტურაზე,ვფიქრობ სულ ტყუილად!ისე კი ცნობისთვის!ადამიანი რაც უფრო განათლებული,ნაკითხი,კულტურული და დახვეწილია,მით მეტი მოეთხოვება,წესიერებაც და საზოგადოებაშიც ყველაზე თავმდაბალი და საუკეთესო მოქცევა!!!ეს აქსიომაა ქალბატონო ქეთი,აქსიომა!!!
12:03 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
giorgi
არა ეს ქეთი დოლიძეც მაგარია, "ჯერ არაფერი შეგიქმნია იმის ფასი, რომ ასეთ უმსგავსო ფოტოებს იღებდე" - მაინტერესებს რა უნდა შექმნას ამ გამოთაყვანებულმა ისეთი, რომ ასეთი ფოტოს გადაღების უფლება მოიპოვოს? ყველა როგორ გაგიჟდით, რა გჭირთ?!
10:48 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ისე, ასეთ ნიჭიერ ადამიანს რატომ უნდა შექმნოდა პრობლემა ამ შეშლილი მეკურტუმეს გამო , არ მესმის?! მართლა უბედურებაა მაგ აბრამიძესთან თავის გატოლება, თუმცა არ გამოვრიცხავ, ფოტო ამ კაცქალამ მოუწყო.ანრის პატივს იმიტომ ვცემ, რომ საოცარი ნიჭის ადამიანია და ძალიან შრომისმოყვარე. არა, ანრი გენაცვალე, გირჩევ ასეთებისგან თავი შორს დაიჭირო, ამ მდაბიორებს მხოლოდ ბინძური გზებით უნდათ წინ წაწევა!
09:43 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ანრი, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ. აღარ გადაიღო კესარიასთან ფოტო.
09:41 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
მართლაც საშინელი და გულისამრევი ფოტოა, უხუმრია, რას ერჩით ამ "საცოდავ" ბიჭს...მთელი თბილისი დადის კლუბებში და გიჟობს და ისიც ხომ არ უნდა ჩამორჩეს "სვეტურ' და ბოჰემურ ცხოვრებას... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს... თქვენნაირები უქმნიან კიდევ უამრავ პრობლემებს ერს და ქვეყანას და ამა ვერ აცნობიერებთ, რადგანაც სხავა რამეთი გაქვთ დაბინდული და მოწამლული გონება
09:30 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS