29 მაისი, 2014
ქეთი დოლიძემ მსახიობი კესარია აბრამიძესთან გადაღებული ფოტოს გამო გალანძღა
ანრი, იმ სახლს უნდა სცე პატივი, სადაც მუშაობ გასულ კვირას, ''რეიტინგის'' საიტზე თუმანიშვილის თეატრის მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ბლიცინტერვიუ გამოქვეყნდა. ანრისთან დარეკვა და რამდენიმე კითხვის დასმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო გადავწყვიტეთ, სადაც ანრი კესარია აბრამიძეს ეხუტება. ფოტოს პიკანტურობიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა კითხვა, სად შეხვდა მსახიობი კესოს და რა ურთიერთობა აკავშირებდა მათ.

ანრი:

- ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა გადაგვიღო. იმ კატეგორიის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც მთავარი მოტივაცია მხოლოდ ადამიანობაა და არა მისი ორიენტაცია. კესოსთან ვმეგობრობ და შემიძლია, მას
მხოლოდ მეგობარი ვუწოდო. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. პრობლემა არაა. შეიძლება, ბევრი ავად მახსენებელი და შეურაცხმყოფელი ჰყავს ამ ადამიანს, მაგრამ ადამიანობა და ორიენტაცია ერთმანეთთან არაფერ შუაშია. პირადად მე კესარიასთან მეგობრობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოება სხვისი ცხოვრების განხილვითაა დაკავებული და ამით კმაყოფილდებიან, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ის, რომ ვინც მე მიყვარს, ის ჩემზე კარგს ფიქრობდეს. რაც შეეხება ჩემს ორიენტაციას, ვისაც აინტერესებს, შემიძლია, ანბანის მიხედვით მივცე იმ ქალების სია, ვისთანაც სექსი მქონია. შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა''...

ანრის ინტერვიუ სოციალურ ქსელში რეიტინგის პირად გვერდზე გავაზიარეთ, რასაც მკითხველის მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის აღმოჩნდა რეჟისორი ქეთი დოლიძე. ინტერვიუს ქვევით კომენტარებში ანრისა და ქალბატონ ქეთის შორის ასეთი
დიალოგი გაიმართა:

ქეთი დოლიძე: ეს რა უბედურებაა? ანრი, იმ სახლს უნდა სცე პატივი, სადაც მუშაობ!

ანრი ბიბინეიშვილი: ვცემ კიდეც, თუმცა ვფიქრობ, ამით არაფერი დამიშავებია, ვინაიდან ღამის კლუბი გატენილია ხალხით, უბრალოდ, იუმორით გადავიღე ფოტო, რომელსაც არა მხოლოდ მე ვიღებ... ეს უბრალოდ სასაცილოა!

ქეთი დოლიძე: ანრი, ჯერ არაფერი შეგიქმნია იმის ფასი, რომ ასეთ უმსგავსო ფოტოებს იღებდე. რა არის ეს, ამ კესარიასთან საიდან მოხვდი? რომელი ''ჰაი ლაიფის'' წარმომადგენელი ხარ? ჩვენი თეატრის წევრი ასეთ რამეში არ უნდა იყოს გახვეული. არ ეკადრება ეს ჩვენს ღირსებას! კარგად დაიმახსოვრე ეს!

ანრი ბიბინეიშვილი: ეს კესარია, ქალბატონო ქეთი, მთელ თბილისთან მეგობრობს და ხშირი სტუმარია იმ ღამის კლუბების, სადაც მთელი თბილისი დადის! მეც, უბრალოდ მოკვდავი ადამიანი, დავდივარ კლუბში, სადაც ვხვდები და ვიცნობ ადამიანებს. ესეც ისეთივე ნაცნობია ჩემთვის და ნამდვილად არ მესმის, რატომ გაღიზიანდა ერი, როცა ქვეყანას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს?!

ქეთი დოლიძე: შენ რა გინდა ამ ''ტუსოვკებში''? არც ერთი ჩვენი მსახიობი არასდროს ასეთ ''დიშოვკას'' არ ეკარება. არ მომწონს და გაბრაზებული ვარ, ჭკუას მოუხმე!
იმედია, ერთი ფოტოს გამო ანრის თეატრში პრობლემები არ შეექმნება...

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ლევანი
თქვენ ვინ გეკითხებათ ? :)
03:51 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართლის მამა
ინტერნეტს თქვენისთანენი ანაგვიანებთ. არც კი იცით რაში გამოიყენოთ ოდნოკლასნიკის დონეს ვერ ამცდარხართ და მანდვე დარჩებით. ბნელა ამხანაგო, ბნელა.
00:28 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ქ-ნო ქეთი, მიკვირს სწორედ რეჟისორისგან მსახიობია როგორც ვხვდები ეს ანრი (არ ვიცი,დიდი ხანია თქვენს თეატრში არ ვყოფილვარ)... და მისთვის უცხო არც ერთი პერსონაჟი არ უნდა იყოს, არც ურთიერთობა უნდა უჭირდეს წესით არავისთან კარგ მსახიობს... თქვენი მორალისტობა კი თქვენთვის შეინახეთ, ეგ აღარავის აინტერესებს:) ან თქვენ არ გაგეგებათ არაფერი რეჟისურაში (სხვათA შორის ამ აზრს ვემხრობი), ან ანრია კარგი მსახიობი - აირჩიეთ ქართვლის დედავ :)
23:52 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
უიმე ამ ქალმა გაუბერა საერთოდ... თავის კომენტარებს რასაც აკეთებს ტელევიზიით მაგას რომ მიხედოს ის ურჩევნია... რა შუაშია კესო და ბესო ვისაც უნდა იმასთან გადაიღებს ფოტოს.. თავის პროფესიას მიხედოს რააა.....
22:45 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართვლის დედა
შენი ენა შეგიძლია უფრო აქტიურადაც გამოიყენო კესოსთანაც და ბესოსთანაც, მხოლოდ ჩვენ ნუ გვინაგვიანებ ინტერნეტ სივრცეს შენი პათოლოგიური ქცევებით და შენი "ვაჟაცის ზომებით", რომელიც შეგიძლა შენს ახლობლებს მიაზომო და ისე გადაიღო სურათები საოჯახო ალბომისათვის და მერე შენს შვილებს აჩვენო (კესო გაგიჩენს). შენთან სექსის მქონე ქალების სია არა მგონია ამ ინტერვიუს შემდეგ ძალიან გაიზარდოს!
22:07 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS