02 ივნისი, 2013
რატომ ითხოვს ბაჩო ახალაიას მეუღლე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას
ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო. ბაჩო ახალაიას სისასტიკეზე უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა. ის არასოდეს კონტაქტობდა მედიასთან. მისი ოჯახის შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ტარიფების განახევრებაზე მეტად ახალაიას დაკავება ეჩქარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ახალაია 7 ნოემბერს დაიჭირეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. ბაჩოს პირველი
მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავს. მეორე მეუღლე - ანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. წყვილი 2009 წელს დაოჯახდა, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირველი ქორწინებიდან -13 წლის მარიამ კერესელიძე.

- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?
- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.
- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.
- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.
- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.
- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.
- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.
- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?
- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 3 ივნისის ჟურნალ „რეიტინგში“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
თინა
ახლა მაინც დაიჯერეთ ხალხო,რომ შეგნებულად ავრცელებდნენ წინა ხელისუფლებაზე საშინელ ჭორებს,რომ ხალხი აემხედრებინათ ნაციონალების წინააღმდეგ და გამოუვიდათ კიდეც! დიდი ეჭვი მაქვს,რომ ყველაზე დიდი ჭორიკანა და ინტრიგანი ხუხაშვილია და დაუფასდა კიდეც
14:01 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა მანაგაძე
ეგ ოჯახი საერთოდ ლინჩის წესით არის გასასამართლებელი და კიდევ დიდი ენები აქვთ.
13:56 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანდრია
ათას სიბინძურეს რომ გაგიკითებენ,უდიდეს შეურაცყოფას მოგაყენებენ და ამის ვიდეოს გადაგიღებენ როგორ მიხვალ ჩვენების მისაცემად მაინტერესებს ერთი.მიხვალ და სადღაც რომელიმე საიტზე შენი ვიდეო რომ,დაიდოს რას იზამ მერე?თავი რომც მოიკლა ოჯახს მაინც ვერ დაიცავ სირცხვილისგან ამიტომაა ეს ხალხი ჩუმად.ისე მოიკითხეთ თავდაცვის სამინისტროს რემონტის დროს მომუშავე მუშა როგორ ცემა სხვა უამრავი მუშის თვალწინ პირადად ბაჩომ იმის გამო რომ,ფეხზე არ წამოდგა როცა შენობაში შემოვიდა.რამდენი თანხაა აქვთ ასაღები იმავე მუშებს ისიც იკითხეთ.ჯარისკაცებს კითხეთ ვისაც ერთხელ მაინც ქონია მასთან შეხება და რა სიტყვებით ამკობდა მოგიყვებიან.გამოიყვანეს აქ გმირი ეს ნაგავი რა.
13:55 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამაზი
საკვირველი ხალხი ხართ,თუ ასე რიხიანად იძახით,რომ უამრავი ხალხი ყავთ დახოცილიო,მაშინ რამოდენიმე მაინც დაასახელეთ,მაგრამ ვერა,ვერ დაასახელებთ იმიტომ,რომ ჭორის დონეზე იცით დამპალი პოლიტიკოსებიდან,იქნებიან ისინი მიშისტები,თუ ბიძინისტები.ვერ ვიტან პოლიტიკოსებს,მუდამ თავიათსახკარმშენებლებს,დავით აგმაშენებლისგან გასხვავებით.
12:54 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დათა
რეებს ბოდავთ რეებს ცერთ თუ ამდენი იცით ახალაიებზე მიეტრიეთ და ჩვენებები მიეცით !!! ჩორებს და ბოდვებს თავი დანებეთ !!! ცადით ახლა და მაესტროზე გადის სერიალი სავაშის და იმას უკურეთ)))
08:34 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო დამნაშავეა და პასუხიც უნდა აგოს სასამარტლოს წინაშე
06:45 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ერთი მაგისი მაზლი და მამამთილია პატიოსანი ხალხს რომ ხოცავდნენ მაშინ უნდა ეფიქრა რომ გმერტი მოკითხავდა ადრე თუ გვიან
01:14 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გმერთოჩემო რამდენი ადამიანი ყავთ მოკლული და დასახიჩრებული ვეგარ ითვლიან რამდენი მიცვალებულია მაგის სინდისზე და ახლა მამა აბრამის ბატკანი გახდა? აბა იმ ხალხს შეეკითხეთ ვისაც პირადად შეეხო ეს ყველაფერი
01:11 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დათა
ახალაიები იკვნენ არიან და იქნებიან ქვეკნის პატრიოტებიბ!!! განსხვავებით ზოგიერთი დზველი და ახალი მინისტრებისგან !!!
00:23 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ძალიან ნუ გამოუსწორებს კუდს ჯალათს დაჭერის შემდეგ გაიგო მის მეუღლეზე ჭორები? მაგათ ეგონათ ეს ქვეყანა მათი იყო და არასოდეს მოეკითხებოდათ პასუხი ღმერთი რომ არსებობს ამ ქვეყნად და სამრთალი ეს არ იცოდნენ?
22:02 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS