02 ივნისი, 2013
რატომ ითხოვს ბაჩო ახალაიას მეუღლე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას
ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო. ბაჩო ახალაიას სისასტიკეზე უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა. ის არასოდეს კონტაქტობდა მედიასთან. მისი ოჯახის შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ტარიფების განახევრებაზე მეტად ახალაიას დაკავება ეჩქარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ახალაია 7 ნოემბერს დაიჭირეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. ბაჩოს პირველი
მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავს. მეორე მეუღლე - ანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. წყვილი 2009 წელს დაოჯახდა, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირველი ქორწინებიდან -13 წლის მარიამ კერესელიძე.

- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?
- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.
- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.
- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.
- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.
- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.
- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.
- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?
- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 3 ივნისის ჟურნალ „რეიტინგში“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
გგგ
ვინც ახალაიებს იცავს ცოცხი უნდა.....
09:52 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დათა
ზაზა მართალი ხარ
07:49 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
თქვე გონებადაქვეითებულებო თუ ამდენ მოკლულთა და ნაწამებთა მისამართები ან ადგილსამყოფელი იცით რატო არ მოდიხართ სასამართლო პროცესზე!თქვე ენაგატლეკილებო!
23:41 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ანდრია კიდევ დანნო და ძმანნო მისნო თქვე ჭორიკანებო ჯობია ეგენი პროკურატურას მიუყვანოთ ბაჩოს პროცესზე თორემ ცოდვები არიან შპარგალკით დაყავთ ვითომ დაზარალებულები!ფუი თქვენი!თქვენისთანები ნეხვში უნდა იძირებოდეთ!
23:28 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
არცჰევნები დღეს მტელი არქივი გაანადგურეს, როგორ გინდა დაუმტკიცო დანაშაული, მაგრამ ხალხი თქვენს სიყალბეს არ წამოეგება. ეხლა ქველმოქმედიც გახადა, ვის დასცინით...
18:42 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სამი
რა ფულის ღორი უნდა იყო ასეთი, როცა იცი რომ შენ ქმარს შენთან სხვისთვის წართმეული და სისხლიანი ფული მოაქვს სახლში და იმით არჩენს ოჯახს, შენ კი ვითომ არაფრის აზრზე არ ხარ... თუ მართლა აზრზე არ იყავი, ახლა ხომ გაიგე? რატომ არ დაშორდი??? არაა საკმარისი მთელი საქართველო რომ ადებს ხელს წამებაში ახალაიას?
18:17 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სამი
დღეს კი, ვინც შერჩა ნაცმოძრაობას, უკლებლივ ყველა ნაძირალაა! უკლებლივ!!! და თქვენი აზრით რატომ არ ტოვებს რომელიმე ახლანდელი ნაც.მოძრაობის გუნდს? იმიტომ რომ ერთმანეთზე ბევრი რამე იციან და ერთმანეთის ეშინიათ!
18:14 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სამი
ღმერთოჩემო, რით ვერ შეიგნეთ რომ ნაციონალების 90% ნაძირალა იყო! ვისაც ცოტა სინდისი შერჩა, დატოვა ნაცმოძრაობა და გაშორდა ამ საშინელი სისტემის დამაარსებლებს! ახალაიას და მერაბიშვილს უბრალოდ ერთმანეთი სძულდათ, ეს კი იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე კარგია. ორივე ნაძირალაა და მე რომ მოსამართლე ვიყო, ორივეს სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი!
18:10 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დათას თუ ანის?
მალე გიწევთ თქვენც და ბევრ თქვენისთანას ქართველი ხალხის ცოდვა.... თუ უკვე გეწიათ ????
16:11 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანის
შენს უტვინო და სადისტ ქმარს იმდენი ჭკუა კი ჰქონდა სამხილები გაენადგურებინა, და რაც მთავარია, მთელმა საქართველომ იცის, რომ შენი ქმარი და მთელი მისი ჯილაგი სადისტები და მონსტრები არიან, არ ვაჭარბებ, დრაკულას ბევრად აჯობეს. მოვა დრო და საქართველოში მუზეუმი გაკეთდება, სადაც დაწვრილებით გააცნობენ დამთვარიელებლებს ძმები ახალაიების წამების მეთოდებს. ეგენი ერის გენოციდისთვის უნდა გაასამართლო, მაგრამ სად ყავს ამ ქვეყანას პატრონი
14:53 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS