02 ივნისი, 2013
რატომ ითხოვს ბაჩო ახალაიას მეუღლე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას
ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო. ბაჩო ახალაიას სისასტიკეზე უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა. ის არასოდეს კონტაქტობდა მედიასთან. მისი ოჯახის შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი. არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ტარიფების განახევრებაზე მეტად ახალაიას დაკავება ეჩქარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ახალაია 7 ნოემბერს დაიჭირეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. ბაჩოს პირველი
მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავს. მეორე მეუღლე - ანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. წყვილი 2009 წელს დაოჯახდა, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირველი ქორწინებიდან -13 წლის მარიამ კერესელიძე.

- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?
- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.
- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.
- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.
- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.
- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.
- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.
- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?
- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 3 ივნისის ჟურნალ „რეიტინგში“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
კალია
ფაქტია რომ ჯერ-ჯერობით ამ ბიჭს ვერაფერს უმტკიცებენ. მართლმსაჯულებაა სუსტი თუ ამ ბიჭის შესახებ რასაც ყვებოდნენ ქურდული სამყაროს მონაჩმაჯი იყო ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ემოციების და უაზრო ლანძღვის შემცველი კომენტარებსი გარეშე
11:19 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ვის აბოლებთ თკვე საწკლებო სინდისი საერთოთ არ გაკვთ არ გვაცოდებენ ამ სისხლისმსმელებს გრცხვენოდეთ
20:19 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯილდო
ისე აგიდგათ გვერდები, რამდენიც ბაჩო და ვანო არ მოენატროს ხალხს!
20:02 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ცხელ-ცხელი ხაჭაპურები არ უნდა?!
17:47 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რ.ნ
ღმერთმა გაგაძლიეროთ ანი.თამაზის შვილობა ბევრ საქმეში სიკეთით დაგეხმარება.
16:36 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკო
კარგიტ რა მარტო ბაცჰო არარი დამნასჰავე, მეტი დანაჰაულის ცამდენებს მივხედოტ კიდევ რომ ცადიან და აუბედურებენ საქარტველოს,გარყვნილი ზონაა.
16:07 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ასე ამბობს თაკო სალაყაია, ჩემი ქმარი უდანაშაულოაო მაგრამ მერაბიშვილსაც დაუმტკიცებენ,შენგან განსხვავებით სალაყაიასაც ზედ მიაყოლებენ
22:02 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
მართალია შენ ქმარს ჯერ ვერაფერი დაუმტკიცეს მაგრამ,დარწმუნებული ვართ დაუმტკიცებენ
21:58 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თინა
თქვე მართლა უმადურო ბრბოვ!დამისახელეთ,რომელი მინისტრის დროს გაკეთდა ამდენი და როდის დადიოდით ქუჩაში შიშის გარეშე კომუნისტების შემდეგ????ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა ძლივს და ბაიანები აღარ ეყარა შუა ქუჩაში.იმ მოწმეებს რატომ არ ეშინიათ ხელით ჭამა ღირსებას მილახავდაო,რომ ამტკიცებენ?მოაწყვეს ცირკი და ირთობენ თავს.თქვენ ელოდეთ ბიძინას მილიონებს და ღოღნეთ იქამდე გამხმარი პური,მეტის ღირსები მაინც არ ხართ!
15:13 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ნინაკა შენ ცხოვრებაში ერთი ხე მაინც დარგე და მერე განსაჯე სხა!შურით ლამის გასკდე!ნადარეიშვილებს და ახალაიებს თქვენი სითავხედით პირიქით აძლიერებთ!
09:58 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS