22 მაისი, 2014
''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''
ყოველ 17 მაისს მიჩნდება ხოლმე სურვილი, რომ ლგბტ საზოგადოების დასაცავად დავწერო - ''დღეს მეც გეი ვარ!..'' თბილისის მოდის კვირეულმა ჩაიარა. არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი დიზაინერებისგან განსაკუთრებულს არაფერს ელიან, თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი მაინც ინტერესით ელოდება ხოლმე მსგავს ღონისძიებას. მათ შორის ნამდვილად არის ჯორჯ ჯეი ბი, რომელმაც ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ჩაცმულობით, რომელიც მამაკაცისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი, და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მაშინდელ მოდის კვირეულზე შეკრებილი ხალხი გააოცა. დღეს კი მამაკაცები მაღალი ქუსლებით,
გამორჩეული სამოსით, ვარცხნილობით უკვე მოდის კვირეულის ერთგვარ ტრენდად იქცა. ამის მიუხედავად, გავრცელებულმა ფოტოებმა მაინც გააღიზიანა ინტერნეტმომხმარებლები და კვირეულის ზოგიერთი სტუმარი კონჩიტასაც შეადარეს.
როგორც ჯორჯ ჯეი ბი ამბობს, მას ამგვარი შეფასებები არ გაჰკვირვებია. ის კი არადა, თავადაც გაგვაოცა, როცა ''ევროვიზიის'' გამარჯვებულ კონჩიტას გარეგნობასაც გაჰკრა კბილი თავის ''ფეისბუქის'' სტატუსში და დაწერა, რომ მისი ვიზუალი სიმპათიას არანაირად არ იმსახურებს და სექსუალური უმცირესობების იმიჯს ლახავს. საინტერესოა, რატომ ფიქრობს ასე ჯეი ბი და რატომ გაუჩნდა სურვილი, რომ 17 მაისს დაეწერა: ''დღეს მეც გეი ვარ!..''
სულ ბიზნესსა და კომერციაზე ფიქრი ანგრევს დიზაინერს, შემოქმედებასა და ხელოვნებასაც დიდ შეურაცხყოფას აყენებს

- როგორ შეაფასებ თბილისის მოდის კვირეულს? რა მოგეწონა, რა - არა.
- მთელი საქართველო ელოდებოდა მოდის კვირეულს, რადგან ერთწლიანი პაუზა ჰქონდათ. გავრცელდა ხმები, რომ ძალიან საინტერესო მონაწილეები იქნებოდნენ. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ იქნებოდა ბევრი უცხოელი სტუმარი, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოვიდა, რომელთა შეფასებასაც აქვს მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კრიტიკული ვარ, კარგი რაღაცის შემჩნევა და თქმაც შემიძლია. კვირეულის გახსნა ნამდვილად კარგი იყო. პირველი კოლექცია ატელიე ''კიკალამ'' წარმოადგინა. მისი დიზაინერი გახლავთ ლადო ბოკუჩავა. შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი დიზაინერია და გადარეული ვარ, ნამდვილად ტალანტია. საკმაოდ პატარაა ასაკით, მაგრამ იგრძნობა, რომ იცის ფერი, ნაჭერი, ყველაფერი. გახსნის მეორე კოლექცია იყო გოლასი. ვერ მივხვდი, რატომ იყო ერთ დღეს ამ ორი სახლის ჩვენება, რადგან ეს იყო ხარისხების დაჯახება. ''კიკალას'' მერე გოლა დაიკარგა და აღარაფრად ჩანდა. გოლას კოლექციას რომ ვუყურებდი, დილეტანტი დიზაინერის ნამუშევრები მეგონა. არ იგრძნობოდა კოსტიუმებს შორის ჰარმონია, ზედმეტად დაზეპირებულად და მსუყედ იყო გადმოცემული ტენდენცია. ჩემი აზრითა და აღქმით, არ იყო მცდელობა, კოლექცია ცოტა ინდივიდუალიზმისკენ წაეყვანა. გასაგებია, რომ ''დალოოდს'' წარმოადგენდა, მაგრამ სახლმა დიზიანერს არ უნდა მოსთხოვოს, რომ კოლექცია მხოლოდ კომერციის ხაზით ატაროს. სულ ბიზნესსა და კომერციაზე ფიქრი ანგრევს დიზაინერს, შემოქმედებასა და ხელოვნებასაც დიდ შეურაცხყოფას აყენებს. მით უმეტეს, როცა ამას სხვა კარგი კოლექციის ჩვენების შემდეგ აკეთებ. როცა ხარისხს ვამბობ, მაინცდამაინც ნაჭრის ხარისხს არ ვგულისხმობ, რადგან საუკეთესო ნაჭრისგან შეიძლება როგორც კარგი, ასევე ცუდი სამოსის შექმნა. ტენდენცია გასაგებია, მაგრამ დიზაინერმა, თავისი სურვილით, ან რამე უნდა გამოაკლოს ან მიამატოს და მას ბრმად არ მიჰყვეს. მოკლედ, გოლა ჩემთვის დილეტანტი დიზაინერია. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არც მოდის კრიტიკოსი ვარ და არც ბლოგერი.
- გახსნა გასაგებია და როგორი იყო კვირეულის შემდეგი კოლექციები?
- ვფიქრობ, ზოგიერთი დიზაინერი საერთოდ აღარ უნდა დათანხმდეს აქ მონაწილეობას ან არ მიიწვიონ, რადგან რასაც ათი წლის წინ აკეთებდნენ, ახლაც იმავეს კეთებას აგრძელებენ.
- მაგალითად?..
- აკა ნანიტაშვილი. არ მინდა, აკამ ეს ნათქვამი მიწყინოს, მაგრამ ის ჩემთვის საინტერესო დიზაინერი არ არის და მის კოლექციას საერთოდ არ ველოდებოდი, რასაც ვერ ვიტყვი ქეთი ჩხიკვაძეზე. მისი ჩვენებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, რა ჩავიცვა, არ დავაგვიანო-მე-თქი, ვფიქრობდი. ძალიან ველოდებოდი, მაგრამ დამხვდა ის კოლექცია, რაც სამი წლის წინ საქართველოს მოდის კვირეულზე წარმოადგინა. ამ ორ დიზაინერს აქვს გასამართლებელი არგუმენტი, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად უნდა მივიღოთ - მარგალიტები ამ ხნის განმავლობაში თითქოს აკასი გახდა და ის იყენებს ყველაზე მეტად, ქეთი ჩხიკვაძის სიყვარული ბეწვისადმი კი ყველასთვის ცნობილია. ამის მიუხედავად, როცა აკა მარგალიტებს ისევ რომბებად აკერებს და ქეთი ბეწვს ტყავზე კვლავ ზოლებად იყენებს, ორი სანტიმეტრის დაშორებით, ეს სიახლე, რა თქმა უნდა, აღარ არის. შესაძლოა, მათ იმის ხაზგასმა უნდათ, რომ საკუთარი სტილი აქვთ და ამ სტილს ამკვიდრებენ ქართველ მომხმარებელს შორის, ან მეორე მიზეზია - ძალიან კარგად იყიდება და ბიზნესის თვალსაზრისით ძალიან მომგე ბიანია. მე მაინც მგონია, რომ დიზაინერმა უნდა შეძლოს, ხალხს ახალი რამ შეაყვაროს. მე რომ ხუთი წლის წინ ქუდი გავაკეთე და ხალხს შეუყვარდა, დღესაც იმავეს აღარ გავიმეორებ. ახალს გავაკეთებ და ვარ თავდაჯერებული, ვიცი, რომ ხალხს ისიც მოეწონება. ალბათ, რისკზე ვერ მიდიან, არადა, ხელოვნებას უხდება რისკი.
- ცოტა ტენდენციური ხომ არ არის შენი შეფასებები? ვიცი, რომ ერთ-ერთ მონაწილესთან, დიანა კვარიანთან, თანამშრომლობა გაკავშირებს.
- სწორი შეკითხვაა. არ ვფიქრობ, რომ ტენდენციურია. დიანასთან კოლაბორაცია მაკავშირებს კონკრეტულად ახალ კოლექციაზე. დიანამ თავისი კოლექცია ჩემს ქუდებთან სინთეზში წარმოადგინა. ზოგადად რთულია ორი დიზაინერის თანამშრომლობა - თანაც, ქალისა და კაცის და დიანასი და ჩემი, მით უმეტეს, რადგან განსხვავებულები ვართ. ძალიან ბევრი მუშაობის შედეგია კოლექცია, რომელიც დიანამ თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა. ისე მოხდა, რომ მხოლოდ მის ბექსტეიჯში შევიდნენ უცხოელები. დიანასგან არავინ ელოდებოდა ასეთ კოლექციას. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ასეთი ლამაზი და შეკრული ჩვენება, როგორიც იყო დიანასი, ამ მოდის კვირეულზე არ ყოფილა. თანაც, პირველი ჩვენება იყო. რასაკვირველია, არ ვამბობ, რომ ხარვეზები არ ყოფილა, მაგრამ მთლიანობაში მას საუკეთესო ჩვენება ჰქონდა, ასევე ძალიან მომეწონა დათუნა სულიკაშვილის კოლექცია. დათუნა ჩემთვის მაინც განსაკუთრებული დიზაინერია და მისი კოლექცია ძალიან კარგი იყო.
კიდევ ერთ დიზაინერზე გავამახვილებ ყურადღებას. რამაზო რომაზე დიდი ხანია მესმოდა, რომ ის ''კუტიურს'' აკეთებს. მახსოვს მისი ჩვენება მოდის კვირეულზე ორი წლის წინ, სადაც ყველანაირი ჩარჩო დაარღვია, მისი ჩვენება საერთოდ არ ჰგავდა დიზაინერის შემოქმედებას, მოდის კვირეულისთვის შესაბამისი არ იყო, მაგრამ ეტყობა, უყვარს სტერეოტიპების დარღვევა. მოკლედ, ვიფიქრე, ჭორი იყო, რომ რამაზო რომა ''კუტიურს'' აკეთებს, რადგან ამის გასაკე-თებლად ლიცენზია გჭირდება. აუცილებლად დააჯარიმებენ დიზაინერს, თუკი ამ ლიცენზიის გარეშე დააწერს თავის სამოსს ''კუტიურს'' და ძალიან ძვირად გაყიდის. მინდა განვმარტო, რომ მოდელიერი არის შედარებით დაბალი საფეხური, შემდეგ მოდის დიზაინერი და ბოლოს არის კუტიურიე, ამ სიტყვაზე ბევრი ხომ ხუმრობს (იცინის). ''ოტ კუტიური'' მაღალ მოდას ნიშნავს. ასეთი სამოსი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იქმნებოდეს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელით და ღირდეს ძალიან ძვირი. ვიფიქრე, რამაზო რომა გამოსასვლელ კაბებს აკეთებს და ალბათ, ხალხმა ეს შერაცხა ''კუტიურად''- მეთქი, მის ჩვენებას არ დავესწარი, მოგვიანებით ვნახე ფოტოები. სხვათა შორის, თავადაც ამბობს, რომ ეს იყო ''კუტიური''. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერზე მას არასწორი წარმოდგენა აქვს. ყველანაირ ნაქარგს ''კუტიურს'' ვერ დავარქმევთ. მას ამაში ვამტყუნებ. კაბები, რაც იყო წარმოდგენილი, ნამდვილად არ ჯდება ჩემს ესთეტიკაში, თუმცა მოდის კვირეულს მოუხდა, ცოტა ამოვარდნილი იყო ფორმატიდან. დავინახე, რომ ბევრი შრომა იყო ჩადებული. მეორე მხრივ, გასაკვირია, კვირეულზე, სადაც მზა ტანსაცმელს წარმოადგენენ, შენ რატომ აჩვენებ საღამოს კაბებს?!. ესეც მოდის კანონის დარღვევაა.
- ჯეი ბი, ახლა განვიხილავთ თავად ჩვენებებს, მაგრამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ მამაკაცები, რომლებსაც გამორჩეულად ეცვათ, მაღალქუსლიანი, ყვავილებით გაფორმებული ფეხსაცმელები, ვნახეთ გრძელთმიანი, წვერიანი მამაკაცები, რომლებიც კონჩიტას შეადარეს. ამ ფოტოების ინტერნეტით გავრცელებას ხალხის დიდი აგრესია მოჰყვა, თუმცა გვახსოვს, პირველად შენ გამოჩნდი მა-ღალქუსლიანი ფეხსაცმლით...
- პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ინტერნეტმომხმარებლის კომენტარებს ვერ შევაფასებ, რადგან ეკრანს არიან ამოფარებული. მათ კომენტარებს არც ვუსმენ და ვერც გავამართლებ ვერავის მიმართ. რაც შეეხება ბიჭებს, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულზე იყვნენ, ბევრმა აღნიშნა, რომ იყო ჩემი გავლენა. ჩემგან ძალიან არაკოლეგიალური იქნება ამის თქმა და არც ვამბობ. არ ვიცი, აქვთ თუ არა ჩემი გავლენა, მაგრამ გრძელი თმა ალექსანდრე მაკედონელსაც ჰქონდა და მას რატომ არ ადარებენ კონჩიტას?!. ალბათ, ასეთი შედარებებით თავად კომენტარის ავტორები ერთობიან. უბრალოდ, შემიძლია იმის თქმა, რომ აქამდე მახსოვს ეს ადამიანები, ისინი აბსოლუტურად ჩვეულებრივად იყვნენ შემოსილი, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც მე გამოვჩნდი და ამისი მადლობელი ვარ, ძალიან ბევრს შევუყვარდი. მგონია, ეს იმის დამსახურებაა, რომ ადამიანს ეტყობა, ბუნებრივია თუ ხელოვნური. რაც მე მაცვია, ის სხვას რომ ჩააცვა, სასაცილო იქნება, მე არ ვარ სასაცილო. ეს სამოსი ჩემთვის ძალიან ორგანულია და ჩემთვის ქუჩაში რაიმე ცუდი იშვიათად მოუძახებიათ.
როცა ბიჭს გაცვია გრძელი კაბა, ვულგარული, თვალში საცემი კოსტიუმი და გიკეთია უზარმაზარი შავი სათვალე, ამ დროს კი ზიხარ მეექვსე რიგში, ეს შენს არაადეკვატურობაზე მეტყველებს. შავ სათვალეს მოდის სამყაროში სხვა დატვირთვა აქვს. მაგალითად, უკეთია ხოლმე ანა ვინტურს, რადგან ასეთი სათვალე მალავს, საით იყურები და რას ათვალიერებ, რო-გორი რეაქცია გაქვს. შავი სათვალე სულ უკეთია ლაგერფელდს. ამ ადამიანებს არ უნდათ, ხალხმა მათი ემოციები იგრძნოს. ასე ჩაცმა შენს ამბიციაზე მიუთითებს და ამ დროს მასაში ზიხარ, ეს კი სასაცილოა. ერთადერთი ამაში გავაკრიტიკებდი ბიჭებს, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულზე ასე ჩაცმულები გამოჩნდნენ, დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის მისაღებია.
- აღნიშნე, რომ ქუჩაში შენთვის იშვიათად, მაგრამ მაინც მოუძახებიათ ცუდი რამ.
- მოუძახებიათ. ერი უნდა იყოს არანორმალური, რომ რაიმე არ მომაძახოს (იცინის).
- ახლა ხომ საკმაოდ ცუდი ფონია ამ მხრივ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე რა აზრის ხარ?
- მგონია, რომ ეს არაფერს შეცვლის. კულტურის მხრივ არ ვიხვეწებით და არც მენტალიტეტი იცვლება. ის კი არ იციან, რომ ხელოვნება, მწერლობა, მხატვრობა, პოლიტიკა - ამ სფეროებში არასტანდარტული ხალხი ქმნის ბევრ რამეს.
- საკუთარ თავს არასტანდარტულ ადამიანად მიიჩნევ?
- მე არ მივიჩნევდი თავს არასტანდარტულად და ვფიქრობდი, რატომ უკვირთ ჩემი ჩაცმულობა-მეთქი. მერე, როცა საკუთარი თავი ფოტოებში ვნახე, მივხვდი, რომ იქ მხოლოდ მე ვჩანვარ გამოკვეთილად. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. ხალხმა მაჩვენა, რომ მე მათგან განვსხვავდები.
- კონჩიტაზე ასეთ სტატუსს შენგან არავინ ელოდებოდა.
- დავწერე, რომ ''ევროვიზიის'' გამარჯვებული კონჩიტა ვულგარულად და უგემოვნოდ გამოიყურებოდა და მისი ქმედება იყო სექსუალური უმცირესობების რეპუტაციის შემლახველი. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მიყვარს ყველანაირი უმცირესობა და მათ პატივს ვცემ, რადგან მათ კონკრეტულ საკითხებზე უმრავლესობისგან განსხვავებული, საინტერესო მოსაზრებები აქვთ. მაგრამ საზოგადოება ყველას ერთ ქვაბში ხარშავს. როდესაც ამბობ, რომ ხარ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და ხალხს ებრძვი, ოღონდ ძალიან ცუდად, უნდა იფიქრო იმაზე, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. ჩაიკოვსკი და კონჩიტა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და ხალხს ყველა გეი ერთი და იმავე კატეგორიის ჰგონია. ჩაიკოვსკის აქვს ნათქვამი, რომ თავისი საუკეთესო სიმფონია საყვარელ მამაკაცს მიუძღვნა. ამ დროს გამოდის კონჩიტა და ამბობს, რომ ისიც ამ საზოგადოების წარმომადგენელია. ადამიანებს არასწორი წარმოდგენა ექმნებათ და უჭირთ განსხვავება. როცა ჩაიკოვსკის და კონჩიტას ვადარებ, მწყინს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სექსუალურ უმცირე-სობებში უამრავი გენიოსი იყო. ქართულ შოუბიზნესშიც არიან გეები, რომლებიც ხალხს უყვარს და არ იციან მათი სექსუალური ორიენტაცია. რომ გამოვიდნენ და აღიარონ, რისკია, ან მიიღებს ხალხი, არ - ვერა. შესაძლოა თქვან, უი, გეებშიც ყოფილა კარგი ხალხიო. მე წინააღმდეგი ვარ იმ იდიოტური გამონათქვამების თუ საქციელის, რომლებითაც თავად ამ საზოგადოების წარმომადგენლები ლახავენ თავიანთ რეპუტაციას. ისე, როგორც ეს კონჩიტამ გააკეთა, თუმცა ნიჭიერია და ემოციურად იმღერა. მიუღებელი გახდა არა თავისი წვერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არადახვეწილად და არაესთეტიკურად მიაწოდა საზოგადოებას.
- შენზე უთქვამთ, გეიაო?
- ამის მეტს რას ამბობენ (იცინის). ''პროფილში'' ვუპასუხე ამ შეკითხვას, მაგრამ ზოგმა სხვანაირად გაიგო და გაეღიმათ. მე ვთქვი, რომ სიყვარული გრძნობაა, სიძულვილიც გრძნობაა. როცა ამბობენ, ღმერთი ამას უარყოფსო, სახარება კარგად უნდა წაიკითხონ. ღმერთი არ ამბობს, მაინცდამაინც ქალი გიყვარდეს ან კაციო, უფალი ამბობს, მთავარია გიყვარდეს. მე ყველაფერს ვამართლებ, რაც ხდება გულით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. არ ვამართლებ, რაც გარყვნილებით ხდება.
- ელოდები, რომ ცნობილი ადამიანებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, რომ გეია?
- ყოველ 17 მაისს მიჩნდება ხოლმე სურვილი, რომ ლგბტ საზოგადოების დასაცავად დავწერო - ''დღეს მეც გეი ვარ!..'' ვფიქრობ, ეს ყველა ცნობილ ადამიანს უნდა დაეწერა. თუმცა წინა 17 მაისს ამისი სურვილი არ მქონია. ისევ კონჩიტას მაგალითს მოვიყვან - როცა მეც კი, რომელსაც უყვარს ყველაფერი განსხვავებული, მიჩნდება პროტესტის გრძნობა და თვალების დახუჭვა მინდება მისი დანახვისას, ბაბუაჩემს აღარ უნდა მოსთხოვო, რომ კონჩიტას არ შეაგინოს. იგივე გრძნობა მაქვს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც წინა წელს 17 მაისს იყვნენ გასული აქციაზე. პროტესტი გასაგებია, მაგრამ გააჩნია გამოხატვის ფორმას - სამების წინ ჩახდა, ქაშუეთის წინ გახდა და ფოტოების გადაღება არ არის სწორი საქციელი. ხარს რომ წითელს აუფრიალებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ გამოგეკიდება და შესაძლოა, მოგკლას. მერე გამოდიან და ამბობენ, ჩვენს უფლებებს ზღუდავენო. ასეთი ადამიანები მთლიანად ლგბტ საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას. გააჩნია, ხალხამდე როგორ მიიტან ყველაფერს. რასაკვირველია, გიჟი ყველგან არის და შესაძლოა, ნებისმიერმა რამემ გამოიწვიოს აგრესია, მაგრამ ასე პირდაპირ თვალში რაღაცის გათხრა, მით უმეტეს, ქართული საზოგადოებისთვის, არ შეიძლება.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ბობი ბრაუნი
ეს პეტუხი ვინ არი სიმონ,წადი ლგბტში,მერე,თუ ეგრე გეცოდებიან შე ფაერშევანგო....აქტივისტად გამოდგები,და პარადის წინამძღოლად....თქვენი დრო დამთავრდა საქართველოში,გაიგეთ ერთხელდასამუდამოდ, გაუმარჯოს საქართველოს, პ...აროდისტების გარეშე,ძირს ჰომოსექსუალიზმი,სიკვდილი პ...აროდისტებს
21:01 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
უი, ეს ბიჭი მართლა ასეთი ალოგიკურია თუ მე მომეჩვენა ასე? ჯერ ერთი რას ქვია ჩაიკოვსკი და კონჩიტა, რა შედარებებია ეს, კონჩიტა არის კონჩიტა, ჩაიკოვსკი - ჩაიკოვსკი, ელტონ ჯოჰნი - ელტონ ჯოჰნი,ენტონი ჰეგარტი – ენტონი – ჰიგარტი, მე ვარ მე და შენ ხარ შენ... რას ქვია აქ ისიც გეია და ესეც?!!!! ზლოგიკააააააააააააა... კონჩიტამ გეები და ტრანსები კი არ შეარცხვინა, პირიქით, შექმნა პრეცენდენტი დაიწყოს რაღაც ახალი, რაც ჯერ სხვებმა ვერ გაბედეს, შენ კი აქ ვიღაც suckართველოს არარსებულ ფეშენბიზნესში დაკარგული მას აკრიტიკებ.. მართლაც რომ ფაცეპალმ
01:14 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ყოჩაღ ამ ბიჭს, ონტერვოის მეორე ნაწილი ჰომოსექსუალებზე საკმაოდ კარგად და ჭკვიანურად ჩამოაყალიბა
16:55 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ttttttt
Da shen ara xar tavad konhita?
19:33 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიიიიიიიიი
ერთმანეთისგან ნეტავ რით განსხვავდებით? ააააააააა მივხვდი იმას სახეზე წვერი აქვს შენ არა :D
09:56 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS