21 მაისი, 2014
რატომ დაწყევლეს შალვა რამიშვილის შოუში მონაწილეობის შემდეგ სოფია გაჩეჩილაძე
საიტებზე წერენ, რომ ტუჩის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მკერდი გადიდებული, თითქოს ჩემი გარეგნობა მთლიანად ფოტოშოპის დამსახურებაა 29 წლის სოფია გაჩეჩილაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. 29 წლამდე მისი კარიერა მხოლოდ ფოტოგადაღებებით შემოიფარგლებოდა, მცირე ხნის წინ კი შალვა რამიშვილის შოუში კორსეტით გამოჩნდა. ჩაცმულ სოფიას შალვამ ეთერში ტანსაცმელი შემოაძარცვა და კორსეტის ამარა დარჩენილი გოგონა პოლიტიკოსს შეადარა. სოფიას კადრებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტეთ, გოგონა თქვენთვის უკეთ გაგვეცნო.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზ
არდე. სამედიცინო კოლეჯში ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ ბოლომდე არ დამიმთავრებია, არ მომწონდა ეს პროფესია. ამის შემდეგ დავიწყე ფოტომოდელობა. მამა დაღუპული მყავს და მე, დედა და ძმა ერთად ვცხოვრობთ. დაოჯახებული არასოდეს ვყოფილვარ.
- რა ასაკში დაიწყე ფოტოების გადაღება?
- მაშინ ოცი წლის ვიყავი. თავიდან ჰობის დონეზე მქონდა, მაგრამ მერე იმდენად მომეწონა, რომ ახლა უკვე თამამად ვპოზირებ კამერების წინ. ძირითადად, ქუთაისელ ფოტოგრაფებთან ვიღებ. სამწუხაროა, რომ სოციალური ქსელიდან ჩემს ფოტოებს იპარავენ და სხვადასხვა საიტებზე წერენ, რომ ტუჩის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მკერდი გადიდებული, თითქოს ჩემი გარეგნობა მთლიანად ფოტოშოპის დამსახურებაა.
- როგორ ხვდებიან შენს ფოტოსესიებს ოჯახის წევრები?
- დედასთვის რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე შეგუებულია. ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ მაინც ქუთაისი იყო და დამენებებინა თავი ფოტოების გადაღებისთვის, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, ამას ვერ გავაკეთებდი. საერთოდ, გოგონებისგან უფრო მეტი აგრესია მოდის, ვიდრე მამაკაცებისგან, მაგრამ ვცდილობ, ამას არ ავყვე. ყველას ვერ მოვეწონები.

Rating

- გარდა ფოტოგადაღებებისა, კიდევ რას საქმიანობ?
- ამ ეტაპზე მხოლოდ ამით ვარ დაკავებული, თუმცა ძალიან მომწონს სამეჯლისო ცეკვები და მინდა, სამოყვარულო კურსებზე ვიარო. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საიტზე კონკურსი გამოცხადდა და ჩემმა ფოტომ საპრიზო ადგილი დაიმსახურა. სამწუხაროდ, თბილისში დაჯილ-დოებაზე ვერ ჩამოვედი, მაშინ ოჯახში რაღაც პრობლემები მქონდა.
- კამერის წინ გაშიშვლების კომპლექსი ადვილად დაძლიე?
- საქართველოში სხვანაირი მენტალიტეტია, ყველაფერს მძიმედ აღიქვამენ. ამ დროს გააჩნია ფოტოგრაფს, თუ ის პროფესიონალია, თავისი საქმე უყვარს, მასთან მუშაობა გაცილებით მარტივია.
- თბილისში კარიერის აწყობა არ გიცდია?
- დედაქალაქი ძალიან მიყვარს, შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თბილისში უფრო პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან, ვიდრე ქუთაისში. ძალიან მინდა ჩამოვიდე და პორტფოლიოსთვის სურათები გადავიღო. მომწონს სტუდიური ფოტოები.
- თუ პროფესიონალი გადაგიღებდა, მთლიანად გაშიშვლებაზეც დათანხდებოდი?
- თუ პროფესიონალი გიღებს ფოტოებს და აუცილებელია, ალბათ - კი, მაგრამ არაპროფესიონალთან მუშაობა ძალიან რთულია.
- სოფია, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება ქუთაისში.
- საერთოდ, უამრავი ადამიანი მწერს, რომ ჩემი ფოტოები ძალიან მოსწონთ. მთხოვენ, რომ სოციალურ ქსელში უფრო მეტი ფოტო გამოვაქვეყნო. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ქუთაისში ჩემზე ბევრს ჭორაობენ და აქედან გამომდინარე, ბევრი მიცნობს. იმასაც ჭორაობდნენ, რომ ვითომ ქმარ- შვილი მყავდა და ოჯახი დავანგრიე. იგონებენ, რომ პლასტიკური ოპერაციების სერია გავიკეთე.
- სერიოზულად შეყვარებული თუ ყოფილხარ?
- დიახ, თუმცა ეს სიყვარული კრახით დასრულდა. ეს ხდებოდა ქუთაისში, აქაური მენტალიტეტის ფონზე. ის ადამიანი ვერ იქნებოდა ჩემნაირ გოგონასთან, რადგან გულახდილი ფოტოების გადაღება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მშვიდად დავშორდით ერთმანეთს. ახლა მის მიმართ არავითარი გრძნობა აღარ მაქვს.
- როგორი მამაკაცები მოგწონს?
- მთავარია, მამაკაცმა ქალი დააფასოს და პატივი სცეს. გარეგნულად ყველა ულამაზესი ვერ იქნება. ჩემთვის მთავარი შინაგანი და სულიერი სილამაზეა. საყვარელი ქალი ჭორების გამო არ უნდა დათმოს.

Rating

- ქუთაისში როგორი ჩაცმული დადიხარ?
- თუ განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, ვცდილობ, გამომწვევად არ ჩავიცვა. ძირითადად, ჯინსით დავდივარ.
- ''შალვა რამიშვილის შოუში'' როგორ მოხვდი?
- შალვას გადაცემები ძალიან მომწონს, ''ფეისბუქზე'' დავუმეგობრდი. როგორც კი ჩემი ფოტოები ნახა, შოუში მონაწილეობა შემომთავაზა. მონოლოგის დროს კორსეტით უნდა ვყოფილიყავი. ტელევიზიაში ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა. ძალიან მოეწონათ ჩემი ოჯახის წევრებს.
- პოლიტიკასთან რამე თუ გაკავშირებს?
- არა, უბრალოდ, ერთი პერიოდი მეგობრებს ვეხმარებოდი და ''ნაციონალური მოძრაობის'' ახალგაზრდული პარტიის ეგიდით ჩატარებულ კონცერტებზე დავდიოდი.
- ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?
- ''ნაციონალური მოძრაობიდან'' გიორგი ვაშაძე მომწონს ძალიან. ''ქართული ოცნებიდან'' ზურაბ ზვიადაურს გამოვარჩევდი. ძალიან კარგი ადამიანია და პირადად ვიცნობ. ზურა ჩემი მეგობრის შვილის ნათლიაა და იქ გავიცანი.
- გადაცემაში გამოჩენის შემდეგ ალბათ უამრავი ადამიანი გამოგეხმაურა.
- როგორც კი ჩემი კადრები გავიდა, სოციალურ ქსელში უამრავი მესიჯი მომდიოდა, მწერდნენ, რატომ წახვედი შალვასთანო. მე მომწონს მისი გადაცემა და არ მესმის, რატომ არ უნდა წავსულიყავი. ერთმა ქალმა დამწყევლა, გადაცემაში როგორ გაშიშვლდიო, არადა, იქ სიშიშვლე საერთოდ არ ყოფილა. გადაცემაში ჩემი მონაწილეობის დროს დათო ხუჯაძე იყო სტუმრად. ჯგუფ ''სახის'' ფანი ვიყავი და ფორჩხიძისა და ხუჯაძის ნახვა ძალიან გამიხარდა. ხუჯაძე მომესალმა, მკითხა, საიდან ვიყავი და რას ვსაქმიანობდი.

Rating

- სოფია, შესაძლოა, კიდევ გიხილოთ ტელევიზიით?
- შემოთავაზება თუ იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები. არავისი აზრი არ მაინტერესებს, ყველა ერთნაირად ვერ იგებს, თან აგრესია, როგორც გითხარით, მხოლოდ გოგონებისგან მოდის. ქუთაისში ერთ-ერთ კლუბთან მქონდა ფოტოსესია და შემდეგ, როდესაც სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, ისეთი აგრესია წამოვიდა, წერდნენ, ამას როგორ გადაუღეთო, მეპატრონე იძულებული გახდა, სურათები აეღო.
- როგორ წარმოგიდგენია მომავალში შენი კარიერა?
- არ მინდა, რომ ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ძალიან მინდა, წარმატებული კარიერა მქონდეს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ნინა
ვაი ვაიი !!! საით მიექანება საქართველო (((
13:59 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ოპაა
თქვენ მარტო ვინმე გალანძღინათ რაა.მოსწონს და იყოს, რა გიშავდებათ თქვენ.:D
17:36 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
:))))
10 კილო რომ დაიკლო კარგი იქნებოდა.ასაკიანი ქალიის წონა გაქვს.
16:08 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
***
რა უშნოააა:( შტანგისტის ტანი აქვს და მარტო ჩამოკორწიალებული ძუეძუები ხომ არაა საქმე. ფუუჰ, ყველანაირი ესთეთიზმი დარღვეულია ამ გოგოში
13:47 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელგუჯა
გოგონი ტვინიც მიანძრიე ხოლმე რა. აგრესია თუ არ მოგწონს,მაშინ რამიშვილი როგორ მოგწონს. მაგაზე დიდი არაკაცი არ დადის საქართველოში არავინ..ჩაიხადე კიდევ მაგის შოუში,რადგან ესაა შენი საყვარელი ადამიანი და გადაცემა.
13:45 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
დიდი არაფერი არ არის....არც სახე და არც ფოტო-მოდელის ტანი.და ჰგავს გათხოვილ ან განათხოვრს.თან უკვე სულ გაუხდია და ამბობს ინტერვიუში თუ პროფესიული ფოტოგრაფი შეხვდება მაშინ გაიხდიდა.ამაზე მეტად რაღას იხდის არ მესმის.ეეჰ......სჯობია სწავლას მიხედო შორს ვერ გახვალ მაგ მონაცემებით.
13:20 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ддд
ქუტაისში არ ვიცი რა ხდება-ძალიან ბევრი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები რატომ ყავთ...
11:39 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
აშკარად შტერი გოგოა სამედიცინოს თავი დაანებ ო დროებითი რაღაც ფოტოსესიებისთვის.
10:49 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
შაკო
ძაან ჯიშიანი ჯიქანი გაქვს საყვარელო, უუუუჰჰ
10:39 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
გექნება კიდევაც წარმატებული კარიერა თუ რამიშვილთან გამოსვლებს აღარ გააგრძელებ.
19:28 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS