21 მაისი, 2014
''სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვისიამოვნო''
ჩემი შვილები ჩემ გვერდით იქნებიან და მივცემ იმას, რისი მიცემაც მინდა, რაზეც ვოცნებობ მარკუს მეტრეველი ეპატაჟით ისე გვანებივრებს, რთულია, დღეს ამ მომღერლის სკანდალური განცხადებებით ვინმე გააკვირვო. თუმცა, დამერწმუნეთ, დღევანდელ ბლიცინტერვიუში ბევრ ისეთ ფრაზას ამოიკითხავთ, თვალები შუბლს ზემოთ აგივათ.

- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში...
- ვიქნებოდი ძალიან წარმატებული, ბედნიერი და უფრო თავისუფალი.
- დღეს რა გიშლის ხელს თავისუფლებაში?
- ბევრი რამ. უაზრო, მოძველებული, მოდაგასული ტრადიციები.
- რომ ვყოფილიყავი ქალი...
- კონჩიტას მოვუგებდი ''ევროვიზიაზე'' (იცინის).
- რისი
თქმა გინდა, მარიკო ებრალიძე ვერ არის მაგარი ქალი?
- შეიძლება, არის მაგარი ქალი, როგორც ქალს, არ ვიცნობ. როგორც მომღერალი კარგია, მაგრამ არა ''ევროვიზიისთვის''.
- ძალიან მრცხვენია, რომ...
- დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, კიდევ ლაპარაკობენ ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილობის ინსტიტუტსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე.
- ვბრაზდები, როცა...
- ვხვდები გოიმ, განუვითარებელ და უწიგნურ ადამიანებს. პროვინციალებს არ ვიტყვი, რადგან ამას წინათ ერთ-ერთ რაიონში ვიყავი და იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი... გაუნათლებელ, უვიც და ხამ ადამიანებზე ვბრაზდები.
- როგორ ადამიანს უწოდებ გოიმს?
- ყოველდღე ჩემს კოლეგებს რომ ლანძღავენ და თვითონ არაფერს წარმოადგენენ, წიგნიც რომ არ აქვთ გადაშლილი, ღირსებით რომ ვერ უტოლდებიან მათ და ლანძღვით რომ ცდილობენ გაუტოლდნენ, მათ შორის მეც. ჩაცმულობაზე აღარაფერს ვამბობ.
- რამ გაგამწარა?
- გოიმი მიწოდეს, უგემოვნო. საშინლად აცვია, პროვინციის პრინციაო, ისეთებმა თქვეს ჩემზე, გოიმსაც რომ ვერ ვუწოდებ.
- სექსი არ მექნება...
- ცხოველებთან და მკვდართან.
- უკმაყოფილო ვარ, თუ სექსის შემდეგ...
- ვერ დავაკმაყოფილებ ჩემს შეყვარებულს (იცინის).
- ხშირად გაქვს ასეთი შემთხვევები?
- (იცინის) არა, ერთხელ იყო და ისე გამიტყდა...
- გააგრძელე მასთან ურთიერთობა?
- აბა, რაა, ძალიან ვეცადე დამეკმაყოფილებინა და მიზანს მივაღწიე.
- დღეს როგორია შენი სექსუალური ცხოვრება?
- ფანტასტიკური.
- შენი პარტნიორი ქალია თუ კაცი?
- სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ვისიამოვნო (იცინის).
- ბედნიერი ვიქნები თუ...
- ჩემი შვილები ჩემ გვერდით იქნებიან და მივცემ იმას, რისი მიცემაც მინდა, რაზეც ვოცნებობ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ბიძინა
შენისთანების გამო მეზიზგება 21 საუკუნე შე პიდარასტო
10:17 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
ვაი შენს პატრონს და ვაი მას ვისაც შენი სჯერა. ავადმყოფი ხარ მარკუს.
10:06 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაქა
ამაზრზენები ხართ ჟურნალისტები და თქვენი რესპოდენტები!რა კითხვებს სვამთ?!!!!!!!არ დამობლოკოთ კომენტარი.
09:38 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
რა უნდა ასწავლო შენს შვილებს რა გაქვს სხვაზე სალაპარაკო ერთი წიგნი გაქვს შენ თვითონ წაკითხული ? (დარწმუნებული ვარ არა.0 თუ განსხვავებული ორიენტაციის არა ხარ ე.ი. გოიმი ხარ, შენ შენი შვილები დამოძღვრე ასე სხვისას თავი დაანებე გადაგვარებულო
09:25 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS