21 მაისი, 2014
''სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვისიამოვნო''
ჩემი შვილები ჩემ გვერდით იქნებიან და მივცემ იმას, რისი მიცემაც მინდა, რაზეც ვოცნებობ მარკუს მეტრეველი ეპატაჟით ისე გვანებივრებს, რთულია, დღეს ამ მომღერლის სკანდალური განცხადებებით ვინმე გააკვირვო. თუმცა, დამერწმუნეთ, დღევანდელ ბლიცინტერვიუში ბევრ ისეთ ფრაზას ამოიკითხავთ, თვალები შუბლს ზემოთ აგივათ.

- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში...
- ვიქნებოდი ძალიან წარმატებული, ბედნიერი და უფრო თავისუფალი.
- დღეს რა გიშლის ხელს თავისუფლებაში?
- ბევრი რამ. უაზრო, მოძველებული, მოდაგასული ტრადიციები.
- რომ ვყოფილიყავი ქალი...
- კონჩიტას მოვუგებდი ''ევროვიზიაზე'' (იცინის).
- რისი
თქმა გინდა, მარიკო ებრალიძე ვერ არის მაგარი ქალი?
- შეიძლება, არის მაგარი ქალი, როგორც ქალს, არ ვიცნობ. როგორც მომღერალი კარგია, მაგრამ არა ''ევროვიზიისთვის''.
- ძალიან მრცხვენია, რომ...
- დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, კიდევ ლაპარაკობენ ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილობის ინსტიტუტსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე.
- ვბრაზდები, როცა...
- ვხვდები გოიმ, განუვითარებელ და უწიგნურ ადამიანებს. პროვინციალებს არ ვიტყვი, რადგან ამას წინათ ერთ-ერთ რაიონში ვიყავი და იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი... გაუნათლებელ, უვიც და ხამ ადამიანებზე ვბრაზდები.
- როგორ ადამიანს უწოდებ გოიმს?
- ყოველდღე ჩემს კოლეგებს რომ ლანძღავენ და თვითონ არაფერს წარმოადგენენ, წიგნიც რომ არ აქვთ გადაშლილი, ღირსებით რომ ვერ უტოლდებიან მათ და ლანძღვით რომ ცდილობენ გაუტოლდნენ, მათ შორის მეც. ჩაცმულობაზე აღარაფერს ვამბობ.
- რამ გაგამწარა?
- გოიმი მიწოდეს, უგემოვნო. საშინლად აცვია, პროვინციის პრინციაო, ისეთებმა თქვეს ჩემზე, გოიმსაც რომ ვერ ვუწოდებ.
- სექსი არ მექნება...
- ცხოველებთან და მკვდართან.
- უკმაყოფილო ვარ, თუ სექსის შემდეგ...
- ვერ დავაკმაყოფილებ ჩემს შეყვარებულს (იცინის).
- ხშირად გაქვს ასეთი შემთხვევები?
- (იცინის) არა, ერთხელ იყო და ისე გამიტყდა...
- გააგრძელე მასთან ურთიერთობა?
- აბა, რაა, ძალიან ვეცადე დამეკმაყოფილებინა და მიზანს მივაღწიე.
- დღეს როგორია შენი სექსუალური ცხოვრება?
- ფანტასტიკური.
- შენი პარტნიორი ქალია თუ კაცი?
- სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ვისიამოვნო (იცინის).
- ბედნიერი ვიქნები თუ...
- ჩემი შვილები ჩემ გვერდით იქნებიან და მივცემ იმას, რისი მიცემაც მინდა, რაზეც ვოცნებობ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
თათია
მაგის ორიენტაცია არავის საქმე არ არის,ყველამ თავის თავს მოუაროს
16:25 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
კაი ხმა აქვს მარა ორიენტაციის რა მოგახსენოთ!!
15:25 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
განურჩევლობა
ტატა, ბაქიას და გაურკვეველი სქესის ადამიანს შენი შეძახილი არ უშველის, არა! ისე, ეს შენი სურვილი, უფრო წყევლაა - მიაწექი არა, თითონ მისაწოლია და მინაწოლიცაა(სხვისგან). ახლა , მოეშვი, ნუ დაიზაბე და წარმოიდგინე, ამ ტიპს როგორ აწვება ვიღაც და ..."შემდგარი კონტაქატის მდგომარეობაში ამხედრებული" სხვა მამრი და ... ხოდა, შენ იცი, რა!
15:17 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგი
როგორ არცხვენ მაგ გვარს რაც გაქვს!!!.....
15:04 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
Bრავო მარკუს, მიდი მასე მიაწექი. Hაგად მოაზროვნე ხარხაr..კk3ხk3x6 თარმატებები..
14:23 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
საცოდავი შენი შვილები. კიდევ კარგი შენთან არ ცხოვრობენ, შე პიდარასტო. შენგან რა უნდა ისწავლონ შენმა შვილებმა.
12:56 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გამა
ამან სექსი იცის? კითხეთ რააა.. ტილოს მოსმა და იატაკების მოწმენდა უფრო აქ ნასწავლი ამ patentboy-მ))))
12:54 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
თვალები შუბლზე კითხვებისგან უფრო ამივიდა ვიდრე პასუხებისგან)))
12:48 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანე
ვაი,სად მიდიხარ უბედურო საქართველოვ!!!
11:14 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
და რატომ უნდა ამივიდეს შუბლზე თვალები ??
11:10 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS