15 მაისი, 2014
ყველაზე თამამი ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც ''პლეიბოიში'' გაშიშვლდნენ
მაშინ ყველა მეორე ოჯახში კომპიუტერი არ იდგა და ფოტოები ინტერნეტით ნაკლებად ხელმისაწვდომი გახლდათ ''გასართობი ჟურნალი მამაკაცებისთვის'' - ეს წარწერა ჟურნალ ''პლეიბოის'' 1953 წლის 1 დეკემბრიდან ამშვენებდა, თუმცა ეს სიახლე საქართველოში 21-ე საუკუნეში შემოიჭრა.
2007 წლის მაისში ხმაურით დაანონსებული პირველი ნომერი გამოვიდა. რედაქტორი ნიკო ნერგაძე გახლდათ, ქართველებიდან კი გაშიშვლება პირველებმა ნინა წკრიალაშვილმა და ქეთი ყიფშიძემ გაბედეს.

პირველი ნომრის პრეზენტაციას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ინგა გრიგოლიას მაშინ ''იმედზე'' მიჰყავდა საავტორო გადაცემა და მაყურებელს კარგად ახსოვს ჯონდი ბაღათურიასა და
ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება, ლელა წურწუმიასა და ხათუნა ჟორდანიას კრიტიკა და ხატია სიჭინავას მიერ ქართული ტრადიციების დაცვა.

ეს გადაცემა სატელევიზიო რეიტინგების ისტორიაში შეგვიძლია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეთერად მივიჩნიოთ, რადგან მაშინ თითქმის მთელი საქართველო შოუბიზნესურ დაპირისპირებას ადევნებდა თვალს.

მეორე ნომერში გაშიშვლება უფრო მარტივი აღმოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით გაიხადეს შორენა ბეგაშვილმა, მომღერალმა თამთა ჭელიძემ, ჯეობარელებმა - მულატკამ, სოფია კენ-ჭიაშვილმა, ელენე კაკაბაძემ, ნელიკო ნაჭყებიამ... ჟურნალში პლეიმეიტებიც გამოჩნდნენ, გოგონები, რომლებიც თითქმის მთლიანად გახდაზეც იყვნენ თანახმა.

ჟურნალი 6 ლარი ღირდა. მაშინ ყველა მეორე ოჯახში კომპიუტერი არ იდგა და ფოტოები ინტერნეტით ნაკლებად ხელმისაწვდომი გახლდათ. აქედან გამომდინარე, ქართველი მამაკაცები ბევრს ლაპარაკობდნენ ჟურნალში გაშიშვლებულ გოგონებზე, მაგრამ ''პლეიბოის'' ნაკლებად ყიდულობდნენ.

ამის მიუხედავად, ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, ვინ გარისკავდა გაშიშვლებას მორიგ ნომერში და ''პლეიბოის'' შემდეგ ეს გოგონები ყვითელი პრესის გემრიელი საკბილო ხდებოდნენ.

რამდენიმე ნომრის გამოსვლის შემდეგ ჟურნალი დაიხურა. უამრავი ვერსია გაჩნდა. ერთი რამ ფაქტი იყო, რომ ''პლეიბოი'' ისე ვერ იყიდებოდა, საკუთარი თავი შეენახა. ამბობდნენ იმასაც, რომ გამომცემლებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს, ქართულმა მენტალიტეტმა ეს ჟურნალი არ მიიღო. კიდევ უამრავი სხვა ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა მხოლოდ ჭორის დონეზე დარჩა.

ამ ამბიდან შვიდი წელი გავიდა და დღეს გაშიშვლება აღარავის უკვირს. სოციალურ ქსელში ქართველი ვარსკვლავების დიდი ნაწილი თამამად პოზირებს საცურაო კოსტიუმში და ზოგიერთი მათგანი უფრო გულახდილ ფოტოებსაც აქვეყნებს. ყოველ შემთხვევაში, სიშიშვლით ვერავის გააკვირვებ.

ამჯერად შევეცდებით, თვალი გადავავლოთ, როგორ შეიცვალა ყველაზე თამამი ქართველი გოგონების ცხოვრება ''პლეიბოის'' შემდეგ.

ნინა წკრიალაშვილს პოპულარობა ცნობილი ჟურნალის ქართულ ანალოგში გაშიშვლებამდეც არ აკლდა. ნინა ყოველთვის ყვითელი პრესის სასურველი სტუმარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური კარიერა სულ რამდენიმე სიმღერას ითვლიდა, ბევრ პროდუქტიულ ვარსკვლავზე პოპულარული გახლდათ.

ნინას ამ გაშიშვლებამ უფრო მეტი პოპულარობა და კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მოუტანა. პრესის ჟურნალისტები ხშირად ეკითხებოდნენ, როგორ რეაგირებდა მისი ოჯახი ჟურნალში მომღერლის შიშველი ფოტოების გამოქვეყნებაზე. ფაქტია, რომ ნინას სხეულის დემონსტრირებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, დღეს კი ეს ნაკლებად ახსოვთ, რადგან მომღერალს ქართული საზოგადოებისთვის შემდეგაც არ მოუკლია ახალ-ახალი სკანდალები. ამის მიუხედავად, დღემდე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართული ''პლეიბოის'' ისტორიაში ნინას ფოტოები ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი გახლდათ.

Rating

შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ''პლეიბოიში'' გაშიშვლება გარდამტეხი აღმოჩნდა. მანამდე თამუნა ამონაშვილის ერთ-ერთ კლიპში შესრულებული როლით საზოგადოებისთვის თავი გან-საკუთრებულად არ დაუმახსოვრებია. მაშინ მსახიობი დაოჯახებული გახლდათ. როგორც შემდეგ აღნიშნა, ოჯახი ''პლეიბოის'' გამო არ დანგრევია, რადგან ჟურნალის პრეზენტაციაზე მეუღ-ლესთან ერთად გახლდათ.

''პლეიბოის'' მოჰყვა სექსუალური კუკის როლი ''პირველ არხზე'' ერთ-ერთ სერიალში, სადაც პარტნიორობას მალხაზ ქვრივიშვილი და პაატა გულიაშვილი უწევდნენ. მისი პოპულარობა ამის შემდეგ ერთიორად გაიზარდა და წლების განმავლობაში კარიერაში ჩავარდნა არ ჰქონია. ეკრანზე კიდევ ორჯერ მოუწია გაშიშვლებამ, ერთხელ ავთო ვარსიმაშვილის ფილმში ''იდიოტოკრატია'' და მეორედ დათო იმედაშვილის ''ოცნების ქალაქში''.

დღეს შორენა სიშიშვლით ხალხს აღარ აკვირვებს, თუმცა ეს იყო საუკეთესო გზა კარიერის ასაწყობად და პირველად ქართულ სინამდვილეში წარმატებული კარიერა წარმატებული გათხოვებით არ დაუნგრევია.

Rating

ქეთი ყიფშიძე ''პლეიბოიმდე'' რამდენიმეწლიან სატელევიზიო კარიერას ითვლიდა. მეუღლეს გაშორებული შვილთან ერთად ცხოვრობდა და ნინასთან ერთად ისიც ყვითელი პრესის სასურველი სტუმარი გახლდათ, თუმცა სკანდალებით ნაკლებად გამოირჩეოდა. ხშირად ჩნდებოდა დეიდაშვილ ალანა გაგლოევასთან ერთად. ქეთისთვის ''პლეიბოი'' კარიერული ტრამპლინი ვერ აღმოჩნდა.

ჟურნალის გამოსვლიდან მალე დაიკარგა და წლების შემდეგ საზოგადოებაში დაოჯახებული გამოჩნდა. მეუღლე ბიზნესმენი გახლავთ, თუმცა ყოფილი ტელეწამყვანი მის ვინაობას ასაიდუმლოებს. კიდევ ერთი შვილი შეეძინა. დღეს ნაკლებად ხმაურიანად ცხოვრობს და ტელევიზიით თითქმის აღარ ჩნდება.

Rating

მულატკას გამოჩენა ქართულ ტელესივრცეში ერთგვარი რევოლუცია გახლდათ, რადგან ''ჯეობარში'' კამერების წინ პროექტის ერთ-ერთ მონაწილესთან სექსუალურ კავშირსაც არ მოერიდა. ამიტომ მისი ''პლეიბოიში'' გაშიშვლება განსაკუთრებულ სენსაციად არ ქცეულა, თუმცა ფოტოებზე შიშველი, გამომწვევი მულატკა მაინც იქცა განხილვის ობიექტად.

''პლეიბოი'' არც მისთვის ქცეულა წარმატების ფორმულად და ჟურნალთან ერთად მალე მისი პოპულარობაც გაქრა. სკანდალური სახე აღარ ჩნდებოდა საზოგადოებრივ ადგილებში და დაახლოებით ერთი წლის წინ გადაცემა ''პროფილს'' სრულიად შეცვლილი ესტუმრა. დასერიოზულებულ და აკადე-მიურად ჩაცმულ მულატკაში ძალიან რთული იყო, რამდენიმე წლის წინანდელი თამამი გოგონა ამოგეცნოთ. პირად ცხოვრებაზე აღარ ილაპარაკა და წარსულში ჩადენილი ''სიგიჟეები'' საჯაროდ მოინანია.

Rating

ყველას გაუკვირდა ''პლეიბოის'' გარეკანზე მომღერალ თამთა ჭელიძის გამოჩენა. მართალია, წლების წინ მაშინდელ მეუღლე ჯაბა კილაძესთან ერთად საწოლში გადაღებული კლიპით აალაპარაკა საზოგადოება, მაგრამ მსახიობი და მომღერალი თამამი იმიჯითა და განცხადებებით არასოდეს გამოირჩეოდა. ''პლეიბოიში'' გამოჩენის პერიოდში ჯაბასთან ოფიციალურად გაყრილი გახლდათ, თუმცა მაშინ ყოფილმა მეუღლემ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში თამთას საქციელი მაინცდამაინც არ მოუწონა. დღეს ალბათ ნაკლებად ახსოვს ეს პერიოდი, თუ ჟურნალისტები არ გაახსენებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის ამ ნაბიჯს განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება არ მოუტანია.

Rating
Rating
Rating

ელენე კაკაბაძე და ნელიკო ნაჭყებია გათხოვდნენ და ხმაურიან ცხოვრებაზე უარი თქვეს, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია, რაც საზოგადოებისთვის თავი აღარ შეუხსენებიათ. ეპატაჟური სოფია კენჭიაშვილი კი სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. როგორც გავარკვიეთ, ჩინეთში მოდელად მუშაობს.

ნინა, შორენა, თამთა... ეს გოგონები პირველები არ გახლდნენ ქართველებიდან, რომლებმაც ''პლეიბოიში'' გაშიშვლება გადაწყვიტეს. პირველად, ჟურნალის არსებობის ისტორიაში, ოღონდ უცხოურ ვერსიაში და, რა თქმა უნდა, არა ქართულში, რადგან იმ დროს ქართული არ არსებობდა, 1990 წელს ქართველი ნანა კუჭავას ფოტო დაიბეჭდა. მასზე ეწერა, რომ თავადური წარმოშობის გოგონა მოცურავე და დამწყები მსახიობი გახლდათ. სამწუხაროდ, არავინ იცის, როგორ განვითარდა ნანას კარიერა და ინტერნეტში ''პლეიბოისთვის'' გადაღებული ფოტოს მოძებნაც შეუძლებელია.

Rating

რამდენიმე წლის წინ რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი თინა კანდელაკი რუსული ''პლეიბოისთვის'' გაშიშვლდა. კლეოპატრას იმიჯი სექსსიმბოლოს სპეციალურად შეურჩიეს და განსაკუთრებულად მოუხდა.

Rating

20 წლის თამთა მასტორაკისმა კი დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხადა ბერძნული ''პლეიბოისთვის''. გოგონას დედა ქართველი ჰყავს და ექვს წლამდე საქართველოში იზრდებოდა. 15 წლიდან მოდელობით არის დაკავებული და ოცნებობს, ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი დიზაინერი გახდეს. თამთას უკომპლექსო ფოტოებმა ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
!
მაინტერესებს, არღვევენ თუ არა მსგავსი ჟურნალები ქალთა უფლებებს და ქალთა უფლებადმაცველები ამ საკითხზე რა აზრის ბრძანდებიან! არა შეჯდა მწყერი ზესაო... ელაპარაკე ამ თოჯინებს გენდერულ თანასწორობაზე! თავად მოსწონთ სექსუალური სათამაშოების როლში ყოფნა.
10:50 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ფისუნია
თამთა მასტორაკის როგორი სახეც აქვს ისეთივე ფონზე აქვს გადაღებული ფოტოები და თავი ვარსკვლავად მოაქვს,ან საერთოს სიტყვა ვარსკვლავის მნიშვნელობა თუ იციან საერთოდ ამ ხალხმა,აქედან წარმატებულს და ვარსკვლავს მარტო შორენას თუ უწოდებს ადამიანი...
01:32 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
უვარსკვლავესი
რა ადვილად ხმარობთ ქართველები სიტყვა ვარსკვლევს.რომელია აქედან ვარსკვლავი?
11:06 / 28-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
გახდიტ და ჩახდიტ ნასშოვნი სახელი და პული...პუი ამატ ტუ კალობა აკვტ შერჩენილი? ამატ ჰგონიატ მარტო მატ აკვტ ლამაზი სხეული და სახე..:-) მეცოდებიან, სულიტ ღატაკები> ;-)
01:21 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
შალვა
აბა ჰე გაიხადეთ, ჩაიხადეთ და გახდით ცნობადები თქვენს უკანალთან ერთად
09:41 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS