31 მაისი, 2013
რა საჩუქარი გაუკეთა ნინო მუმლაძეს უცნობმა თაყვანისმცემელმა
დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ რეალურად შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ნინო მუმლაძის გმირის გამოჩენამ, შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. ძნელად დასაჯერებელი იყო ოჯახის ერთგული დავით გოცირიძის მხრიდან ცოლის ღალატი, მაგრამ როგორც ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... მიუხედავად იმისა, რომ ნათიას მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ცოლიანი კაცის საყვარელს გამართლებას უძებნიან.

ნინოსთან საუბარი მისი გმირით დავიწყეთ, თუმცა ისიც გავარკვიეთ, რომ მამაკაცი, რომელიც მის ყურადღებას დაიმსახურებს, პირველ რიგში, ძალიან
ყურადღებიანი უნდა იყოს.

- ჩემი გმირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ძირითადად ინტერნეტსივრცეში იგრძნობა, პირადად მე არასდროს მეხებიან, თუმცა ბოლო დროს ბევრი გულშემატკივარიც გამომიჩნდა, რომელიც მწერს, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება ფართო საზოგადოების უარყოფით კომენტარებს. რასაკვირველია, მათი გვერდით დგომა მახარებს, მაგრამ ქუჩაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ამის გამო ჩემთვის ცუდად არ მოუმართავთ.

- როგორ გაგრძელდება ნათიასა და დათოს ურთიერთობა?
Rating- საკმაოდ დაძაბული პერიოდი აქვთ, ბევრი პრობლემა შეექმნათ ოჯახის წევრების, ახლობლების მხრიდან, რამაც გააფუჭა მათი ურთიერთობა და ახლა კრიტიკულ ფაზაში არიან. რამდენ ხანს გასტანს, მეც არ ვიცი, რადგან სცენარი თანდათანობით იწერება.
- შენს საახლობლო-სამეგობროში როგორ აფასებენ ნათიას საქციელს?
- სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცუდია ცოლიან მამაკაცთან რომანის გაბმა. მიუხედავად ამისა, ნათიას ზოგი მაინც ამართლებს, რა ქნას, ქალია, გრძნობებს აჰყვა და ვისი რა საქმეა, რას გააკეთებსო. ზოგი უფრო მკაცრად უყურებს ნათიას ქმედებას. ნათიას იქიდან გამომდინარე აფასებენ, თავად როგორი შეხედულებაც აქვთ ცხოვრებაზე.
- შენ თუ ჩავარდნილხარ მსგავს მდგომარეობაში, ხომ შეიძლება, ადამიანი შენ მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი იყოს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინო, რომ ჰყავს ცოლი, ოჯახი...
- არა, ეტყობა გამიმართლა, რომ მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის მსუბუქი ურთიერთობის დასაწყებადაც კი საჭიროა ადამიანის კარგად გაცნობა. საერთოდ, ასეთ სიტუაციებში ვცდილობ, კონკრეტული პიროვნების შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიპოვო, თვალდახუჭული ურთიერთობას არავისთან ვიწყებ.
- მამაკაცს შენთვის გული უტკენია?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ყოფილა, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ჩემთვის გული უტკენია.
- აბეზარი თაყვანისმცემელი თუ გყოლია, ისეთი, რომ შეუწუხებიხარ?
- კი, როგორ არა. ასეთ ადამიანებს ძალიან მკაცრად ვექცევი და უარყოფით დამოკიდებულებას გამოვხატავ მათ მიმართ. არ მიყვარს უზრდელი ხალხი. როცა ადამიანს წესიერად ეტყვი, რომ არ გინდა მასთან ურთიერთობა და ვერ იგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო უხეშად უნდა უთხრა და ასეც ვიქცევი, მირჩევნია, ის შევაწუხო, ვიდრე მე შევწუხდე.
- რეალურად შეყვარებული რამდენჯერ ყოფილხარ?
- დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ რეალურად შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, ნამდვილი სიყვარული არ მწვევია.
- თუმცა ალბათ თაყვანისმცემლები მრავლად იქნებოდნენ...
- კი, იყვნენ და არიან კიდეც. რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც სიმპათიები მქონდა, მაგრამ ურთიერთობა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გულდასაწყვეტი იქნებოდა, არ მქონია.
- თუ შეგიძლია გაიხსენო თაყვანისმცემლისგან მოძღვნილი რაიმე სიურპრიზი, რამაც გაგაოცა?
- რასაკვირველია, სიურპრიზი ნებისმიერი ადამიანისგან სასიამოვნოა, მეგობრისგანაც კი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ურთიერთობაში. არაა აუცილებელი საჩუქრების გაკეთება, რომ ჩემი გული მოიგო, ასეთი რაღაცებით არ''ვიკერები'' (იცინის). სიურპრიზებით ხშირად გავუოცებივარ, მაგრამ ახლა ერთ-ერთი მახსენდება. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო, როდესაც სრულიად უცნობმა მამაკაცმა სალონში მომლოდინეს სუნამო მომართვა, ჯერ მიყურა, ეტყობა მიხვდა, ვინ ვიყავი, გავიდა და უკან ''ბარბერის'' სუნამოთი დაბრუნდა. როდესაც ადამიანს იცნობ, შენი თაყვანისმცემელია და რაღაცას გაჩუქებს, ეს გასაგებია, მაგრამ სრულიად უცნობმა რომ გამიკეთა ასეთი საჩუქარი, გამიკვირდა. თან არაფერი უთხოვია, ტელეფონის ნომერიც კი, დამასაჩუქრა და გავიდა... მაგრამ ისევ დაბრუნდა უკან, უკვე ტკბილეულით სავსე დიდი კალათით, რომელიც სალონში მყოფ მანდილოსნებს მიართვა, თან უთხრა, ალბათ გული დაგწყდებოდათ, მარტო ნინოს რომ მივაქციე ყურადღება და ამიტომ თქვენ ეს მოგიტანეთო (იცინის).
- ნინო, ცალმხრივად არ ყოფილხარ შეყვარებული?
Rating- არა, მე იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც მამაკაცებმა უნდა შეაწუხონ ყურადღებით, რომ მასზე ფიქრი დაიწყონ, ამიტომ ცალმხრივი გრძნობა არ მქონია. მიყვარს, როცა ვგრძნობ, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანი ადამიანი ვარ.
- კიდევ რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მამაკაცმა შენი გული მოიგოს?
- ცოტა მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ყველა ადამიანს სხვადასხვა მიმზიდველი თვისება აქვს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცური, არ მიყვარს უინიციატივო და ერთფეროვანი ადამიანები, არ მომეწონება ის, ვისაც არ აქვს იუმორის გრძნობა. გარდა ამისა, არ მიყვარს კაცი, რომელიც ცდილობს, ხაზი გაუსვას იმას, რომ მაგარია, ძალით რომ კაცობენ, ეს ჩემთვის სასაცილოა.
- მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმისას, მნიშვნელობას თუ ანიჭებ ასაკს, შეიძლება, შენზე ბევრად უფროსმა მიიპყროს შენი ყურადღება?
- ჩემთვის ასაკი უმნიშვნელოა. მთავარია, ორი ადამიანი კომფორტულად გრძნობდეს თავს. როგორც ჩემი ტოლი, ასევე ჩემზე ბევრად უფროსი ან უმცროსი მამაკაცი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემთვის საინტერესო, თუ მასთან თავს კომფორტულად ვიგრძნობ. ასაკი და ციფრები ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
- მსმენია, კაცისთვის ქალი მუდმივად საინტერესო რომ იყოს, გარკვეულწილად იდუმალება უნდა შეინარჩუნოსო, ეთანხმები ამას?
- კი, ვეთანხმები, რადგან მე თვითონაც ასეთი ვარ. როდესაც ადამიანს ბოლომდე ამოვიცნობ, ის ჩემთვის ნაკლებად საინტერესო ხდება. ალბათ ყოველთვის უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რისი ამოცნობის სურვილიც პარტნიორს ყოველთვის ექნება, ამით მეტად მიმზიდველი იქნები. იმას არ ვგულისხმობ, რომ რაღაცას უნდა მალავდე, რაც ძალიან ცუდია და ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს, რადგან ნებისმიერი ურთერთობა ნდობაზეა დაფუძნებული, მაგრამ თუნდაც ყოველდღიურ ჩვევებში უნდა არსებობდეს რაღაც ისეთი, რასაც ბოლომდე არ აჩვენებ და თვალწინ არ გადაუშლი.
- საერთოდ, რთულად ტირის ნინო?
- გულჩვილი ვარ და არ არის რთული ჩემი ატირება. მგონი, ყველა მსახიობი გულჩვილია, რადგან ზოგადად, მსახიობები ვართ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ემოციურად აღვიქვამთ. ჩვენი პროფესიაც იმას გულისხმობს, რომ უფრო ადვილად შევიდეთ ვიღაცის მდგომარეობაში, დავიჯეროთ ის, რასაც გვეუბნებიან და შემდეგ იმ მოგონილ სიტუაციაში ბუნებრივად ვიგრძნოთ თავი. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად გვიწევს არარეალურ ვითარებაში ყოფნა, მერე ცხოვრებაშიც მეტად გულჩვილები ვართ და ადვილად გვწყინს, ადვილად გვიხარია, ადვილად ვბრაზდებით.
- კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავალს ადვილად პოულობ?
- მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ როდესაც მძიმე პერიოდი მქონია, გამოსავალი თავისით ''მოსულა'' ჩემთან. როდესაც ბევრი მიწვალია და მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ არაფერი გამოდის, სწორედ მაშინ ჩნდება გამოსავალი. რთული პერიოდის შემდეგ აუცილებლად ხდება ჩემს ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები, ამიტომ უკვე ვიცი, რომ ნეგატივს დადებითი მოჰყვება და ღმერთი რამე კარგს მაჩუქებს.
- რამ შეიძლება გამოგიყვანოს მდგომარეობიდან?
- მაღიზიანებს შეუვალი და შეუგნებელი ადამიანები, რამდენიც უნდა ელაპარაკო, ვერაფერს რომ ვერ გააგებინებ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას ვწყვეტ, ყველანაირად ვცდილობ, გვერდი ავუარო. რაც შეეხება ჩემს წყობიდან გამოსვლას, ბევრმა რამემ შეიძლება გამაბრაზოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ განწყობის ადამიანი ვარ, იმას, რამაც დღეს შეიძლება, წყობიდან გამომიყვანოს, ხვალ შეიძლება, მარტივად მივუდგე. რეალურად იშვიათად ვბრაზდები და ცოტა ადამიანს თუ ვყავარ ნანახი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ გაბრაზებული ნამდვილად ცუდი სანახავი ვარ, ისეთი რაღაც შეიძლება გავაკეთო, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი იქნება.

ციცი ომანიძე

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლელა
კ არგი ღიმილი აქვსო ???? საშინელებაა როცა იღიმის
16:27 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
კარგი მსახობია.წარმატებებიიიიიიიიიიიი
10:41 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
tac
Shen tvinis problema rom gaqvs tu atyob?
02:32 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკას
არაფერიც?!
17:56 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
შენც ხარ რა ანჯელინა ჯოლი,წონის პრობლემა რომ გაქვს ატყობ?
16:45 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS