03 მაისი, 2014
ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია
ბევრჯერ უთქვამს, რომ თავს შემოქმედ ადამიანად მიიჩნევს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი რამდენიმე წელია, აქტიურად აღარაა ჩართული ქართულ შოუბიზნესში. ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდებოდა და თუკი პრესასთან მაინც გადაწყვეტდა გასაუბრებას, გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც წყვეტდნენ, ვინ ყოფილიყო სცენაზე, აღარ ახსენდებოდათ. ჩემთვის მაინც ვმღერი და აუცილებლად დავბრუნდებიო, მუდამ აღნიშნავდა მომღერალი.

სიმღერის გარდა მისი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს უკავშირდება, ერთ-ერთ ცნობილ ღვინის კომპანიაში მუშაობს პიარმენეჯერად. ბევრჯერ უთქვამს, რომ თავს შემოქმედ ადამიანად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ახლანდელი შემოქმედებითი პაუზა
უბრალოდ შესვენებაა და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

ლიზა ბაგრატიონს გვარის გამო არასდროს ჰქონია ოჯახში რაიმე შეზღუდვა. ყოველთვის თვითონ წყვეტდა, რა ჩაეცვა, რომელი გვარის წარმომადგენელთან ემეგობრა და ვინ შეე-ყვარებინა. ბებიამისს, რომელიც ასევე სამეფო გვარის სისხლს ატარებდა, მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა.

არ უნდოდა, ლიზა გარუჯულიყო, რადგან მიაჩნდა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელ ქალს გარუჯულს არ უნდა ევლო. მისი სურვილი იყო, ლიზას თმა არ შეეჭრა. ფიქრობდა, რომ ბაგრატიონის ქალებს გრძელი თმა უნდა ჰქონოდათ.L ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლების ერთ-ერთ ასეთ სახასიათო გამოვლინებას ლიზა, რასაკვირველია, არ ემორჩილებოდა.

კარგი გვარის ოჯახში გაზრდილ ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა უნდა სცოდნოდა, მაგრამ ლიზამ ფორტეპიანოზე დაკვრა ვერ შეიყვარა.

მართალია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლიზას შემოქმედებითი პაუზა აქვს, მისი პირადი ცხო-ვრება ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. მომღერლის პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ ''პირველი არხის'' დირექტორად მუშაობდა.

მეორედ მან არჩევანი გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე შეაჩერა, მათ საერთო შვილი - ირაკლი ჰყავთ. მესამედ ლიზამ ''შვიდკაცას'' წევრზე, დათო ნოზაძეზე იქორწინა. ამ ქორწინებას თავის დროზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვინაიდან დათოს ჰქონდა ოჯახი, მისი მეუღლე ექიმი ნინო სხვიტარიძე გახლდათ.

Rating

ლიზასა და დათოს სიყვარულის ამბავზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, მით უმეტეს, არც ლიზას და არც დათოს არაფერი ულაპარაკიათ თავიანთ ურთიერთობაზე. შესაბამისად, ბევრი ჭორი თუ მართალი გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დაიწყო მათი ამბავი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სიყვარულიც დასრულდა.

ჯერ ამბობდნენ, რომ მათ შორის მესამე ადამიანი ჩადგა, რადგან დათოს შეუყვარდა ახალგაზრდა გოგონა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ''შვიდკაცას'' სიმპათიური წევრის ფანების მრავალრიცხოვნობას, შემდეგ ისიც თქვეს, რომ ურთიერთობას წერტილი არა დათომ, არამედ ლიზამ დაუსვა.

ფაქტია, რომ როდესაც ''შვიდკაცას'' ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე ლიზა ანსამბლთან ერთად გამოვიდა, აშკარად ჩანდა, რომ ყოფილი მეუღლის გვერდით ის თავს ისე ლაღად ვერ გრძნობდა, როგორც ადრე...

ასეა თუ ისე, წყვილის გზები გაიყარა. ცნობილი გახდა, რომ ლიზას ახალი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული 28 წლის მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. გიორგი ალტისტია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში ლიზასა და გიორგის ნიუ-იორკში ''თაიმ სკვერზე'' გადაღებული ფოტოები გავრცელდა. როგორც ამბობენ, გიორგის ჰქონდა ოჯახი. არც გიორგიმ და არც ლიზამ, ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირად თემებზე საუბარი არ ისურვეს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
ნანა
რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გათხოვდეს და იმდენი მამაკაცი იყოლიოს,ეს მისი პირადი საქმეა და და არა ჩემი! ჩეთვის ის მომღერალი ლიზა ბაგრატიონია და მხოლოდ სიმღერა მაინტერესებს მისი.ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს სჯობს!
19:57 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ხატია სიჭინავას შევეკითხოთ,აზრი ლიზაზე,ის ხომ ,,ქართველი ქალის,, განსახიერებაა? ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს ლიზა!
19:21 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზა-ს
გენაცვალე ლიზა!დათოს მასე მოუხდება,აბა რა ეგონა ბაგრატიონის ქალს რომ ირთავდა???ისეთი ოჯახი დაანგრია დათომ,მართლაც ულამაზესი!ულამაზესი ცოლი ჰყავდა ნინო,ეტყობა თავში აუვარდა დათოს!!!ახლა დაჯდეს და დაიჭამოს თითები!!!
17:42 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ლიზ ტეილორს უნდა ეტყობა დაეწიოს :))))))
17:31 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ნამდვილად ლიზ ტეილორს ეჯიბრება,რომ აჯობოს,კიდევ ოთხი ქორწინებაა საჭირო.მიდი ლიზა
17:24 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ყველა ადამიანმა რომ თავის ცხოვრებას მიხედოს და სხვის ცხოვრებაში მხოლოდ კარგის გასაკეთებლად ჩაერიოს, ქვეყანაც დამშვიდდებოდა და ჩვენც. ყველა ადამიანის გაგება შეიძლება, რომელიც აკეთებს იმას რაც უნდა, ან იმას რაც შეუძლია და როგორც შეუძლია და თავისი ქმედებებით არ აუბედურებს სხვა ადამიანებს, არ ზღუდავს მათ თავისუფლებებს. მე არ გამიგია, რომ ლიზა ვინმეს პირადი ცხოვრების გამო აკრიტიკებდა, შესაბამისად არც მე მიჩნდება სურვილი გავაკრიტიკო, პირიქით, ვუსურვებ ყოველივე კარგს ცხოვრებაში.
17:19 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
lel
Unda da txovdeba, da es aravis gasarchevi ar aris. Xalxs saintereso da saqmiani cxovreba, rom hqondes, uxeiro komentarebistvis dros ar dakargavdnen da cxvirebs ar daigrdzelebdnen :d
15:56 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ახლა რატომ არ ახსენდებათ ქართული ტრაიციები,ოჯახი,ისიც თუ მას სამეფო ბაგრატიონები არ იცავენ,ხალხს რატომ თხოვთ!4-ჯერ რომ ქალი გათხოვდება,მას რას დაუძახებდით სასულიერო პირებო ან კუდაბზიკა დიდგავაროვნებო? ლიზა მიყვარხარ,იმიტომ,რომ ბედნიერების ძიებაში ხარ ,თან ამათ ხელში მეცოდები.
15:04 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაუუუ
ბაგრატიონები რეკორდებს ხსნიან......ყოჩაგ თქვენს გვარიშვილობას, ნამდვილად გავოცდი უკვე არა ერთხელ ამ ცისფერსისხლიანებისგან....ერთი ბევრია, ორი კი ცოტაო!!!
14:46 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ეს "ოჯახი ჰქონდა" რატომ? უძრავი ქონება იყო? ჰყავდა შვილო, ოჯახი ჰყავდა ან ჰყავს და არა - აქვს!
14:36 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS