03 მაისი, 2014
ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია
ბევრჯერ უთქვამს, რომ თავს შემოქმედ ადამიანად მიიჩნევს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი რამდენიმე წელია, აქტიურად აღარაა ჩართული ქართულ შოუბიზნესში. ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდებოდა და თუკი პრესასთან მაინც გადაწყვეტდა გასაუბრებას, გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც წყვეტდნენ, ვინ ყოფილიყო სცენაზე, აღარ ახსენდებოდათ. ჩემთვის მაინც ვმღერი და აუცილებლად დავბრუნდებიო, მუდამ აღნიშნავდა მომღერალი.

სიმღერის გარდა მისი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს უკავშირდება, ერთ-ერთ ცნობილ ღვინის კომპანიაში მუშაობს პიარმენეჯერად. ბევრჯერ უთქვამს, რომ თავს შემოქმედ ადამიანად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ახლანდელი შემოქმედებითი პაუზა
უბრალოდ შესვენებაა და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

ლიზა ბაგრატიონს გვარის გამო არასდროს ჰქონია ოჯახში რაიმე შეზღუდვა. ყოველთვის თვითონ წყვეტდა, რა ჩაეცვა, რომელი გვარის წარმომადგენელთან ემეგობრა და ვინ შეე-ყვარებინა. ბებიამისს, რომელიც ასევე სამეფო გვარის სისხლს ატარებდა, მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა.

არ უნდოდა, ლიზა გარუჯულიყო, რადგან მიაჩნდა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელ ქალს გარუჯულს არ უნდა ევლო. მისი სურვილი იყო, ლიზას თმა არ შეეჭრა. ფიქრობდა, რომ ბაგრატიონის ქალებს გრძელი თმა უნდა ჰქონოდათ.L ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლების ერთ-ერთ ასეთ სახასიათო გამოვლინებას ლიზა, რასაკვირველია, არ ემორჩილებოდა.

კარგი გვარის ოჯახში გაზრდილ ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა უნდა სცოდნოდა, მაგრამ ლიზამ ფორტეპიანოზე დაკვრა ვერ შეიყვარა.

მართალია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლიზას შემოქმედებითი პაუზა აქვს, მისი პირადი ცხო-ვრება ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. მომღერლის პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ ''პირველი არხის'' დირექტორად მუშაობდა.

მეორედ მან არჩევანი გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე შეაჩერა, მათ საერთო შვილი - ირაკლი ჰყავთ. მესამედ ლიზამ ''შვიდკაცას'' წევრზე, დათო ნოზაძეზე იქორწინა. ამ ქორწინებას თავის დროზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვინაიდან დათოს ჰქონდა ოჯახი, მისი მეუღლე ექიმი ნინო სხვიტარიძე გახლდათ.

Rating

ლიზასა და დათოს სიყვარულის ამბავზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, მით უმეტეს, არც ლიზას და არც დათოს არაფერი ულაპარაკიათ თავიანთ ურთიერთობაზე. შესაბამისად, ბევრი ჭორი თუ მართალი გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დაიწყო მათი ამბავი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სიყვარულიც დასრულდა.

ჯერ ამბობდნენ, რომ მათ შორის მესამე ადამიანი ჩადგა, რადგან დათოს შეუყვარდა ახალგაზრდა გოგონა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ''შვიდკაცას'' სიმპათიური წევრის ფანების მრავალრიცხოვნობას, შემდეგ ისიც თქვეს, რომ ურთიერთობას წერტილი არა დათომ, არამედ ლიზამ დაუსვა.

ფაქტია, რომ როდესაც ''შვიდკაცას'' ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე ლიზა ანსამბლთან ერთად გამოვიდა, აშკარად ჩანდა, რომ ყოფილი მეუღლის გვერდით ის თავს ისე ლაღად ვერ გრძნობდა, როგორც ადრე...

ასეა თუ ისე, წყვილის გზები გაიყარა. ცნობილი გახდა, რომ ლიზას ახალი სიყვარული ეწვია. მისი რჩეული 28 წლის მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. გიორგი ალტისტია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში ლიზასა და გიორგის ნიუ-იორკში ''თაიმ სკვერზე'' გადაღებული ფოტოები გავრცელდა. როგორც ამბობენ, გიორგის ჰქონდა ოჯახი. არც გიორგიმ და არც ლიზამ, ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირად თემებზე საუბარი არ ისურვეს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
ლოლა
რამდნი წლისაა ნეტა ეს ქალი? დედა-შვილს გვანან ცოტა ბოროტული კომნტი კი გამომივიდა მარა მარტლა მიანტერსებს
12:00 / 09-05-2014
გამოხმაურება / 0 /
3 X
რა ამბავია რა დღეში ხარტ, 3 ჯერ გატხოვილა სულ და ისე ლაპარაკობტ ვიტომ 30 ჯერ არია გატხოვილი ტავებს მიხედეტ
11:57 / 09-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზას
ლიზა რამდენი , კიდევ რამდენი , არ დაიღალეეეეე , არ მოგბეზრდააააა ???
21:08 / 07-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა ამბავია შე ქალო.ამ ქალმა ყველა ბოზბაშ ელიტას გადაუსწრო.ამ ბავშვს რაღას ერჩოდა
18:12 / 07-05-2014
გამოხმაურება / 0 /
LIKA
რა გაუჭირეთ ამ ლიზას საქმე?ვისთანაც უნდა იმას შეიყვარებს და ვისთანაც უნდა იმასთან იმეგობრებს. ძაან მაგარი ტიპშაა,გემოვნებიანი,ნიჭიერი,კეთილი და ადამიანების მოყვარული,უშუალო, კარგი მეგობარი და შესანიშნავი თანამშრომელი. ყველამ ჩვენ-ჩვენ თავს მოვხედოთ და საქმე ვაკეთოთ.
13:19 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა ნათო
აი კიდევ ერთი უტყუარი დასტური იმისა, რომ საქართველოში მონარქია არ აღდგება.ლიზა ბაგრატიონია თუ მონადირეთუხუცესი? პატარა ბიჭებზე მონადირე.....სირცხვილია...სირცხვილი..
18:51 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვგიჟდები ისე მიყვარს ეს ქალი,ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს.ხალხნო რამ დაგბოღმათ?
17:39 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
ბებიამისმა არ უთხრა რომ ნამეტანი ნადირობა კაცებზე ბაგრატიონის გვარს რბილად რომ ვთქვათ არ უხდება,ამ უკანასკნელის ასაკზე რომ არაფერი ვთქვათ?
02:49 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
რას გადაეკიდა ეს ქალი ამ პატარა ბიჭებს. შვილი ჰყოლია და მიხედოს მას. მის საქციელს ყველამ იცის რაც ჰქვია. მეფის არა იმის შთამომავალია. ეს რომ მართლა ასე იყოს, სხვაგვარად მოიქცეოდა და სამაგალითო ქალი ინებოდა.
23:44 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გუსტავ
ფარისევლები ვინ იყვნენ, ქრისტიანო ქართველებო, გახსოვთ? - თვითონ უღმერთოდ ცხოვრობდნენ, ღმერთი ჯვარზე გააკრეს, და ამ დროს სხვების მორალს და ცხოვრებას განიკითხავდნენ და ცოდვილად ვინც მიაჩნდათ, იმას ქვებით ქოლავდნენ.. ამდენი ბოღმა, ამდენი შური, ამდენი ლანძღვა რომ გაქვთ გულში, სიტყვებში, ნაწერში, სიყვარული სადღა გეტევათ? სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი.. როგორც სხვა ადამიანებს ექცევით, ღმერთიც ისე მოგექცევათ.. და პირველი ქვას ის უნდა ისროდეს, ვინც თვითონაა უცოდველი.. რა გვეშველება...
22:18 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS