ნინო გაჩეჩილაძემ ფართო მასებში პოპულარობა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გამოჩენის შემდეგ მოიპოვა. მანამდე თუ საზოგადოების მცირე ნაწილი თეატრიდან იცნობდა, უფრო მეტი კი, როგორც თაკო გაჩეჩილაძის დას, სერიალში თამაშის
მანანა ლაბაძე: ეჰ, ნინო, რაც შენ წახვედი სერიალიდან, მას მერე სერიალმა ელფერი დაკარგა. ძალიან საწყენია, შენ ალამაზებდი იმ სერიალს...
გიორგი ცქიფურიშვილი: ძალიან მიყვარს ნინო. მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ქალია. რა სამწუხაროა, რომ ბევრად უმცროსი ვარ ნინოზე, თორემ ასეთი მშვენება მარჯანიშვილის ქუჩაზე მარტოსულად არ ივლიდა. მინდა, წარმატება და უკიდეგანო სიყვარული ვუსურვო მას!
მომღერალმა დათუნა მგელაძემ ჯერ კიდევ ეთერში პირველი გამოჩენიდან მიიპყრო სუსტი სქესის ყურადღება. ''ჯეოსტარში'' მოპოვებული პოპულარობის შემდეგ სექსუალური მზერითა და განსხვავებული იმიჯით თინეიჯერი გოგონების მოხიბვლა მარტივად შეძლო. დათუნას ფანების დიდი არმია ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად აქტიურობენ. მათ შორის გამორჩეულია ანუკი სტავროვა – გოგონა, რომელსაც მომღერალი განსაკუთრებულად უყვარს, ამას მის მიერ გამოქვეყნებული ტექსტებიც მოწმობს. უფრო მეტიც, დათუნას ლექსიც კი მიუძღვნა.
ანუკი სტავროვა:
როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი,
ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე,
ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა,
შენ რომ არ მყავდე ამ ქვეყანაზე.
ვაიმე, შენ გენაცვალე მე, შენ შემოგევლე, ჩემო დათუნია. ძალიან საყვარელი და უსიმპა-თიურესი ხარ, ჩემო დათუნა, ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მომენატრე, ჩემო უსა-ყვარლესო და უნიჭიერესო მომღერალო.
თინათინ ჭავჭანიძე: იფ, რა კარგი ხარ, დათუნა.
ნინა თვაური: დათუნა - ერთადერთი ქართველი, რომელიც მომწონს.
კრისტი მეტრეველი: ვაიმეე, რა ძალიან საყვარელია დათუნა, მაბოდებს ამ ადამიანზე...
ასე ანებივრებენ თაყვანისმცემლები მომღერალს, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და კარიერის აწყობას იქ ცდილობს, შესაბამისად, ქართველი ფანები განსაკუთრებულად განიცდიან უდათუნობას.
მას შემდეგ, რაც ია ფარულავა დაოჯახდა, შესაძლებელია ითქვას, რომ მსახიობმა ბეწვის ხიდზე გაიარა, რადგან ტარიელ სუარს იას გულშემატკივრები ეჭვით შეხვდნენ. მისი გამოჩენა განსაკუთრებულად მამაკაც თაყვანისმცემლებს არ მოეწონათ, რადგან ჯვარდაწერილი მსახიობის გულის მოგება უფრო რთულია. იას საკუთარი ფანგვერდი აქვს, რომელიც 47 000-მდე ადამიანს მოსწონს. ია აქტიურად ეკონტაქტება საკუთარ ფანებს და პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში მომხდარ სიახლეებსაც აცნობს.
''დროებით გავდივარ ინტერნეტსივრციდან, ჩემო მეგობრებო, მაგრამ მალე დავბრუნდები. დარჩით ჩემთან, ყველაფერი რიგზეა. განსაკუთრებით კი ოჯახურ ამბავში, მტრების ჯინაზე. მიყვარხართ ყველა'' - ეს შეტყობინება იამ გულშემატკივრებს დაუტოვა, როდესაც ტარიელთან არეული ურთიერთობა დაალაგა და მესამედ შექმნილი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა, მაგრამ ფანები მაინც გაუბრაზდნენ.
Nunu Latauri:: ნუ ცანცარებ ამ სიბერეში. დაანებე თავი, თუკი ინტერნეტსივრცე გიშლის ხელს შენს ოჯახურ პრობლემებში და მიხედე ოჯახსა და სამსახურს. ბერდები, კი არ ახალგაზრდავდები, რომ კაცები კოლჰოტებივით იცვალო. ამას სიძულვილით არ ვამბობ, ჩემო ია.
Ninu Ninuca: ია, შენ და ლალი მოროშკინა ყველაზე მაგრები ხართ. თქვენ ნამდვილები ხართ, არ თამაშობთ. მიყვარხართ ორივე და მინდა, ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ.
ლელა ქურციკიძე: იასნაირ ტიპს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილი, ღმერთმა ხელი მოუმართოს!
ნანუკა ჟორჟოლიანის ფანების არმიისა, ალბათ, ყველა ტელეჟურნალისტს შეშურდება. მათი აქტიურობა და ოპერატიულობა ნებისმიერ ადამიანს გააკვირვებს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკას კომპლიმენტები და თბილი სიტყვები არც ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე აკლია, განსაკუთრებული რაღაც ხდება მისი გადაცემის ფანგვერდზე.
თათა-თათა: შენგან ყოველთვის პოზიტივი მოდის, ნანუკა, და სწორედ ამის შედეგია, გადაცემა უკარგესი რომ გამოდის ხოლმე! რეიტინგიც არ მიკვირს ამის გამო.
მირანდა შეყილაძე: არ ვიცი, საზოგადოება რას ფიქრობს ამ შოუზე, მაგრამ ნანუკა უდავოდ ნომერი პირველი ჟურნალისტია. მაია ასათიანს არ ეწყინოს. თქვენ აკეთებთ შოუს, ყოველთვის ისეთს, რომ ყოველ ოთხშაბათს ათ საათზე საქართველოს მოსახლეობა ტელეეკრანებთან ზის. დაბოლოს, თხოვნა, ნანუკა, ბუბუ დააბრუნეთ გადაცემაში. აკლია გადაცემებს...
ქართველი ვარსკვლავებიდან ანრი ჯოხაძე ერთ-ერთია, რომელსაც სოციალურ ქსელში მოწესრიგებული და მრავლრიცხოვანი ოფიციალური ფანგვერდი აქვს. მომღერლის ფანების რაოდენობა 83 339-ს ითვლის. ანრი თაყვანისმცემლებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან მნიშვნელოვან სიახლეებს დროულად აცნობს და ისინიც აქტიურად ეკონტაქტებიან.
თამუნა ოგბაიძე: მიყვარს ეს კაცი და რა ვქნა. ძალიან ნიჭიერი და კრეატიულია. ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას.
თათია ცქიფურიშვილი: ძალიან დიდ პატივს გცემ. ღმერთს ვთხოვ, შენნაირი მუსიკოსები საქართველოში დააფასონ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. თუ წაიკითხავ და მართლა შენია ეს გვერდი, მაინტერესებს, ბავშვებს ხომ არ ამზადებ? ჩემს ბიჭს მოგიყვანდი. ბოდიში ამ კითხვისთვის.
ხა თო: მე მიყვარს ანრი და სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს!
ირაკლი ვაშაკიძე: შენი ხმა მომცა და ვოკალი და არაფერი მინდა, დედას გეფიცები.
დაბოლოს, როგორც საკონტროლო გასროლას, ისე ''დაგახლით'' ნინო ჩხეიძის ფანგვერდს, რომელსაც ''მე მიყვარს ნინო ჩხეიძე ჰქვია''.
ამ გვერდზე უამრავ საინტერესო რამეს ნახავთ, ნინოს გამოსახულებიან მაისურს, პრიზებს, მომღერლის პოსტერებს, სიმღერებსა და უამრავ სიახლეს, რასაც ჩხეიძე ფანებს ისედაც არ აკლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მანჩო გიორგობიანის ლანძღვასაც კი.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''