- გამორჩეულად მიყვარს ქართული სუფრის ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოგვდგამს და თავი XXI საუკუნეშიც შემოინახა. ამ ბოლო ხანებში ასეთ სუფრაზე აღარ მოვხვედრილვარ, მაგრამ ქართული სუფრა სადღეგრძელობის
- რამდენად მოგწონს ისეთ გარემოში დროის გატარება, სადაც გაუთავებლად ისმის გრძელი სადღეგრძელოები, ყანწის დაძალება და ა.შ.
- სუფრაზე შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგხვდეს, ფეხზე ადგომით სადღეგრძელოს დალევა მოითხოვოს, რაღაც სისულელეების მოყოლა დაიწყოს, რაც მთვრალზე ''მოაწვება'', ყველაფერი ილაპარაკოს და სამი საათი დაგაყუდოს ფეხზე, ამას ტრადიციულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ასეთი სუფრიდან წამოსვლას ვამჯობინებ. მართლა ტრადიციული სადღეგრძელო კი არის ლაკონიური და არ არის აუცილებელი უშველებელი ამბების მოყოლა. რაც შეეხება ყანწსა და უცნაურ განსხვავებულს, მგონი, ქალის ფეხსაცმლიდან დალევაც არ არის ქართული ტრადიცია.
- თუმცა ქართველებიც იქცევიან ასე.
- კი, აკეთებენ ამას, მას შემდეგ, რაც ყველაფრის სასმისად გამოყენება დაიწყეს (იცინის). მინახავს, გამოჩენილი თამადა და შოუბიზნესის წარმომადგენელი თავზე როგორ იდგამდა ჭიქას და იქიდან სამე-დიცინო მილით სვამდა სასმელს (იცინის). მე, ძირითადად, ვისკის ვსვამ, ამას კი ვერ დაგაძალებენ, შეგიძლია, იმდენი წრუპო, რამდენიც გინდა.
- ზალიკო, ქალისა და მამაკაცის მეგობრობას სტერეოტიპულად აღიქვამენ. შენ რას ფიქრობ ამ თემაზე?
- შეიძლება, ქალსა და მამაკაცს ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდეთ, ამ ბოლო დროს საპირისპირო სქესის მეჯვარედ წაყვანაც მოხშირდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გოგონასა და ბიჭს შორის მეგობრობა შეიძლება. თუმცა ისეთებიც გვსმენია, როცა კარგ მეგობრებს მერე ოჯახი შეუქმნიათ, ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
- ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად პოლიტიკასა და სექსზე ლაპარაკი უყვართ, რატომ?
- საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზებულია, ამა თუ იმ შეკრებაზე, გინდა თუ არა, პოლიტიკაზე საუბარი მაინც იწყება. ყველაზე აქტიური ჩვენს ქვეყანაში ეს სფეროა, შოუბიზნესზე ბევრს ვერ ილაპარაკებ, რადგან თითქმის არაფერი ხდება და ყურადღებაც ნაკლებად ექცევა, პოლიტიკური ინფორმაცია კი ყოველდღე გვესმის და განხილვის საგანიც ხდება. იშვიათია სოლოკონცერტები, არ ვართ განებივრებული საღამოებით, ჩვენი მაქსიმუმი ის მუსიკალური შოუებია, რომლებსაც ტელევიზია გვთავაზობს ან ახალი სახეების გაცნობით ვართ დაკავებულები, ან ძველების ბღავილით დატანჯულები (იცინის). სექსზე კი უმეტესად ის ბიჭები ლაპარაკობენ, რომლებიც საკუთარი სექსუალური წარმატებით ''მარიაჟობენ''.
- თუმცა ხშირად ისინი ''მარიაჟობენ'', რომლებიც რეალურად მოიკოჭლებენ ამ საკითხში, ასე არაა?
- კი, სიმართლეა. მე პროფესიით ფილოსოფოსი ვარ და ფსიქოლოგიასაც ვსწავლობდი, სადაც ამბობდნენ, რომ ის, ვინც თავს იქებს, თუნდაც საკუთარი სექსუალური თავდაგასავლებით, თავის დამკვიდრებას ცდილობს, არადა, მათი ისტორიების ნახევარზე მეტი მოგონილია. ასეთი ქმედება შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ნაკლის დაფარვის საშუალებაც. ასეთ ტრაბახა მა-მაკაცებზე ხშირად მერე ქალები ჰყვებიან, რომ არაფრით გამოირჩევიან.
- დღეს ქართველი ქალის პატიოსნება რით განისაზღვრება?
- ქართველი გოგონების ნაწილში ქალიშვილობის ინსტიტუტი იმდენად შენარჩუნებულია, რამდენადაც ამის მოხერხება XXI საუკუნეში შესაძლებელია. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, სულ გაბოზდნენ-მეთქი (იცინის)... რადგან არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ტრადიციას პატივს სცემენ და იცავენ. მაგრამ ის, რომ ქართველი ქალი ულვაშიანი უნდა იყოს და თავს არ უნდა მოუაროს, დიდი შეცდომაა. სილამაზე სხვანაირად აღიქმებოდა, რაც ადრე ლამაზი იყო, დღეს შეიძლება საშინელებად მოგვეჩვენოს, ამიტომ ჩვენც ფეხს ვუწყობთ განვითარებას, მაგრამ სულ არ ''აგვიწყვეტია''.
- როგორი უნდა იყოს შენთვის მოსაწონი ქალი?
- რეალიზებული. ჭკვიანი და ბევრწიგნწაკითხული ქალი, თუ მას შეგნებული არ აქვს ის, რაც ისწავლა და წაიკითხა, საშინელებაა. შეიძლება, გოგოს სამედიცინო ჰქონდეს დამთავრებული, სულ ზეპირად ჩამოგიყალიბოს ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკაში არაფრის გამკეთებელი არ იყოს, ამიტომ აუცილებელია რეალიზება და არა მხოლოდ კითხვა. ამასთანავე უნდა იყოს კარგი დედა, ქალი, რომელიც კარგი დედა ვერ იქნება, ის გადასაგდებია. არ უნდა იყოს მაინცდამაინც ციდან მოწყვეტილი ანგელოზი, იყოს სექსუალურად მიმზიდველი და ა.შ. ბევრი ჩვეულებრივი გოგოც მოსაწონია.
- შენი აზრით, ოჯახის უფროსი მამაკაცი უნდა იყოს, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას?
- საქმე ისაა, რომ ჩვენს რეალობაში ქალი გაძლიერდა, დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ ის არ უნდა ეცადოს, გახდეს წამყვანი, თავის თავზე ყველაფრის ამღები, რაც უნდა ვთქვათ, ოჯახში უპირატესობა მაინც მამაკაცს ენიჭება.
- ამის გამო ხომ არ არის ის სტერეოტიპი ჩამოყალიბებული, რომ კაცს შეუძლია უღალატოს ცოლს, ქალს კი - არა.
- ქართული ტრადიციაა ეგ, რომ კაცის ერთჯერადი ღალატი არაფრად მიიჩნევა, პირიქით, ზოგს ეს ამაღლებს კიდეც, მაგრამ ქალის ღალატი უფრო მძაფრად აღიქმება. ალბათ იმიტომ, რომ ქალი უფრო სუსტი არსებაა, თან ერთჯერად ღალატზე ქალი ისე ადვილად წამსვლელი არ არის, როგორც კაცი. შეიძლება, მამაკაცს იმ ქალის სახელიც არ ახსოვდეს, ვისთანაც ცოლს უღალატა, მასთან არც დარჩეს, დაიხუროს ქუდი და წამოვიდეს, მაგრამ ქალისგან ბოზებში წასვლა არ გამოდის (იცინის).
- ასეთივე შეხედულებაა გავრცელებული სიყვარულის თემასთან დაკავშირებით, ანუ კაცს შეიძლება ჰყავდეს საყვარელი, ოღონდ ეს ცოლმა არ უნდა გაიგოს.
- გააჩნია საყვარელს და რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა. შეიძლება, ქალთან ერთხელ გავლის გამო ადამიანს არ უღირდეს ოჯახის დანგრევა, მოითმინოს და ოჯახი შეინარჩუნოს... მე ისეთი ქალი მიმაჩნია უფრო ჭკვიანად, რომელიც ქმრის ''გვერდზე'' გულაობას მოითმენს და ოჯახს გადაარჩენს. თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია, რადგან შეიძლება, ვიღაცამ ეს არ აპატიოს მეორე ნახევარს და მასთან ურთიერთობა დაასრულოს.
- ამ ბოლო დროს გააქტიურდა ლაპარაკი სექსუალური უმცირესობების წევრთა ქორწინების შესახებ. როგორ ფიქრობ, შეცვლის ეს რამეს ჩვენს საზოგადოებაში?
- არა. ტელევიზიით სულ ეს თემა მუსირებს, რატომაა ამხელა ამბავი ატეხილი, ვერ ვხვდები.… გეგონება, ქორწინების სასახლესთან ხელის მოწერის მსურველთა რიგი დგას. მგონი, ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის საშუალება გახდა, თორემ საზოგადოებისა და ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხზე ყველამ კარგად ვიცით, არასდროს დაშვებული არ იქნება ამ ტიპის ქორწინება და არც არავინ მიესალმება. ისედაც და ასედაც ევროპელები ვართ და ამ თემაზე საუბარი და ხაზგასმა არ არის საჭირო.
- თუმცა მათ მიმართ გამოხატული ზედმეტი აგრესია მოსაწონი ნამდვილად არ არის.
- ევროპისა და ცივილიზებული მსოფლიოს თვალში თავი მოვიჭერით, როცა ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, ოღონდ რის და ვის წინააღმდეგ დადგნენ, მგონი, თვითონაც არ იცოდნენ, ეგ კი არა, ვინ ვის მისდევდა, მაგასაც ვერ არკვევდნენ. ეს იყო სისულელე, თითიდან გამოწოვილი, ჩვენი ერისთვის შეუფერებელი მოვლენა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ხელს უწყობენ, ამ ყველაფერში დიდი რაოდენობით ფულს იღებენ, იმათ თავიანთი დაინტერესება აქვთ და პირადად მე მგონია, იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ვითომდა აღლუმის გასამართავად შეიკრიბნენ, თანხა გადაუხადეს და იმიტომ დააყენეს იქ. ეს ყველაფერი ვიღაცას გრანტის მოსაპოვებლად სჭირდებოდა, საზოგადოება და ქვეყანა კი ტყიურებად გამოვდივართ სხვა ერების თვალში.
- როგორ ფიქრობ, ''ტეხავს'' არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთან მეგობრობა?
- რა ვიცი, ამას წინათ პარლამენტში ამ საკითხს არჩევდნენ და იქ ამბობდნენ, ასეთ ადამიანებს აქვთ სამსახური, პოლიტიკოსებს შორისაც არიან ასეთები და არავინ ერჩითო. პირად ცხოვრებას მალავენ, ისე აკეთებენ იმ ყველაფერს, რომ სხვებისთვის არ იყოს ცნობილი. ასე მალავენ ამ თემას და ერთსქესიანთა ქორწინების კანონი რომ მიიღონ, ვინ წავა ხელის მოსაწერად ერთი, ძალიან მაინტერესებს.
- სხვის პირად ცხოვრებაზე საუბარიც ძალიან აქტუალურია. შეწუხებული ხარ კითხვით, ცოლი რატომ არ მოგყავს, როდის მოიყვან და ა.შ?
- არა, არ შევწუხებულვარ, მაგრამ ერთმანეთზე ლაპარაკი, ერთიმეორის ოჯახის ამბების გარჩევა, ეს თბილისური ცხოვრების ნაწილია. ცნობადი სახეები, ასეა თუ ისე, მიჩვეულები ვართ ამას, მაგრამ შეიძლება, სულაც არ იყოს ადამიანი შოუბიზნესის წარმომადგენელი, იყოს, მაგალითად, ბიზნესმენი, მაგრამ მისი ოჯახიც გახდეს განკითხვის საგანი. ეტყობა, ესეც ჩვენი ბუნება და ტრადიციაა, გენეტიკაში მოგვდგამს, ყურის დაგდება, ''ასინეთობა'', სისხლში გვაქვს უკვე (იცინის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''