ახლა კი თვალი გადავავლოთ, ქართველი ვარსკვლავებიდან ვის გაუმართლა და მათ მიერ გულმოკლული ფანების ისტორიებსაც გაგაცნობთ.
შორენა ბეგაშვილი მუდმივად იმაზე წუწუნებს, რომ ქართველი ქალბატონები
''შორენა, მეგობრულ რჩევებს მოგცემ: პირველი - რამე მოუხერხე მკლავებს, ან დაითხელე, ან ივარჯიშე, საშინლად გითუხთუხებს. მეორე, ცუდი არ იქნებოდა, უკანალი ცოტა შეგეთხელებინა. მესამე – რა უბედურებაა ამხელა ''შპილკებიანი'' ფეხსაცმელი. ვიღას აცვია ასეთები, შორენა? და კიდევ, ძალიან ბევრი მაკიაჟი გისვია. რეალურად მსუბუქი მაკიაჟი და ხორცისფერი პომადა გიხდება. დამიჯერე, კარგ ტიპს არასოდეს მოეწონები, შეცვალე სტილი'', - სწერს შორენას ''კეთილისმსურველი''.
''ფაქტობრივად, თავიდან უნდა დავიბადო'' - ასე გამოეხმაურა შორენა ერთგულ ფანს.
გიგა ბატკუაშვილს რადიოს მოყვარულები კარგად იცნობენ. უკვე ბევრი წელია, რაც FM სივრცეში მის ხმას ყველა ცნობს. გასული კვირა მისთვის და მერსი სულხანიშვილისთვის არც ისე კარგი აღმოჩნდა, რადგან გოგონა, რომელიც გიგაზეა შეყვარებული, მერსის ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი დაემუქრა. ნატა გოდერძიშვილი რამდენიმე წელია, გიგას თაყვანისმცემელია და უყურადღებოდ არ ტოვებს ღონისძიებასა და ეთერს, სადაც მისი ხმა ისმის. მერსიმ სწორედ ამ სიყვარულით ისარგებლა და ''ფეისბუქის'' საშუალებით ერთგვარი პიარკამპანია წამოიწყო თავისი და გიგას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. აქვეყნებდა გიგასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც მუხლებზე ეჯდა და სექსუალურად პოზირებდა.
სურათების გამოქვეყნებამ ნატაზე არცთუ სასიამოვნოდ იმოქმედა. მერსიმ გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი მესიჯები, რომლებიც თითქოსდა ნატამ მისწერა და დააბრალა, მერსი ციხეში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელს იხდიდაო. მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწყებული ომი ისევ ნატამ დაამთავრა. გოგონამ განმარტა, რომ მოდის ბლოგერის მიერ გავრცელებული შეტყობინებები მას არ ეკუთვნოდა. როგორ ჩანს, გიგაზეც გაბრაზდა, რადგან ცნობილი რადიოწამყვანი მერსის მიერ წამოწყებულ თამაშში ჩაერთო. ნატასთვის კი ''ვარსკვლავის'' სიყვარული ასე დამთავრდა:
''თუ ვინმე დაგირეკავთ რადიოდან და გეტყვით, რომ სტუმრად გიგასთან გეპატიჟებიან, იცოდეთ, კარგად დაფიქრდით, რა გელით მაგ ადამიანისგან, რადგან ადამიანი კი არა ურჩხული, დაუნდობელი არაკაცი და ნამდვილი სატანაა'', - წერს ნატა.
უზარმაზარი ფანკლუბი ჰყავს ბერას. მართალია, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის, მაგრამ გოგონები მის მიმართ სიყვარულს რეპერის ფანგვერდზე გამოხატავენ.
მარი ქემაშვილი: მიყვარხარ უზომოდ. როგორ ვთქვა, რომ მიყვარხარ, ეს სიტყვაც კი არ მყოფნის. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით, ბოს.
ანჩო კარტოზია: დღეს 3 წელი გახდა, რაც გგულშემატკივრობ! რა მალე გავიდა დრო... ბერა, შენ ხარ შესანიშნავი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენით! საუკეთესო ხარ. მომენატრე ბერა.
ბერას ფანი პიკო ფანგანი: ჩემი უსაყვარლესი ხარ, ბერ, ჩემი თეთრი ანგელოზი ხარ – და ასე დაუსრულებლად წერენ რეპერის ფანები და საკუთარის მაგივრად, მთავარ ფოტოდ ბერას სურათები უყენიათ.
სოფო ნიჟარაძეს ფანების მთელი არმია ჰყავს. ყველაზე აქტიურები მაინც 13-18 წლის გოგონების ჯგუფია, რომლებიც მომღერალს საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა კონცერტზე დაჰყვებიან, მასთან სურათებს იღებენ და შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ერთ-ერთი მათგანი, ნინო დანელია წერს:
''არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა გხედავთ, გვავიწყდება, რომ გითხრათ, როგორ ძალიან გვიყვარხარ. ამას მხოლოდ ლექსებით, წერილებით ან ''ფეისბუქზე'' კომენტარებით თუ გამოვხატავთ. დარწმუნებული ვარ, იცი, როგორ ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ეს დამეწერა. მინდა, იცოდე, რომ შენი ნახვა ჩვენთვის 100 წლის სიცოცხლეა, შენი ყოველი თბილი სიტყვა და გაღიმება სტიმული და ბიძგია იმისა, რომ კიდევ დაველოდოთ შენს ნახვასა და ჩახუტებას...''
ამჟამად სოფო ნიუ-იორკშია და ამიტომ მისი ფანები მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაბრუნდება ახალგაზრდა ''დივა'' სამშობლოში. ამას ფანკლუბის ერთ-ერთი შეყვარებული გოგონას წერილიც მოწმობს.
'' ჩემი ღიმილის დედოფალი ძალიან მენატრება და ამას ჩვენი მინაწერებიც ამტკიცებს. სოფია, ხედავ როგორ გვენატრები? შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ რა ვქნათ?'' - წერს დეა გირდალაძე.
ნანუკა გოგიჩაიშვილი ემინემის თავგადაკლული ფანია, მაგრამ მასაც ჰყავს საქართველოში თაყვანისმცემლების გუნდი, რომლებიც ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურობენ. ნანუკა ამ ბოლო დროს კრივის შესწავლას ცდილობს და იმედია, სპორტის ეს სახეობა ფანების მოსაგერიებლად არ დასჭირდება. ერთხელ მოდელსა და ტელესახეს ერთ-ერთმა მათგანმა სახლში მიაკითხა და მამას შვილის ხელი სთხოვა. ნანუკა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს თაყვანისმცემლების მიერ მიწერილ მესიჯებს. რამდენიმე დღის წინ კი მესიჯების მორიგი სერია გამოაქვეყნა.
''მესამე წელია, რაც ეს ადამიანი მწერს, უშედეგოდ რეკავს, არ ვპასუხობ და დღესაც შემახსენა, რომ სამი წელი გახდა, რაც ასე იქცევა. აი, ნებისყოფა, მაგრამ...'' - წერს ნანუკა.
''ნანუკა, იქნებ მნახო, მუშაობ ალბათ და არ გცალია, იქნებ, გძინავს ან ტელეფონი გაქვს დამჯდარი, რატომ ხარ ასე გულისგასახეთქად ლამაზი, ოპერატორად ვიწყებ მუშაობას ''რუსთავი 2''-ზე და იქნებ, შენთან მოვხვდე, ჩემო ღვთაება'' - ეს გულგატეხილი რომეოს მესიჯებიდან ერთ-ერთი გახლავთ.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული სია იმ ქართველი ვარსკვლავებისა, რომლებმაც ფანების სიყვარული დაიმსახურეს და შეინარჩუნეს. შემდეგ ნომერში ამ რუბრიკას გავაგრძელებთ.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''