28 აპრილი, 2014
ვინ სთხოვს შორენას უკანალის დათხელებას და როგორ უხსნიან სიყვარულს ბერას
მაინც არსებობენ ცნობილი სახეები, რომლებსაც თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავთ ქართველი ვარსკვლავები მუდმივად წუწუნებენ, რომ საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, მაგრამ მაინც ახერხებენ, პოპულარობა თუნდაც სხვადასხვა გადაცემაში ხშირი სტუმრობითა და სკანდალური განცხადებებით შეინარჩუნონ. მართალია, ქუჩაში თაყვანისმცემლები ნაკლებად დასდევენ და არც მათ გამო იკლავენ თავს, მაგრამ მაინც არსებობენ ცნობილი სახეები, რომლებსაც თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავთ.
ახლა კი თვალი გადავავლოთ, ქართველი ვარსკვლავებიდან ვის გაუმართლა და მათ მიერ გულმოკლული ფანების ისტორიებსაც გაგაცნობთ.

შორენა ბეგაშვილი მუდმივად იმაზე წუწუნებს, რომ ქართველი ქალბატონები
აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. შურთ მისი სილამაზის და საკუთარი ქმრებისთვის ვერ მოუვლიათ. ამის მიუხედავად, შორენას დიდი რაოდენობით ფანები ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში მსახიობსა და ტელეწამყვანს სიყვარულს უხსნიან და ცოლობასაც კი სთავაზობენ, მაგრამ მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც დიდ სიყვარულს უცნაურად გამოხატავენ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ვინმე ნიკუშა-ნიკუშა, რომელმაც შორენას ინბოქსში ვრცელი წერილი გაუგზავნა:

''შორენა, მეგობრულ რჩევებს მოგცემ: პირველი - რამე მოუხერხე მკლავებს, ან დაითხელე, ან ივარჯიშე, საშინლად გითუხთუხებს. მეორე, ცუდი არ იქნებოდა, უკანალი ცოტა შეგეთხელებინა. მესამე – რა უბედურებაა ამხელა ''შპილკებიანი'' ფეხსაცმელი. ვიღას აცვია ასეთები, შორენა? და კიდევ, ძალიან ბევრი მაკიაჟი გისვია. რეალურად მსუბუქი მაკიაჟი და ხორცისფერი პომადა გიხდება. დამიჯერე, კარგ ტიპს არასოდეს მოეწონები, შეცვალე სტილი'', - სწერს შორენას ''კეთილისმსურველი''.

''ფაქტობრივად, თავიდან უნდა დავიბადო'' - ასე გამოეხმაურა შორენა ერთგულ ფანს.

Rating

გიგა ბატკუაშვილს რადიოს მოყვარულები კარგად იცნობენ. უკვე ბევრი წელია, რაც FM სივრცეში მის ხმას ყველა ცნობს. გასული კვირა მისთვის და მერსი სულხანიშვილისთვის არც ისე კარგი აღმოჩნდა, რადგან გოგონა, რომელიც გიგაზეა შეყვარებული, მერსის ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი დაემუქრა. ნატა გოდერძიშვილი რამდენიმე წელია, გიგას თაყვანისმცემელია და უყურადღებოდ არ ტოვებს ღონისძიებასა და ეთერს, სადაც მისი ხმა ისმის. მერსიმ სწორედ ამ სიყვარულით ისარგებლა და ''ფეისბუქის'' საშუალებით ერთგვარი პიარკამპანია წამოიწყო თავისი და გიგას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. აქვეყნებდა გიგასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც მუხლებზე ეჯდა და სექსუალურად პოზირებდა.

სურათების გამოქვეყნებამ ნატაზე არცთუ სასიამოვნოდ იმოქმედა. მერსიმ გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი მესიჯები, რომლებიც თითქოსდა ნატამ მისწერა და დააბრალა, მერსი ციხეში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელს იხდიდაო. მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწყებული ომი ისევ ნატამ დაამთავრა. გოგონამ განმარტა, რომ მოდის ბლოგერის მიერ გავრცელებული შეტყობინებები მას არ ეკუთვნოდა. როგორ ჩანს, გიგაზეც გაბრაზდა, რადგან ცნობილი რადიოწამყვანი მერსის მიერ წამოწყებულ თამაშში ჩაერთო. ნატასთვის კი ''ვარსკვლავის'' სიყვარული ასე დამთავრდა:

''თუ ვინმე დაგირეკავთ რადიოდან და გეტყვით, რომ სტუმრად გიგასთან გეპატიჟებიან, იცოდეთ, კარგად დაფიქრდით, რა გელით მაგ ადამიანისგან, რადგან ადამიანი კი არა ურჩხული, დაუნდობელი არაკაცი და ნამდვილი სატანაა'', - წერს ნატა.

Rating

უზარმაზარი ფანკლუბი ჰყავს ბერას. მართალია, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის, მაგრამ გოგონები მის მიმართ სიყვარულს რეპერის ფანგვერდზე გამოხატავენ.

მარი ქემაშვილი: მიყვარხარ უზომოდ. როგორ ვთქვა, რომ მიყვარხარ, ეს სიტყვაც კი არ მყოფნის. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით, ბოს.

ანჩო კარტოზია: დღეს 3 წელი გახდა, რაც გგულშემატკივრობ! რა მალე გავიდა დრო... ბერა, შენ ხარ შესანიშნავი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენით! საუკეთესო ხარ. მომენატრე ბერა.

ბერას ფანი პიკო ფანგანი: ჩემი უსაყვარლესი ხარ, ბერ, ჩემი თეთრი ანგელოზი ხარ – და ასე დაუსრულებლად წერენ რეპერის ფანები და საკუთარის მაგივრად, მთავარ ფოტოდ ბერას სურათები უყენიათ.

Rating

სოფო ნიჟარაძეს ფანე­ბის მთელი არმია ჰყავს. ყველა­ზე აქტიურები მაინც 13-18 წლის გოგონების ჯგუფია, რომლებიც მომღერალს საქართველოში ჩატა­რებულ თითქმის ყველა კონცერტ­ზე დაჰყვებიან, მასთან სურათებს იღებენ და შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ერთ-ერთი მათგანი, ნინო დანელია წერს:

''არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა გხედავთ, გვავიწყდება, რომ გითხრათ, როგორ ძალიან გვიყვარხარ. ამას მხოლოდ ლექ­სებით, წერილებით ან ''ფეისბუქზე'' კომენტარებით თუ გამოვხატავთ. დარწმუნებული ვარ, იცი, როგორ ძალიან გვიყვარხართ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ეს დამეწერა. მინდა, იცოდე, რომ შენი ნახვა ჩვენთვის 100 წლის სიცოცხლეა, შენი ყოველი თბი­ლი სიტყვა და გაღიმება სტიმული და ბიძგია იმისა, რომ კიდევ დაველოდოთ შენს ნახვასა და ჩახუტებას...''

ამჟამად სოფო ნიუ-იორკშია და ამიტომ მისი ფანები მოუთმენლად ელო­დებიან, როდის დაბრუნდება ახალგაზრ­და ''დივა'' სამშობლოში. ამას ფანკლუ­ბის ერთ-ერთი შეყვარებული გოგონას წერილიც მოწმობს.

'' ჩემი ღიმილის დედოფალი ძალიან მენატრება და ამას ჩვენი მინაწერებიც ამტკიცებს. სოფია, ხედავ როგორ გვე­ნატრები? შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ რა ვქნათ?'' - წერს დეა გირდალაძე.

Rating

ნანუკა გოგიჩაიშვილი
ემინემის თავგადაკლული ფანია, მაგრამ მასაც ჰყავს საქართველოში თა­ყვანისმცემლების გუნდი, რომლე­ბიც ძირითადად სოციალური ქსელის საშუა­ლებით აქტიუ­რობენ. ნანუკა ამ ბოლო დროს კრივის შესწავლას ცდილობს და იმედია, სპორტის ეს სახეობა ფანების მოსა­გერიებლად არ დასჭირდება. ერ­თხელ მოდელსა და ტელესახეს ერთ-ერთმა მათ­განმა სახლში მია­კითხა და მამას შვი­ლის ხელი სთხოვა. ნანუკა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყ­ნებს თაყვანისმცემლე­ბის მიერ მიწერილ მესი­ჯებს. რამდენიმე დღის წინ კი მესიჯების მორიგი სერია გამოაქვეყნა.

''მესამე წელია, რაც ეს ადამიანი მწერს, უშედეგოდ რეკავს, არ ვპასუხობ და დღე­საც შემახსენა, რომ სამი წელი გახდა, რაც ასე იქცევა. აი, ნებისყოფა, მაგრამ...'' - წერს ნანუკა.

''ნანუკა, იქნებ მნახო, მუ­შაობ ალბათ და არ გცალია, იქნებ, გძინავს ან ტელეფონი გაქვს დამჯდარი, რატომ ხარ ასე გულისგასახეთქად ლა­მაზი, ოპერატორად ვიწყებ მუშაობას ''რუსთავი 2''-ზე და იქნებ, შენთან მოვხვ­დე, ჩემო ღვთაება'' - ეს გულგატეხილი რომეოს მესიჯებიდან ერთ-ერთი გახლავთ.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული სია იმ ქართველი ვარსკვლავებისა, რომლებმაც ფანების სიყვარული დაიმსახურეს და შეინარჩუნეს. შემდეგ ნომერში ამ რუბრიკას გავაგრძელებთ.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ზაზა
ზუსტადაც რომ კადრულობენ და ჩუმად ოცნებობენ შორენასნაირ ქალებზე.ზუსტად თქვენნაირი ფანები ქმნიან შორენას, ნინას და მისნაირ დონეს.
21:12 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
NIKA
სატირალია ჩვენი ხელოვნება.ხალხი ჩხეიძეს უსმენს იმ ქვეყანაში სადაც გონაშვილი დაიბადა. რა დონეზე ვართ დაცემულები რომ მიშას დრო მარტლაც რომ სანატრელი გახდება-ბოჩელი ყავდა ჩამოყვანილი,ბევრს ალბათ არც გაუგია სამაგიეროდ წრიალაშვილი იციან.ცოდოები ვართ.
21:08 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
საქართველოში უნიჭობის ბიზნესი ყვავის, სადაც წკრიალაშვილი,ბეგაშვილი და ბევრი მისთანები მომღერლებად მოიხსენება იქ რა ხელოვნებაზე ან ნიჭიერებაზეა საუბარი,სასაცილოა.
21:03 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
აკაკი
ვეთანხმები ბეგაშვილის ფანის რჩევებს. არც ერთი ნორმალური უცოლო თბილისელი ბიჭი არ იკადრებს შორენას გვერდით გამოჩენას სანამ შორენას ეს გოიმურ-სოფლური სტილი აქვს - გადმოყრილი მკერდი და უკანალი, გადმობრუნებული ტუჩები, ვულგარულად მოკლე კაბები და ზედმეტად ღია დეკოლტეები,უმაღლესი შპილკები, ტონა მაკიაჟი და ასე შემდეგ. არადა კარგი ადამიანია ეტყობა, კეთილი გულის პატრონია, და ასე იფუჭებს საკუთარ სილამაზეს. სანამ ამეებს არ შეცვლის მანამდე მხოლოდ ცოლიანი კაცების ფარულ საყვარლობას უნდა დათანხმდეს, როგორც დღეს არის.
16:36 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
სენ ვინ გეკიტხება ამას ვინ ვისი პანია რა კველაფერს ტავისი დრო აკ სცავლასა და კებას აორტკლდი რა სურიანი ხარ ვინცახარ
16:23 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
სენ ვინ გეკიტხება ამას ვინ ვისი პანია რა კველაფერს ტავისი დრო აკ სცავლასა და კებას აორტკლდი რა სჰურიანი ხარ ვინცახარ
16:18 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
მარი გეთანხმები
15:31 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
***
ნიჟარაძის ფანობით რომ იწყებენ ცხოვრებას,ამათ რა მომავალი უნდა ჰქონდეთ?! ნორმალური ზნის მაინც იყოს , ფუუჰ
14:01 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ბავშვებო ფანობიას თამაშს ჯობია ისწავლოთ და თქვენი თქვენი მოწოდებები იპოვოთ. ნიჟარაძის ფანობას არ ჯობია წიგნი წაიკითხო შვილო? დედა ან მამა არ გყავთ? ან სხვა პატრონი?
10:42 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS