25 აპრილი, 2014
''ჩემი ქმარი თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა''
ოჯახში ყველაზე დიდი ''ბრძოლა'' იწყება ჯვრისწერის მერე, როცა შენი ქმრისთვის უნდა იყო მეგობარი, ცოლი, საყვარელი, დიასახლისი ხატია სიჭინავა ჟურნალისტებისთვის ყოველთვის ღია და გახსნილი რესპონდენტია, არ მალავს საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებს და სოციალურ ქსელებში თამამი სელფშოტებითაც გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ ხატია სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლეა, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს, მესამე შვილს კი წყვილი აგვისტოში ელოდება. ხატიას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესუაბრეთ.

- ძალიან არ მიყვარს და მაღიზიანებს ქართული სადღეგრძელოები. თუ სუფრას მართლა საოცარი თამადა არ უძღვება და საინტერესო
რაღაცებს არ ლაპარაკობს, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.
- რაც შეეხება ქალის როლს ოჯახურ ცხოვრებაში?
- არა მარტო საქართველოში, ყველგან, ოჯახურ გარემოში ქალი არის კისერი, რომელიც ოჯახის თავს საჭირო მიმართულებით ატრიალებს. ქალი მამაკაცს უნდა მოერგოს, შეუწყოს ხასიათი და საბოლოო ჯამში ოჯახის მართვის სადავეებს მაინც ის აიღებს. რეალურად, ოჯახური ცხოვრებისას, აქ არ ვგულისხმობ უვარგის ცოლ-ქმარს, ხშირ შემთხვევაში კონფლი-ქტი მაინც ქალისგან მოდის. მან უნდა იცოდეს, როდის გამოხატოს ქმართან აგრესია, როდის გამოთქვას საკუთარი აზრი და ზოგადად, ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი ვიღაცაზე ნაკლებია, უბრალოდ, ჭკვიანურად უნდა გათვალო, როგორ მოერგო სიტუაციას, რაც ბევრი უაზრო კინკლაობის აცილებაში დაგეხმარება.
ოჯახის მართვასაც ნიჭი უნდა. პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი მარტივად იმიტომ ინგრევა, რომ წყვილი იმ დროს გადართულია გართობაზე, ვერ უღებენ ალღოს ერთად ცხოვრებას, ვერ ხვდებიან, როგორ ასიამოვნონ ქმარს.M მე კი ისეთ ასაკში შევქმენი ოჯახი, რომ ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა. დღეს ზუსტად ვიცი, ჩემს ქმარს როდის რა სწყინს, როდის უნდა გამოვხატო ჩემი აზრი, როდის გავჩუმდე, როდის შევეპასუხო, როდის როგორ ვასიამოვნო, ამიტომ მაქვს კარგი ოჯახი.
დაქორწინების შემდეგ გოგონები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდნენ, ხშირია შემთხვევა, როცა თხოვდებიან, ჰგონიათ, დასრულდა ყველაფერი და თავსაც აღარ უვლიან, სიახლეებსაც აღარ სთავაზობენ საყვარელ ადამიანს, რაც დიდი შეცდომაა. ოჯახში ყველაზე დიდი ''ბრძოლა'' იწყება ჯვრისწერის მერე, როცა შენი ქმრისთვის უნდა იყო მეგობარი, ცოლი, საყვარელი, დიასახლისი... ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ქმარი შენით იმდენად კმაყოფილი დარჩეს, სხვისკენ არც თვალმა და არც გულმა არ გაუწიოს.
- როგორ ფიქრობ, მნიშვნელოვანია წყვილის თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე?
- კი, რადგან სექსუალური ცხოვრება ბევრ რამეს ცვლის ურთიერთობებში. ეს კი არა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების დროსაც კი შეიძლება, ისეთი რამ აღმოაჩინო შენ გვერდით მყოფ ადამიანში და ისე გაღიზიანდე, რომ ერთი თვის შექმნილი ოჯახი დაანგრიო. ასე რომ, ვფიქრობ, ოჯახის შექმნამდე თანაცხოვრება სავსებით გამართლებულია.
- თუმცა, ეს რელიგიურად გაუმართლებელია...
- კი, ასეა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, თუმცა რელიგია იმას არ ამბობს, თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ჯვარს არ დავწერთო.
სხვათა შორის, ქართველ მამაკაცში დღემდეა ჩარჩენილი ცოლად ქალიშვილის მოყვანის სურვილი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ ურთიერთობა სექსუალური შეუთავსებლობის გამო ინგრევა, ან ერთ სახლში ვერ ცხოვრობენ გემრიელად, აღმოაჩენენ, რომ ვიღაც დილით იხეხავს კბილს, ვიღაც - საღამოს და ეს ელემენტარული დეტალი ხდება გაღიზიანების მიზეზი, რასაც სხვა ემატება და ბზარი ჩნდება.
- თუმცა ზოგჯერ თანაცხოვრების მცდელობის შედეგად, ქალის სექსუალურ პარტნიორთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება.
- კი, თუმცა ეს მარაზმში არ უნდა გადავიდეს, ჯერ ერთთან იწვე, არ მოგეწონოს, მეორეზე გადაინაცვლო, ეს სხვა თემაა. მაგრამ როცა ადამიანი გიყვარს და მასთან ოჯახის შექმნამდე ცხოვრობ, ეს სხვაა.
- ხატია, ასევე სტერეოტიპულია ქართული ქორწილი...
- არა, მე ქორწილის ტრადიცია ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ერთხელ ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს ის ბედნიერი დღე, როცა თეთრ კაბას ჩაიცვამს და ''ბალ-მასკარადი'' ექნება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მე ქორწილს ამ კუთხით ვუყურებ და არა ტრადიციული თვალსაზრისით. ესაა ერთი დღე, რომლიც განსაკუთრებულად უნდა დაგამახსოვრ-დეს. თუმცა ვიღაცები ორჯერ და სამჯერაც იხდიან ქორწილს, მაგრამ მე უფრო ერთჯერად ქორწილს მივემხრობი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ადამიანი მხოლოდ ერთი პიროვნების გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მასთან თავს კარგად ვეღარ გრძნობს, ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე და ეს არ ნიშნავს იმას, თუ არ გაგვიმართლა, მაინცდამაინც ერთ ადამიანს შევაკლათ თავი, მეორედ გათხოვება მისაღებია, მაგრამ ვფიქრობ, ქორწილი ადამიანს ერთხელ უნდა ჰქონდეს.
- ამბობენ, ჩვენს რეალობაში ოჯახები მხოლოდ სიყვარულით არ იქმნება, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ფინანსები გადამწყვეტია ამ საკითხშიო.
- ჩემს შემთხვევაში სიყვარულმა იმხელა როლი ითამაშა, რომ სხვა დეტალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ოჯახი, რომელიც სიყვარულზე არაა დაფუძნებული, მალე დაინგრევა, ასე რომ, სხვა ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დედამ ასეთი რამ მითხრა ამ თემასთან დაკავშირებით, როცა სიღარიბემ ოჯახში შემოაბიჯა, სიყვარული ფანჯრიდან გადახტაო და ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა. ჩვენს ოჯახშიც ყოფილა ფინანსური პრობლემები, სიღარიბეზე არ მაქვს საუბარი, ამ დროს მე და ჩემი მეუღლე კიდევ უფრო მყარად ვდგებით ფეხზე და ერთმანეთს არ ვაგრძნობინებთ ამ დისკომფორტს.
- არსებობს გავრცელებული სტერეოტიპი დედამთილებისა და სიდედრების შესახებ, რომელიც ხშირად სახუმარო თემადაც იქცევა.
- მე სიდედრებიდან დავიწყებ საუბარს, ჩემს ქმარს ძალიან უყვარს დედაჩემი, რამაზი იმდენად თბილია, სრულიად უცნობ ადამიანებს უყვართ და სიდედრს რომ ჰქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება, ვერ წარმომიდგენია, ამიტომ ეს სტერეოტიპი ჩვენს ოჯახში თავიდანვე დაიმსხვრა.
რაც შეეხება დედამთილის ინსტიტუტს, მოგეხსენებათ, მე და ჩემმა დედამთილმა ცუდად დავიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ ჩემი დედამთილი ჭკვიანი ადამიანია, ჩემზე უფროსია, კარგად იცის, როგორ და რანაირად წარმართოს სიტუაცია, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს და მეც ძალიან მარტივად ვივიწყებ წყენას, ახლიდან დავიწყეთ ყველაფერი, თანაც, როცა ვხედავ, რომ ადამიანი ჩემს შვილებზე გადაყოლილია, როგორ შეიძლება, ეს დავუკარგო? დღეს ისეთი დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს, ჩემი დაქალები გაოცებულები გვიყურებენ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს დედებთან არ გვაქვსო.
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბორტის გაკეთების ხშირი მიზეზი ისაა, რომ წყვილს ბიჭი უნდა.
- ყველა მამას უნდა ბიჭი, ამიტომ უნდა გყავდეს, რომ შენი ქმარი ბედნიერი დაინახო, მაგრამ გოგოც ყველა ოჯახში უნდა იყოს. იცით, რომ ორი გოგო მყავს, ორივე ორსულობისას მეუბნებოდნენ, რომ ბიჭები იყვნენ, მაგრამ გოგონები გაჩნდნენ, ახლაც ასე მოხდა, ადრე მითხრეს, ბიჭიაო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ გოგონაა, ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, არანაირი რეაქცია არ ჰქონია, ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს, თუმცა მე უკვე მეოთხე შვილის გასაჩენად ვემზადები. სამი წელია გავთხოვდი და სამი წელია ორსულად ვარ (იღიმის)
- ანუ, არ გაჩერდებით, სანამ ბიჭი არ გეყოლებათ...
- არა, ჩემს ქმარს მაგ სიამოვნებას არ მოვაკლებ.
- ხატია, მინდა გკითხო, როგორია სიტყვა ''გოიმის'' და ''სოფლელის'' შენეული განსაზღვრება?
- სიმართლე გითხრა, სიტყვა გოიმს იშვიათად ვიყენებ, ოღონდ არა ადამიანის ვიზუალური მდგომარეობის აღსაწერად, ჩემთვის ეს უფრო შინაგან მომენტს გამოხატავს, ჩემთვის გოიმია ის, ვინც ცდილობს, თავი იმაზე მეტად მომაჩვენოს, ვიდრე არის. რაც შეეხება ''სოფლელს'', ჩემთვის სოფლელი და გოიმი დაახლოებით ერთი და იმავე მნიშვნელობისაა, მაგრამ ამით მე სოფელში მცხოვრებ ადამიანებს არ ვაკნინებ, მოგეხსენებათ, თბილისელი ხოხობი მეც არ ვარ. რომ დავსხდეთ და გამოვიძიოთ, აღმოჩნდება, რომ თბილისელი მართლა ძალიან ცოტა ადამიანია, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ჩემი ქმარია, თბილისელი წინაპრების მეშვიდე თაობაა. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ სიტყვის გამოყენება სისულელეა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
გუგა
ამ უაზრო სტატიების წერას წადი ქალო პირი დაიპატარავე,ეს რა საშინელება ტუჩები გაქვს,იხვი დონალდო მიმიქარავს :))))))))))) FUUUUUUUUUUF!
14:01 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ani
ეს საცოდავი.ჯანმრთელობის სახლში ვიმშობიარე ამასთან ერთად.ეზიზგებათ იქაურ მედ პერსონალს ეს პროვინციალკა.რამხელა ამბიციები აქვს გაგეცინება პირდაპირ.ეს რომ ხმას ამოიგებს და ვინმეზე რამეს იტყვის.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.საგოლ რამაზ!იმენნნა პა ჟიზნენი შეისრულე!:)
13:24 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
აუუუუ ამ ბანძს ვინ გონია თავი?!ეხლა რო მორალზე გველაპარაკება ეგ არ იყო პეხმძიმე რო შეეტენა ქმარს?!და მაგისთანა რო დაგიწყებს პატიოსნებაზე ლაპარაკს.ხატიაზეა ნატქვამი, უძაგლო ქვეყანაში ძაგლებს აყეფებენო...ამ გოიმს რას აბლატავებტ?თავი ვინ გონია?ჯობია გაიხსენოს რამაზი მერამდენეა მაგისთვის?
13:16 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა
ამ ანგელოზს და სრულყოფილებას რატო ვაწუხებთ გოიმის და სოფლელის განმარტებისთვის ჩვენ ყანაში მყოფები?! :) :) :)
13:14 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მალხაზი
შე მართლა სოფლელო და გოიმო,ვინ გგონია თავი?!არ დაგვგალე შენი პატიოსანი ქალის იმიჯით?!ვნახოთ როგორ იჩიკჩიკებ რომ მობეზრდები რამაზიეს.ტუ მაგ ბავშვებით გინდა ოჯახის შნარჩუნება?!მადლობა უტხარი რამაზიეს შენისთანა რო მოიყვანა და გათხოვილი ქალის სტატუსი გაქვს დგეს.ყველამ იცის ვინც იყავი...:)
13:09 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუსა
სტატია არ წამიკითხავს, დარწმუნებული ვარ ისევ იგივე თემაა რაც ადრე... ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხატია საკუთარ თავს და მთელ ქვეყანას უმტკიცებს, რომ ძალიან მაგარია, რომ ძალიან მაგარი ოჯახი და ქმარი ყავს, კი ბატონო.. გვჯერა და გაგვატარეთ, სხვა კუთხით წარმოაჩინოს თავი. ქმარი და ბავშვები ძალიან კარგია, მაგრამ კაი რაა, сколько можно, закалебала уже ნუ...
12:06 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
თვითონ რო ფოთელია ეგ არასოდეს უთქვამს
11:00 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS