გოგოლა სამი შვილის დედაა, ბოლო დროს მთლიანად ბავშვებზე იყო გადართული და შესაძლებელია, ესეც გახდა მიზეზი, რომ ახალი წინადადებები არ მიუღია. ერთი პერიოდი მსახიობი ''ნანუკას შოუში'' მუშაობდა, თუმცა ახალი სეზონიდან გადაცემაში აღარ არის.
ცოტა ხნის წინ ''თბილისი ლაივის'' წამყვანი თიკო
- ნანუკა, რატომ აღარაა გოგოლა კალანდაძე ''ნანუკას შოუს'' თანამშრომელი?
- ''ორი ვარსკვლავის'' გამო. მანამდე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გადაიფიქრა და სერიალ ''ნათია და ნათიაში'' თამაშობდა. ახლა ''ორ ვარსკვლავშია'' და შესაბამისად, ჩვენთან ვერ იმუშავებს, ''იმედი'' მაინც კონკურენტი არხია.
- მხოლოდ ესაა მიზეზი, რის გამოც გოგოლა აღარაა ''ნანუკას შოუში''?
- გოგოლა არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მისი შვილის ნათლია ვარ და ერთად გავიზარდეთ. სხვა რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, დაახლოებით მაინც მითხარით.
- ''თბილისი ლაივში'' გოგოლას თიკო სადუნიშვილმა რომ ჰკითხა, ''ნანუკას შოუში'' რატომ აღარ ხარო, მოკლედ უპასუხა, ნანუკას ჰკითხეთ, მე ვერაფერს გეტყვითო და ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება, სხვა მიზეზი არსებობდეს.
- ვხვდები, რომ ''თბილისი ლაივმა'' გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. თიკოს ვუთხარი კიდეც. სიუჟეტში იყო ძალიან მოკლე პასუხი, რამაც ნამდვილად შექმნა უხერხულობა. როდესაც პროექტი ''ორი ვარსკვლავი'' დამთავრდება, გოგოლა თუ სხვა პროექტში აღარ იქნება დაკავებული, ისევ ჩვენთან იმუშავებს.
- რა თანამდებობას დაიკავებს?
- ჩვენს გადაცემაში ადრე ოფისმენეჯერად მუშაობდა. მე არ ვარ შეზღუდული რაიმე თვალსაზრისით. გოგოლა ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მისი გამოყენება მრავალი კუთხით შეიძლება, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ადგილს დაიკავებს ჩემს სამსახურში, მნიშვნელობა აქვს, გოგოლა ვინაა ჩემთვის. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და შესაბამისად, მას პოზიციები სულ ექნება ''ნანუკას შოუში''. მის ადგილას ახლა სხვა ადამიანი მუშაობს და შეიძლება, ზუსტად იმავე ადგილას ვერ იმუშაოს.
კომენტარი გოგოლა კალანდაძესაც ვთხოვეთ:
- გოგოლა, ''თბილისი ლაივში'' გასული თქვენი კომენტარის გამო ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ თქვენსა და ნანუკას შორის უთანხმოებაა. რა მოხდა რეალურად, რატომ აღარ ხართ ნანუკას შოუში?
- თიკოს უყვარს სკანდალების აგორება და ამიტომ ''გავუგორე'' მას სკანდალი. ჩემსა და ნანუკას შორის არაფერი მომხდარა. შემიძლია გითხრათ, რომ მე და თიკომ დადგმული სპექტაკლი გავითამაშეთ. მსახიობი ვარ, კარგად შემიძლია ვითამაშო და ინტრიგაშერეულ სიუჟეტებში მივიღო მონაწილეობა.
- გული გწყდება, ნანუკასთან ერთად რომ არ მუშაობთ?
- რაღაც მომენტში გული მწყდება, კარგი დრო იყო და კარგად მახსენდება ამ გადაცემაში მუშაობის პერიოდი. მაგრამ მე ჩემი საქმე მაქვს და მირჩევნია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს.
- ნანუკასთან მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებთ?
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერია მოსალოდნელი.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''