14 აპრილი, 2021
"გურამ ჩალაგაშვილი დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით სილა გამაწნა," - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი
აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და თავის პირად ისტორიაზე წერს, რომელიც წლების წინ გადახდა, როცა დაოჯახებული იყო. 

ცის­ნა­მი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ წლების წინ თავადაც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, ვინც მას თავს და­ეს­ხა, რო­გორც თა­ვად წერს, ცეს­კო-ს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე გუ­რამ ჩა­ლა­გაშ­ვი­ლია:

"მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც არ მა­ლავს და ღიად სა­უბ­რობს, რომ ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ჩემი მხარ­და­ჭე­რა და
დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მათ.

გა­დავ­წყვი­ტე, მეც ვი­სა­უბ­რო ამ თე­მა­ზე და გა­ვიხ­სე­ნო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მეც ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან, არა­მედ მისი მა­მის­გან. ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, ირაკ­ლი სულ რა­ღაც ორი თვის იყო. ვერა და ვერ ვრიგ­დე­ბო­დი ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან. ქალი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რად მა­ნად­გუ­რებ­და და ნაშ­ვი­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვი, მა­გის გამო "ყივ­ჩაღს" მე­ძახ­და. ხში­რად მოგ­ვდი­ო­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა და ჩხუ­ბი. ბოლო ჩხუ­ბის დროს ჩემ­მა ყო­ფილ­მა მა­მამ­თილ­მა, ირაკ­ლის პა­პამ სა­ხე­ში ისე­თი სილა გა­მაწ­ნა, რომ თავ­ბრუ და­მეხ­ვა და იქვე ახლო მდგომ დი­ვან­ზე და­ვე­ცი. იმ სა­ღა­მოს, ასე სილა გაწ­ნუ­ლი ორი თვის ბავ­შვით ხელ­ში სახ­ლი­დან გა­მაგ­დეს. ღამე მე­ზო­ბელ­თან გა­ვა­თე­ნე. ღმერ­თმა და­ლო­ცოს და გა­ა­ხა­როს მე­ზო­ბე­ლი ნა­ი­ა­რა დე­ი­და. ჩემი ქმა­რი მთვრა­ლი იყო და ეძი­ნა. მე­გო­ნა მე­ო­რე დღეს და­წყნარ­დე­ბი­ან ჩემი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი და უკან მიგ­ვი­ღე­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ რაის უკან მი­ღე­ბა, ჩემი ნივ­თე­ბი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილს და ბი­ძა­ჩე­მის სახ­ლში მო­მი­ყა­რა, სა­დაც მე­ო­რე დღეს წა­ვე­დი.

მერე იყო დიდი წვა­ლე­ბა, უბე­დუ­რე­ბა. ვი­ყა­ვი უმუ­შე­ვა­რი, უფუ­ლო, უსახ­ლკა­რო და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ორი თვის ბავ­შვით ხელ­ში. მა­შინ არ იყო სა­ფა­რი/Sapari და Baia Pataraia. მივ­მარ­თე ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი / Anti-Violence Network of Georgia-ს, ქალ­ბა­ტონ Nato Shavlakadze-ს, Manana Purtskhvanidze-ს. ამ ქალ­ბა­ტო­ნებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნეს. მათი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, მის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, ცხო­ნე­ბულ სულო ბე­ბოს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ირაკ­ლის გაზ­რდა­ში მეხ­მა­რე­ბო­და. არა­ვინ არ იყო ჩემს გვერ­დით. ძა­ლით გა­მაგ­დეს სახ­ლი­დან, არაფ­რის გამო და დამ­ტო­ვეს ღია ცის ქვეშ. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მე ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა, ცხოვ­რე­ბამ სას­ტი­კად გა­და­უ­ხა­და სა­მა­გი­ე­რო!

მე­ო­რედ რო­დის ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მა­გა­საც გე­ტყვით. პა­ტა­რა ბავ­შვით სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­ღებ­და. ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლიც არა­ვინ მყავ­და. სა­პატ­რი­არ­ქოს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს­მა, უძ­ვირ­ფა­სეს­მა ქალ­ბა­ტონ­მა ცი­სა­ნა შარ­ტა­ვამ და­მა­კავ­ში­რა სან­დრა რუ­ლოვსთან. სან­დრას­თან უნდა მე­მუ­შა­ვა, მის ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­კო­ში". გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვი ერთი დღით მა­მა­მის­თან და­მე­ტო­ვა, რად­გან მე პუ­რის ფული მე­შოვ­ნა. ავ­დე­ქი და წა­ვიყ­ვა­ნე თვე­ე­ბის ირაკ­ლი თა­ვის სახ­ლში. დავ­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. იმ დღეს მაგ­რად ვი­მუ­შა­ვე. სან­დრა ლტოლ­ვი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის კონ­ცერტს მარ­თავ­და და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. მთე­ლი დღე ფეხ­ზე ვი­დე­ქი და თან ჩემი ფიქ­რე­ბი პა­ტა­რა ირაკ­ლის­თან იყო.

შიმ­ში­ლის­გან და გუ­ლის წას­ვლის­გან ქალ­ბა­ტონ­მა მაკა დარსაველიძემ მიხ­სნა. რომ და­მი­ნა­ხა სა­ხე­ზე ფერი არ მედო, თბი­ლი ბულ­კე­ბი მი­ყი­და და და­მა­პუ­რა. იმ ბულ­კე­ბის გემო ახ­ლაც მახ­სოვს. მიყ­ვარ­ხართ ქალ­ბა­ტო­ნო მაკა. თქვე­ნი სი­კე­თე არ მა­ვი­წყდე­ბა. სულო ბე­ბოს სახ­ლში მი­ვე­დი. იმ დღეს წი­ვილ-კი­ვი­ლი ატე­ხეს ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის ოჯახ­მა. ბავ­შვი მოგ­ვიყ­ვა­ნაო, ეს რო­გორ გვა­კად­რა არის­ტოკ­რა­ტებ­სო! სულ ამას გა­ი­ძა­ხო­და ის ქალ­ბა­ტო­ნი, ჩვენ არის­ტოკ­რა­ტე­ბი ვართ და შენ "ყივ­ჩა­ღი" შე­მო­მი­ვარ­დი სახ­ლშიო!

იმ სა­ღა­მოს ბავ­შვი უკან უნდა მო­ეყ­ვა­ნათ. გა­რეთ ეზო­ში გა­ვე­დი, რომ ირაკ­ლი გა­მო­მერ­თმია. ბავ­შვი უკვე ხელ­ში მე­კა­ვა, როცა მათი ნა­თე­სა­ვი, მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია / CEC of Georgia-ის თავ­მჯდო­მა­რე, Guram Chalagashvili დიდი ჯი­პი­დან გად­მო­ვი­და და თა­ვი­სი დიდი ტო­რით ისე­თი სილა გა­მაწ­ნა, რომ კი­ნა­ღამ პა­ტა­რა ირაკ­ლი ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და და მი­წა­ზე და­ვარ­და. ხმა ვერ ამო­ვი­ღე. შოკი მი­ვი­ღე. სილა მი­ვი­ღე იმის­თვის, თუ რო­გორ ვი­კად­რე და მის ნა­თე­სა­ვებს ვა­წუ­ხებ!

სახ­ლში რომ შე­ვე­დი მთე­ლი სახე გა­წით­ლე­ბუ­ლი მქონ­და. ახ­ლაც მახ­სოვს იმ სი­ლის სიმ­წა­რე. მას მერე მძულს ეს კაცი და როცა კი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დის, გული მე­რე­ვა. რო­გორ იყე­ნე­ბენ მა­სეთ მო­ძა­ლა­დეს ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში გვერ­დით? ალ­ბათ თა­ვის ცოლ­საც ასე უბა­გუ­ნებს. მა­შინ მე პატ­რო­ნი არ მყავ­და და ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს მოვ­თხოვ­დი. ახლა ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი მე ვარ და ვი­თხოვ ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე კაცი და­ი­სა­ჯოს! არას­დროს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა იმ სი­ლის სიმ­წა­რე! წლე­ბის წინ ფე­ის­ბუქ­ზე მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ აღარ ახ­სოვ­და ვაჟ­ბა­ტონს! მეკი ეგ სიმ­წა­რე დღე­საც კარ­გად მახ­სოვს! ხოდა არ გა­ე­კა­როთ მაგ მო­ძა­ლა­დე კაცს, რო­მე­ლიც უსუ­სურ, მე­ძუ­ძურ დე­დას არაფ­რის გამო სი­ლას აწ­ნავს!

ახლა გა­მოვ­ლენ მა­ვა­ნი და იტყვი­ან იგო­ნებ­სო, მაგ­რამ ღმერ­თია მოწ­მე, რომ ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე დავ­წე­რე. რა­ტომ მა­შინ არ ვთქვი? იმი­ტომ რომ შე­მე­შინ­და! მე ვინ ვი­ყა­ვი, ერთი ტლუ, სოფ­ლე­ლი, და­უც­ვე­ლი გოგო. მას შემ­დეგ 13 წლი გა­ვი­და და ასე მგო­ნია ის სილა ცა­მეტ­ჯერ გა­მაწ­ნა ჩა­ლა­გაშ­ვილ­მა! ახლა არ მე­ში­ნია არა­ვი­სი! მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბი უნდა ამო­წყდნენ და გა­და­ჯიშ­დნენ! ქა­ლე­ბო არ შე­გე­შინ­დეთ! გა­მო­დით და ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რეთ ძა­ლა­დო­ბა­ზე! ვე­ლო­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწორ რე­აქ­ცი­ას და მხარ­და­ჭე­რას.

მად­ლო­ბა ყვე­ლას. პა­ტი­ვის­ცე­მით, ცის­ნა­მი".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ქეთი
ამ ცისნამის მართალიც არ დაეჯერება ისეთი მატყუარაა და ინტრიგანი.
08:24 / 26-08-2021
გამოხმაურება / 0 /
წყევლა - მაწყევარს
ხომ არ იცით სარას რატო ეწვის?ალბათ არისტოკრატია სარით? მადლობა ღმერთს რომ გამოგაგდეს და ნორმალურ შვილს გაზრდი იმ ,,არისტოკრატებისგან" მოშორებით...
07:05 / 22-08-2021
გამოხმაურება / 0 /
დადადადა
უფალს მიანდე მათი დასჯა. არისტოკრატები ასე არ იქცევიან. და არც ასეთი ტლანქი სახის ნაკვთები აქვთ.....არავის დაემდურო, შენი მეუღლეა არაკაცი....მათ კი თავისი შვილიც არ უყვართ და შვილიშვილი მითუმეტეს.... ვინც მათ წისქვილზე დაასხავს წყალს, მათ თავზე მოტრიალდება წისქვილის ქვა.....
06:47 / 22-08-2021
გამოხმაურება / 0 /
me
ყველამოდზალადე კაცი იქნება ტუ ქალიდაისაჯოს მკაცრად. იყო ასეტი სჰემტხვევა ყოპილმა ცოლმა დზაადობსტვის ციხესჰი ცჰასვა არც სჰვილებს უნდა მოდზალადე მამა, მსჰობლებიც მისნაირებია მოიყვანა ცოლი რომელიც მისმა მსჰობლებმა არ მიიგეს ცხოვრობდა ცოის ბნასჰი დაიწყო დზალადობა ამქალმააახვევინა სახლიდან. არ ეგონა ტუ გააგდებდა ტირილიტ წაეტრა. ასე რომ ნუ დაუხრიტ ტაავს. ეს ისტორიაა ერტადამიანზე კახელია მსჰბლები მასწავლებელი ყავს , მე მაინტერესებს მისმა მსჰბლებმა სხვის სჰვილებს რა უნდაასწავლონ ანროგორ აცჰერებენ სკოლასჰი ტან 75 წლისასმოდზალადე სჰვილი ყავტ ტავდაც არანაკლებები არიან.
02:17 / 22-08-2021
გამოხმაურება / 0 /
ბუსა
ქალი ფაქიზი არსებაა მეტრიანი ენით
02:12 / 25-04-2021
გამოხმაურება / 0 /
შოკი
..შენც ვერ ხიე ერთი ლაბავოი გურამ ჩალაგაშვილს..გაგესწორებინა ყბა.თუ ასე მოგექცა მაგი მიიღებს თავის საზღაურს..აი ნახავთ ,დრო უნდა ყველაფერს.უხ როგორ მინდა მიიღოს საკადრისი პასუხი....სამართალი ურმით დადის
02:07 / 25-04-2021
გამოხმაურება / 1 /
მარიამი
მერე,რა გახდა ერთი მანქანის ყიდვა სამართლისთვის,ურმით რომ აღარ იაროს და დროზე მოვიდეს ადგილზე.
03:21 / 25-08-2021
სარა
ცისნამი მიყვარხარ. ამოწყდა შენიყოფილი დედამთილი და ყველა ის ვინც ქალზე ხელს აწევს
08:46 / 23-04-2021
გამოხმაურება / 0 /
1
მადლი მოგივიდათ ნინუცას აღიარების შემდეგ, არიქა ყველამ გადმოაფრქვიეთ წლების განმავლობაში დაგროვილი ბოღმები!
21:54 / 18-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
მაგი ნაცია ნაცებს აქვტ უფლება ცემის წამების მოკვლის გადარჩი და რამეს ჩივი
19:37 / 18-04-2021
გამოხმაურება / 0 /
დო მაჟორი
ჩალაგაშვილი ახლაც ნაცჩამყაყების აქტიური წევრია!
02:12 / 18-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS