12 მარტი, 2021
„ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ... ამიკოს 15 წელია ვიცნობ და ძალიან მიყვარს“– ნინი შერმადინი

 

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია რაც ამერიკაში ემიგრანტია, ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერის გარშემო გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა:

"მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს ვი­კა­ვებ­დი არ მინ­დო­და რამე კო­მენ­ტა­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვწერ ამ პოსტს. სა­ერ­თოდ ვერ ვერ­კვე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში და მგო­ნია რომ ვე­რას­დროს გა­ვი­გებ. არ ვიც­ნობ ბერა ივა­ნიშ­ვილს, არც მის გა­რე­მოც­ვას... არც მის­გან მი­მი­ღია რამე ბე­ნე­ფი­ტი და არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დიდი მოტრფი­ა­ლე ვარ, არც ბე­რას ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლი, მაგ­რამ რასც ეხლა ვხე­
დავ გა­უ­გო­ნა­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია...

შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი არ მოგ­წონ­დეს, ვერ იტან­დე, გე­ზი­ზღე­ბო­დეს მაგ­რამ იმის შვი­ლებ­თან რა გვე­საქ­მე­ბა? შვი­ლე­ბი მშობ­ლებს არ ვირ­ჩევთ. განა რა და­ა­შა­ვეს ამ ბავ­შვებ­მა ესე­თი? აგ­რე­სი­ა­ცაა და აგ­რე­სი­აც... სირ­ცხვი­ლია უბ­რა­ლოდ ასე­თი ბუ­ლინ­გი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ არ ვიც­ნობ და არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს ამ სტა­ტუ­სით ვინ­მეს ვა­სი­ა­მოვ­ნო, არც სა­ქარ­თე­ლო­ში ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას ალ­ბათ დიდი ხანი, არც არა­ვინ დამ­რჩა მანდ, ვის გა­მოც ვივ­ლი­დი...

ალ­ბათ ში­ნა­გა­ნი კო­ლე­გი­ა­ლუ­რო­ბა მა­ლა­პა­რა­კებს, ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი მე­ნა­ნე­ბა, ვი­საც ესე ერთ დროს აღ­მერ­თებ­დნენ და მერე ტა­ლახს ეს­როდ­ნენ... ამ­დე­ნი წე­ლია ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ და მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, აქ "ჰე­ი­თე­რე­ბი" ვის უკ­ვირს, მაგ­რამ ეს რა­ღაც სხვაა... ძა­ლი­ან ამო­რა­ლუ­რი და და­ბა­ლი დონე...ისე­დაც ბოლო ჟა­მის­კენ მივ­დი­ვართ.

განა რა გახ­და გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი... არ გან­ვი­კი­თხავ­დეთ და არ ვხო­ცავ­დეთ? განა რამ­დე­ნი დავ­რჩით? რა­ტომ ვერ ვი­ტანთ ქარ­თვე­ლე­ბი ესე ერ­თმა­ნეთს? გული მტკი­ვა, სად წა­ვი­და ის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, ერ­თგუ­ლი და ყვე­ლა­ზე ლმო­ბი­ე­რი და მიმ­ტე­ვე­ბე­ლი ერი, რა­საც გვას­წავ­ლიდ­ნენ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი...

რაც შე­ე­ხე­ბა ამი­კოს, ალ­ბათ სულ მცი­რე 15 წე­ლია ვიც­ნობ თავ­მდა­ბა­ლი, უშუ­ა­ლო და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩემი მე­გო­ბა­რია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მისი ძა­ლა­დო­ბა არა­ვის გაგ­ვი­გო­ნია, ვინც ვიც­ნობთ... სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს მეტი არა­ფე­რი... სი­ცო­ცხლე სულ რა­ღაც 1 წა­მია და ისიც ბო­რო­ტე­ბა­ში და სი­ძულ­ვილ­ში გავ­ლი­ოთ ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია... პა­ტი­ვის­ცე­მით, თქვე­ნი ემიგ­რან­ტი ნინი შერ­მა­დი­ნი", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

იხილეთ ამ თემაზე სტატიები:

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?





 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS