20 აპრილი, 2014
დუტა სხირტლაძე ტელერეკორდს ამყარებს
მაშინ მომეწონა აქაურობა, ვიხუმრე, მეორე სეზონზე დამიძახეთ-მეთქი და მართლა დამიძახეს 16 აპრილს ''ჯდს''-ზე ''ერთში ერთში'' დაიწყო. ახალი სეზონის მონაწილეები არიან ბორის ბედია, დუტა სხირტლაძე, ლევან მასპინძელაშვილი, იოანე არაბული, ნინო ძოწენიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნათია დუმბაძე და ვერიკო ტურაშვილი. ჟიურის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: წინა სეზონიდან ყველას კარგად გასხოვთ ზაკ რისი, ჟიურის წევრებს შეემატა ვოკალის პედაგოგი სისი სამი და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ჟიურის მეოთხე წევრი კი ყოველ ტურზე შეიცვლება. პროექტის პირველი ლაივკონცერტის სამზადისს მხოლოდ ჩვენი ჟურნალი დაესწრო და
დეტალებს ექსკლუზიურად გთავაზობთ.

- დუტა, როგორ დათანხმდი შემოთავაზებას, ამ პროექტში მიგეღო მონაწილეობა?
- ეკა ანდრონიკაშვილის ბრალია ყველაფერი. გახსოვთ ალბათ წინა ''ერთი ერთში'', ერთ-ერთ ლაივკონცერტზე მე და ჯაბა კილაძე მის დასახმარებლად რომ მოვედით, ნომრისთვის ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან'' დაფნა და ჟოზეფინა განვასახიერეთ. მაშინ მომეწონა აქაურობა, ვიხუმრე, მეორე სეზონზე დამიძახეთ-მეთქი და მართლა დამიძახეს. ჭკუაში დამიჯდა და მოვედი, ბევრი არც მიფიქრია. თუმცაღა ძალიან მეშინია, შვიდ ვოკალისტში ერთი მსახიობი ძნელია, მაგრამ ვემზადები.
- ვოკალში?
- ჰო, აბა.
- იცი უკვე, რა უნდა იმღერო პირველ კონცერტზე?
- კი, გუშინ გავიგე. ჩვენთან ლოტოტრონის პრინციპია, სამი სავარაუდო მომღერლიდან ერთი შეგხვდება. მე ჯო კოკერი შემხვდა. ამ მომღერალს კარგად ვიცნობ. ახლა სიმღერას ვარჩევთ.
- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავს, ვის გამოარჩევ?
- ყველას, შვიდივეს.
- რა იქნება შენი კოზირი?
- არაფერი.
- რატომ, მსახიობობა არ დაგეხმარება?
- მხოლოდ მსახიობობა არაფერს შველის, მთელი აქცენტი გარდასახვაზეა. დიდი ფსიქოანალიზია საჭირო, ყველა მანერას თავისი ახსნა, დანიშნულება აქვს. ადამიანი მოქმედებას ტყუილად არ აკეთებს. უნდა გააანალიზო, ხელი ასე რატომ ასწია ან ამ დროს რატომ გაიღიმა. ჯო კოკერი რთული იქნება ალბათ, მაგარი არაადეკვატური კაცია. ხელები ისე აქვს მიბმული, თითქოს სხვისიაო. რომელ ნომერშიც ქორეოგრაფია იქნება, შედარებით ადვილი განსახორციელებელია, მით უფრო, როცა ეს კარგად გამოგდის. სოლომომღერლების განსახიერება გაცილებით რთულია, მათ თავიანთი მიზნები აქვთ. ასეთია ჯო კოკერიც.
- შენი მიზანი რა არის?
- მაგრად უნდა წარვდგე მაყურებლის წინაშე. ყველაზე მაგარი ამ პროექტში ის არის, რომ არავინ ვარდება, სულ პროექტში ხარ. არ გემუქრება საფრთხე, რომ პირველივე ტურიდან გამოვარდე. ქართული ამბიციები ხომ იცით (იღიმება).
- ქალის როლის მორგებაც მოგიწევს, ამისთვის ალბათ მზად ხარ.
- რა თქმა უნდა, მაგის მეტი რა ვიცი. მაღალ ქუსლებზეც ვმდგარვარ და დაბალზეც. მსახიობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, კაცის განსახიერება მოუწევს თუ ქალის. ტიპაჟს გააჩნია, შეიძლება, კაცის განსახიერება უფრო რთულიც აღმოჩნდეს ჩემთვის.
- თუ დაგჭირდა, ქალის ხმასაც ამოუშვებ ყელიდან?
- მაგ დროს უნდა ეცადო, მაქსიმალურად ახლოს იყო მის ხმასთან. მე რომ დაიანა როსი ვერ გავხდები, ზუსტად ვიცი. ის კი არა, დემის რუსოსიც გამიჭირდება. მეშინია, არ ვხუმრობ, მართლა მეშინია.
- მეჩვენება, თუ პროექტის დასაწყისშივე ფარ-ხმალი გაქვს დაყრილი?
- მე? არა, რატომ?
- ამბობ, მეშინიაო, ჩემი მთავარი კოზირი არაფერი არ არისო...…
- მთავარი კოზირი ის არის, რომ ერთი ერთში გავაკეთო ყველაფერი. გავაკეთებ კიდეც.
- ალბათ მთელი მარჯანიშვილის თეატრი აქ იქნება, ლაივკონცერტებზე...
- იმედი მაქვს, ჩემი მეგობრების იმედი მაქვს. მაგრამ ერთი რამ არის ძალიან ცუდი. ''ჯეოსელის'' ''სასტავი'' ვერ დამიმესიჯებს, არ აქვთ უფლება. თუ კარგად მოვიქცევი, მაყურებელი დამიმესიჯებს.
- დუტა, პარალელურად ხარ ''ორი ვარსკვლავის'' წამყვანი...
- მეტსაც გეტყვით, ხუთშაბათს უკვე ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' იწყება, სადაც ასევე წამყვანი ვარ, ასე რომ, ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი ჩემი ლაივების დღე იქნება ქართულ ტელესივრცეში. ერთსაც დავამატებ, მალე შაბათობით ''იმედზე'' ეთერში გავა ''ადრენალინი'', სადაც ცნობილი ადამიანები შიშს შეებრძოლებიან და ამ გადაცემასაც მე გავუძღვები.
- ე.ი. დაბრუნდა ის ცნობილი მითი, უთოც რომ დუტას აჩვენებს?
- ასევე დაკავებული ვარ სერიალში ''პანიკის გარეშე''. ჩემი გმირი კახეთში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელია.
ნათია დუმბაძე:
- გვანცა კილასონიამ დამირეკა და შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა. ძალიან გამიკვირდა და მომეწონა ეს აზრი. მალევე დავთანხმდი. შარშანდელს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. განსხვავებულია ყველა მუსიკალური პროექტისგან, რაც აქამდე ყოფილა საქართველოში. რთული იქნება, მაგრამ შევეცდები, ყველაფერი ზედმიწევნით გავაკეთო. კონკურსანტები ყველა ჩემი მეგობარია, ყველა ძალიან ძლიერია და ყველასი სათითაოდ მეშინია.
ნინო ძოწენიძე:
- ნინო, რას მღერი პირველ კონცერტზე?
- შაკირა, ტინა ტერნერი და კიდევ ერთი მომღერალია ლოტოტრონში. ერთ-ერთის შესრულება მომიწევს. ჯერ არ არის გარკვეული. ძალიან საინტერესოა მზადების პროცესი, რე-პეტიციები. შესანიშნავი ვოკალის პედაგოგი გვყავს, სისი. ამ გოგოს ისეთი სივი აქვს, ვფიქრობ, ბევრს ვისწავლით მისგან. მე მითხრა, შენ ბევრს მოგთხოვო. აზარტთან ერთად ეს ყველაფერი დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის. ცეკვა და სიმღერა ერთად ჩვენთვის, ცოტა არ იყოს, უცხოა. მსახიობის ოსტატობას აჩიკო სოლოღაშვილი გვასწავლის, თუმცა აჩიკო ყველაფერს გვასწავლის, მრავალმხრივ ნიჭიერია (იღიმება) - პლასტიკას, სახის მიმიკების დაყენებას.
- გიგამ თუ იცის, რომ შეიძლება, მადონას განსახიერებამაც მოგიწიოს?
- გიგას არ აქვს ამის პრობლემა. პირიქით, ძალიან უხარია, ამ პროექტში რომ ჩავერთე. ერთადერთი იმაზე წუხს, რომ სახლში იშვიათად ვარ, მაგრამ მეყო სახლში ჯდომა (იცინის).
- კონკურენტებზე რას მეტყვი?
- ძლიერი გუნდია, რეპეტიციებით ვერ იმსჯელებ, ლიდერები პირველი კონცერტის მერე გამოვლინდებიან.
- ქართველი მომღერლებიდან რომ მოგიხდეს არჩევანის გაკეთება, ვის გა-ნასახიერებდი სიამოვნებით?
- მინდოდა ინოლა გურგულია, თამარ გვერდწითელი შეიძლება. ძალიან მომწონს ''ქარი კვლავ არხევს''... ვნახოთ, რა იქნება.
ქეთი ორჯონიკიძე:
- საინტერესო გასართობი პროექტია, მაგრამ რთული. მე რაც მემართება ხოლმე სცენაზე, ზუსტად ის არ უნდა დამემართოს აქ. მომღერლები გამიგებენ, რასაც ახლა ვიტყვი. მთელი ცხოვრება ვაკეთებდით საპირისპიროს, ანუ ვიყავით ინდივიდუალურები, არ ვბაძავდით არავის. ახლა უნდა შევეცადოთ განვასახიეროთ ესა თუ ის მომღერალი ერთი ერთში. ამიტომ მეშინია, შუა სიმღერაში არ დამავიწყდეს რას ვაკეთებ და ჩემებურად არ გავუბერო. ვეცდები, მაქსიმალურად ვაკონტროლო ემოციები.
- ნერვიულობ?
- რა თქმა უნდა. რადგან შენი ჟანრი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გეპატიება. პირველ რიგში, პატივი უნდა სცე საკუთარ თავს, მერე - იმ ადამიანებს, რომლებიც გისმენენ და გიყურებენ და მერე - იმ მომღერალს, რომელსაც ასახიერებ.
- ვის განასახიერებდი სიამოვნებით?
- მეხუთე ელემენტის დივას სიმღერას შევასრულებდი სიამოვნებით, ასევე ფინქს.
- ქართველებიდან?
- ნინო ქათამაძეს, მამუკა ჩარკვიანს.
ბორის ბედია:
- ბორის, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავს, როგორ აფასებ შენს შანსებს?
- ნიჭიერი კონკურენტები მყავს, წარმატებას ვუსურვებ ყველას. ყველა თავის სტილში მაგარია.
- მაგრამ აქ ინდივიდუალიზმი, საკუთარი სტილი არაფერს გარგებთ...
- ეგ მართალია, ინდივიდუალიზმი არაფერს მოგიტანს, აქ უნდა სცადო კოპირება.
- მიგიბაძავს ვინმესთვის თუნდაც ბავშვობაში?
- ძალიან მომწონდა ელვის პრესლი, მერე - ტომ ჯონსი, მერკური. რუსი მომღერლებიდან სეროვი მომწონს.
- პირველ ლაივკონცერტზე რას მღერი?
- ტომ ჯონსის ''ში იზ ე ლეიდი''. მსოფლიოს ქალებს მივუძღვნი ამ სიმღერას. მერე უკვე რა იქნება, არ ვიცი. მთავარია, ჯეკსონი არ ამომივიდეს.
- რა იქნება შენი ჯოკერი ამ პროექტში?
- ისევ და ისევ ხმა. მინდა, ლოტოტრონში ხმიანი მომღერლები შემხვდეს.
- ეთერ კაკულიას განსახიერება თუ მოგიხდა, ვერაფერში გამოიყენებ მაგ შენს ხმას.
- რატომაც არა, ეთერ კაკულიას სიამოვნებით მივბაძავ. ზოგჯერ მიმიმსგავსებია ქალი მომღერლებისთვის ხმა. ნიჭიერი კაცი ვარ, რას არ გავაკეთებ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS