25 იანვარი, 2021
"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე..." - რა დაემართა მარი ნაკანს
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კატებზე ალერგია აქვს, თუმცა მათი გაჩუქება უჭირს. ნაკანი მეგობრებს სთხოვს რჩევას და დახმარებას.

"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს.
ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ.

ხანდახან ისეთ მკვეთრ ალერგიას მაძლევს, რომ ვიხრჩობი, ღია ფანჯარასთან დგომაც აღარ მშველის, მეშინია ქრონიკულში არ გადამივიდეს... არადა დიდი ხანია, მათ აღარ ვეკარები, მაგრამ რომც არ
შევეხო, მაინც ვრეაგირებ მათ ბეწვზე. ალბათ ჰაერში დაფრინავს რაღაც მტვერი, ფაქტია, რომ არ ვკიდებ ხელს და მაინც მიწევს ძილის წინ ანტიჰისტამინის დალევა.

უკვე შევჯექი ამ წამლებზე. ხანდახან ჰორმონის დალევა მიწევს. ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიყავი მისული, შიგ თვალში დამჭირდა ნემსების გაკეთება და 2 კვირიანი თერაპია.
ანუ რამდენიმეჯერ მომიწია თვალში შიგნით ნემსის დარჭობა, წარმოდგენილი გექნებათ რა უსიამოვნოა... მაგრად გადამირჩა თვალი, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო ჯავრიშვილის კლინიკას.

ვიფიქრე გავაჩუქებ-თქო კატებს, წესიერ, მზრუნველ ადამიანებს გადავცემ მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ენანებათ, იმიტომ, რომ ეცოდებათ ისინი... თან ჩემი მოყვანილია ორივე და დამნაშავე ვარ ნამდვილად. მაგრამ თან ვხვდები, რომ ორგანიზმს ძალიან ვაზიანებ, მუდმივი წამლების მიღებით. ასეთმა ხშირმა ანტიჰისტამინებმა მეშინია, იმუნური სისტემა არ
დამინგრიოს.

არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები, რომ ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ, რომ მოვითხოვო კატების გაშვება... თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?" - წერს ნაკანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
Gio
სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს: ))
14:22 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
თათო
გაოგნებული ვარ! ოჯახის წევრები არჩევანის წინაშე როგორ გაყენებენ?! ეგ საკითხი მეუღლეს უნდა დაეყენებინა. ნორმალური, მოსიყვარულე ქმარი იტყოდა: რად მინდა კატა, შენ თუ ასე ცუდად იქნებიო. კატა კი არა, ურთიერთობებია გადასახედი.
13:48 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
არა ტროლი
რეფერენდუმი ხო არ ჩაგვეტარებინა?
13:47 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მართალია, ძალიან ძნელია ოჯახის საყვარელი ცხოველის გაჩუქება, მაგრამ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ალერგია კი ძალიან მტანჯველი დაავადებაა.
13:43 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ტოქსოპლაზმოზი
13:35 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ალერგოლოგი
ვის რა ადარდებს და ვის რა. ექიმი მკ-ას იწყებს, დაავადების ეტიოლოგიის კვლევით, და მკ-აც აქედან იწყება. ასე რომ გააჩუქეტ კატები, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს თქვენთვის.
13:08 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
Nინი
Gამოდის რომ სენ ოჯახის წევრებს Kატები სენზე მეტად Uყვარტ?
12:13 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
status quo
რატომ იკლავ შვილო თავს,თან კატებს აკვლევინებ?
02:06 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
რა უნდა გირჩიოთ საყვარელო ? მეუღლეს და შვილებს კათები უფრო ყვარებიათ და ეცოდებათ ვიდრე შენ. ჩაალაგე ჩანთები და გაიქეცი, თავს უშველეეეეე!!!! ეს რა მოვისმინე?
21:20 / 25-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ALA
შენ ქმარშვილს უთხარი აირჩიეთ კატები თუ ჩემი ჯამრთელობათქო და შენც მიიგებ სწორ არჩევანს
19:14 / 25-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS