25 იანვარი, 2021
"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე..." - რა დაემართა მარი ნაკანს
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კატებზე ალერგია აქვს, თუმცა მათი გაჩუქება უჭირს. ნაკანი მეგობრებს სთხოვს რჩევას და დახმარებას.

"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს.
ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ.

ხანდახან ისეთ მკვეთრ ალერგიას მაძლევს, რომ ვიხრჩობი, ღია ფანჯარასთან დგომაც აღარ მშველის, მეშინია ქრონიკულში არ გადამივიდეს... არადა დიდი ხანია, მათ აღარ ვეკარები, მაგრამ რომც არ
შევეხო, მაინც ვრეაგირებ მათ ბეწვზე. ალბათ ჰაერში დაფრინავს რაღაც მტვერი, ფაქტია, რომ არ ვკიდებ ხელს და მაინც მიწევს ძილის წინ ანტიჰისტამინის დალევა.

უკვე შევჯექი ამ წამლებზე. ხანდახან ჰორმონის დალევა მიწევს. ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიყავი მისული, შიგ თვალში დამჭირდა ნემსების გაკეთება და 2 კვირიანი თერაპია.
ანუ რამდენიმეჯერ მომიწია თვალში შიგნით ნემსის დარჭობა, წარმოდგენილი გექნებათ რა უსიამოვნოა... მაგრად გადამირჩა თვალი, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო ჯავრიშვილის კლინიკას.

ვიფიქრე გავაჩუქებ-თქო კატებს, წესიერ, მზრუნველ ადამიანებს გადავცემ მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ენანებათ, იმიტომ, რომ ეცოდებათ ისინი... თან ჩემი მოყვანილია ორივე და დამნაშავე ვარ ნამდვილად. მაგრამ თან ვხვდები, რომ ორგანიზმს ძალიან ვაზიანებ, მუდმივი წამლების მიღებით. ასეთმა ხშირმა ანტიჰისტამინებმა მეშინია, იმუნური სისტემა არ
დამინგრიოს.

არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები, რომ ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ, რომ მოვითხოვო კატების გაშვება... თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?" - წერს ნაკანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
მთ
2-3 კატა კიდე დაამატე
23:00 / 28-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ასეთი..
მეც ვფიქრობ რომ ასეთი ძლიერი ალერგია კატის გამო არ უნდა იყოს.....მითუმეტეს სახლში თუ გყავთ რწყილები არ ეყოლება, ეგ რწყილის ნაკბენმა იცის ცოტა მოქავება და შეწითლება, მაგრამ არ მოსწონს ადამიანის სისხლი, ნემსივით გეჩხვლიტება ცოტა და გადახტება..., მედიკამეტოზური ალეგია ხომ არ არის???// რა წამლებს იღებთ იმას დააკვირდით..
19:59 / 28-01-2021
გამოხმაურება / 0 /
nia
analizi tixoplazmaze da alergologi .es katis brsli ar unda iyos es tkveni omunuri sistemis gamoa revmatizmzec gamoikvliet
16:00 / 28-01-2021
გამოხმაურება / 0 /
გია
ეგ იცის ბევრმა საქინგმა
02:13 / 28-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ილია
მაგას ქმარი უნდა ხვდებოდეს რო თუ ცოლი ეხრჩობა და ეგუდება ცხოველი არუნდა ამჯობინოს.
02:11 / 28-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ნია
მარი, მე გირჩევდი კერძო სახლზე გეფიქრა, ანუ ეზო რომ ქონდეს და ფისოებს იქ თავის სახლს დაუდგამენ შენი ქმარ-შვილი, დამიჯერე ფისოებს ეზო, მიწა, ბალახი და ხეები უფრო უხარიატ, იმიტო რომ მტაცებლები არიან ბუნებიტ.........თუ კერძომსახლის შესაძლებლობა არ არის, იქნებ სადმე პატარა ნაკვეთი შეიძინოთ სადაც ასევე პატარა რარაცას ჩადგამთ, თან დაჩასავით გექნებათ, სამ დღეში ერთხელ რომ ახვიდეთ ფისოებს ეგაც ეყოფათ, ოღონდაც სასურველია ხეებიც იყოს იქ..... მოკლედ ღმერთმა შეგაძლებინოს ეს ყველაფერი, მე მესმის შენი....სახლში არა, მაგრამ ეზოში ბევრი ფისო მოგროვდება ხოლმე და მეც ვერიდები ახლა ზედმეტად აყვანას ხელში, მეც ალერგია მაქვს მგონი, ოღონდაც კორპუსის პირობებში ვერ შევძლებდი, ნამდვილად ვერა........ხუთი წელია ასე მოვდივართ, ჩემი ხელფასიდან სულ ცოტა 199 ლარი გადადებული მაქვს, არა და ნეტა იცოდე აქეთ ვარ დასახმარებელი მაგრამ მეცოდებიან მეც.... ყოჩაღად!!!!
20:30 / 27-01-2021
გამოხმაურება / 0 /
თათო
რეცეპტი - კატა უნდა გაუშვა და ქმარიც მიაყოლო. ბავშვებს უნდა აუხსნა, რომ დედა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კატა. დარწმუნებული ვარ, გაიგებენ. თუ არადა იგივეს გაიმეორებ.
16:42 / 26-01-2021
გამოხმაურება / 1 /
ნინია 29 წლის
აუ მაგარ რეცეპტებს გასცემ რააა!!! ქმრის გაშვება რომ უნდოდეს შენი კარნახი არ დასჭირდებოდა და უკვე გაშვებუკი ეყოლებოდა!!! ეგრე რომ უყურებთ ქმრის და ცოლის გაშვებებს მაგიტომაცაა დანევროზებული რომ არის და გარყვნილი ყველა!!! ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა კი მაგრა გკიდიათ ყველას!!!
15:41 / 29-01-2021
ნანა
ტოქსოპლაზმოზზე აიღეთ ანალიზიიიიიიი
16:27 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
???
მარი, ეგ არ იქნება კატისაგან გამოწვეული ალერგია. კარგი გამოკვლევა გჭირდება, მიმართე ალერგოლოგ დათო თელიას!!!
15:53 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ლელა
თუ კატები გირჩევნია საკუთარ ჯანმრთელობას, გყავდეს-სხვას რას ეკითხებით! უკაცრავად, ცოტა არასერიოზულობაა თქვენი მხრიდან:))
15:05 / 26-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS