25 იანვარი, 2021
"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე..." - რა დაემართა მარი ნაკანს
ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კატებზე ალერგია აქვს, თუმცა მათი გაჩუქება უჭირს. ნაკანი მეგობრებს სთხოვს რჩევას და დახმარებას.

"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს.
ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ.

ხანდახან ისეთ მკვეთრ ალერგიას მაძლევს, რომ ვიხრჩობი, ღია ფანჯარასთან დგომაც აღარ მშველის, მეშინია ქრონიკულში არ გადამივიდეს... არადა დიდი ხანია, მათ აღარ ვეკარები, მაგრამ რომც არ
შევეხო, მაინც ვრეაგირებ მათ ბეწვზე. ალბათ ჰაერში დაფრინავს რაღაც მტვერი, ფაქტია, რომ არ ვკიდებ ხელს და მაინც მიწევს ძილის წინ ანტიჰისტამინის დალევა.

უკვე შევჯექი ამ წამლებზე. ხანდახან ჰორმონის დალევა მიწევს. ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიყავი მისული, შიგ თვალში დამჭირდა ნემსების გაკეთება და 2 კვირიანი თერაპია.
ანუ რამდენიმეჯერ მომიწია თვალში შიგნით ნემსის დარჭობა, წარმოდგენილი გექნებათ რა უსიამოვნოა... მაგრად გადამირჩა თვალი, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო ჯავრიშვილის კლინიკას.

ვიფიქრე გავაჩუქებ-თქო კატებს, წესიერ, მზრუნველ ადამიანებს გადავცემ მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ენანებათ, იმიტომ, რომ ეცოდებათ ისინი... თან ჩემი მოყვანილია ორივე და დამნაშავე ვარ ნამდვილად. მაგრამ თან ვხვდები, რომ ორგანიზმს ძალიან ვაზიანებ, მუდმივი წამლების მიღებით. ასეთმა ხშირმა ანტიჰისტამინებმა მეშინია, იმუნური სისტემა არ
დამინგრიოს.

არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები, რომ ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ, რომ მოვითხოვო კატების გაშვება... თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?" - წერს ნაკანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
green
ალერგია არ არის სახუმარო ან მოსათმენი, აჩიქე ისეთს ვისაც უყვარს კატები.
13:17 / 05-02-2021
გამოხმაურება / 0 /
...
საქმე გამოგლევიათ, რა?
22:48 / 04-02-2021
გამოხმაურება / 1 /
ნანა
მეც ასე ვფიქრობ:საქმე გამოგლევია.
00:29 / 09-02-2021
ლუზი
Კატას ხომ არ უნდა შესწიროთ თქვენი ჯანმრთელობა, კატა ხიშნიკია და ყველგან იცხოვრებს, თქვენ თავს ნუ დაიავადმყოფებთ
06:20 / 04-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
კატა აირჩიეთ ,
00:34 / 04-02-2021
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ძალიან რთულია, მაგრამ რას იზამთ,ალერგია საშიშია ჯანმრთელობისთვის.
18:46 / 03-02-2021
გამოხმაურება / 0 /
Murka
Mere moishore ras iklav tavd
18:20 / 02-02-2021
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მე, პირადად, ვიყავი ძალიან ალერგიული, პატარა ვიყავი, მახსოვს ქუჩაში უპატრონო კნუტები ვიპოვე და სახლში წამოვიყვანე, დედაჩემი გაგიჟებული იყო, მაგრამ ჩუმად შემომყავდა და ღამით ლოგინში ვიწვენდი ,მერე ლეკვი მომინდა, რამდენიმე თვეში ალერგია საერთოდ ,,გაქრა"!!! მე ვფიქრობ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია!
20:34 / 01-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
შინაური ცხოველი არ არსებობს ცხოველი არის ცხოველი. გაყარეთ ეგ მუქთამჭამელა არსებები და დაახვეინეთ და ტუჩებში ნუ კოცნით და საყვარლებს ნუ ეძახით. ადამიანმა დაკარგა სახე და აზროვნება და ვერ ხვდება ამ სისულელეს. რო ძროხის, ღორის, ძაღლის და კატის ადგილი არის გარეთ. ქუჩაში რო აგდია კაცი მეტროში და მკვდარია თუ ცოცხალი ყურადღებას არავინ აქცევს და ძაღლის და კატის საჭმელში თვეში 100 ლარს იხდის და ლოგინში უწევს ეს არ ჰგავს მთლად დალაგებულ აზროვნებას. მე კი მესმის რომ ციდან ჩამოფრენილის პოსტს ჰგავს ბევრისთვის რასაც ვწერ მაგრამ თქვენ რომ ცაში ხართ გაფრენილი ამას რა ვუყოთ?
14:59 / 01-02-2021
გამოხმაურება / 1 /
ninarichi
თქვენ რომ არ მოგწონთ ,არ ნიშნავს რომ ცუდია და არ უნდა ჰყავდეთ ცხოველი სახლში, რატომ უნდა გაწუხებდეთ თქვენ ვიღაცა 100 ლარს დახარჯავს თუ 1000ლარს ცხოველის მოვლაში, თუ აქვს, ღმერთმა მისცეს, მაშინ გვეშველება როცა ყველა ერთმანეთის აზრის პატივისცემას და დაფასებას ვისწავლით.
01:09 / 05-02-2021
ddd
მთავარია, კატები იყვნენ კარგად და შენ როგორ იქნები, რა მნიშვნელობა აქვს? ცხოველთა დაცვის საზოგადოება მოგკლავს თუ კატა, სულ ერთია.... ძააააააან დებილობას წერ..........
10:01 / 30-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ALONZO
1 თებერვლამდე მომეცი დრო და რამეს მოგიფიქრებ. ახლა ძალიან დაკავებული ვარ
01:43 / 29-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS