მაია ასათიანი უკვე წლებია სამ ძაღლთან ბუბისთან, თუთასთან და დუდისთან ერთად ცხოვრობს. ჟურნალისტი ძაღლების ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებდა ინსტაგრამზე და მის ოთხფეხა მეგობრებზე შეყვარებულები იყვნენ გულშემატკივრები.
რამდენიმე დღის წინ, პატარა თუთა, ეზოდან გაიპარა და ქუჩის დიდმა ძაღლმა დაგლიჯა. ჟურნალისტმა ძაღლის გარდაცვალება ძალიან განიცადა და სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მისი ოთხფეხა მეგობრები მაიას მსგავსად გლოვობენ პატარა თუთას დაღუპვას.
"ბევრი მეკითხებით თუთას რა მოუვიდა, ეზოდან გაიპარა და ქუჩის დიდმა ძაღლმა დაგლიჯა ერთ წამში,
ჩემს თვალწინ. საშინელება იყო. გაფრინდა ნუცასთან. ბუბუმ ძალიან ბევრი იტირა, შეესწრო ამ ფაქტს. ზის სამი დღეა ასე საჭმელიც არ უჭამია. გლოვობს თავის დაიკოს, რანაირად შეუძლია ამდენი პატარა ძაღლს. დუდიც ასეა, ამ დროს სულ თამაშობდნენ ხოლმე და ახლა ცალკ-ცალკე ასე მოწყენილები არიან." - ამბობს მაია ვიდეოებში.