მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო
თამარ ივერი ცნობილია რომ განსაკუთრებულად შეყვარებულია ცხოველებზე. რამდენიმე დღის წინ თამარს მოულოდნელად საყვარელი ძაღლი სისი დაეღუპა, რასაც ძალიან განიცდის და სოციალურ ქსელში არაერთ სტატუსს უძღვნის...
"გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ, 2021 წლის პირველი მწარე საჩუქარი. მკვდარი ვარ. სისი მომკალი, როგორ ვიცხოვრო პატარავ უშენოდ? ასე უცებ, ერთ დღეში. ლამისაა გული გამისკდეს.
როგორ დამაკლდები პატარავ, როგორ ვიცხოვრო უშენოდ? ვინღა მიფხაკუნებს კარებზე ყიველ დილით? ღმერთო რა მძიმედ დამეწყო წელი.
სულ ცოტა ხნის წინ ცოცხალი მყავდი პატარავ.როგორ
განვიცდი ვინ იცის, მომკალი სისიკუნა შენი უცაბედი წასვლით..." - წერს ივერი სოციალურ ქსელში და საყვარელი ოთხფეხა მეგობრის ფოტოებს აქვეყნებს.