25 დეკემბერი, 2020
"დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს... იყო დრო, მე და დათა დილის 5 საათამდე ქუჩაში ვიყავით" - იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა
თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილს ყვე­ლა იც­ნობს, მის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე და იუ­მო­რის­ტულ ნომ­რებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ხა­ლი­სობს. თა­თია "ახა­ლი შა­ბა­თის შოუს" მსა­ხი­ო­ბია. რო­გო­რია იუ­მო­რის­ტის ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა და რო­გორ და­ა­მარ­ცხა შვილ­თან ერ­თად აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი - აქამ­დე უც­ნობ ის­ტო­რი­ებს მის შე­სა­ხებ სუ­ლუ­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში მოჰ­ყვა:

"იუ­მორს ემ­სა­ხუ­რე­ბი და ჰგო­ნი­ათ, რომ ადა­მი­ანს ამის იქით, შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს. ბევ­რის­გან გა­მი­გია ეს ფრა­ზა, რომ რა კარ­გია, უდარ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს და ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ იციო. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან დიდი სა­ნერ­ვი­უ­ლო გა­და­ვი­ტა­ნე და ეს ეხე­ბო­და ჩემს
შვილს. დათა ახლა არის 6 წლის.

რო­დე­საც იყო წლის და 5 თვის, და­ე­წყო სა­ში­ნე­ლი უძი­ლო­ბა. იყო დრო, რომ 5 სა­ა­თამ­დე ქუ­ჩა­ში გვე­ძი­ნა, პლე­დი გვქონ­და მოხ­ვე­უ­ლი. ეს ხდე­ბო­და ძა­ლი­ან ხში­რად. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა იყო. გვყავ­და ნერ­ვო­პა­თო­ლოგ­თან, მაგ­რამ მან გა­მიშ­ვა სახ­ლში, რომ არა­ფე­რი ჭირ­სო. მოხ­და ისე, რომ და­თას წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში და­ე­წყო რეგ­რე­სი და რაც იცო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. აღარ ჰქონ­და რე­აქ­ცია ჩემ­ზე, სა­თა­მა­შო­ებ­ზე. ძი­რი­თა­დად ერ­თო­ბო­და უფუნ­ქციო ნივ­თე­ბით.

პირ­ვე­ლად ეს შე­ამ­ჩნია დე­დამ და მი­თხრა, თა­თია, ბავ­შვს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქ­ვსო, მაგ­რამ არ მინ­დო­და ამ პრობ­ლე­მის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა. წა­ვიყ­ვა­ნე ფსი­ქი­ატრთან, გა­ვი­ა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა... ერთი თვის შემ­დეგ პა­სუხზე რომ მი­ვე­დი, მარ­ტო ვი­ყა­ვი, შე­მო­მიტ­რი­ა­ლა კომ­პი­უ­ტე­რი და ეწე­რა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი. არ ვიცი იმ დროს რო­გორ ვი­ყა­ვი... ვი­ცო­დი, რომ არ იყო მარ­ტი­ვი თემა, მაგ­რამ მთლად ამა­საც არ ვე­ლო­დი. იმ წუ­თას გა­ვი­ყი­ნე და ვფიქ­რობ­დი, რა გა­ვა­კე­თო? ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი და მე­ო­რე დღეს და­ი­წყო ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ მე და­თას­თვის უნდა მი­მე­ხე­და.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS