პალატის ხელმძღვანელის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, შესაგროვებელია 66 000 ლარი.
ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!
მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით,
საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ ქეთისთან.
ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში.
მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09:15 საათიდან 10:00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები. ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი", – ნათქვამია დავით ოქიტაშვილის განცხადებაში.
სს "საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი - BAGAGE22
ანგარიში - GE06BG0000000498478658
მიმღები - ტურიზმის განვითარების ასოციაცია
დანიშნულება - ზურა დოიჯაშვილისთვის Kეტი Vადაცჰკორია