04 დეკემბერი, 2020
„ავად რომ გავ­ხდი მა­შინ და­ვა­ფა­სე ზურა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის მი­ყუ­დე­ბუ­ლი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია მეუღლეზე
გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" ზურა ხა­ჩი­ძემ და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ მათი ოჯა­ხის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. რო­გორც ზუ­რამ აღ­ნიშ­ნა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი სირ­თუ­ლე იყო მათ ცხოვ­რე­ბა­ში, ბევ­რჯერ სახ­ლი­და­ნაც წა­მო­ვი­და, თუმ­ცა შემ­დეგ კვლავ ერ­თად იყ­ვნენ.

ზურა ხა­ჩი­ძე: მე ვარ მის­თვის ისე­თი ქმა­რი, რო­მელ­საც ვერ ნა­ხავ­და. ფერი ფერ­სა მად­ლი ღმერ­თსაო, ესეც შე­მიძ­ლია ვთქვა ჩვენ­ზე. ჩვენს ქორ­წი­ნე­ბას გა­გახ­სე­ნებთ, ძა­ლი­ან რთუ­ლი წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ ერ­თად. თუმ­ცა ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა მო­ხერ­ხდა.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: გან­სა­კუთ­რე­ბით ავად რომ გავ­ხდი მა­შინ და­ვა­ფა­სე ზურა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის მი­ყუ­დე­ბუ­ლი ვარ.
ამ ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ზუ­რაც გა­ი­ზარ­და და მეც გა­ვი­ზარ­დე. ეს წლე­ბი ადა­მი­ანს ცვლის, ნამ­დვი­ლად სხვა­ნა­ი­რია. რო­დე­საც გავ­ყე­ვი, მას ბევ­რი კომ­პლექ­სი ჰქონ­და, რო­მელ­ზეც რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა, ისე ვი­მუ­შა­ვე. ზუ­რას ძა­ლი­ან უყ­ვარს, რო­დე­საც მის კომ­პლექსზე ვი­ლა­პა­რა­კებთ და ახ­სნას ვუ­ძებ­ნით.

ზურა ხა­ჩი­ძემ მე­უღ­ლის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო ერ­თმა წელ­მა ის ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. მომ­ღერ­ლის თქმით, ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რეს.

Rating

"რო­დე­საც ხა­თუ­ნა ავად გახ­და, ორი თვის და­ნიშ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ეს ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო. უნდა და­მე­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა, გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი ახალ­ცი­ხე­ში, და­მე­წყო რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა. გა­და­ვე­დი კი­დეც, და­ვი­წყე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, იქაც დამ­ჭირ­და ხა­თუ­ნა. გად­მო­ვი­და ისიც, ამი­წყო ყვე­ლა­ფე­რი და დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში.

ერთ თვე­ში და­ე­წყო ხვე­ლე­ბა, მა­ნამ­დე არ მახ­სოვს მისი სი­ცხე ან გა­ცი­ე­ბა ან რამე მსგავ­სი. ხა­თუ­ნა არის ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი. ახალ­ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი და ნი­ნის ძა­ლით წა­უყ­ვა­ნია ექიმ­თან, რო­მელ­საც უთ­ქვამს, რომ ფილ­ტვებ­ში სა­ეჭ­ვო რა­ღა­ცე­ებს ხე­დავს. და­ვუ­რე­კე ხა­თუ­ნას, ტე­ლე­ფონ­ზე და ტი­რო­და. ვერ გა­ვი­გე რას მე­უბ­ნე­ბო­და. შემ­დეგ ნი­ნის და­ვუ­რე­კე და გა­ვი­გე რაც მოხ­და. დავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ზე და წა­მო­ვე­დი. მას შემ­დეგ დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, ჩემს თავს აღარ ვგა­ვარ.

სულ ვნატ­რობ, რომ ნეტა მე დამ­მარ­თვნო­და. ხა­თუ­ნა ის ადა­მი­ა­ნია, ვინც ყვე­ლას გვივ­ლის. მე უფრო გა­და­ვი­ტან­დი. ხა­თუ­ნას ეს არ უნდა მოს­ვლო­და. შიში მაქვს, სულ მის გვერ­დით ვარ. ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. პან­დე­მი­ის დროს ურ­თუ­ლე­სი დეპ­რე­სია ჰქონ­და, გა­დაბ­რუნ­და, სა­ერ­თოდ არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და არა­ვის. ნინი მა­შინ მოს­კოვ­ში იყო. სამ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოვ­ხვდით, ერთხელ სა­დარ­ბა­ზო­შიც წა­მექ­ცა. ვე­ღარ ვტო­ვებ­დი მარ­ტო. ახ­ლაც მის გვერ­დით ვარ. სამ­სა­ხურ­შიც ვერ დავ­დი­ვარ, რად­გან ვერ ვტო­ვებ. სულ მაქვს შიში იმის, რომ ეს არ იყოს ბოლო დღე. იმე­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ის ხში­რად დამ­ყავს ეკ­ლე­სი­ა­ში, ეზი­ა­რე­ბა".






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS