"ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ.სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი.
ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!..მადლიერი დაგრჩებით!.." - წერს პეტრე კოლხი.
მამაოს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და
"გლობალ მედი" მადლობა გულისხმიერებისთვის. ახლა ყველა დაძაბული ვართ, ყველას ერთი ტკივილი გვებრძვის, მაგრამ ამ სიტუაციაშიც ადამიანობის შენარჩუნება ყველაზე მეტი ღირსებაა...
მეტად დავაფასოთ ექიმები... ისინი თვალს წუთითაც არ ხუჭავენ... უფალი იყოს ყველა ჩვენგანის მფარველი!.." - დაწერა სასულიერო პირმა.