14 ნოემბერი, 2020
"ის ყვე­ლა კო­ვიდ19 ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლის იმე­დია, ქა­ლა­ქის სი­ა­მა­ყე" - გმირი ექიმი ქალი, რომელიც დაღლილობისგან წაიქცა...
ექი­მი არ­ჩილ ჯა­ლა­ღო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სელ მე­დი­კოსს თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ეხე­ბა. ჯა­ლა­ღო­ნი­ას თქმით, ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ერ­თა­დერ­თი ექი­მი-გი­ნე­კო­ლო­გი იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვის­თა­ნაც კოვიდ 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბი და მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი მიჰ­ყავ­დათ.

"ვი­ღა­ცის პოს­ტი წა­ვი­კი­თხე ექიმს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და­უ­დას­ტურ­და და ად­გი­ლი არ და­ა­კა­ვა კლი­ნი­კა­ში, უთ­ქვამს ჩემს ად­გი­ლას ვი­საც ჭირ­დე­ბა ის და­აწ­ვი­ნეთ, თვი­თონ სახ­ლში წა­ვი­დაო. რა პა­ტა­რა მო­მენ­ტია და რა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი სხვე­ბის მი­მართ. ჩემს ირ­გვლივ უამ­რა­ვი მედ­და და ექი­მია ასე­თი, მეტ­საც გე­ტყვით ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე მათ­განს
მი­უ­ხე­და­ვად მათი მძი­მე რის­კე­ბი­სა, მა­ინც საფ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნეს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე სხვე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლად. ალ­ბათ სიყ­ვა­რუ­ლი არის მა­შინ, როცა ვინ­მეს­თვის შე­გიძ­ლია გა­წი­რო ან გას­ცე შენი დრო, ჯან­მრთე­ლო­ბა და თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ყვე­ლა ეპო­ქას და ის­ტო­რი­ას ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი და ან­ტიგ­მი­რე­ბი, თა­ვი­სი აპ­ლო­დის­მენ­ტი და კრი­ტი­კა...არც ეს კო­ვიდ19 პე­რი­ო­დი ჩა­ივ­ლის ისე, გა­და­ფას­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იმედს ვი­ტო­ვებ და ყვე­ლას მისი სა­ზღა­უ­რი მი­ე­გე­ბა, ეპი­დე­მია ადრე თუ გვი­ან და­ცხრე­ბა, წა­ი­ღებს მი­სას და წავა... პლა­ნე­ტის ის­ტო­რი­ა­ში ჯერ არას­დროს არ მო­უ­გია ომი მიკ­რო­სამ­ყა­როს მაკ­რო­სამ­ყა­როს­თან და არც პი­რი­ქით, იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო ზავი...ალ­ბათ დავ­ზავ­დე­ბით ამ ერთხე­ლაც, გვა­პა­ტი­ებს სამ­ყა­რო ჩი­ნეთ­ში სენ­სი­ტი­ურ დახ­ვე­ლე­ბას...

მე სხვა რამ მინ­და გი­თხრათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემო ქუ­თა­ის­ლე­ბო, რომ ამ ის­ტო­რი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია იც­ნობ­დეთ ახალ­გაზ­რდა ექიმს თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რო­მელ­თა­ნაც მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­მუ­შა­ვა კლი­ნი­კა "ბო­მომდში" რამ­დე­ნი­მე თვე კო­ვიდ19 ბლოკ­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლე­ბის და უძი­ლო ღა­მე­ე­ბის მომსწრე... ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში რო­გორ ზე­ი­მობ­და სი­ცო­ცხლე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით...

თე­ო­ნა ერ­თა­დერ­თი ექი­მი გი­ნე­კო­ლო­გი იყო იმ პე­რი­ოდ­ში (ალ­ბათ ახ­ლაც, ზუს­ტად არ ვიცი) და­სავ­ლეთ­ში ვის­თა­ნაც გად­მო­ყავ­დათ ყვე­ლა კო­ვიდ19 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი დედა... ათე­უ­ლო­ბით ორ­სუ­ლი მი­ი­ღო, უმ­კურ­ნა­ლა, მო­ე­ფე­რა, ამ­შო­ბი­ა­რა და შინ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და გამ­რავ­ლე­ბუ­ლი გა­უშ­ვა თა­ვი­ან­თი პა­ტა­რე­ბით... არ არ­სე­ბობს იმა­ზე დიდი მდგო­მა­რე­ო­ბა ვიდ­რე დედა და შვი­ლი ერ­თად, არ არ­სე­ბობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე დიდი ეკ­ლე­სია, სა­დაც დედა ლო­ცუ­ლობს ახალ­შო­ბილ შვილ­ზე და არ არ­სე­ბობს იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, უყუ­რო სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს როცა ჯან­მრთე­ლე­ბი ტო­ვე­ბენ კლი­ნი­კას...ღმერ­თის­გან და­ლოც­ვი­ლია ეს გოგო, მად­ლი­ა­ნია.

მახ­სენ­დე­ბა ერთი სა­მუ­შაო ღამე, და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე ორ­სუ­ლი უწევს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტრი­აჟ­დე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­ად სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­დის და ამ­შო­ბი­ა­რა ორი ორ­სუ­ლი, დე­დე­ბიც და ბავ­შვე­ბიც კარ­გად არი­ან, ყვე­ლას უა­ხა­რია ერ­თმა­ნე­თის კარ­გად ყოფ­ნა და... უცებ თე­ო­ნა ექი­მი მო­წყდა და წა­იქ­ცა, მი­ვარ­დნენ ექთ­ნე­ბი, ექი­მე­ბი, გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა. მო­ი­ხე­და ჩვენ­სკე­ნაც და როცა დას­ტა­ბი­ლურ­და ყვე­ლა­ფე­რი, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­უდ­გა მის საქ­მეს...

ვი­თომც არა­ფე­რი, თით­ქოს არა­ფე­რიც მომ­ხდა­რა...თით­ქოს... მერე რა რომ რამ­დე­ნი­მე თვე კლი­ნი­კი­დან არ გა­სუ­ლა, მერე რა რომ საკ­ვებს არ ღე­ბუ­ლობს ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე, მერე რა რომ ამ­დე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დედა და ჩვი­ლი, მერე რა რომ კო­ვი­დია, მერე რა რომ თვი­თო­ნაც ცუ­და­დაა, მერე რა რომ და­ინ­ფი­ცირ­და, მერე რა რომ პნევ­მო­ნია აქვს, მერე რა რომ მა­საც ჰყავს ოჯა­ხი, მერე რა რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ კუ­რორ­ტის მა­გივ­რად ისევ კლი­ნი­კა­შია...

ის ყვე­ლა კო­ვიდ19 ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლის იმე­დია, ქა­ლა­ქის სი­ა­მა­ყე და ჩემი რო­გორც კო­ლე­გა მო­ნა­პო­ვა­რი...იც­ნობ­დეთ, გიყ­ვარ­დეთ და გა­უფრ­თხილ­დით" - წერს ჯა­ლა­ღო­ნია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სოფიო
თეო წარმატებები ჯანმრთელობას გუსურვებ❤
19:59 / 18-11-2020
გამოხმაურება / 0 /
Natalia
ეს ის შემთხვევაა,როცა ჩვეულებრივი ადამიანების სიტყვები არაფერს ნიშნავს. გმირების გვერდით ჩვეულებრივი ადამიანები თითის ტოლები ვჩანვართ.და უხერხულად ვგრძნობთ თავს. ეს ექიმის გარდა სამყაროს მოვლენაა ,რომელიც გვანახებს ჭეშმარიტი ადამიანი როგორი უნდა იყოს. გამძლეობა ამ ქალბატონს
04:01 / 18-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინი
საამაყო გოგო! და თავად არჩილი არის სამაგალითო და გმირი ექიმი. ქვეყანა უნდა იცნობდეს ასეთ ადამიანებს
01:07 / 18-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS